კომპანია “აქსისი” მომხმარებელს ერთიანი გადახდის შემთხვევაში უნიკალურ ფასდაკლებას სთავაზობს. ბინები „აქსის პალასი საირმეზე“ 15% ფასდაკლებით მხოლოდ 31 ივლისამდე გაიყიდება.
„საირმის ქუჩა N51-ში მდებარე „აქსის პალასი საირმეზე“ გამოირჩევა თავისი ადგილმდებარეობით. ეს არის სახლი, რომელიც ერთდროულად გთავაზობთ ბინას საბურთალოს ცენტრში და ამავდროულად საირმის გორის სუფთა ჰაერს, რაც დღევანდელი თბილისში მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. მიმზიდველ გარემოსთან ერთად, „პალასი საირმეზე“ გამოირჩვეა ხარისხით და 360 გრადუსიანი ხედებით წითელ ბაღზე, ძველ იპოდრომზე და მთელ თბილისზე. კომპლექსი, რომელიც 2019 წლის ბოლოს დასრულდება, 22 სართულიანია. პირველ სართულზე განთავსდება კომერციული ფართები, ხოლო 21 სართული საცხოვრებელ ბინებს დაეთმობა. მე-2 ბლოკის დასრულებისას კომპლექსში მოეწყობა საცურაო აუზი და სპორტულ გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურა“, - ნათქვამია „აქსისის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კომპანიაში აღნიშნავენ, რომ „აქსის პალასიდან საირმეზე“ ყველა საჭირო ინფრასტრუქტურა მაქსიმუმ 6 წუთის საფეხმავლო გზაზეა, კერძოდ: პირველი ექპერიმენტული სკოლა - 1 წუთის სავალზე, 50 მეტრში; ბაგა-ბაღი საირმეზე - 2 წუთის სავალზე, 120 მეტრში; გოძიაშვილის (წითელი) ბაღი - 4 წუთის სავალზე, 300 მეტრში; ალ. ყაზბეგის ქუჩა - 5 წუთის სავალზე, 400 მეტრში; ძველი იპოდრომი - 6 წუთის სავალზე, 500 მეტრში.
ცნობისთვის, „აქსისში“ ბინები ბარდება სრული რემონტით. გეგმარების შეცვლა და სარემონტო მასალების შერჩევა კი მომხმარებელს საკუთარი გემოვნებით შეუძლია.