მწერლების კარიერაში საკმაოდ დიდი როლი მათ პირველ წიგნს ენიჭება, რომელიც ძირითადად განსაზღვრავს მათ მომავალს, იზიდავს მუდმივი მკითხველის დიდ ნაწილს და შთაბეჭდილებას ქმნის სტილსა თუ ჟანრზე. უნდა აღინიშნოს, რომ დამწყებებისთვის და უცნობი ავტორებისთვის ძალიან რთულია გამომცემლის პოვნა პირველივე ჯერზე. გამონაკლისი არც ყველასთვის საყვარელი მწერალი და დეტექტივების ნამდვილი დედოფალი აგათა კრისტი ყოფილა. მან პირველი რომანი პირველი მსოფლიო ომის დროს დაწერა, 4 წელიწადში კი მრავალი ცდისა და დიდი იმედის წყალობით გამოაქვეყნა „იდუმალებით მოცული საქმე სთაილზში“. წიგნი თავიდან მხოლოდ 2 დოლარი ღირდა და არც ისე შესამჩნევი იყო, თუმცა მალევე მოიხვეჭა პოპულარობა და დღემდე გამორჩეულ ნაწარმოებად ითვლება კრისტის შემოქმედებიდან.
წიგნის სიუჟტი ინგლისში ვითარდება მას შემდეგ, რაც ერთ–ერთი პერსონაჟი საიდუმლო ვითარებაში კვდება. დეტექტივი საკმაოდ საინტერესო და მრავალფეროვანი დაძაბული შინაარსისგარდა კიდევ იმით გახლავთ, რომ თან მას თან ახლავს პერსონაჟების სახლის რუკა, მკვლელობის სცენის ილუსტრაცია და წერილის ფრაგმენტი, რომლებიც მწერალმა თავად დაამზადა.
„იდუმალებით მოცუილი საქმე სთაილზში“ აგათა კრისტიმ დედას მიუძღვნა. ქალს, რომელსაც ყველაზე დიდი გავლენა ჰქონდა მწერლის ცხოვრებაში და მისი უახლოესი მეგობარი იყო. კრისტიმ წერა სწორედ დედის რჩევით დაიწყო ადამყოფობისას და ძალიან დიდი შრომისა და მონდომების შემდეგ შესაბამის წარმატებასაც მიაღწია.
აგათა კრისტის ნაწარმოებების მიხედვით არაერთი ფილმი თუ სპექტაკლია გაკეთებული. გამონაკლისი არ არის არც „იდუმალებით მოცული საქმე სთაილზში“,რომლის მიხედვითაც რადიო ბროდქასთი, სერიალიდა სპექტაკლია დადგმული.
სერიალი აგათა კრისტის შემოქმედებაზე ჯერ კიდევ 1990 წელს მწერლის დაბადებიდან 100 წლის შემდეგ გამოვიდა და უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა, მის ერთ ეპიზოდში კი მოცემული წიგნის სიუჟტია წარმოდგენილი.
BBCრადიომ 2005 წელს სპეციალური 5 ნაწილიანი ბროდქასთების სერია გააკეთა, რომელიც ყოველ ორშაბათს გადიოდა და უამრავი ადამიანი უსმენდა საყვარელი წიგნის ხმოვან ჩანაწერს, რომელმაც ნამდვილი ფურორი მოახდინა.
რაც შეეხება სპექტაკლს, 2012 წელს ბრიტანეთში 65 წუთიანი სასცენო წარმოდგენა დაიდგა „იდუმალებით მოცული საქმე სთაილზი“–ს მიხედვით. სპექტაკლი გამორჩეულად საინტერესო იყო თავისი შინაარსით, რადგან მასში სულ 5 მსახიობი მონაწილეობდა, შესაბამისად თითოეულ მათგანს ერთხზე მეტი როლის თამაში უწევდა.
რაც შეეხება უშუალოდ წიგნს, ის ნათარგმნია ასზე მეტ ენაზე და თითქმის ყველა ქვეყანაში შეიძლება მისი ეგზემპლარის შეძენა. უნდა აღინიშნოს, რომ გამონაკლისი არც საქართველო წარმოადგენს. 28 ივნისიდან გამომცემლობა „პალიტრა L” სერიის „ჩემი რჩეული მსოფლიო“ ფარგლებში „დეტექტივების დედოფლის“ პირველი წიგნს გამოსცემს.წიგნი ჟურნალ „გზასთან“ ერთად გაიყიდება და მისი ფასი 7 ლარი იქნება.