მსოფლიო

20

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე ვერძშია – ფიზიკური ძალის ძლიერი ზრდაა. შესანიშნავია საპირისპირო სქესთან კომუნიკაცია. ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. კარგია გამოფენების, სპექტაკლების, კონცერტების, შემოქმედებითი საღამოების გამართვა. ისწავლეთ, აიმაღლე კვალიფიკაცია. საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი და ნოყიერი. არ არის მიზანშეწონილი შიმშილი. კარგია ვარჯიში და იოგა.
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
იაპონელმა და სენეგალელმა გულშემატკივრებმა მატჩის დასრულების შემდეგ სტადიონი დაალაგეს
იაპონელმა და სენეგალელმა გულშემატკივრებმა მატჩის დასრულების შემდეგ სტადიონი დაალაგეს

ფეხ­ბურ­თის მატ­ჩის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, რო­გორც წესი, ტრი­ბუ­ნებ­ზე უამ­რა­ვი ნა­გა­ვი რჩე­ბა - საჭ­მლის ნარ­ჩე­ნე­ბი, ერთჯე­რა­დი ჭი­ქე­ბი... ასე მოხ­და სამ­შა­ბათ­საც, ია­პო­ნელ გულ­შე­მატ­კივ­რებს სტა­დი­ონ­ზე მხი­ა­რუ­ლე­ბის მი­ზე­ზი ნამ­დვი­ლად ჰქონ­დათ - მათ­მა ნაკ­რებ­მა მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას კო­ლუმ­ბია და­ა­მარ­ცხა, ან­გა­რი­შით 2-1. მატ­ჩის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ფეხ­ბურ­თის ია­პო­ნელ­მა თაყ­ვა­ნის­მცემ­ლებ­მა სა­გულ­და­გუ­ლოდ და­ა­ლა­გეს სა­კუ­თა­რი ტრი­ბუ­ნა. მათ ჰქონ­დათ დიდი ზო­მის ნაგ­ვის პარ­კე­ბი, სა­დაც ნარ­ჩე­ნე­ბი მო­აგ­რო­ვეს.

ეს არ არის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც ია­პო­ნე­ლებ­მა სა­კუ­თა­რი ნა­გა­ვი სტა­დი­ონ­ზე არ და­ტო­ვეს, ისი­ნი დიდი ხა­ნია, კარ­გი მა­ნე­რე­ბით არი­ან ცნო­ბი­ლი.

„ეს არა მხო­ლოდ ფეხ­ბურ­თის კულ­ტუ­რის, არა­მედ - ია­პო­ნუ­რი კულ­ტუ­რის ნა­წი­ლია. ხში­რად მო­ის­მენთ, რომ ფეხ­ბურ­თი კულ­ტუ­რის ანა­რეკ­ლია. ია­პო­ნურ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ას­პექ­ტია, რომ ყვე­ლა­ფე­რი სუფ­თა იყოს, ამი­ტომ ნე­ბის­მი­ე­რი სპორ­ტუ­ლი შე­ჯიბ­რის შემ­დეგ ასე იქ­ცე­ვი­ან,“ - გა­ნა­ცხა­და ია­პო­ნი­ა­ში მცხოვ­რებ­მა სპორ­ტის ჟურ­ნა­ლის­ტმა სკოტ მა­კინ­ტა­ირ­მა „ბი­ბი­სის­თან“.

ნა­ხეთ ვი­დეო :მატ­ჩის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, ია­პო­ნელ­მა და სე­ნე­გა­ლელ­მა გულ­შე­მატ­კივ­რებ­მა სტა­დი­ო­ნი და­ა­ლა­გეს

ია­პო­ნე­ლებს რუ­სეთ­ში გა­მარ­თულ მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე სი­სუფ­თა­ვით არც სე­ნე­გა­ლე­ლე­ბი ჩა­მორ­ჩნენ - „ინ­დე­ფენ­დენ­თის“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, მას შემ­დეგ, რაც მათ­მა ნაკ­რებ­მა პო­ლო­ნე­თი და­ა­მარ­ცხა, სე­ნე­გა­ლელ­მა გულ­შე­მატ­კივ­რებ­მა სკა­მებს შო­რის დაყ­რი­ლი ნა­გა­ვი მო­აგ­რო­ვეს.

კად­რე­ბი არ­გენ­ტი­ნულ­მა ტე­ლე­კომ­პა­ნი­ამ TyC Sports გა­ავ­რცე­ლა. წამ­ყვან­მა აღ­ნიშ­ნა, რომ ის­ტო­რი­უ­ლი გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ სე­ნე­გა­ლე­ლებ­მა მხი­ა­რუ­ლი წვე­უ­ლე­ბის გა­მარ­თვის ნაც­ვლად სტა­დი­ო­ნი სა­გულ­და­გუ­ლოდ და­ა­ლა­გეს.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

იაპონელმა და სენეგალელმა გულშემატკივრებმა მატჩის დასრულების შემდეგ სტადიონი დაალაგეს

იაპონელმა და სენეგალელმა გულშემატკივრებმა მატჩის დასრულების შემდეგ სტადიონი დაალაგეს

ფეხბურთის მატჩის დასრულების შემდეგ, როგორც წესი, ტრიბუნებზე უამრავი ნაგავი რჩება - საჭმლის ნარჩენები, ერთჯერადი ჭიქები... ასე მოხდა სამშაბათსაც, იაპონელ გულშემატკივრებს სტადიონზე მხიარულების მიზეზი ნამდვილად ჰქონდათ - მათმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობისას კოლუმბია დაამარცხა, ანგარიშით 2-1. მატჩის დასრულების შემდეგ ფეხბურთის იაპონელმა თაყვანისმცემლებმა საგულდაგულოდ დაალაგეს საკუთარი ტრიბუნა. მათ ჰქონდათ დიდი ზომის ნაგვის პარკები, სადაც ნარჩენები მოაგროვეს.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც იაპონელებმა საკუთარი ნაგავი სტადიონზე არ დატოვეს, ისინი დიდი ხანია, კარგი მანერებით არიან ცნობილი.

„ეს არა მხოლოდ ფეხბურთის კულტურის, არამედ - იაპონური კულტურის ნაწილია. ხშირად მოისმენთ, რომ ფეხბურთი კულტურის ანარეკლია. იაპონურ საზოგადოებაში მნიშვნელოვანი ასპექტია, რომ ყველაფერი სუფთა იყოს, ამიტომ ნებისმიერი სპორტული შეჯიბრის შემდეგ ასე იქცევიან,“ - განაცხადა იაპონიაში მცხოვრებმა სპორტის ჟურნალისტმა სკოტ მაკინტაირმა „ბიბისისთან“.

ნახეთ ვიდეო : მატჩის დასრულების შემდეგ, იაპონელმა და სენეგალელმა გულშემატკივრებმა სტადიონი დაალაგეს

იაპონელებს რუსეთში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე სისუფთავით არც სენეგალელები ჩამორჩნენ - „ინდეფენდენთის“ ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც მათმა ნაკრებმა პოლონეთი დაამარცხა, სენეგალელმა გულშემატკივრებმა სკამებს შორის დაყრილი ნაგავი მოაგროვეს.

კადრები არგენტინულმა ტელეკომპანიამ TyC Sports გაავრცელა. წამყვანმა აღნიშნა, რომ ისტორიული გამარჯვების შემდეგ სენეგალელებმა მხიარული წვეულების გამართვის ნაცვლად სტადიონი საგულდაგულოდ დაალაგეს.

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ