მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნიუ-იორკის სასამართლოს ნაფიცმა მსაჯულებმა ავთანდილ ხურციძე ყველა წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნეს
ნიუ-იორკის სასამართლოს ნაფიცმა მსაჯულებმა ავთანდილ ხურციძე ყველა წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნეს

ნიუ-იორ­კის სა­ოლ­ქო სა­სა­მარ­თლოს ნა­ფიც­მა მსა­ჯუ­ლებ­მა ქარ­თვე­ლი მოკ­რი­ვე ავ­თან­დილ ხურ­ცი­ძე ყვე­ლა წარ­დგე­ნილ ბრალ­დე­ბა­ში დამ­ნა­შა­ვედ ცნეს. შე­სა­ბა­მის ინ­ფორ­მა­ცი­ას ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის იუს­ტი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტი ავ­რცე­ლებს.

სას­ჯე­ლის ზომა ამ ეტაპ­ზე უც­ნო­ბია. მო­სა­მარ­თლე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას 21 სექ­ტემ­ბერს გა­მო­ა­ცხა­დებს.

საქ­მე­ზე კი­დევ ერთი ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი ე.წ. კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი რაჟ­დენ შუ­ლა­ია იყო, რო­მელ­საც გა­მო­ძი­ე­ბა კრი­მი­ნა­ლუ­რი დაჯ­გუ­ფე­ბის ლი­დე­რად მო­იხ­სე­ნი­ებ­და.

არ­სე­ბი­თი გან­ხილ­ვა საქ­მე­ზე 5 ივ­ნისს და­ი­წყო. გა­მო­ძი­ე­ბის მტკი­ცე­ბით, დაჯ­გუ­ფე­ბა, რო­მელ­საც რაჟ­დენ შუ­ლა­ია ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და და რომ­ლის შე­მად­გენ­ლო­ბა­შიც ხურ­ცი­ძეც შე­დი­ო­და, არა­ლე­გა­ლუ­რი ვაჭ­რო­ბი­თა და გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით თაღ­ლი­თო­ბით იყო და­კა­ვე­ბუ­ლი. სულ საქ­მე­ზე 30-მდე ადა­მი­ა­ნია და­კა­ვე­ბუ­ლი.

39 წლის ხურ­ცი­ძე, რო­მელ­საც კრივ­ში 33 მო­გე­ბა, ორი ფრე და ორი მარ­ცხი აქვს, ნიუ-იორკში გა­სუ­ლი წლის ივ­ლის­ში, ე.წ. რუ­სუ­ლი მა­ფი­ის საქ­მე­ზე და­ა­კა­ვეს. წი­ნას­წა­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ხურ­ცი­ძეს 40 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა ელის.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

ნიუ-იორკის სასამართლოს ნაფიცმა მსაჯულებმა ავთანდილ ხურციძე ყველა წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნეს

ნიუ-იორკის სასამართლოს ნაფიცმა მსაჯულებმა ავთანდილ ხურციძე ყველა წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნეს

ნიუ-იორკის საოლქო სასამართლოს ნაფიცმა მსაჯულებმა ქართველი მოკრივე ავთანდილ ხურციძე ყველა წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნეს. შესაბამის ინფორმაციას ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტი ავრცელებს.

სასჯელის ზომა ამ ეტაპზე უცნობია. მოსამართლე გადაწყვეტილებას 21 სექტემბერს გამოაცხადებს.

საქმეზე კიდევ ერთი ეჭვმიტანილი ე.წ. კანონიერი ქურდი რაჟდენ შულაია იყო, რომელსაც გამოძიება კრიმინალური დაჯგუფების ლიდერად მოიხსენიებდა.

არსებითი განხილვა საქმეზე 5 ივნისს დაიწყო. გამოძიების მტკიცებით, დაჯგუფება, რომელსაც რაჟდენ შულაია ხელმძღვანელობდა და რომლის შემადგენლობაშიც ხურციძეც შედიოდა, არალეგალური ვაჭრობითა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით თაღლითობით იყო დაკავებული. სულ საქმეზე 30-მდე ადამიანია დაკავებული.

39 წლის ხურციძე, რომელსაც კრივში 33 მოგება, ორი ფრე და ორი მარცხი აქვს, ნიუ-იორკში გასული წლის ივლისში, ე.წ. რუსული მაფიის საქმეზე დააკავეს. წინასწარი ინფორმაციით, ხურციძეს 40 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს