პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პაატა იმნაძის საზაფხულო რეკომენდაციები მოსახლეობას საკვებთან, წყალთან და მწერებთან დაკავშირებით
პაატა იმნაძის საზაფხულო რეკომენდაციები მოსახლეობას საკვებთან, წყალთან და მწერებთან დაკავშირებით

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრის სა­მეც­ნი­ე­რო საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე პა­ა­ტა იმ­ნა­ძე მო­სახ­ლე­ო­ბას ზა­ფხულ­ში საკ­ვებ­თან და წყალ­თან და­კავ­ში­რე­ბით რე­კო­მენ­და­ცი­ებს აძ­ლევს.

პა­ა­ტა იმ­ნა­ძის გან­მარ­ტე­ბით, ზა­ფხულ­ში ნაწ­ლავ­თა ინ­ფექ­ცი­ე­ბის სა­შიშ­რო­ე­ბაა, ასე­ვე, და­უ­ბა­ნე­ლი ხე­ლით გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი და­ახ­ლო­ე­ბით 25%-ით მე­ტია სხვა სე­ზო­ნებ­თან შე­და­რე­ბით.

იმ­ნა­ძის თქმით, აუ­ცი­ლე­ბე­ლია ტემ­პე­რა­ტუ­რუ­ლი რე­ჟი­მის დაც­ვა, რად­გან პრო­დუქ­ტე­ბის მა­ცივ­რის გა­რეთ შე­ნახ­ვა სა­ში­შია.

"ყო­ველ­გვა­რი სა­ლა­თი, რო­მე­ლიც შეკ­მა­ზუ­ლია რძის პრო­დუქ­ტე­ბით, ძა­ლი­ან დიდ სა­შიშ­რო­ე­ბას წარ­მო­ად­გენს ხოლ­მე. არა­ფერს არ უნდა ვე­რი­დოთ, თუ კარ­გა­დაა მომ­ზა­დე­ბუ­ლი. ერ­თა­დერ­თი კრე­მი­ა­ნი ნამ­ცხვრე­ბი, ქათ­მის სა­ლა­თე­ბი უმ­ჯო­ბე­სია მა­შინ მი­ვირ­თვათ, თუ მა­ცივ­რი­დან ახა­ლი გა­მო­ღე­ბუ­ლი და ცი­ვია", - გა­ნა­ცხა­და პა­ა­ტა იმ­ნა­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა წყალ­თან და­კავ­ში­რე­ბულ შე­კი­თხვას, პა­ა­ტა იმ­ნა­ძემ აღ­ნიშ­ნა, რომ თუ წყა­ლი ცენ­ტრა­ლი­ზე­ბუ­ლია და კარ­გად დე­ზინ­ფექ­ცირ­დე­ბა, მისი მი­ღე­ბა პრობ­ლე­მას არ წარ­მო­ად­გენს.

"თუ წყლის ხა­რისხში ეჭვი გვაქვს, ნე­ბის­მი­ე­რი წყა­ლი უსაფრ­თხო ხდე­ბა ერთ წუ­თი­ა­ნი დუ­ღი­ლის შემ­დეგ", - გა­ნა­ცხა­და იმ­ნა­ძემ.

იმ­ნა­ძემ მწე­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი საფრ­თხე­ე­ბის შე­სა­ხე­ბაც ისა­უბ­რა. მისი თქმით, ივ­ნი­სის ბო­ლო­დან და­ი­წყე­ბენ მწე­რე­ბი გა­აქ­ტი­უ­რე­ბას და სა­ჭი­როა რე­პე­ლენ­ტე­ბის მოხ­მა­რე­ბა.

"ახლა არის ის სე­ზო­ნი, რო­დე­საც ტკი­პე­ბი არი­ან გა­აქ­ტი­უ­რე­ბუ­ლე­ბი. ტკი­პე­ბის ძა­ლი­ან ცოტა ნა­წი­ლი შე­იძ­ლე­ბა იყოს მძი­მე და­ა­ვა­დე­ბე­ბის გა­დამ­ტა­ნი. მაგ­რამ არც ისე არაა სა­სი­ა­მოვ­ნო, ტკი­პა რომ გი­კბენს. შე­იძ­ლე­ბა ალერ­გი­უ­ლი რე­აქ­ცია ჰქონ­დეს, შე­იძ­ლე­ბა უბ­რა­ლოდ რა­ი­მე ბა­ნა­ლუ­რი ინ­ფექ­ცია შე­იჭ­რას და და­ჩირ­ქდეს, ამი­ტომ ძა­ლი­ან კარ­გია ბუ­ნე­ბა­ში გას­ვლის წინ, რე­პე­ლენ­ტე­ბი (სპე­ცი­ა­ლუ­რი და­მაფრ­თხობ­ლე­ბი) წა­ვის­ვათ ღია ად­გი­ლებ­ზე და ტკი­პა არ მოგ­ვე­კა­რე­ბა. ეს რე­პე­ლენ­ტე­ბი ერთი წლის ასა­კი­დან ბავ­შვებ­ზეც შეგ­ვიძ­ლია გა­მო­ვი­ყე­ნოთ. ეს და­ი­ცავს არა მხო­ლოდ ტკი­პე­ბის­გან. არის რე­პე­ლენ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც იცავს ასე­ვე კო­ღოს ნაკ­ბე­ნის­გან, იგი­ვე ფლე­ბო­ტო­მუ­სე­ბის ნაკ­ბე­ნის­გან, რო­მელ­მაც შე­იძ­ლე­ბა ლე­იშ­მა­ნი­ო­ზი გა­მო­იწ­ვი­ოს. სწო­რედ ივ­ნი­სის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში ყვე­ლა ეს მწე­რი გა­აქ­ტი­ურ­დე­ბა", - გა­ნა­ცხა­და იმ­ნა­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

პაატა იმნაძის საზაფხულო რეკომენდაციები მოსახლეობას საკვებთან, წყალთან და მწერებთან დაკავშირებით

პაატა იმნაძის საზაფხულო რეკომენდაციები მოსახლეობას საკვებთან, წყალთან და მწერებთან დაკავშირებით

დაავადებათა კონტროლის ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე პაატა იმნაძე მოსახლეობას ზაფხულში საკვებთან და წყალთან დაკავშირებით რეკომენდაციებს აძლევს.

პაატა იმნაძის განმარტებით, ზაფხულში ნაწლავთა ინფექციების საშიშროებაა, ასევე, დაუბანელი ხელით განპირობებული დაავადებები დაახლოებით 25%-ით მეტია სხვა სეზონებთან შედარებით.

იმნაძის თქმით, აუცილებელია ტემპერატურული რეჟიმის დაცვა, რადგან პროდუქტების მაცივრის გარეთ შენახვა საშიშია.

"ყოველგვარი სალათი, რომელიც შეკმაზულია რძის პროდუქტებით, ძალიან დიდ საშიშროებას წარმოადგენს ხოლმე. არაფერს არ უნდა ვერიდოთ, თუ კარგადაა მომზადებული. ერთადერთი კრემიანი ნამცხვრები, ქათმის სალათები უმჯობესია მაშინ მივირთვათ, თუ მაცივრიდან ახალი გამოღებული და ცივია", - განაცხადა პაატა იმნაძემ.

რაც შეეხება წყალთან დაკავშირებულ შეკითხვას, პაატა იმნაძემ აღნიშნა, რომ თუ წყალი ცენტრალიზებულია და კარგად დეზინფექცირდება, მისი მიღება პრობლემას არ წარმოადგენს.

"თუ წყლის ხარისხში ეჭვი გვაქვს, ნებისმიერი წყალი უსაფრთხო ხდება ერთ წუთიანი დუღილის შემდეგ", - განაცხადა იმნაძემ.

იმნაძემ მწერებთან დაკავშირებული საფრთხეების შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, ივნისის ბოლოდან დაიწყებენ მწერები გააქტიურებას და საჭიროა რეპელენტების მოხმარება.

"ახლა არის ის სეზონი, როდესაც ტკიპები არიან გააქტიურებულები. ტკიპების ძალიან ცოტა ნაწილი შეიძლება იყოს მძიმე დაავადებების გადამტანი. მაგრამ არც ისე არაა სასიამოვნო, ტკიპა რომ გიკბენს. შეიძლება ალერგიული რეაქცია ჰქონდეს, შეიძლება უბრალოდ რაიმე ბანალური ინფექცია შეიჭრას და დაჩირქდეს, ამიტომ ძალიან კარგია ბუნებაში გასვლის წინ, რეპელენტები (სპეციალური დამაფრთხობლები) წავისვათ ღია ადგილებზე და ტკიპა არ მოგვეკარება. ეს რეპელენტები ერთი წლის ასაკიდან ბავშვებზეც შეგვიძლია გამოვიყენოთ. ეს დაიცავს არა მხოლოდ ტკიპებისგან. არის რეპელენტები, რომლებიც იცავს ასევე კოღოს ნაკბენისგან, იგივე ფლებოტომუსების ნაკბენისგან, რომელმაც შეიძლება ლეიშმანიოზი გამოიწვიოს. სწორედ ივნისის მეორე ნახევარში ყველა ეს მწერი გააქტიურდება", - განაცხადა იმნაძემ.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ