მსოფლიო

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისის ბაგა-ბაღებში ახალი სასწავლო წლისთვის საყოველთაო რეგისტრაცია ხვალიდან ორ ეტაპად განხორციელდება
თბილისის ბაგა-ბაღებში ახალი სასწავლო წლისთვის საყოველთაო რეგისტრაცია ხვალიდან ორ ეტაპად განხორციელდება

თბი­ლი­სის ბაგა-ბა­ღებ­ში 2018-2019 სას­წავ­ლო წლის­თვის სა­ყო­ველ­თაო რე­გის­ტრა­ცია 22 ივ­ნისს, 12:00 სა­ათ­ზე და­ი­წყე­ბა, - ამის შე­სა­ხებ „თბი­ლი­სის ბაგა-ბა­ღე­ბის მარ­თვის სა­ა­გენ­ტოს“ ხელ­მძღვა­ნელ­მა კა­ხა­ბერ გვან­ცე­ლა­ძემ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და. მი­სი­ვე თქმით, ახა­ლი სას­წავ­ლო წლის­თვის აღ­საზ­რდელ­თა რე­გის­ტრა­ცია ორ ეტა­პად გან­ხორ­ცი­ელ­და. 18 ივ­ნისს რე­გის­ტრა­ცი­ის პირ­ველ ეტაპ­ზე 3 000-ამდე აღ­საზ­რდე­ლი და­რე­გის­ტრირ­და, ხოლო ხვალ სა­ყო­ველ­თაო რე­გის­ტრა­ცი­ის­თვის 11000-ზე მეტი ად­გი­ლია დარ­ჩე­ნი­ლი.

„რე­გის­ტრა­ცი­ის მსურ­ვე­ლე­ბი უნდა შე­ვიდ­ნენ kids.org.ge-ზე, სა­დაც გახ­სნი­ან აპ­ლი­კა­ცი­ას და მისი შევ­სე­ბის შე­დე­გად და­ა­რე­გის­ტრი­რე­ბენ ბავ­შვს. რაც შე­ე­ხე­ბა ად­გი­ლებს, წელს სა­ერ­თო ჯამ­ში 15 000-მდე ად­გი­ლი გვაქვს. წინა წელ­თან შე­და­რე­ბით ად­გი­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა 3 000-ით არის გაზ­რდი­ლი“, - გა­ნა­ცხა­და კა­ხა­ბერ გვან­ცე­ლა­ძემ.

ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის კი­თხვა­ზე, იქ­მნე­ბა თუ არა სა­იტ­ზე ტექ­ნი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი, რის გა­მოც მშობ­ლე­ბი რე­გის­ტრა­ცი­ის გავ­ლას ვერ ახერ­ხე­ბენ, ბაგა-ბა­ღე­ბის მარ­თვის სა­ა­გენ­ტოს ხელ­მძღვა­ნელ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ეს გარ­კვე­ულ უბ­ნებ­ში მდე­ბა­რე ბა­ღებ­ზე მა­ღა­ლი მო­თხოვ­ნით არის გა­მოწ­ვე­უ­ლი.

„არის ბა­ღე­ბი, სა­დაც მო­თხოვ­ნა მა­ღა­ლია, თუმ­ცა ბაღი ყვე­ლას ვერ და­აკ­მა­ყო­ფი­ლებს. ეს ბა­ღე­ბია ძი­რი­თა­დად სა­ბურ­თა­ლო­ზე, ვა­კის რა­ი­ონ­ში, ჩუ­ღუ­რეთ­ში და ა.შ. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, წარ­მო­იშ­ვე­ბა სწო­რედ ეს უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა. როცა არის 300 - ად­გი­ლი­ა­ნი ბაღი, იქ 500 ბავ­შვს ვერ მი­ვი­ღებთ. ასე რომ, ეს ტექ­ნი­კუ­რი პრობ­ლე­მა არ არის“, - გა­ნა­ცხა­და გვან­ცე­ლა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, ამ ეტაპ­ზე თითო ჯგუფ­ში სა­შუ­ა­ლოდ 45 ბავ­შვია გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი.

ჯგუფ­ში გა­დატ­ვირ­თუ­ლო­ბის პრობ­ლე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით გვან­ცე­ლა­ძემ აღ­ნიშ­ნა, რომ ამ პრობ­ლე­მის გა­და­საჭ­რე­ლად მუ­შა­ო­ბა გრძელ­დე­ბა. იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ აღ­საზ­რდელ­თა რა­ო­დე­ნო­ბა ჯგუფ­ში 45-ს გა­და­ა­ჭარ­ბებს, მისი თქმით, გა­იზ­რდე­ბა აღ­მზრდე­ლე­ბი­სა და მათი თა­ნა­შემ­წე­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა.

„პირ­და­პირ გე­ტყვით, რომ ვმუ­შა­ობთ გა­დატ­ვირ­თუ­ლო­ბის სა­კი­თხზე. ამი­სათ­ვის ვა­შე­ნებთ ახალ კორ­პუ­სებ­სა და ახალ ბა­ღებს. რაც შე­ე­ხე­ბა ცალ­კე­ულ შემ­თხვე­ვებს, რო­დე­საც ბევ­რი ბავ­შვია ჯგუფ­ში, იქ ჩვენ ამის სა­შუ­ა­ლე­ბას აუ­ცი­ლებ­ლად გვაძ­ლევს სივ­რცე და ამას­თა­ნა­ვე ვა­მა­ტებთ აღ­მზრდე­ლებს და აღ­მზრდე­ლის თა­ნა­შემ­წე­ებს. ასეთ დროს მხო­ლოდ ორი აღ­მზრდე­ლი არ არის ჩარ­თუ­ლი სა­აღ­მზრდე­ლო პრო­ცეს­ში“, - გა­ნა­ცხა­და ბაგა-ბა­ღე­ბის მარ­თვის სა­ა­გენ­ტოს ხელ­მძღვა­ნელ­მა.

მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, 9 ახა­ლი სა­ბავ­შვო ბაღი გა­იხ­სნე­ბა, ორ ბაგა–ბაღს კი ახა­ლი თა­ნა­მედ­რო­ვე სტან­დარ­ტე­ბის კორ­პუ­სი შე­ე­მა­ტე­ბა. გვან­ცე­ლა­ძის თქმით, მო­მა­ვალ წელს კი­დევ 10 ახა­ლი ბა­ღის გახ­სნა იგეგ­მე­ბა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ პირ­ველ ეტაპ­ზე, 18 ივ­ნისს რე­გის­ტრა­ცია გა­ი­ა­რეს სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ველ­მა 100 000 -ზე და­ბა­ლი ქუ­ლის მქო­ნე ოჯა­ხე­ბის შვი­ლებ­მა, ჩვილ ბავ­შვთა სახ­ლის ბე­ნე­ფი­ცი­ა­რებ­მა, სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე ბავ­შვებ­მა იმ ოჯა­ხის ბავ­შვებ­მა, რო­მელ­თა დედ­მა­მიშ­ვი­ლე­ბი სკო­ლამ­დელ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში უკვე არი­ან და­რე­გის­ტი­რე­ბუ­ლი და ასე­ვე 2015 წლის 13–14 ივ­ნისს თბი­ლის­ში მომ­ხდა­რი წყალ­დი­დო­ბის შე­დე­გად და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ოჯა­ხე­ბის ბავ­შვებ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?

თბილისის ბაგა-ბაღებში ახალი სასწავლო წლისთვის საყოველთაო რეგისტრაცია ხვალიდან ორ ეტაპად განხორციელდება

თბილისის ბაგა-ბაღებში ახალი სასწავლო წლისთვის საყოველთაო რეგისტრაცია ხვალიდან ორ ეტაპად განხორციელდება

თბილისის ბაგა-ბაღებში 2018-2019 სასწავლო წლისთვის საყოველთაო რეგისტრაცია 22 ივნისს, 12:00 საათზე დაიწყება, - ამის შესახებ „თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს“ ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, ახალი სასწავლო წლისთვის აღსაზრდელთა რეგისტრაცია ორ ეტაპად განხორციელდა. 18 ივნისს რეგისტრაციის პირველ ეტაპზე 3 000-ამდე აღსაზრდელი დარეგისტრირდა, ხოლო ხვალ საყოველთაო რეგისტრაციისთვის 11000-ზე მეტი ადგილია დარჩენილი.

„რეგისტრაციის მსურველები უნდა შევიდნენ kids.org.ge-ზე, სადაც გახსნიან აპლიკაციას და მისი შევსების შედეგად დაარეგისტრირებენ ბავშვს. რაც შეეხება ადგილებს, წელს საერთო ჯამში 15 000-მდე ადგილი გვაქვს. წინა წელთან შედარებით ადგილების რაოდენობა 3 000-ით არის გაზრდილი“, - განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ.

ჟურნალისტების კითხვაზე, იქმნება თუ არა საიტზე ტექნიკური პრობლემები, რის გამოც მშობლები რეგისტრაციის გავლას ვერ ახერხებენ, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ეს გარკვეულ უბნებში მდებარე ბაღებზე მაღალი მოთხოვნით არის გამოწვეული.

„არის ბაღები, სადაც მოთხოვნა მაღალია, თუმცა ბაღი ყველას ვერ დააკმაყოფილებს. ეს ბაღებია ძირითადად საბურთალოზე, ვაკის რაიონში, ჩუღურეთში და ა.შ. აქედან გამომდინარე, წარმოიშვება სწორედ ეს უკმაყოფილება. როცა არის 300 - ადგილიანი ბაღი, იქ 500 ბავშვს ვერ მივიღებთ. ასე რომ, ეს ტექნიკური პრობლემა არ არის“, - განაცხადა გვანცელაძემ.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე თითო ჯგუფში საშუალოდ 45 ბავშვია გათვალისწინებული.

ჯგუფში გადატვირთულობის პრობლემასთან დაკავშირებით გვანცელაძემ აღნიშნა, რომ ამ პრობლემის გადასაჭრელად მუშაობა გრძელდება. იმ შემთხვევაში, თუ აღსაზრდელთა რაოდენობა ჯგუფში 45-ს გადააჭარბებს, მისი თქმით, გაიზრდება აღმზრდელებისა და მათი თანაშემწეების რაოდენობა.

„პირდაპირ გეტყვით, რომ ვმუშაობთ გადატვირთულობის საკითხზე. ამისათვის ვაშენებთ ახალ კორპუსებსა და ახალ ბაღებს. რაც შეეხება ცალკეულ შემთხვევებს, როდესაც ბევრი ბავშვია ჯგუფში, იქ ჩვენ ამის საშუალებას აუცილებლად გვაძლევს სივრცე და ამასთანავე ვამატებთ აღმზრდელებს და აღმზრდელის თანაშემწეებს. ასეთ დროს მხოლოდ ორი აღმზრდელი არ არის ჩართული სააღმზრდელო პროცესში“, - განაცხადა ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა.

მისი ინფორმაციით, 9 ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნება, ორ ბაგა–ბაღს კი ახალი თანამედროვე სტანდარტების კორპუსი შეემატება. გვანცელაძის თქმით, მომავალ წელს კიდევ 10 ახალი ბაღის გახსნა იგეგმება.

შეგახსენებთ, რომ პირველ ეტაპზე, 18 ივნისს რეგისტრაცია გაიარეს სოციალურად დაუცველმა 100 000 -ზე დაბალი ქულის მქონე ოჯახების შვილებმა, ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარებმა, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებმა იმ ოჯახის ბავშვებმა, რომელთა დედმამიშვილები სკოლამდელ დაწესებულებაში უკვე არიან დარეგისტირებული და ასევე 2015 წლის 13–14 ივნისს თბილისში მომხდარი წყალდიდობის შედეგად დაზარალებული ოჯახების ბავშვებმა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი