Faceამბები
საზოგადოება
პოლიტიკა

13

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 16:05-ზე, მთვარე კირჩხიბშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის; ინტიმური ურთიერთობისა და ჩასახვისათვის. ამ დღის რთული ორგანო კუჭია. მოერიდეთ ოპერაციებსა და მკურნალობის დაწყებას კუჭზე, ნაღვლის ბუშტზე, მკერდზე, ლიმფურ სისტემაზე, საშვილოსნოზე. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
სამართალი
სპორტი
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ავთანდილ ხურციძეს 40-წლამდე პატიმრობა ემუქრება - რას წერს ქართველ მოკრივეზე New York Post-ი
ავთანდილ ხურციძეს 40-წლამდე პატიმრობა ემუქრება - რას წერს ქართველ მოკრივეზე New York Post-ი

აშშ-ში და­კა­ვე­ბულ ქარ­თველ მოკ­რი­ვე ავ­თან­დილ ხურ­ცი­ძეს 40-წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა ემუქ­რე­ბა. საქ­მის დე­ტა­ლებ­ზე რამ­დე­ნი­მე დღის წინ სტა­ტია New York Post-მა გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

სტა­ტი­ა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ხურ­ცი­ძის წი­ნა­აღ­მდეგ შე­საძ­ლოა ვი­დე­ომ­ტკი­ცე­ბუ­ლე­ბას ემუ­შა­ვა. გა­მო­ცე­მის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბრალ­დე­ბის მხა­რე აპი­რებ­და ნა­ფი­ცი მსა­ჯუ­ლე­ბის­თვის წა­რედ­გი­ნა რამ­დე­ნი­მე ვი­დე­ომ­ტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, რო­მელ­შიც ნათ­ლად ჩანს, თუ რო­გორ ემუქ­რე­ბა ან ეს­ხმის თავს ადა­მი­ა­ნებს ხურ­ცი­ძე ე.წ. კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დის, რაჟ­დენ შუ­ლა­ი­ას სა­ხე­ლით.

„ერთ-ერთ ასეთ ვი­დე­ო­ში ხურ­ცი­ძე სა­ხე­ში ურტყამს მა­მა­კაცს, რო­მელ­მაც, სა­ვა­რა­უ­დოდ, შუ­ლა­ი­ას მფლო­ბე­ლო­ბა­ში მყო­ფი ერთ-ერთი სა­მო­რი­ნე­დან ფული მო­ი­პა­რა. შემ­დეგ შუ­ლა­ია სი­ლას ურტყამს იმა­ვე მა­მა­კაცს და ამ­ბობს, რომ თუ ფულს არ გა­და­იხ­დის, ამას შე­დე­გე­ბი მოჰ­ყვე­ბა“, - წერს New York Post-ი.

ავ­თან­დილ ხურ­ცი­ძი­სა და რაჟ­დენ შუ­ლა­ი­ას საქ­მის პრო­კუ­რო­რის ენ­დრიუ თო­მა­სის გან­ცხა­დე­ბით, „შუ­ლა­ია ნამ­დვი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლი, ხურ­ცი­ძე კი მისი ჯა­რის­კა­ცი იყო“, თუმ­ცა ხურ­ცი­ძის ად­ვო­კა­ტი, მე­გან ბე­ნე­ტი აცხა­დებს, რომ „ხურ­ცი­ძემ და შუ­ლა­ი­ამ ერ­თმა­ნე­თი სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­იც­ნეს და ურ­თი­ერ­თობ­დნენ, თუმ­ცა კრი­მი­ნა­ლურ დაჯ­გუ­ფე­ბას­თან კავ­ში­რი არ ჰქო­ნი­ათ“.

არ­სე­ბი­თი გან­ხილ­ვა საქ­მე­ზე 5 ივ­ნისს და­ი­წყო. გა­მო­ძი­ე­ბის მტკი­ცე­ბით, დაჯ­გუ­ფე­ბა, რო­მელ­საც რაჟ­დენ შუ­ლა­ია ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და და რომ­ლის შე­მად­გენ­ლო­ბა­შიც ხურ­ცი­ძეც შე­დი­ო­და, არა­ლე­გა­ლუ­რი ვაჭ­რო­ბი­თა და გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით თაღ­ლი­თო­ბით იყო და­კა­ვე­ბუ­ლი. სულ საქ­მე­ზე 30-მდე ადა­მი­ა­ნია და­კა­ვე­ბუ­ლი.

ნიუ-იორ­კის სა­სა­მარ­თლოს ნა­ფიც­მა მსა­ჯუ­ლებ­მა ქარ­თვე­ლი მოკ­რი­ვე ავ­თან­დილ ხურ­ცი­ძე ყვე­ლა წარ­დგე­ნილ ბრალ­დე­ბა­ში დამ­ნა­შა­ვედ ცნეს.

იხი­ლეთ ვი­დეო: ქარ­თვე­ლი მოკ­რი­ვე ავ­თან­დილ ხურ­ცი­ძე ნიუ-იორ­კის სა­სა­მარ­თლოს ნა­ფიც­მა მსა­ჯუ­ლებ­მა ყვე­ლა წარ­დგე­ნილ ბრალ­დე­ბა­ში დამ­ნა­შა­ვედ ცნეს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხმაური და გაწევ - გამოწევა საქალაქო სასამართლოში - კადრები ადგილიდან

ავთანდილ ხურციძეს 40-წლამდე პატიმრობა ემუქრება - რას წერს ქართველ მოკრივეზე New York Post-ი

ავთანდილ ხურციძეს 40-წლამდე პატიმრობა ემუქრება - რას წერს ქართველ მოკრივეზე New York Post-ი

აშშ-ში დაკავებულ ქართველ მოკრივე ავთანდილ ხურციძეს 40-წლიანი პატიმრობა ემუქრება. საქმის დეტალებზე რამდენიმე დღის წინ სტატია New York Post-მა გამოაქვეყნა.

სტატიაში აღნიშნულია, რომ ხურციძის წინააღმდეგ შესაძლოა ვიდეომტკიცებულებას ემუშავა. გამოცემის ინფორმაციით, ბრალდების მხარე აპირებდა ნაფიცი მსაჯულებისთვის წარედგინა რამდენიმე ვიდეომტკიცებულება, რომელშიც ნათლად ჩანს, თუ როგორ ემუქრება ან ესხმის თავს ადამიანებს ხურციძე ე.წ. კანონიერი ქურდის, რაჟდენ შულაიას სახელით.

„ერთ-ერთ ასეთ ვიდეოში ხურციძე სახეში ურტყამს მამაკაცს, რომელმაც, სავარაუდოდ, შულაიას მფლობელობაში მყოფი ერთ-ერთი სამორინედან ფული მოიპარა. შემდეგ შულაია სილას ურტყამს იმავე მამაკაცს და ამბობს, რომ თუ ფულს არ გადაიხდის, ამას შედეგები მოჰყვება“, - წერს New York Post-ი.

ავთანდილ ხურციძისა და რაჟდენ შულაიას საქმის პროკურორის ენდრიუ თომასის განცხადებით, „შულაია ნამდვილი ხელმძღვანელი, ხურციძე კი მისი ჯარისკაცი იყო“, თუმცა ხურციძის ადვოკატი, მეგან ბენეტი აცხადებს, რომ „ხურციძემ და შულაიამ ერთმანეთი საქართველოში გაიცნეს და ურთიერთობდნენ, თუმცა კრიმინალურ დაჯგუფებასთან კავშირი არ ჰქონიათ“.

არსებითი განხილვა საქმეზე 5 ივნისს დაიწყო. გამოძიების მტკიცებით, დაჯგუფება, რომელსაც რაჟდენ შულაია ხელმძღვანელობდა და რომლის შემადგენლობაშიც ხურციძეც შედიოდა, არალეგალური ვაჭრობითა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით თაღლითობით იყო დაკავებული. სულ საქმეზე 30-მდე ადამიანია დაკავებული.

ნიუ-იორკის სასამართლოს ნაფიცმა მსაჯულებმა ქართველი მოკრივე ავთანდილ ხურციძე ყველა წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნეს.

იხილეთ ვიდეო: ქართველი მოკრივე ავთანდილ ხურციძე ნიუ-იორკის სასამართლოს ნაფიცმა მსაჯულებმა ყველა წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნეს

"ამირხანაშვილი მეხუთედ გამოკითხეს... რადიკალურად განსხვავებულია მისი ჩვენება" - რას ამბობს დაკავებული არასრულწლოვნის ადვოკატი

შაქარაშვილის საქმეზე 5 პირის მიმართ ბრალის დამძიმება მხოლოდ ამირხანაშვილის ჩვენების საფუძველზე არ მომხდარა - პროკურორი

"ბულინგი მოახდინეს ჩემზე, გინდა თუ არა, შენ მიეცი კაპანაძეს ის ფურცელიო" - ბაჩალიაშვილის დედის განცხადების საფუძველზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო