მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დღეს, წელს პირველად წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება
დღეს, წელს პირველად წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება

სა­პატ­რი­არ­ქო­ში დღეს წმინ­და სი­ნო­დის სხდო­მა გა­ი­მარ­თე­ბა. წმინ­და სი­ნო­დის სხდო­მა წელს პირ­ვე­ლად ტარ­დე­ბა. სი­ნო­დი ბოლო პე­რი­ოდ­ში დაგ­რო­ვილ, ეკ­ლე­სი­ის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­კი­თხებ­ზე იმ­სჯე­ლებს. სხდო­მა 12:00 სა­ათ­ზე და­ი­წყე­ბა და მას სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი, უწ­მინ­დე­სი და უნე­ტა­რე­სი ილია მე­ო­რე უხელ­მძღვა­ნე­ლებს.

რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ახალ­ქა­ლა­ქი­სა და კუ­მურ­დოს მიტ­რო­პო­ლიტ­მა ნი­კო­ლოზ­მა გა­ნუ­ცხა­და, გან­სა­ხილ­ვე­ლი სა­კი­თხე­ბი წმინ­და სი­ნო­დის სხდო­მის და­წყე­ბამ­დე მღვდელმთავ­რე­ბის­თვის წი­ნას­წარ არ არის ცნო­ბი­ლი, თუმ­ცა იგი არ გა­მო­რი­ცხავს, რომ ერთ–ერთ სა­კი­თხად სხდო­მა­ზე მსოფ­ლიო სა­პატ­რი­არ­ქოს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­გან უკ­რა­ი­ნის ეკ­ლე­სი­ის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით მი­ღე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის გაც­ნო­ბა იყოს. ასე­ვე, სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის ად­გი­ლი სხვა ად­გი­ლობ­რივ ეკ­ლე­სი­ა­თა შო­რის, ე.წ. დიპ­ტიხ­ში. მე­უ­ფე ნი­კო­ლო­ზის თქმით, მსოფ­ლიო სა­პატ­რი­არ­ქოს ორი მიტ­რო­პო­ლი­ტის სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქთან შეხ­ვედ­რის დროს ეს სა­კი­თხიც და­ის­ვა.

„ახ­ლა­ხანს მსოფ­ლიო სა­პატ­რი­არ­ქოს ორი მიტ­რო­პო­ლი­ტი იყო ჩა­მობ­რძა­ნე­ბუ­ლი. მათ გა­ნა­ცხა­დეს, რომ მსოფ­ლიო პატ­რი­არ­ქთან იმ­ყო­ფე­ბო­და უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტი. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, უკ­რა­ი­ნა უკვე 25 წე­ლია ითხოვს ეკ­ლე­სი­ის ავ­ტო­კე­ფა­ლი­ას. პატ­რი­არ­ქთან შეხ­ვედ­რა­ზე ამ სა­კი­თხზე იყო სა­უ­ბა­რი. ჩვენ მსოფ­ლიო სა­პატ­რი­არ­ქოს მღვდელმთავ­რებ­მა მოგ­ვა­წო­დეს ინ­ფორ­მა­ცია, რომ მსოფ­ლიო სა­პატ­რი­არ­ქო­ში ამ სა­კი­თხის გან­ხილ­ვა მიმ­დი­ნა­რე­ობს. წმინ­და სი­ნო­დის სხდო­მა­ზე მღვდელმთავ­რე­ბის­გან მი­ღე­ბუ­ლი ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის გაც­ნო­ბა მოხ­დე­ბა. ეს არის სა­კი­თხი, რო­მე­ლიც ღრმად შეს­წავ­ლას სა­ჭი­რო­ებს და არა­ვი­თა­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ჩვე­ნი ეკ­ლე­სი­ის მხრი­დან არ იქ­ნე­ბა მი­ღე­ბუ­ლი. ჩვენ არა­ვი­თარ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს არ მი­ვი­ღებთ, ვიდ­რე ეს სა­კი­თხი ზუს­ტად არ იქ­ნე­ბა ჩვენს წი­ნა­შე დას­მუ­ლი“, – გა­ნა­ცხა­და მიტ­რო­პო­ლიტ­მა ნი­კო­ლოზ­მა.

მი­სი­ვე თქმით, უწ­მინ­დეს­თან შეხ­ვედ­რა­ზე ასე­ვე ჩვე­ნი მხრი­დან სა­უ­ბა­რი შე­ე­ხო ასე­ვე დიპ­ტი­ხის სა­კითხს.

„ეს სა­კი­თხი მსოფ­ლიო სა­პატ­რი­არ­ქოს მღვდელმთავ­რე­ბის წი­ნა­შე კი­დევ ერთხელ და­ის­ვა, რომ მსოფ­ლიო პატ­რი­არ­ქმა გა­ნი­ხი­ლოს ჩვენ­თვის ყვე­ლა­ზე მტკივ­ნე­უ­ლი თემა რაც სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის ად­გილს უკავ­შირ­დე­ბა ეკ­ლე­სი­ა­თა დიპ­ტიხ­ში. ით­ქვა, რომ ჩვე­ნი ად­გი­ლი გან­სა­ზღვრუ­ლი არ არის. მათ გა­ნა­ცხა­დეს, რომ ისი­ნი აუ­ცი­ლებ­ლად აც­ნო­ბე­ბენ მსოფ­ლიო პატ­რი­არ­ქს ჩვენს და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას. მსოფ­ლიო სა­პატ­რი­არ­ქო­ში კო­მი­სია იყო შექ­მნი­ლი და მა­თაც შე­ის­წავ­ლეს ეს სა­კი­თხი. შე­საძ­ლოა წმინ­და სი­ნო­დის სხდო­მა­ზე ამ სა­კი­თხზეც იყოს სა­უ­ბა­რი“, – გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფე ნი­კო­ლოზ­მა.

კი­თხვა­ზე, წმინ­და სი­ნო­დის სხდო­მა­ზე იქ­ნე­ბა თუ არა და­ყე­ნე­ბუ­ლი რა­ი­მე კუ­თხით ბრალ­დე­ბუ­ლი დე­კა­ნო­ზის გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძის სა­კი­თხი, მიტ­რო­პო­ლი­ტის­თვის უც­ნო­ბია.

„მამა გი­ორ­გის დე­კა­ნო­ზის წო­დე­ბა შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი აქვს. ჩვენ ვე­ლო­დე­ბით სა­სა­მარ­თლოს სა­ბო­ლოო შე­დე­გებს, რად­გან პრო­ცე­დუ­რე­ბი სა­ბო­ლო­ოდ დას­რუ­ლე­ბუ­ლი არ არის. რაც შე­ე­ხე­ბა მისი ზი­ა­რე­ბის სა­კითხს, ეს არ არის სა­კი­თხი, რო­მელ­საც ეკ­ლე­სია გა­ნი­ხი­ლავს. მას ჰყავს პი­რა­დი მო­ძღვა­რი. მისი მო­ძღვა­რია მე­უ­ფე დი­მიტ­რი. მან, რა­ღაც მო­საზ­რე­ბე­ბით, სა­ჭი­როდ ჩათ­ვა­ლა, რომ დრო­ე­ბით შე­ჩე­რე­ბუ­ლი აქვს ზი­ა­რე­ბა. ეს სა­კი­თხი მამა გი­ორ­გის და მისი მო­ძღვრის გან­სა­ხილ­ვე­ლია და მათ შო­რის გვარ­დე­ბა. ეკ­ლე­სი­ას არა­ვი­თა­რი ოფი­ცი­ა­ლუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, არა­ვი­თა­რი დად­გე­ნი­ლე­ბა, რომ მამა გი­ორ­გის ზი­ა­რე­ბა აეკ­რძა­ლოს, არ მი­უ­ღია“, – გა­ნა­ცხა­და მიტ­რო­პო­ლიტ­მა.

ამას­თან, „ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი“ და­ინ­ტე­რეს­და, უნდა ყო­ფი­ლი­ყო თუ არა უწ­მინ­დე­სის მიერ მო­საყ­დრედ მე­უ­ფე შიოს და­სა­ხე­ლე­ბის სა­კი­თხი წმინ­და სი­ნო­დის წევ­რებ­თან შე­თან­ხმე­ბუ­ლი და ხომ არ შე­ე­ხე­ბი­ან წმინ­და სი­ნო­დის წევ­რე­ბი ამ სა­კითხს, რა­ზეც მე­უ­ფე ნი­კო­ლოზ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ მო­საყ­დრის და­სა­ხე­ლე­ბა მთლი­ა­ნად პატ­რი­არ­ქის პრე­რო­გა­ტი­ვაა.

„არას­დროს არც ერთი პატ­რი­არ­ქი ამ სა­კითხს სი­ნოდს არ უთან­ხმებს. მო­საყ­დრე პატ­რი­არ­ქის მო­ვა­ლე­ო­ბე­ბის შემ­სრუ­ლე­ბელს ნიშ­ნავს იმ ხა­რისხში, რა­საც პატ­რი­არ­ქი და­ა­ვა­ლებს. მე­უ­ფე შიო ისე­დაც იყო გა­მორ­ჩე­უ­ლი, ის ქო­რე­პის­კო­პო­სი იყო. იგი პატ­რი­არ­ქმა გა­მო­არ­ჩია და გარ­კვე­უ­ლი სა­კი­თხე­ბი და­ა­ვა­ლა“, – აღ­ნიშ­ნა ახალ­ქა­ლა­ქი­სა და კუ­მურ­დოს მიტ­რო­პო­ლიტ­მა.

წმინ­და სი­ნო­დის სხდო­მა წე­ლი­წად­ში ორ­ჯერ იმარ­თე­ბა. შარ­შან წმინ­და სი­ნო­დის სხდო­მა 9 მარტს და 11 ოქ­ტომ­ბერს ჩა­ტარ­და.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

დღეს, წელს პირველად წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება

დღეს, წელს პირველად წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება

საპატრიარქოში დღეს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება. წმინდა სინოდის სხდომა წელს პირველად ტარდება. სინოდი ბოლო პერიოდში დაგროვილ, ეკლესიისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე იმსჯელებს. სხდომა 12:00 საათზე დაიწყება და მას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე უხელმძღვანელებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა განუცხადა, განსახილველი საკითხები წმინდა სინოდის სხდომის დაწყებამდე მღვდელმთავრებისთვის წინასწარ არ არის ცნობილი, თუმცა იგი არ გამორიცხავს, რომ ერთ–ერთ საკითხად სხდომაზე მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენლებისგან უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით მიღებული ინფორმაციის გაცნობა იყოს. ასევე, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ადგილი სხვა ადგილობრივ ეკლესიათა შორის, ე.წ. დიპტიხში. მეუფე ნიკოლოზის თქმით, მსოფლიო საპატრიარქოს ორი მიტროპოლიტის საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან შეხვედრის დროს ეს საკითხიც დაისვა.

„ახლახანს მსოფლიო საპატრიარქოს ორი მიტროპოლიტი იყო ჩამობრძანებული. მათ განაცხადეს, რომ მსოფლიო პატრიარქთან იმყოფებოდა უკრაინის პრეზიდენტი. მოგეხსენებათ, უკრაინა უკვე 25 წელია ითხოვს ეკლესიის ავტოკეფალიას. პატრიარქთან შეხვედრაზე ამ საკითხზე იყო საუბარი. ჩვენ მსოფლიო საპატრიარქოს მღვდელმთავრებმა მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ მსოფლიო საპატრიარქოში ამ საკითხის განხილვა მიმდინარეობს. წმინდა სინოდის სხდომაზე მღვდელმთავრებისგან მიღებული ამ ინფორმაციის გაცნობა მოხდება. ეს არის საკითხი, რომელიც ღრმად შესწავლას საჭიროებს და არავითარი გადაწყვეტილება ჩვენი ეკლესიის მხრიდან არ იქნება მიღებული. ჩვენ არავითარ გადაწყვეტილებებს არ მივიღებთ, ვიდრე ეს საკითხი ზუსტად არ იქნება ჩვენს წინაშე დასმული“, – განაცხადა მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა.

მისივე თქმით, უწმინდესთან შეხვედრაზე ასევე ჩვენი მხრიდან საუბარი შეეხო ასევე დიპტიხის საკითხს.

„ეს საკითხი მსოფლიო საპატრიარქოს მღვდელმთავრების წინაშე კიდევ ერთხელ დაისვა, რომ მსოფლიო პატრიარქმა განიხილოს ჩვენთვის ყველაზე მტკივნეული თემა რაც საქართველოს ეკლესიის ადგილს უკავშირდება ეკლესიათა დიპტიხში. ითქვა, რომ ჩვენი ადგილი განსაზღვრული არ არის. მათ განაცხადეს, რომ ისინი აუცილებლად აცნობებენ მსოფლიო პატრიარქს ჩვენს დამოკიდებულებას. მსოფლიო საპატრიარქოში კომისია იყო შექმნილი და მათაც შეისწავლეს ეს საკითხი. შესაძლოა წმინდა სინოდის სხდომაზე ამ საკითხზეც იყოს საუბარი“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

კითხვაზე, წმინდა სინოდის სხდომაზე იქნება თუ არა დაყენებული რაიმე კუთხით ბრალდებული დეკანოზის გიორგი მამალაძის საკითხი, მიტროპოლიტისთვის უცნობია.

„მამა გიორგის დეკანოზის წოდება შენარჩუნებული აქვს. ჩვენ ველოდებით სასამართლოს საბოლოო შედეგებს, რადგან პროცედურები საბოლოოდ დასრულებული არ არის. რაც შეეხება მისი ზიარების საკითხს, ეს არ არის საკითხი, რომელსაც ეკლესია განიხილავს. მას ჰყავს პირადი მოძღვარი. მისი მოძღვარია მეუფე დიმიტრი. მან, რაღაც მოსაზრებებით, საჭიროდ ჩათვალა, რომ დროებით შეჩერებული აქვს ზიარება. ეს საკითხი მამა გიორგის და მისი მოძღვრის განსახილველია და მათ შორის გვარდება. ეკლესიას არავითარი ოფიციალური გადაწყვეტილება, არავითარი დადგენილება, რომ მამა გიორგის ზიარება აეკრძალოს, არ მიუღია“, – განაცხადა მიტროპოლიტმა.

ამასთან, „ინტერპრესნიუსი“ დაინტერესდა, უნდა ყოფილიყო თუ არა უწმინდესის მიერ მოსაყდრედ მეუფე შიოს დასახელების საკითხი წმინდა სინოდის წევრებთან შეთანხმებული და ხომ არ შეეხებიან წმინდა სინოდის წევრები ამ საკითხს, რაზეც მეუფე ნიკოლოზმა აღნიშნა, რომ მოსაყდრის დასახელება მთლიანად პატრიარქის პრეროგატივაა.

„არასდროს არც ერთი პატრიარქი ამ საკითხს სინოდს არ უთანხმებს. მოსაყდრე პატრიარქის მოვალეობების შემსრულებელს ნიშნავს იმ ხარისხში, რასაც პატრიარქი დაავალებს. მეუფე შიო ისედაც იყო გამორჩეული, ის ქორეპისკოპოსი იყო. იგი პატრიარქმა გამოარჩია და გარკვეული საკითხები დაავალა“, – აღნიშნა ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა.

წმინდა სინოდის სხდომა წელიწადში ორჯერ იმართება. შარშან წმინდა სინოდის სხდომა 9 მარტს და 11 ოქტომბერს ჩატარდა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი