ორდღიანი განხილვების შემდეგ, საქართველოს პარლამენტმა მთავრობის შემადგენლობას და სამთავრობო პროგრამას „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“ ნდობა გამოუცხადა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ აღნიშნული მინისტრთა კაბინეტი დროებითია და 2-3 კვირაში პარლამენტს განახლებული და უფრო შემცირებული მთავრობის დამტკიცება მოუწევს.
მნიშვნელოვანია, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის 2012 წლიდან დღემდე, მთავრობის შემადგენლობა რამდენჯერმე შეიცვალა, თუმცა, ორი მინისტრი პოსტს უცვლელად იკავებს. ესენი არიან: შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა თუ რა ქონებას ფლობენ „ოცნების“ უცვლელი მინისტრები. 2018 წლის 31 იანვარს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, წულუკიანი ფლობს 6 000 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთს მესტიაში, სოფელ ზემო ლუჰაში, რომელიც 2017 წელს მამის ძმისგან მიიღო საჩუქრად; 900 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთს სოფელ დიღომში; 1000 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთს სოფელ დიღომში; სოფელ დიღომში მდებარე 330,22 კვ. მეტრი ფართობის საცხოვრებელ სახლს და ამავე მისამართზე მდებარე 40,93 კვ. მეტრის ავტოფარეხს. განაგრძეთ კითხვა