მსოფლიო
სამართალი

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 13:13-ზე, მთვარე ქალწულშია – დღეს დაწყებული და დაგეგმილი ყველაფერი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ გვსურს. შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება, კონფლიქტები და საგანგებო სიტუაციები. რეკომენდებულია კრეატიული მიდგომები ძველი პროექტების განსახორციელებლად. მოაგვარეთ მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხები. მოძებნეთ ახალი პარტნიორები. ინდივიდუალურად იმუშავეთ. შეზღუდეთ კოლექტიური მუშაობა. შეგიძლიათ დაიცვათ მარხვა, შესაფერისია მსუბუქი საკვები, მარცვლეული და თევზი. ალკოჰოლი და ნიკოტინი უკუნაჩვენებია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მის სანახავად რომ მივედი, აპარატზე იყო მიერთებული..." - ანრი ჯოხაძემ ნოე სულაბერიძის გარდაცვლილ დედას კლიპი მიუძღვნა
"მის სანახავად რომ მივედი, აპარატზე იყო მიერთებული..." - ანრი ჯოხაძემ ნოე სულაბერიძის გარდაცვლილ დედას კლიპი მიუძღვნა

პრო­დი­უ­სერ ნოე სუ­ლა­ბე­რი­ძეს დედა ცოტა ხნის წინ გარ­და­ეც­ვა­ლა, ის მისი ერ­თა­დერ­თი შვი­ლი იყო. რო­გორც ამ­ბობს, დე­დამ ბოლო 38 წელი სწო­რედ მას მი­უ­ძღვნა. ლილი შა­ვერ­ზაშ­ვი­ლი კომ­პო­ზი­ტო­რი გახ­ლდათ, შა­ვერ­ზაშ­ვი­ლე­ბის ცნო­ბი­ლი მუ­სი­კა­ლუ­რი დი­ნას­ტი­ი­დან.

"კონ­სერ­ვა­ტო­რია და­ამ­თავ­რა (და­ვით თო­რა­ძის კლა­სი), უამ­რა­ვი ნა­წარ­მო­ე­ბის ავ­ტო­რია. მთე­ლი ცხოვ­რე­ბა მუ­სი­კას და მე მო­მი­ძღვნა. მის უამ­რავ კლა­სი­კურ ნა­მუ­შე­ვარს შო­რის ერთი ("მე და შენ") სა­ესტრა­დო ნა­მუ­შე­ვა­რია, რო­მე­ლიც ანრი ჯო­ხა­ძემ ცოტა ხნის წინ ჩა­წე­რა და მას­ზე უკვე კლი­პიც გა­და­ი­ღო" - ამ­ბობს პრო­დი­უ­სე­რი ნოე სუ­ლა­ბე­რი­ძე ჩვენ­თან სა­უბ­რი­სას.

კლი­პის პრე­ზენ­ტა­ცია გუ­შინ შედ­გა. კომ­პო­ზი­ტორ ლილი შა­ვერ­ზაშ­ვი­ლის სიმ­ღე­რას თა­ვად ანრი ას­რუ­ლებს და კლი­პის იდე­აც და რე­ჟი­სუ­რაც მას ეკუთ­ვნის.

ნოე სუ­ლა­ბე­რი­ძე:

- ეს სიმ­ღე­რა რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი წლის წინ და­წე­რა. ნა­წარ­მო­ე­ბებს ძი­რი­თა­დად სა­გუნ­დო და კლა­სი­კუ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით ქმნი­და. ეს ერთი სა­ესტრა­დო სიმ­ღე­რა ჰქონ­და, მაგ­რამ თა­რო­ზე იყო შე­მო­დე­ბუ­ლი. მი­ხა­რია, რომ ან­რიმ მო­ი­სურ­ვა ემ­ღე­რა და მერე მას­ზე კლი­პიც გა­და­ე­ღო. კლი­პის იდე­აც და რე­ჟი­სუ­რაც მას ეკუთ­ვნის. მგო­ნი, კარ­გი გა­მო­ვი­და, ჩემ­თვის ძა­ლი­ან ამაღლვე­ბე­ლია. კადრში დე­დას სუ­რა­თი ჩნდე­ბა და მას­ში ჩემი შვი­ლე­ბიც მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ.

- რა­ტომ არ მო­ხერ­ხდა ამ სიმ­ღე­რა­ზე კლი­პის გა­და­ღე­ბა ქალ­ბა­ტო­ნი ლი­ლის სი­ცო­ცხლე­ში?

- ცხა­დია, უკე­თე­სი იქ­ნე­ბო­და, მის სი­ცო­ცხლე­ში მოს­წრე­ბო­და, რა­ზეც გული მწყდე­ბა, მაგ­რამ ძა­ლი­ან მო­უ­ლოდ­ნე­ლად წა­ვი­და, ვერ მო­ვა­ხერ­ხე ამ ყვე­ლაფ­რის გა­კე­თე­ბა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ნა­ფიქ­რი მქონ­და. ცუ­დია, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი დაგ­ვი­ა­ნე­ბით მოხ­და. მად­ლო­ბა მე­გობ­რებს, ვინც და­მეხ­მარ­ნენ.

- რო­დე­საც უკვე დე­დის სიმ­ღე­რა­ზე კლი­პი არ­სე­ბობს, რა გრძნო­ბაა ეს?

- ჩემ­თვის იმას ნიშ­ნავს, რომ კი­დევ უფრო ბევ­რი ადა­მი­ა­ნი გა­ი­გებს დე­და­ჩე­მის არ­სე­ბო­ბის შე­სა­ხებ, უფრო მეტი მო­ის­მენს მის სა­ხელ­სა და გვარს. დე­და­ჩე­მი ნი­ჭი­ე­რი ადა­მი­ა­ნი იყო. წლე­ბი ჩემს აღ­ზრდას შე­ა­ლია და ნაკ­ლე­ბად ქმნი­და იმას, რისი შექ­მნაც კარ­გად გა­მოს­დი­ო­და. ძა­ლი­ან ხში­რად მისი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი უცხო­ეთ­ში წარ­მა­ტე­ბით აჟ­ღე­რე­ბუ­ლა, მაგ­რამ ესტრა­დას არ ეტ­რფო­და, სულ ამ­ბობ­და, ეგ ყვე­ლას შე­უძ­ლი­აო. ხომ ვამ­ბობ, ეს ერთი სა­ესტრა­დო სიმ­ღე­რა ჩემს ბავ­შვო­ბა­ში აქვს და­წე­რი­ლი.

ფოტო გა­და­სა­ღე­ბი მო­ედ­ნი­დან

ანრი ჯო­ხა­ძე:

- ზო­გა­დად პრო­ექ­ტი გა­მო­ვი­და. კლიპს რომ ვუ­ყუ­რებ, ვის­მენ, რა­ზეა ეს ყვე­ლა­ფე­რი, მრჩე­ბა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა და ემო­ცია, რომ მა­რა­დი­ულ სიყ­ვა­რულ­ზეა... სიყ­ვა­რულ­ზე, რო­მე­ლიც სიკ­ვდი­ლამ­დე შენ­თან არის, არ გშორ­დე­ბა. კლი­პი პი­რა­დად ჩემი და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი და აწყო­ბი­ლია, სიმ­ღე­რა ჩემი გა­კე­თე­ბუ­ლი, ნამ­ღე­რია და როცა ვის­მენ, მეც იგი­ვე გან­ცდა მიჩ­ნდე­ბა - რა კარ­გია მო­მენ­ტი, რო­დე­საც ადა­მი­ანს გიყ­ვარს მთე­ლი ცხოვ­რე­ბა, სი­ცო­ცხლის ბო­ლომ­დე შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ხარ და იმ ერ­თის ერ­თგუ­ლი ხარ.

რაც შე­ხე­ბა სიმ­ღე­რას, არის ემო­ცი­უ­რი და ძა­ლი­ან ლა­მა­ზი, რაც მე ძა­ლი­ან მიყ­ვარს მაგ თა­ო­ბის კომ­პო­ზი­ტო­რებ­ში, რო­მელ თა­ო­ბა­საც ლილი შა­ვერ­ზაშ­ვი­ლი მი­ე­კუთ­ვნე­ბა. ეს არის რა­ღაც ამე­რი­კუ­ლი სიმ­ფო­ჯა­ზის გავ­ლე­ნა მუ­სი­კა­ში. სამ­წუ­ხა­როდ, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ისევ ეს ძვე­ლი თა­ო­ბა რჩე­ბა ლი­დე­რად.

- იდეა სა­ი­დან მო­ვი­და, ეს კლი­პი გა­და­გე­ღო?

- რო­დე­საც ქალ­ბა­ტო­ნი ლილი ძა­ლი­ან ცუ­დად იყო, მის სა­ნა­ხა­ვად მი­ვე­დი... აპა­რატ­ზე იყო მი­ერ­თე­ბუ­ლი... ნოემ ეს სიმ­ღე­რა მო­მა­ს­მე­ნი­ნა, მა­შინ­ვე სურ­ვი­ლი გა­მოვ­თქვი, მემ­ღე­რა იმ­დე­ნად მო­მე­წო­ნა. მოკ­ლედ, გა­ვა­კე­თე და მგო­ნი, გა­მო­ვი­და.

ნინი ბა­დუ­რაშ­ვი­ლი:

- ჩემს მე­გობ­რებს - ნოეს და ან­რის ვუ­ლო­ცავ ამ წარ­მა­ტე­ბუ­ლი ნა­მუ­შე­ვარს. ეს ნოეს დე­დის სიმ­ღე­რაა და მის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და სენ­ტი­მენ­ტა­ლუ­რია ეს დღე. მი­ხა­რია, რომ ასე­თი კარ­გი ნა­მუ­შე­ვა­რი გა­მო­ვი­და. ამა­ში ეჭ­ვიც არ მე­პა­რე­ბო­და.

სიმ­ღე­რის ძვე­ლი ჩა­ნა­წე­რი მოს­მე­ნი­ლი მქონ­და. კარ­გი მე­ლო­დი­აა, სა­სი­ა­მოვ­ნო. რო­დე­საც გა­ვი­გე, ანრი აპი­რებ­და მის გა­კე­თე­ბას, მა­შინ­ვე ვი­ფიქ­რე, რომ თა­ვი­სე­ბუ­რად, რო­გორც სჩ­ვე­ვია, რა­ღაც მას­შტა­ბურს შექ­მნი­და, რომ ყვე­ლას მოგ­ვე­წო­ნე­ბო­და. ასეც მოხ­და.

ნა­ხეთ ვი­დეო: ანრი ჯო­ხა­ძის ახა­ლი კლი­პი, რო­მე­ლიც მან ნოე სუ­ლა­ბე­რი­ძის დე­დის ხსოვ­ნას მი­უ­ძღვნა

ქრის­ტი­ნე იმე­და­ძე:

- აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი ვარ სიმ­ღე­რით და კლი­პი­თაც. იდე­აც მომ­წონს, რომ ნოეს შვი­ლე­ბიც არი­ან კლიპ­ში... ჩემ­თვის გუ­ლი­სა­მა­ჩუ­ყე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა და ცოტა მძი­მე სა­ყუ­რე­ბე­ლიც, რად­გან ქალ­ბა­ტო­ნი ლილი ცოტა ხნის წინ გარ­და­იც­ვა­ლა. ეს ამ­ბა­ვი ყვე­ლამ ძა­ლი­ან გან­ვი­ცა­დეთ... ან­რის წარ­მა­ტე­ბულ ნა­მუ­შე­ვარს ვუ­ლო­ცავ. კარ­გია, რომ ნოემ და ან­რიმ ამ არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ სიმ­ღე­რას სული ჩა­ბე­რეს. კარ­გი იქ­ნე­ბო­და, ქალ­ბა­ტო­ნი ლილი ამას მოს­წრე­ბო­და, მაგ­რამ ასე ვი­ცით შვი­ლებ­მა, გვი­ან გვა­ფიქ­რდე­ბა რა­ღა­ცე­ბი, მაგ­რამ თვი­თონ ქალ­ბა­ტო­ნი ლი­ლიც თავ­მდა­ბა­ლი ადა­მი­ა­ნი იყო, მო­რი­დე­ბუ­ლი და ალ­ბათ მი­ზე­ზიც ეს არის. ისიც კარ­გია, რომ სიმ­ღე­რა ან­რის ხელ­ში მოხ­ვდა... ყა­ყა­ჩო­ე­ბით გა­დავ­სე­ბუ­ლი ულა­მა­ზე­სი მინ­დო­რიც ძა­ლი­ან უხ­დე­ბა კად­რებს.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება
ავტორი:

"მის სანახავად რომ მივედი, აპარატზე იყო მიერთებული..." - ანრი ჯოხაძემ ნოე სულაბერიძის გარდაცვლილ დედას კლიპი მიუძღვნა

"მის სანახავად რომ მივედი, აპარატზე იყო მიერთებული..." - ანრი ჯოხაძემ ნოე სულაბერიძის გარდაცვლილ დედას კლიპი მიუძღვნა

პროდიუსერ ნოე სულაბერიძეს დედა ცოტა ხნის წინ გარდაეცვალა, ის მისი ერთადერთი შვილი იყო. როგორც ამბობს, დედამ ბოლო 38 წელი სწორედ მას მიუძღვნა. ლილი შავერზაშვილი კომპოზიტორი გახლდათ, შავერზაშვილების ცნობილი მუსიკალური დინასტიიდან.

"კონსერვატორია დაამთავრა (დავით თორაძის კლასი), უამრავი ნაწარმოების ავტორია. მთელი ცხოვრება მუსიკას და მე მომიძღვნა. მის უამრავ კლასიკურ ნამუშევარს შორის ერთი ("მე და შენ") საესტრადო ნამუშევარია, რომელიც ანრი ჯოხაძემ ცოტა ხნის წინ ჩაწერა და მასზე უკვე კლიპიც გადაიღო" - ამბობს პროდიუსერი ნოე სულაბერიძე ჩვენთან საუბრისას.

კლიპის პრეზენტაცია გუშინ შედგა. კომპოზიტორ ლილი შავერზაშვილის სიმღერას თავად ანრი ასრულებს და კლიპის იდეაც და რეჟისურაც მას ეკუთვნის.

ნოე სულაბერიძე:

- ეს სიმღერა რამდენიმე ათეული წლის წინ დაწერა. ნაწარმოებებს ძირითადად საგუნდო და კლასიკური მიმართულებით ქმნიდა. ეს ერთი საესტრადო სიმღერა ჰქონდა, მაგრამ თაროზე იყო შემოდებული. მიხარია, რომ ანრიმ მოისურვა ემღერა და მერე მასზე კლიპიც გადაეღო. კლიპის იდეაც და რეჟისურაც მას ეკუთვნის. მგონი, კარგი გამოვიდა, ჩემთვის ძალიან ამაღლვებელია. კადრში დედას სურათი ჩნდება და მასში ჩემი შვილებიც მონაწილეობენ.

- რატომ არ მოხერხდა ამ სიმღერაზე კლიპის გადაღება ქალბატონი ლილის სიცოცხლეში?

- ცხადია, უკეთესი იქნებოდა, მის სიცოცხლეში მოსწრებოდა, რაზეც გული მწყდება, მაგრამ ძალიან მოულოდნელად წავიდა, ვერ მოვახერხე ამ ყველაფრის გაკეთება, მიუხედავად იმისა, რომ ნაფიქრი მქონდა. ცუდია, რომ ეს ყველაფერი დაგვიანებით მოხდა. მადლობა მეგობრებს, ვინც დამეხმარნენ.

- როდესაც უკვე დედის სიმღერაზე კლიპი არსებობს, რა გრძნობაა ეს?

- ჩემთვის იმას ნიშნავს, რომ კიდევ უფრო ბევრი ადამიანი გაიგებს დედაჩემის არსებობის შესახებ, უფრო მეტი მოისმენს მის სახელსა და გვარს. დედაჩემი ნიჭიერი ადამიანი იყო. წლები ჩემს აღზრდას შეალია და ნაკლებად ქმნიდა იმას, რისი შექმნაც კარგად გამოსდიოდა. ძალიან ხშირად მისი ნაწარმოებები უცხოეთში წარმატებით აჟღერებულა, მაგრამ ესტრადას არ ეტრფოდა, სულ ამბობდა, ეგ ყველას შეუძლიაო. ხომ ვამბობ, ეს ერთი საესტრადო სიმღერა ჩემს ბავშვობაში აქვს დაწერილი.

ფოტო გადასაღები მოედნიდან

ანრი ჯოხაძე:

- ზოგადად პროექტი გამოვიდა. კლიპს რომ ვუყურებ, ვისმენ, რაზეა ეს ყველაფერი, მრჩება შთაბეჭდილება და ემოცია, რომ მარადიულ სიყვარულზეა... სიყვარულზე, რომელიც სიკვდილამდე შენთან არის, არ გშორდება. კლიპი პირადად ჩემი დამონტაჟებული და აწყობილია, სიმღერა ჩემი გაკეთებული, ნამღერია და როცა ვისმენ, მეც იგივე განცდა მიჩნდება - რა კარგია მომენტი, როდესაც ადამიანს გიყვარს მთელი ცხოვრება, სიცოცხლის ბოლომდე შეყვარებული ხარ და იმ ერთის ერთგული ხარ.

რაც შეხება სიმღერას, არის ემოციური და ძალიან ლამაზი, რაც მე ძალიან მიყვარს მაგ თაობის კომპოზიტორებში, რომელ თაობასაც ლილი შავერზაშვილი მიეკუთვნება. ეს არის რაღაც ამერიკული სიმფოჯაზის გავლენა მუსიკაში. სამწუხაროდ, ამ მიმართულებით ისევ ეს ძველი თაობა რჩება ლიდერად.

- იდეა საიდან მოვიდა, ეს კლიპი გადაგეღო?

- როდესაც ქალბატონი ლილი ძალიან ცუდად იყო, მის სანახავად მივედი... აპარატზე იყო მიერთებული... ნოემ ეს სიმღერა მომასმენინა, მაშინვე სურვილი გამოვთქვი, მემღერა იმდენად მომეწონა. მოკლედ, გავაკეთე და მგონი, გამოვიდა.

ნინი ბადურაშვილი:

- ჩემს მეგობრებს - ნოეს და ანრის ვულოცავ ამ წარმატებული ნამუშევარს. ეს ნოეს დედის სიმღერაა და მისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი და სენტიმენტალურია ეს დღე. მიხარია, რომ ასეთი კარგი ნამუშევარი გამოვიდა. ამაში ეჭვიც არ მეპარებოდა.

სიმღერის ძველი ჩანაწერი მოსმენილი მქონდა. კარგი მელოდიაა, სასიამოვნო. როდესაც გავიგე, ანრი აპირებდა მის გაკეთებას, მაშინვე ვიფიქრე, რომ თავისებურად, როგორც სჩვევია, რაღაც მასშტაბურს შექმნიდა, რომ ყველას მოგვეწონებოდა. ასეც მოხდა.

ნახეთ ვიდეო: ანრი ჯოხაძის ახალი კლიპი, რომელიც მან ნოე სულაბერიძის დედის ხსოვნას მიუძღვნა

ქრისტინე იმედაძე:

- აღფრთოვანებული ვარ სიმღერით და კლიპითაც. იდეაც მომწონს, რომ ნოეს შვილებიც არიან კლიპში... ჩემთვის გულისამაჩუყებელი აღმოჩნდა და ცოტა მძიმე საყურებელიც, რადგან ქალბატონი ლილი ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა. ეს ამბავი ყველამ ძალიან განვიცადეთ... ანრის წარმატებულ ნამუშევარს ვულოცავ. კარგია, რომ ნოემ და ანრიმ ამ არაჩვეულებრივ სიმღერას სული ჩაბერეს. კარგი იქნებოდა, ქალბატონი ლილი ამას მოსწრებოდა, მაგრამ ასე ვიცით შვილებმა, გვიან გვაფიქრდება რაღაცები, მაგრამ თვითონ ქალბატონი ლილიც თავმდაბალი ადამიანი იყო, მორიდებული და ალბათ მიზეზიც ეს არის. ისიც კარგია, რომ სიმღერა ანრის ხელში მოხვდა... ყაყაჩოებით გადავსებული ულამაზესი მინდორიც ძალიან უხდება კადრებს.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ