პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ავთანდილ ხურციძის დედა - "სამართალს ვერ მივაღწიეთ. ჩემი შვილი აბსოლუტურად უდანაშაულოა"
ავთანდილ ხურციძის დედა - "სამართალს ვერ მივაღწიეთ. ჩემი შვილი აბსოლუტურად უდანაშაულოა"

სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ არა­ფე­რი გა­ა­კე­თა ჩემი შვი­ლის და­სახ­მა­რებ­ლად, - ამის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ამე­რი­კა­ში და­კა­ვე­ბუ­ლი ქუ­თა­ი­სე­ლი მოკ­რი­ვის, მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნის, ავ­თან­დილ ხურ­ცი­ძის დე­დამ, მაყ­ვა­ლა ხურ­ცი­ძემ გა­ნუ­ცხა­და.

მისი თქმით, ნიუ იორ­კის სა­სა­მარ­თლოს ნა­ფი­ცი მსა­ჯუ­ლე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ­ლებ­მაც მისი შვი­ლი ყვე­ლა წარ­დგე­ნილ ბრალ­დე­ბა­ში დამ­ნა­შა­ვედ ცნეს, ახ­ლა­ხანს შე­ა­ტყო­ბი­ნეს.

„მე ად­ვო­კა­ტი არ დამ­კავ­ში­რე­ბია, დაგ­ვი­რე­კავს, ალ­ბათ. ჩვენ იმ­დე­ნი­ვე ვი­ცით, რაც პრე­სა­ში ქვეყ­ნდე­ბა. სა­მარ­თალს ვერ მი­ვაღ­წი­ეთ. ჩემი შვი­ლი აბ­სო­ლუ­ტუ­რად უდა­ნა­შა­უ­ლოა, თუმ­ცა არაფ­რის გა­კე­თე­ბა არ შე­მიძ­ლია. ნუთუ მთავ­რო­ბა არ უნდა და­ინ­ტე­რეს­დეს ამ ამ­ბით? მსოფ­ლი­ო­ში ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა არა­ერ­თხელ ასა­ხე­ლა, კარ­გის მეტი არა­ფე­რი გა­უ­კერ­თე­ბია, თუმ­ცა არა­ვინ მოგ­ვეხ­მა­რა. ერთი წე­ლია არც არა­ვის და­უ­რე­კავს და ამ­ბა­ვიც არ მო­უ­კი­თხავთ“, - გა­ნა­ცხა­და სპორ­ტსმე­ნის დე­დამ.

ნიუ-იორ­კის სა­ოლ­ქო სა­სა­მარ­თლოს ნა­ფიც­მა მსა­ჯუ­ლებ­მა ქარ­თვე­ლი მოკ­რი­ვე ავ­თან­დილ ხურ­ცი­ძე ყვე­ლა წარ­დგე­ნილ ბრალ­დე­ბა­ში დამ­ნა­შა­ვედ ცნეს. შე­სა­ბა­მის ინ­ფორ­მა­ცი­ას ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის იუს­ტი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტი ავ­რცე­ლებს.

სას­ჯე­ლის ზომა ამ ეტაპ­ზე უც­ნო­ბია. მო­სა­მარ­თლე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას 21 სექ­ტემ­ბერს გა­მო­ა­ცხა­დებს.

საქ­მე­ზე კი­დევ ერთი ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი ე.წ. კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი რაჟ­დენ შუ­ლა­ია იყო, რო­მელ­საც გა­მო­ძი­ე­ბა კრი­მი­ნა­ლუ­რი დაჯ­გუ­ფე­ბის ლი­დე­რად მო­იხ­სე­ნი­ებ­და.

არ­სე­ბი­თი გან­ხილ­ვა საქ­მე­ზე 5 ივ­ნისს და­ი­წყო. გა­მო­ძი­ე­ბის მტკი­ცე­ბით, დაჯ­გუ­ფე­ბა, რო­მელ­საც რაჟ­დენ შუ­ლა­ია ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და და რომ­ლის შე­მად­გენ­ლო­ბა­შიც ხურ­ცი­ძეც შე­დი­ო­და, არა­ლე­გა­ლუ­რი ვაჭ­რო­ბი­თა და გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით თაღ­ლი­თო­ბით იყო და­კა­ვე­ბუ­ლი. სულ საქ­მე­ზე 30-მდე ადა­მი­ა­ნია და­კა­ვე­ბუ­ლი.

39 წლის ხურ­ცი­ძე, რო­მელ­საც კრივ­ში 33 მო­გე­ბა, ორი ფრე და ორი მარ­ცხი აქვს, ნიუ-იორკში გა­სუ­ლი წლის ივ­ლის­ში, ე.წ. რუ­სუ­ლი მა­ფი­ის საქ­მე­ზე და­ა­კა­ვეს. წი­ნას­წა­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ხურ­ცი­ძეს 40 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა ელის.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ავთანდილ ხურციძის დედა - "სამართალს ვერ მივაღწიეთ. ჩემი შვილი აბსოლუტურად უდანაშაულოა"

ავთანდილ ხურციძის დედა - "სამართალს ვერ მივაღწიეთ. ჩემი შვილი აბსოლუტურად უდანაშაულოა"

საქართველოს ხელისუფლებამ არაფერი გააკეთა ჩემი შვილის დასახმარებლად, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ამერიკაში დაკავებული ქუთაისელი მოკრივის, მსოფლიო ჩემპიონის, ავთანდილ ხურციძის დედამ, მაყვალა ხურციძემ განუცხადა.

მისი თქმით, ნიუ იორკის სასამართლოს ნაფიცი მსაჯულების გადაწყვეტილება, რომლებმაც მისი შვილი ყველა წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნეს, ახლახანს შეატყობინეს.

„მე ადვოკატი არ დამკავშირებია, დაგვირეკავს, ალბათ. ჩვენ იმდენივე ვიცით, რაც პრესაში ქვეყნდება. სამართალს ვერ მივაღწიეთ. ჩემი შვილი აბსოლუტურად უდანაშაულოა, თუმცა არაფრის გაკეთება არ შემიძლია. ნუთუ მთავრობა არ უნდა დაინტერესდეს ამ ამბით? მსოფლიოში ჩვენი ქვეყანა არაერთხელ ასახელა, კარგის მეტი არაფერი გაუკერთებია, თუმცა არავინ მოგვეხმარა. ერთი წელია არც არავის დაურეკავს და ამბავიც არ მოუკითხავთ“, - განაცხადა სპორტსმენის დედამ.

ნიუ-იორკის საოლქო სასამართლოს ნაფიცმა მსაჯულებმა ქართველი მოკრივე ავთანდილ ხურციძე ყველა წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნეს. შესაბამის ინფორმაციას ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტი ავრცელებს.

სასჯელის ზომა ამ ეტაპზე უცნობია. მოსამართლე გადაწყვეტილებას 21 სექტემბერს გამოაცხადებს.

საქმეზე კიდევ ერთი ეჭვმიტანილი ე.წ. კანონიერი ქურდი რაჟდენ შულაია იყო, რომელსაც გამოძიება კრიმინალური დაჯგუფების ლიდერად მოიხსენიებდა.

არსებითი განხილვა საქმეზე 5 ივნისს დაიწყო. გამოძიების მტკიცებით, დაჯგუფება, რომელსაც რაჟდენ შულაია ხელმძღვანელობდა და რომლის შემადგენლობაშიც ხურციძეც შედიოდა, არალეგალური ვაჭრობითა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით თაღლითობით იყო დაკავებული. სულ საქმეზე 30-მდე ადამიანია დაკავებული.

39 წლის ხურციძე, რომელსაც კრივში 33 მოგება, ორი ფრე და ორი მარცხი აქვს, ნიუ-იორკში გასული წლის ივლისში, ე.წ. რუსული მაფიის საქმეზე დააკავეს. წინასწარი ინფორმაციით, ხურციძეს 40 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის.

სროლა დიღომში - არსებული ინფორმაციით, არის დაჭრილი

მომღერალ თიკა მახალდიანის დედის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ყოფილ პოლიციელს 8 წლით პატიმრობა მიესაჯა

"ბაჩალიაშვილის ლეპტოპი მესამე პირებს ვერ გადაეცემა" - რა განცხადებას ავრცელებს კომპანია "ზეგ"-ი, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა