პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:14-ზე, მთვარე მერწყულშია – რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. ეგოიზმის და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა წავიკითხოთ ზაფხულში? ”ბიბლუსი” გირჩევთ მსოფლიო ბესტსელერებს
რა წავიკითხოთ ზაფხულში? ”ბიბლუსი” გირჩევთ მსოფლიო ბესტსელერებს

ზა­ფხუ­ლი მო­ვი­და და ყვე­ლა და­სას­ვე­ნებ­ლად ემ­ზა­დე­ბა. ჰა­მა­კი, სიგ­რი­ლე, გა­მაგ­რი­ლე­ბე­ლი სას­მე­ლი და წიგ­ნი - ეს კი ზა­ფხუ­ლის დას­ვე­ნე­ბის­თვის სა­ჭი­რო ატ­რი­ბუ­ტე­ბია. ცხელ დღე­ებ­ში ზღვის სა­ნა­პი­რო­ზე მზეს­თან ერ­თად წიგ­ნებ­თან მი­ფი­ცხე­ბას არა­ფე­რი სჯობს.

თუმ­ცა აქვე ჩნდე­ბა ერთი მე­ტად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კი­თხვა - რა წა­ვი­კი­თხო? ბოლო პე­რი­ოდ­ში ქარ­თულ ენა­ზე უამ­რა­ვი მსოფ­ლიო ბეს­ტე­ლე­რი ითარ­გმნე­ბა, ხე­ლახ­ლა გა­მო­ი­ცე­მა კლა­სი­კაც. შე­სა­ბა­მი­სად, არ­ჩე­ვა­ნი საკ­მა­ოდ მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია. წიგ­ნის ყვე­ლა­ზე დიდ მა­ღა­ზი­ა­თა ქსელ­ში ”ბიბ­ლუ­სი” უამ­რა­ვი წიგ­ნია და ნე­ბის­მი­ე­რი გე­მოვ­ნე­ბი­სა და ასა­კის ადა­მი­ა­ნი შეძ­ლებს სა­კუ­თა­რი ინ­ტე­რე­სე­ბის შე­სა­ბა­მი­სი ლი­ტე­რა­ტუ­რის არ­ჩე­ვას. თუმ­ცა „ბიბ­ლუს­მა“ გა­და­წყვი­ტა და­გეხ­მა­როთ შერ­ჩე­ვის პრო­ცეს­ში და ამი­ტო­მაც კომ­პა­ნია გირ­ჩევთ 5 მსოფ­ლიო ბესტსე­ლერს, რო­მე­ლიც სწო­რედ ზა­ფხულ­ში უნდა წა­ი­კი­თხოთ.

ელიფ შა­ფა­ქის „რწყი­ლე­ბის სა­სახ­ლე“

„რწყი­ლე­ბის სა­სახ­ლე“ პო­პუ­ლა­რუ­ლი თა­ნა­მედ­რო­ვე თურ­ქი მწერ­ლის, ელიფ შა­ფა­ქის მო­რი­გი ბესტსე­ლე­რია. ესაა წიგ­ნი ათი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის შე­სა­ხებ. ისი­ნი რუ­სე­თი­დან ემიგ­რი­რე­ბუ­ლი არის­ტოკ­რა­ტის მიერ სა­კუ­თა­რი ცო­ლის­თვის აგე­ბულ სა­სახ­ლე­ში ცხოვ­რო­ბენ თა­ვი­ანთ ოჯა­ხებ­თან ერ­თად. ავ­ტო­რი ამ ადა­მი­ა­ნე­ბის პორ­ტრე­ტებს გვი­ხა­ტავს და მკი­თხვე­ლიც სრუ­ლი სი­ცხა­დით ხე­დავს მათ ტრა­გი­კულ და, ამავდრო­უ­ლად, კო­მი­კურ ცხოვ­რე­ბას. წიგ­ნი გა­მოს­ვლის­თა­ნა­ვე გახ­და თურ­ქე­თის #1 ბესტსე­ლე­რი და მა­ლე­ვე ითარ­გმნა 30-მდე ენა­ზე, რის შემ­დე­გაც, მსოფ­ლიო მას­შტა­ბი­თაც მო­ი­პო­ვა აღი­ა­რე­ბა.

კა­ზუო იში­გუ­რო „დღის მი­წუ­რულს“

ნო­ბე­ლის პრე­მი­ის ლა­უ­რე­ა­ტი მწერ­ლის კა­ზუო იში­გუ­როს ეს რო­მა­ნი დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს მსოფ­ლი­ოს არა­ერთ ქვე­ყა­ნა­ში. სა­ქარ­თვე­ლო­ში მისი წარ­დგე­ნის ღო­ნის­ძი­ე­ბა სულ რა­მო­დე­ნი­მე კვი­რის წინ გა­ი­მარ­თა და ქარ­თველ მკი­თხველ­შიც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ინ­ტე­რე­სი გა­მო­იწ­ვია. წიგ­ნი ერ­თგუ­ლი მსა­ხუ­რის ამ­ბავს გვიყ­ვე­ბა, რო­მელ­მაც მთე­ლი ცხოვ­რე­ბა სხვა­ზე ზრუნ­ვა­ში გა­ა­ტა­რა ერთ-ერთი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი დღის მი­წუ­რულს კი გა­ი­აზ­რა, რომ მთე­ლი ცხოვ­რე­ბის გან­მავ­ლობ­ში სა­კუ­თა­რი თა­ვის­თვის არ­ცერ­თი წუ­თით არ უცხოვ­რია. ეს სა­ღა­მო კი გარ­დამ­ტე­ხი აღ­მოჩ­ნდა მისი ცხოვ­რე­ბის­თვის

ნი­კო­ლას უი­ნის „მზეც ხომ ვარ­სკვლა­ვია“

არა­ერ­თი მსოფ­ლიო ბესტსე­ლე­რის თა­ნა­მედ­რო­ვე ავ­ტო­რის წიგ­ნი „მზეც ხომ ვარ­სკვლა­ვია“ სულ ცოტა ხნის წინ ითარ­გმნა ქარ­თულ ენა­ზე და ძა­ლი­ან სწრა­ფად მო­ი­პო­ვა ხალ­ხის სიყ­ვა­რუ­ლი. მთა­ვარ გმირს, ნა­ტა­შას, მხო­ლოდ მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და ფაქ­ტე­ბის სჯე­რა. ბე­დის­წე­რა, იღ­ბა­ლი და მი­უღ­წე­ველ­ზე ოც­ნე­ბა მის­თვის გა­უ­გე­ბა­რი რა­მაა; კი­დევ უფრო წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია თუნ­დაც სიმ­პა­თი­უ­რი ბი­ჭის ერთი ნახ­ვით შეყ­ვა­რე­ბა - მით უმე­ტეს მა­შინ, როცა თორ­მეტ სა­ათ­ში ნა­ტა­შას და მის ოჯახს ქვეყ­ნი­დან ია­მა­ი­კა­ზე აძე­ვე­ბენ, მაგ­რამ ყვე­ლა­ფე­რი სწო­რედ ისე წა­რი­მარ­თე­ბა, რო­გორც ნა­ტა­შას ვერ წარ­მო­ედ­გი­ნა...

ფრე­დე­რიკ ბეგ­ბე­დე­რის „ რო­მან­ტი­კუ­ლი ეგო­ის­ტი“

სკან­და­ლუ­რი თა­ნა­მედ­რო­ვე ფრან­გი მწერ­ლის, „99 ფრან­კის“ ავ­ტო­რის, ფრე­დე­რიკ ბეგ­ბე­დე­რის რო­მა­ნი ეს რო­მა­ნი მის შე­მოქ­მე­დე­ბა­ში გან­სა­კუთ­რე­ბულ ად­გილს იკა­ვებს. "ამ დღი­უ­რის, უფრო სწო­რად კი ან­ტი­დღი­უ­რის, რო­გორც მას თა­ვად ავ­ტო­რი უწო­დებს, წერა 2000 წელს და­ი­წყო ბეგ­ბე­დერ­მა. დღი­უ­რი მის ერ­თფე­რო­ვან ცხოვ­რე­ბას ასა­ხავს, რომ­ლი­თაც ის უკ­მა­ყო­ფი­ლოა და გა­მუდ­მე­ბით ეძებს სი­ახ­ლე­ებს .ხში­რად თავ­ზე­ხე­ლა­ღე­ბუ­ლი გარ­თო­ბის გზე­ბი­თაც კი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ წიგ­ნი ავ­ტო­ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლია, მთა­ვა­რი გმი­რის სა­ხე­ლად ხში­რად მა­ინც ოს­კარ დი­უფ­რეზ­ნი გვევ­ლი­ნე­ბა.

ჰა­რუ­კი მუ­რა­კა­მი „ნა­დი­რო­ბა ცხვარ­ზე“

„ნა­დი­რო­ბა ცხვარ­ზე“ მუ­რა­კა­მის­თვის ჩვე­უ­ლი ერ­თგვა­რი მის­ტი­ციზ­მით მძაფ­რად გა­ჯე­რე­ბუ­ლი წიგ­ნია. გა­მარ­თუ­ლი სი­უ­ჟე­ტუ­რი ხაზი, მარ­ტი­ვი სი­ტყვე­ბი, მშვი­დი თხრო­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით უხ­დე­ბა სა­ზა­ფხუ­ლო გა­რე­მოს. თუმ­ცა მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ფი­ნა­ლი მარ­თლაც ბევრ კი­თხვას ბა­დებს, რომ­ლებ­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მა არც ისე ად­ვი­ლია. წიგ­ნი ყო­ველ­გვა­რი გან­მარ­ტე­ბის გა­რე­შე, ერ­თბა­შად მთავ­რდე­ბა, რაც გა­მო­უც­დელ მკი­თხველს ლა­მის გა­მო­უ­ვალ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აყე­ნებს, თუ ის, რა თქმა უნდა, მხო­ლოდ სი­უ­ჟე­ტუ­რი ხა­ზის იმე­დად დარ­ჩე­ბა. მაშ­ვე­ლი რგო­ლის მა­გივ­რო­ბას ფსი­ქო­ა­ნა­ლი­ზი თუ გა­გი­წევთ, რის წყა­ლო­ბი­თაც, სა­ბო­ლო­ოდ ყვე­ლა­ზე თუ არა, ბევრ კი­თხვა­ზე მი­ი­ღებთ პა­სუხს.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ზა­ფხუ­ლის პე­რი­ოდ­ში თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო­ის ეფექ­ტუ­რად გა­მო­ყე­ნე­ბა სა­ინ­ტე­რე­სო ლი­ტე­რა­ტუ­რის კი­თხვით შე­გიძ­ლი­ათ. კომ­პა­ნია „ბიბ­ლუ­სი“ კი გირ­ჩევთ მი­ე­ფი­ცხოთ წიგ­ნებს და არ გა­უშ­ვათ ხე­ლი­დან მსოფ­ლიო ბესტსე­ლერ­ბის გაც­ნო­ბის შან­სი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი

რა წავიკითხოთ ზაფხულში? ”ბიბლუსი” გირჩევთ მსოფლიო ბესტსელერებს

რა წავიკითხოთ ზაფხულში? ”ბიბლუსი” გირჩევთ მსოფლიო ბესტსელერებს

ზაფხული მოვიდა და ყველა დასასვენებლად ემზადება. ჰამაკი, სიგრილე, გამაგრილებელი სასმელი და წიგნი - ეს კი ზაფხულის დასვენებისთვის საჭირო ატრიბუტებია. ცხელ დღეებში ზღვის სანაპიროზე მზესთან ერთად წიგნებთან მიფიცხებას არაფერი სჯობს.

თუმცა აქვე ჩნდება ერთი მეტად მნიშვნელოვანი კითხვა - რა წავიკითხო? ბოლო პერიოდში ქართულ ენაზე უამრავი მსოფლიო ბესტელერი ითარგმნება, ხელახლა გამოიცემა კლასიკაც. შესაბამისად, არჩევანი საკმაოდ მრავალფეროვანია. წიგნის ყველაზე დიდ მაღაზიათა ქსელში ”ბიბლუსი” უამრავი წიგნია და ნებისმიერი გემოვნებისა და ასაკის ადამიანი შეძლებს საკუთარი ინტერესების შესაბამისი ლიტერატურის არჩევას. თუმცა „ბიბლუსმა“ გადაწყვიტა დაგეხმაროთ შერჩევის პროცესში და ამიტომაც კომპანია გირჩევთ 5 მსოფლიო ბესტსელერს, რომელიც სწორედ ზაფხულში უნდა წაიკითხოთ.

ელიფ შაფაქის „რწყილების სასახლე“

„რწყილების სასახლე“ პოპულარული თანამედროვე თურქი მწერლის, ელიფ შაფაქის მორიგი ბესტსელერია. ესაა წიგნი ათი განსხვავებული ადამიანის შესახებ. ისინი რუსეთიდან ემიგრირებული არისტოკრატის მიერ საკუთარი ცოლისთვის აგებულ სასახლეში ცხოვრობენ თავიანთ ოჯახებთან ერთად. ავტორი ამ ადამიანების პორტრეტებს გვიხატავს და მკითხველიც სრული სიცხადით ხედავს მათ ტრაგიკულ და, ამავდროულად, კომიკურ ცხოვრებას. წიგნი გამოსვლისთანავე გახდა თურქეთის #1 ბესტსელერი და მალევე ითარგმნა 30-მდე ენაზე, რის შემდეგაც, მსოფლიო მასშტაბითაც მოიპოვა აღიარება.

კაზუო იშიგურო „დღის მიწურულს“

ნობელის პრემიის ლაურეატი მწერლის კაზუო იშიგუროს ეს რომანი დიდი პოპულარობით სარგებლობს მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში. საქართველოში მისი წარდგენის ღონისძიება სულ რამოდენიმე კვირის წინ გაიმართა და ქართველ მკითხველშიც განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია. წიგნი ერთგული მსახურის ამბავს გვიყვება, რომელმაც მთელი ცხოვრება სხვაზე ზრუნვაში გაატარა ერთ-ერთი ჩვეულებრივი დღის მიწურულს კი გაიაზრა, რომ მთელი ცხოვრების განმავლობში საკუთარი თავისთვის არცერთი წუთით არ უცხოვრია. ეს საღამო კი გარდამტეხი აღმოჩნდა მისი ცხოვრებისთვის

ნიკოლას უინის „მზეც ხომ ვარსკვლავია“

არაერთი მსოფლიო ბესტსელერის თანამედროვე ავტორის წიგნი „მზეც ხომ ვარსკვლავია“ სულ ცოტა ხნის წინ ითარგმნა ქართულ ენაზე და ძალიან სწრაფად მოიპოვა ხალხის სიყვარული. მთავარ გმირს, ნატაშას, მხოლოდ მეცნიერებისა და ფაქტების სჯერა. ბედისწერა, იღბალი და მიუღწეველზე ოცნება მისთვის გაუგებარი რამაა; კიდევ უფრო წარმოუდგენელია თუნდაც სიმპათიური ბიჭის ერთი ნახვით შეყვარება - მით უმეტეს მაშინ, როცა თორმეტ საათში ნატაშას და მის ოჯახს ქვეყნიდან იამაიკაზე აძევებენ, მაგრამ ყველაფერი სწორედ ისე წარიმართება, როგორც ნატაშას ვერ წარმოედგინა...

ფრედერიკ ბეგბედერის „ რომანტიკული ეგოისტი“

სკანდალური თანამედროვე ფრანგი მწერლის, „99 ფრანკის“ ავტორის, ფრედერიკ ბეგბედერის რომანი ეს რომანი მის შემოქმედებაში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს. "ამ დღიურის, უფრო სწორად კი ანტიდღიურის, როგორც მას თავად ავტორი უწოდებს, წერა 2000 წელს დაიწყო ბეგბედერმა. დღიური მის ერთფეროვან ცხოვრებას ასახავს, რომლითაც ის უკმაყოფილოა და გამუდმებით ეძებს სიახლეებს .ხშირად თავზეხელაღებული გართობის გზებითაც კი. მიუხედავად იმისა, რომ წიგნი ავტობიოგრაფიულია, მთავარი გმირის სახელად ხშირად მაინც ოსკარ დიუფრეზნი გვევლინება.

ჰარუკი მურაკამი „ნადირობა ცხვარზე“

„ნადირობა ცხვარზე“ მურაკამისთვის ჩვეული ერთგვარი მისტიციზმით მძაფრად გაჯერებული წიგნია. გამართული სიუჟეტური ხაზი, მარტივი სიტყვები, მშვიდი თხრობა განსაკუთრებით უხდება საზაფხულო გარემოს. თუმცა მიუხედავად ამისა, ფინალი მართლაც ბევრ კითხვას ბადებს, რომლებზე პასუხის გაცემა არც ისე ადვილია. წიგნი ყოველგვარი განმარტების გარეშე, ერთბაშად მთავრდება, რაც გამოუცდელ მკითხველს ლამის გამოუვალ მდგომარეობაში აყენებს, თუ ის, რა თქმა უნდა, მხოლოდ სიუჟეტური ხაზის იმედად დარჩება. მაშველი რგოლის მაგივრობას ფსიქოანალიზი თუ გაგიწევთ, რის წყალობითაც, საბოლოოდ ყველაზე თუ არა, ბევრ კითხვაზე მიიღებთ პასუხს.

შეგახსენებთ, რომ ზაფხულის პერიოდში თავისუფალი დროის ეფექტურად გამოყენება საინტერესო ლიტერატურის კითხვით შეგიძლიათ. კომპანია „ბიბლუსი“ კი გირჩევთ მიეფიცხოთ წიგნებს და არ გაუშვათ ხელიდან მსოფლიო ბესტსელერბის გაცნობის შანსი.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს