პარტნიორები:

    99 მომხრე, 6 წინააღმდეგი - პარლამენტმა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა

    99 მომხრე, 6 წინააღმდეგი - პარლამენტმა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა

    პარლამენტმა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას და სამთავრობო პროგრამას - “თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“ ნდობა გამოუცხადა. მთავრობა 99 ხმით (6 წინააღმდეგი) დაამტკიცეს.

    პარლამენტის მიერ მხარდაჭერილი მინისტრთა კაბინეტი შემდეგი შემადგენლობით დაიწყებს მუშაობას:

    პრემიერ-მინისტრი - მამუკა ბახტაძე

    ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი - გიორგი ჩერქეზიშვილი

    ფინანსთა მინისტრი - ნიკოლოზ გაგუა

    საგარეო საქმეთა მინისტრი - დავით ზალკალიანი

    განათლებისა და მეცნიერების მინისტრი - მიხეილ ჩხენკელი

    გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი - ლევან დავითაშვილი

    თავდაცვის მინისტრი - ლევან იზორია

    შინაგან საქმეთა მინისტრი - გიორგი გახარია

    იუსტიციის მინისტრი - თეა წულუკიანი

    სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი - კახა კახიშვილი

    კულტურისა და სპორტის მინისტრი - მიხეილ გიორგაძე

    ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი - სოზარ სუბარი

    რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი - მაია ცქიტიშვილი

    შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა მინისტრი - დავით სერგეენკო

    სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში - ქეთევან ციხელაშვილი

    ამასთან, როგორც მმართველ გუნდში აცხადებენ, პარლამენტს უახლოეს სამ-ოთხ კვირაში სტრუქტურულად და პერსონალურად შეცვლილი მთავრობა წარედგინება და მინისტრთა კაბინეტი ნდობის მისაღებად პარლამენტში კიდევ ერთხელ მივა.

    ნახეთ ვიდეო: 99 მომხრე, 6 წინააღმდეგი - პარლამენტმა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა

    LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

    ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

    "პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები