მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

31

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 07:20-ზე, მთვარე კუროშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსური საქმეების გადაჭრას. ვაჭრობა და კამათი კარგს არაფერს მოგიტანთ. მოერიდეთ მგზავრობას, სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. კარგია ვარჯიში. არ გირჩევთ ქორწინებასა და ნიშნობას. გაუფრთხილდით კეფასა და ყურებს. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ იზრდება საწვავის ფასი ყოველდღე - "შეუძლიათ 30 თეთრით ნაკლებად გაყიდონ, მაგრამ შეთანხმება აქვთ და ფასებს არ ამცირებენ"
რატომ იზრდება საწვავის ფასი ყოველდღე - "შეუძლიათ 30 თეთრით ნაკლებად გაყიდონ, მაგრამ შეთანხმება აქვთ და ფასებს არ ამცირებენ"

უმუ­შევ­რო­ბა, ეკო­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბი, ინფლა­ცია, არას­ტა­ბი­ლუ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი გა­რე­მო, კრი­მი­ნა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა - ეს იმ პრობ­ლე­მა­თა არას­რუ­ლი ჩა­მო­ნათ­ვა­ლია, რაც სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბას ყვე­ლა­ზე მე­ტად აწუ­ხებს. სო­ცი­ო­ლო­გი­ურ გა­მო­კი­თხვებ­ში ამ სიის ჩა­მო­ნათ­ვალ­ში, პირ­ველ ად­გილს ყო­ველ­თვის უმუ­შევ­რო­ბა იკა­ვებს ხოლ­მე.

UNICEF-ის "მო­სახ­ლე­ო­ბის კე­თილ­დღე­ო­ბის კვლე­ვის" მი­ხედ­ვით, სა­ქარ­თვე­ლო­ში სი­ღა­რი­ბის მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი გა­ი­ზარ­და. ამის ფონ­ზე, საწ­ვა­ვის ფა­სი­სა და შე­სა­ბა­მი­სად, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ხარ­ჯე­ბის ზრდაც, კი­დევ უფრო მტკივ­ნე­უ­ლად აი­სა­ხე­ბა თი­თო­ე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქის ჯი­ბე­ზე.

უკვე თით­ქმის ორი თვეა, რაც ყვე­ლა ტი­პის საწ­ვავ­ზე ფა­სე­ბი ყო­ველ­დღი­უ­რად იც­ვლე­ბა. ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში, საწ­ვა­ვი სა­შუ­ა­ლოდ 5-11 თეთ­რით გა­ი­ზარ­და. ხოლო გა­სუ­ლი წლის ივ­ნის­თან შე­და­რე­ბით, 2018 წლის ივ­ნის­ში ყვე­ლა ტი­პის საწ­ვა­ვი სულ მცი­რე 20 თეთ­რით არის გაძ­ვი­რე­ბუ­ლი. აქვე აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ყვე­ლა­ზე მეტი მომ­ხმა­რე­ბე­ლი რე­გუ­ლა­რის ტი­პის საწ­ვავს ჰყავს და ფა­სის მა­ტე­ბაც ყვე­ლა­ზე მე­ტად სწო­რედ მას­ზე აი­სა­ხე­ბა ხოლ­მე.

მძღოლ რეს­პონ­დენ­ტთა უმ­რავ­ლე­სო­ბა, რო­მელ­თაც ვკი­თხეთ, მათი დაკ­ვირ­ვე­ბით, რამ­დე­ნი თეთ­რით გაძ­ვირ­და საწ­ვა­ვი ბოლო 1 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, გვპა­სუ­ხობს რომ 20-30 თეთ­რით.

„წინა ზა­ფხულ­თან შე­და­რე­ბით საწ­ვა­ვი 20-25 თეთ­რი­თაა გაძ­ვი­რე­ბუ­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა რა­ო­დე­ნო­ბის კლე­ბას, ამა­ზე ორი ექ­სპე­რი­მენ­ტი ჩა­ვა­ტა­რეთ და ორი­ვე­ზე მოგ­ვა­ტყუ­ეს. ეს ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან ცუ­დად მოქ­მე­დებს ჩვენს ჯი­ბე­ზე. დღე­ში ჯამ­ში 60 კი­ლო­მეტრს გავ­დი­ვარ სამ­სა­ხუ­რამ­დე და უკან, შე­სა­ბა­მი­სად ხარ­ჯიც დი­დია" - ამ­ბობს ბელა მაღ­ლა­ფე­რი­ძე ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში.

"ერთი წლის მან­ძილ­ზე 35 თეთ­რამ­დე გაძ­ვირ­და საწ­ვა­ვი. ვფიქ­რობ, გა­რი­გე­ბუ­ლე­ბი არი­ან კომ­პა­ნი­ე­ბი, რად­გან ფას­დაკ­ლე­ბის ბა­რა­თებს ვაკ­ვირ­დე­ბი და ყვე­ლა ერ­თნა­ი­რად მუ­შა­ობს. ვი­საც ფას­დაკ­ლე­ბის ბა­რა­თი არ აქვს, მათ სხვა კომ­პა­ნი­ებ­თან შე­და­რე­ბით 10 თეთ­რით ნაკ­ლე­ბი აქვთ ფა­სე­ბი. გარ­და ამი­სა, მგო­ნია, რომ შე­ძე­ნი­სას რა­ო­დე­ნო­ბა­შიც მა­ტყუ­ე­ბენ" - აცხა­დებს თორ­ნი­კე სა­გა­ნე­ლი­ძე AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში.

პირ­ვე­ლი ფაქ­ტო­რი, რაც საწ­ვა­ვის ფა­სის ცვლი­ლე­ბას გან­სა­ზღვრავს, მსოფ­ლიო ბა­ზარ­ზე ნედ­ლი ნავ­თო­ბის ფა­სია. ბოლო პე­რი­ოდ­ში მარ­თლაც გაზ­რდი­ლია მისი ფასი. „ახალ­გაზ­რდა ფი­ნან­სის­ტთა და ბიზ­ნეს­მენ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის“ ვიცე პრე­ზი­დენ­ტის, პა­ა­ტა ბა­ი­რახ­ტა­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბოლო პე­რი­ოდ­ში ერთი ბა­რე­ლის ფასი 65$-დან 72$-ამდე გა­ი­ზარ­და და ეს მყი­სი­ე­რად აი­სა­ხა სა­ქარ­თვე­ლო­ში საწ­ვა­ვის ფას­ზეც. თუმ­ცა, ახ­ლან­დე­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, ერთი ბა­რე­ლი ნავ­თო­ბის ფასი 64$-ს შე­ად­გენს და ამის მი­უ­ხე­და­ვად ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში საწ­ვა­ვის ფასი არ შემ­ცი­რე­ბუ­ლა.

„უკვე ნა­ხე­ვარ თვე­ზე მე­ტია მსოფ­ლიო ბა­ზარ­ზე ფა­სე­ბის დაბ­ლა ვარ­დნის ტენ­დენ­ცია და­ი­წყო და ეს ტენ­დენ­ცია შე­მიძ­ლია გი­თხრათ რომ კი­დევ გაგ­რძელ­დე­ბა. თუმ­ცა კლე­ბა ჩვენს ბა­ზარ­ზე არ ასა­ხუ­ლა. 3 კვი­რა­ზე მე­ტია ნედ­ლი ნავ­თო­ბის ფასი ჩა­მო­სუ­ლია 64$ზე, მაგ­რამ ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩვენს ბა­ზარ­ზე არ ასა­ხუ­ლა. ეს პე­რი­ო­დი სავ­სე­ბით საკ­მა­რი­სი იყო იმი­სათ­ვის, რომ კომ­პა­ნი­ებს სა­ფა­სო პო­ლი­ტი­კის გა­და­ხედ­ვა მო­ეხ­დი­ნათ და ფა­სე­ბი შე­ემ­ცი­რე­ბი­ნათ,“ - გა­ნა­ცხა­და ბა­ი­რახ­ტარ­მა AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში.

კი­თხვა­ზე - მსოფ­ლი­ო­ში ნავ­თო­ბის ფა­სის შემ­ცი­რე­ბი­სას ჩვენ­თან რა­ტომ არ მცირ­დე­ბა საწ­ვა­ვის ფასი?, ნავ­თო­ბკომ­პა­ნი­ე­ბი პა­სუ­ხო­ბენ, რომ მათ საწ­ვა­ვის დიდი მა­რა­გი შე­ძე­ნი­ლი აქვთ ძვე­ლი მა­ღა­ლი ფა­სით და ახლა კლე­ბა მათ­თვის წამ­გე­ბი­ა­ნი იქ­ნე­ბა. ეს პა­სუ­ხი გა­უ­გე­ბა­რია მა­შინ, რო­დე­საც ნავ­თო­ბის ფა­სის მა­ტე­ბი­სას ქარ­თუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი იმ დღეს­ვე აძ­ვი­რე­ბენ საწ­ვავს. ამ შემ­თხვე­ვა­ში ბუ­ნებ­რი­ვად ჩნდე­ბა კი­თხვა - თუკი მა­რა­გი ძვე­ლი ფა­სით აქვთ შე­ძე­ნი­ლი, რა­ტომ აძ­ვი­რე­ბენ მყი­სი­ე­რად?

კი­დევ ერთი ფაქ­ტო­რი, რა­საც საწ­ვა­ვის ფა­სის მა­ტე­ბას ნავ­თო­ბკომ­პა­ნი­ე­ბი უკავ­ში­რე­ბენ, ეს ლა­რის კურ­სია. თუმ­ცა, „ახალ­გაზ­რდა ფი­ნან­სის­ტთა და ბიზ­ნეს­მენ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის“ ვიცე პრე­ზი­დენ­ტის თქმით, დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით ეს ფაქ­ტო­რიც გა­ნე­იტ­რა­ლე­ბუ­ლია.

„ჩვენ ვხე­დავთ, რომ მიმ­დი­ნა­რე­ობს ჯან­სა­ღი მცუ­რა­ვი გაც­ვლი­თი კურ­სი. არა­ნა­ირ მყი­სი­ერ ნახ­ტო­მებს და გა­უ­ფა­სუ­რე­ბებს ად­გი­ლი არ აქვს. ეროვ­ნუ­ლი ვა­ლუ­ტა ინარ­ჩუ­ნებს სტა­ბი­ლუ­რო­ბას და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე ჩვენ გვრჩე­ბა ერ­თა­დერ­თი სა­ზო­მი - ნედ­ლი ნავ­თო­ბის ფასი, რო­მე­ლიც დაღ­მა­ვა­ლი ტრენ­დით ხა­სი­ათ­დე­ბა. სა­ქარ­თვე­ლო­ში საწ­ვა­ვის ფასი რე­ა­ლუ­რად არა ნავ­თო­ბის ფას­სა და ვა­ლუ­ტის კურ­სზე, არა­მედ კომ­პა­ნი­ე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბის მა­და­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი" - აღ­ნიშ­ნავს ბა­ი­რახ­ტა­რი.

მო­რი­გი კი­თხვა, რაც საწ­ვა­ვის ფას­თან და­კავ­ში­რე­ბით ხში­რად ჩნდე­ბა, კონ­კუ­რენ­ცი­ის სა­კი­თხია - რო­გორ ხდე­ბა, რომ მსხვილ ნავ­თო­ბკომ­პა­ნი­ებს (მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, ევ­რო­პულ საწ­ვავს ყი­დი­ან თუ აზერ­ბა­ჯი­ა­ნულს) ფასი თით­ქმის ერ­თნა­ი­რი აქვთ?

ექ­სპერტთა გან­ცხა­დე­ბით, ად­გი­ლი აქვს კარ­ტე­ლურ გა­რი­გე­ბებს და არა რე­ა­ლურ კონ­კუ­რენ­ცი­ას. "მომ­ხმა­რე­ბელ­თა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის სა­ზო­გა­დო­ე­ბის" ხელ­მძღვა­ნე­ლის, ბექა კე­მუ­ლა­რი­ას თქმით, ამის ერთ-ერთი და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი ის არის, რომ ზო­გი­ერ­თი უსა­ხე­ლო ბენ­ზინ­გა­სა­მართ სად­გუ­რი, რო­მე­ლიც თვი­თო­ნაც კი არ არის იმ­პორ­ტი­ო­რი, უფრო ნაკ­ლებ ფა­სად ყი­დის საწ­ვავს, ვიდ­რე გი­გან­ტი კომ­პა­ნი­ე­ბი (ვი­სო­ლი, სო­კა­რი, გალ­ფი, რომ­პეტ­რო­ლი, ლუ­კო­ი­ლი).

„ის ხუთი კომ­პა­ნია, რო­მე­ლიც მხი­ლე­ბუ­ლი იყო კარ­ტელ­ში, დღე­საც გა­ნაგ­რძობს შე­თან­ხმე­ბუ­ლად ფა­სე­ბის და­წე­სე­ბას. დღეს მათ შე­უძ­ლი­ათ საწ­ვა­ვი გა­ყი­დონ 30 თეთ­რით ნაკ­ლე­ბად, მაგ­რამ იმის გამო, რომ მათ შო­რის შე­თან­ხმე­ბაა და მაქ­სი­მა­ლუ­რი მო­გე­ბის მი­ღე­ბა სურთ, ფა­სებ­საც არ ამ­ცი­რე­ბენ. მსხვილ კომ­პა­ნი­ას გა­ცი­ლე­ბით ნაკ­ლე­ბი და­ნა­ხარ­ჯი აქვთ ერ­თე­ულ პრო­დუქ­ცი­ა­ზე და ფასი აქვთ 15%-ით მეტი" - გა­ნა­ცხა­და კე­მუ­ლა­რი­ამ AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში.

რაც შე­ე­ხე­ბა კარ­ტე­ლურ გა­რი­გე­ბებს, 2015 წელს კონ­კუ­რენ­ცი­ის სა­ა­გენ­ტომ მოკ­ვლე­ვის შე­დე­გად და­ად­გი­ნა, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი ხუთი კომ­პა­ნია სა­ქარ­თვე­ლოს კონ­კუ­რენ­ცი­ის შე­სა­ხებ კა­ნო­ნის მე-7 მუხლს არ­ღვევ­და, რაც იმას გუ­ლის­ხმობს, რომ ისი­ნი ერ­თმა­ნეთ­ში გა­რი­გე­ბით ად­გენ­დნენ საწ­ვა­ვის ფასს. ამის გამო, აღ­ნიშ­ნულ კომ­პა­ნი­ებს 55 მი­ლი­ო­ნი ლა­რის ჯა­რი­მის გა­დახ­და და­ე­კის­რათ, თუმ­ცა მათ დას­კვნა სა­სა­მარ­თლო­ში გა­ა­სა­ჩივ­რეს. სა­ბო­ლო­ოდ, უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, კონ­კუ­რენ­ცი­ის სა­ა­გენ­ტოს (რო­მელ­საც უკვე ახა­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლი - ნო­დარ ხა­დუ­რი ჰყავს) ხე­ლა­ხა­ლი მოკ­ვლე­ვა და­ე­ვა­ლა. ახა­ლი მოკ­ვლე­ვის შე­დე­გად, ისევ დად­გინ­და კონ­კუ­რენ­ცი­ის შე­სა­ხებ კა­ნო­ნის მე-7 მუხ­ლის გარ­კვე­უ­ლი პუნ­ქტე­ბის დარ­ღვე­ვა, თუმ­ცა 55 მი­ლი­ო­ნის ნაც­ვლად, კომ­პა­ნი­ებს 3 მი­ლი­ო­ნი ლა­რის ოდე­ნო­ბის ჯა­რი­მა და­ე­კის­რათ.

იმას, რომ ნავ­თო­ბკომ­პა­ნი­ე­ბი მო­სახ­ლე­ო­ბას ხე­ლოვ­ნუ­რად გაზ­რდილ სა­ფა­სურს ახ­დე­ვი­ნე­ბენ, პა­ა­ტა ბა­ი­რახ­ტა­რის თქმით, მოწ­მობს სა­ხელ­მწი­ფო ტენ­დერე­ბი და შეს­ყიდ­ვე­ბი. რო­გორც მან AMBEBI.GE-სთან სა­უბ­რი­სას გან­მარ­ტა, სა­ხელ­მწი­ფო პრე­მი­უ­მის ტი­პის საწ­ვავს 36 თეთ­რით უფრო ია­ფად ყი­დუ­ლობს ნავ­თო­ბკომ­პა­ნი­ე­ბის­გან, ვიდ­რე ამას იხ­დის მო­სახ­ლე­ო­ბა.

„კომ­პა­ნი­ე­ბი მო­სახ­ლე­ო­ბას 1 ლიტრ საწ­ვავ­ში 36 თეთ­რით მეტს ახ­დე­ვი­ნე­ბენ, ვიდ­რე ამას იხ­დის სა­ხელ­მწი­ფო. ეს არის კო­ლო­სა­რუ­ლი სხვა­ო­ბა. ამას იმი­ტომ ვამ­ბობ, რომ მინ­და მკი­თხველ­მა კარ­გად გა­ი­გოს, რომ არ­ცერთ ჯან­სა­ღი ფა­სით მო­ო­პე­რი­რე კომ­პა­ნი­ას არ შე­უძ­ლია ამ­ხე­ლა სხვა­ო­ბით ოპე­რი­რე­ბა“ - აღ­ნიშ­ნა პა­ა­ტა ბა­ი­რახ­ტარ­მა.

საწ­ვა­ვის ფა­სებს აქ­ტი­უ­რად გა­ნი­ხი­ლა­ვენ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­შიც და პე­რი­ო­დუ­ლად სხვა­დას­ხვა ფორ­მი­თაც აპ­რო­ტეს­ტე­ბენ. საპ­რო­ტეს­ტო კამ­პა­ნი­ის ფარ­გლებ­ში, მომ­ხმა­რე­ბელ­თა ნა­წილ­მა კომ­პა­ნი­ე­ბის ფას­დაკ­ლე­ბის ბა­რა­თე­ბი და­ამ­ტვრია, გარ­და ამი­სა, მძღო­ლე­ბის ნა­წილ­მა სა­კუ­თარ სა­კუ­თარ ავ­ტო­მო­ბი­ლებს სტი­კე­რე­ბი და­ა­წე­ბა წარ­წე­რით - „პრო­ტეს­ტი საწ­ვა­ვის ქარ­თულ ფა­სებს“. ასე­ვე გა­ნი­ხი­ლა­ვენ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ის გა­მარ­თვა­საც, თუმ­ცა ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია ამის ორ­გა­ნი­ზე­ბა მოხ­დე­ბა თუ არა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

რატომ იზრდება საწვავის ფასი ყოველდღე - "შეუძლიათ 30 თეთრით ნაკლებად გაყიდონ, მაგრამ შეთანხმება აქვთ და ფასებს არ ამცირებენ"

რატომ იზრდება საწვავის ფასი ყოველდღე - "შეუძლიათ 30 თეთრით ნაკლებად გაყიდონ, მაგრამ შეთანხმება აქვთ და ფასებს არ ამცირებენ"

უმუშევრობა, ეკოლოგიური პრობლემები, ინფლაცია, არასტაბილური პოლიტიკური გარემო, კრიმინალური მდგომარეობა - ეს იმ პრობლემათა არასრული ჩამონათვალია, რაც საქართველოს მოსახლეობას ყველაზე მეტად აწუხებს. სოციოლოგიურ გამოკითხვებში ამ სიის ჩამონათვალში, პირველ ადგილს ყოველთვის უმუშევრობა იკავებს ხოლმე.

UNICEF-ის "მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის" მიხედვით, საქართველოში სიღარიბის მაჩვენებლები გაიზარდა. ამის ფონზე, საწვავის ფასისა და შესაბამისად, საცხოვრებელი ხარჯების ზრდაც, კიდევ უფრო მტკივნეულად აისახება თითოეული მოქალაქის ჯიბეზე.

უკვე თითქმის ორი თვეა, რაც ყველა ტიპის საწვავზე ფასები ყოველდღიურად იცვლება. ამ ხნის განმავლობაში, საწვავი საშუალოდ 5-11 თეთრით გაიზარდა. ხოლო გასული წლის ივნისთან შედარებით, 2018 წლის ივნისში ყველა ტიპის საწვავი სულ მცირე 20 თეთრით არის გაძვირებული. აქვე აღსანიშნავია, რომ ყველაზე მეტი მომხმარებელი რეგულარის ტიპის საწვავს ჰყავს და ფასის მატებაც ყველაზე მეტად სწორედ მასზე აისახება ხოლმე.

მძღოლ რესპონდენტთა უმრავლესობა, რომელთაც ვკითხეთ, მათი დაკვირვებით, რამდენი თეთრით გაძვირდა საწვავი ბოლო 1 წლის განმავლობაში, გვპასუხობს რომ 20-30 თეთრით.

„წინა ზაფხულთან შედარებით საწვავი 20-25 თეთრითაა გაძვირებული. რაც შეეხება რაოდენობის კლებას, ამაზე ორი ექსპერიმენტი ჩავატარეთ და ორივეზე მოგვატყუეს. ეს ყველაფერი ძალიან ცუდად მოქმედებს ჩვენს ჯიბეზე. დღეში ჯამში 60 კილომეტრს გავდივარ სამსახურამდე და უკან, შესაბამისად ხარჯიც დიდია" - ამბობს ბელა მაღლაფერიძე ჩვენთან საუბარში.

"ერთი წლის მანძილზე 35 თეთრამდე გაძვირდა საწვავი. ვფიქრობ, გარიგებულები არიან კომპანიები, რადგან ფასდაკლების ბარათებს ვაკვირდები და ყველა ერთნაირად მუშაობს. ვისაც ფასდაკლების ბარათი არ აქვს, მათ სხვა კომპანიებთან შედარებით 10 თეთრით ნაკლები აქვთ ფასები. გარდა ამისა, მგონია, რომ შეძენისას რაოდენობაშიც მატყუებენ" - აცხადებს თორნიკე საგანელიძე AMBEBI.GE-სთან საუბარში.

პირველი ფაქტორი, რაც საწვავის ფასის ცვლილებას განსაზღვრავს, მსოფლიო ბაზარზე ნედლი ნავთობის ფასია. ბოლო პერიოდში მართლაც გაზრდილია მისი ფასი. „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ვიცე პრეზიდენტის, პაატა ბაირახტარის ინფორმაციით, ბოლო პერიოდში ერთი ბარელის ფასი 65$-დან 72$-ამდე გაიზარდა და ეს მყისიერად აისახა საქართველოში საწვავის ფასზეც. თუმცა, ახლანდელი მონაცემებით, ერთი ბარელი ნავთობის ფასი 64$-ს შეადგენს და ამის მიუხედავად ჩვენს ქვეყანაში საწვავის ფასი არ შემცირებულა.

„უკვე ნახევარ თვეზე მეტია მსოფლიო ბაზარზე ფასების დაბლა ვარდნის ტენდენცია დაიწყო და ეს ტენდენცია შემიძლია გითხრათ რომ კიდევ გაგრძელდება. თუმცა კლება ჩვენს ბაზარზე არ ასახულა. 3 კვირაზე მეტია ნედლი ნავთობის ფასი ჩამოსულია 64$ზე, მაგრამ ეს ყველაფერი ჩვენს ბაზარზე არ ასახულა. ეს პერიოდი სავსებით საკმარისი იყო იმისათვის, რომ კომპანიებს საფასო პოლიტიკის გადახედვა მოეხდინათ და ფასები შეემცირებინათ,“ - განაცხადა ბაირახტარმა AMBEBI.GE-სთან საუბარში.

კითხვაზე - მსოფლიოში ნავთობის ფასის შემცირებისას ჩვენთან რატომ არ მცირდება საწვავის ფასი?, ნავთობკომპანიები პასუხობენ, რომ მათ საწვავის დიდი მარაგი შეძენილი აქვთ ძველი მაღალი ფასით და ახლა კლება მათთვის წამგებიანი იქნება. ეს პასუხი გაუგებარია მაშინ, როდესაც ნავთობის ფასის მატებისას ქართული კომპანიები იმ დღესვე აძვირებენ საწვავს. ამ შემთხვევაში ბუნებრივად ჩნდება კითხვა - თუკი მარაგი ძველი ფასით აქვთ შეძენილი, რატომ აძვირებენ მყისიერად?

კიდევ ერთი ფაქტორი, რასაც საწვავის ფასის მატებას ნავთობკომპანიები უკავშირებენ, ეს ლარის კურსია. თუმცა, „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ვიცე პრეზიდენტის თქმით, დღეის მდგომარეობით ეს ფაქტორიც განეიტრალებულია.

„ჩვენ ვხედავთ, რომ მიმდინარეობს ჯანსაღი მცურავი გაცვლითი კურსი. არანაირ მყისიერ ნახტომებს და გაუფასურებებს ადგილი არ აქვს. ეროვნული ვალუტა ინარჩუნებს სტაბილურობას და აქედან გამომდინარე ჩვენ გვრჩება ერთადერთი საზომი - ნედლი ნავთობის ფასი, რომელიც დაღმავალი ტრენდით ხასიათდება. საქართველოში საწვავის ფასი რეალურად არა ნავთობის ფასსა და ვალუტის კურსზე, არამედ კომპანიების ხელმძღვანელების მადაზეა დამოკიდებული" - აღნიშნავს ბაირახტარი.

მორიგი კითხვა, რაც საწვავის ფასთან დაკავშირებით ხშირად ჩნდება, კონკურენციის საკითხია - როგორ ხდება, რომ მსხვილ ნავთობკომპანიებს (მიუხედავად იმისა, ევროპულ საწვავს ყიდიან თუ აზერბაჯიანულს) ფასი თითქმის ერთნაირი აქვთ?

ექსპერტთა განცხადებით, ადგილი აქვს კარტელურ გარიგებებს და არა რეალურ კონკურენციას. "მომხმარებელთა უფლებების დაცვის საზოგადოების" ხელმძღვანელის, ბექა კემულარიას თქმით, ამის ერთ-ერთი დამადასტურებელი ის არის, რომ ზოგიერთი უსახელო ბენზინგასამართ სადგური, რომელიც თვითონაც კი არ არის იმპორტიორი, უფრო ნაკლებ ფასად ყიდის საწვავს, ვიდრე გიგანტი კომპანიები (ვისოლი, სოკარი, გალფი, რომპეტროლი, ლუკოილი).

„ის ხუთი კომპანია, რომელიც მხილებული იყო კარტელში, დღესაც განაგრძობს შეთანხმებულად ფასების დაწესებას. დღეს მათ შეუძლიათ საწვავი გაყიდონ 30 თეთრით ნაკლებად, მაგრამ იმის გამო, რომ მათ შორის შეთანხმებაა და მაქსიმალური მოგების მიღება სურთ, ფასებსაც არ ამცირებენ. მსხვილ კომპანიას გაცილებით ნაკლები დანახარჯი აქვთ ერთეულ პროდუქციაზე და ფასი აქვთ 15%-ით მეტი" - განაცხადა კემულარიამ AMBEBI.GE-სთან საუბარში.

რაც შეეხება კარტელურ გარიგებებს, 2015 წელს კონკურენციის სააგენტომ მოკვლევის შედეგად დაადგინა, რომ აღნიშნული ხუთი კომპანია საქართველოს კონკურენციის შესახებ კანონის მე-7 მუხლს არღვევდა, რაც იმას გულისხმობს, რომ ისინი ერთმანეთში გარიგებით ადგენდნენ საწვავის ფასს. ამის გამო, აღნიშნულ კომპანიებს 55 მილიონი ლარის ჯარიმის გადახდა დაეკისრათ, თუმცა მათ დასკვნა სასამართლოში გაასაჩივრეს. საბოლოოდ, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, კონკურენციის სააგენტოს (რომელსაც უკვე ახალი ხელმძღვანელი - ნოდარ ხადური ჰყავს) ხელახალი მოკვლევა დაევალა. ახალი მოკვლევის შედეგად, ისევ დადგინდა კონკურენციის შესახებ კანონის მე-7 მუხლის გარკვეული პუნქტების დარღვევა, თუმცა 55 მილიონის ნაცვლად, კომპანიებს 3 მილიონი ლარის ოდენობის ჯარიმა დაეკისრათ.

იმას, რომ ნავთობკომპანიები მოსახლეობას ხელოვნურად გაზრდილ საფასურს ახდევინებენ, პაატა ბაირახტარის თქმით, მოწმობს სახელმწიფო ტენდერები და შესყიდვები. როგორც მან AMBEBI.GE-სთან საუბრისას განმარტა, სახელმწიფო პრემიუმის ტიპის საწვავს 36 თეთრით უფრო იაფად ყიდულობს ნავთობკომპანიებისგან, ვიდრე ამას იხდის მოსახლეობა.

„კომპანიები მოსახლეობას 1 ლიტრ საწვავში 36 თეთრით მეტს ახდევინებენ, ვიდრე ამას იხდის სახელმწიფო. ეს არის კოლოსარული სხვაობა. ამას იმიტომ ვამბობ, რომ მინდა მკითხველმა კარგად გაიგოს, რომ არცერთ ჯანსაღი ფასით მოოპერირე კომპანიას არ შეუძლია ამხელა სხვაობით ოპერირება“ - აღნიშნა პაატა ბაირახტარმა.

საწვავის ფასებს აქტიურად განიხილავენ სოციალურ ქსელშიც და პერიოდულად სხვადასხვა ფორმითაც აპროტესტებენ. საპროტესტო კამპანიის ფარგლებში, მომხმარებელთა ნაწილმა კომპანიების ფასდაკლების ბარათები დაამტვრია, გარდა ამისა, მძღოლების ნაწილმა საკუთარ საკუთარ ავტომობილებს სტიკერები დააწება წარწერით - „პროტესტი საწვავის ქართულ ფასებს“. ასევე განიხილავენ საპროტესტო აქციის გამართვასაც, თუმცა ჯერჯერობით უცნობია ამის ორგანიზება მოხდება თუ არა.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"