მსოფლიო
პოლიტიკა

20

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე ვერძშია – ფიზიკური ძალის ძლიერი ზრდაა. შესანიშნავია საპირისპირო სქესთან კომუნიკაცია. ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. კარგია გამოფენების, სპექტაკლების, კონცერტების, შემოქმედებითი საღამოების გამართვა. ისწავლეთ, აიმაღლე კვალიფიკაცია. საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი და ნოყიერი. არ არის მიზანშეწონილი შიმშილი. კარგია ვარჯიში და იოგა.
სამართალი
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას 21 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა
სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას 21 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­ფე­სი­უ­ლი კავ­ში­რე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბის დროს 21 წლის ახალ­გაზ­რდა გარ­და­იც­ვა­ლა. რო­გორც პროფ­კავ­ში­რე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, ს.ს. "ენერ­გო პრო -ჯორ­ჯი­ა­ში" სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბი­სას გუ­შინ 21 წლის შოთა ბე­რი­აშ­ვი­ლი გარ­და­იც­ვა­ლა. მა­თი­ვე ცნო­ბით, უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვის სა­ვა­რა­უ­დო მი­ზე­ზი გახ­და ის, რომ მა­ღა­ლი ძაბ­ვის ტრანსფორ­მა­ტორ­ზე მიმ­დი­ნა­რე სა­მუ­შა­ო­ე­ბი­სას ელექტრო­ე­ნერ­გია არ იყო გა­მორ­თუ­ლი. რო­გორც პროფ­კავ­ში­რებ­ში აცხა­დე­ბენ, შოთა ბე­რი­აშ­ვი­ლი აღ­ნიშ­ნუ­ლი კომ­პა­ნი­ის მე­ექ­ვსე თა­ნამ­შრო­მე­ლი იყო, რო­მე­ლიც სა­წარ­მოო შემ­თხვე­ვის შე­დე­გად გა­სუ­ლი 1 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში და­ი­ღუ­პა.

„სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გე­ტი­კის მუ­შაკ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი კავ­ში­რი "ენერ­გო პრო - ჯორ­ჯი­ა­ში" და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი მსგავ­სი შემ­თხვე­ვე­ბის მი­ზე­ზად სა­მუ­შაო ად­გი­ლებ­ზე შრო­მის უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სე­ბის არა­სა­თა­ნა­დო დაც­ვას, და­საქ­მე­ბულ­თა გა­დამ­ზა­დე­ბის არას­რულ­ყო­ფილ მე­ქა­ნიზ­მებს, და­ბა­ლი ხელ­ფა­სე­ბის ფონ­ზე პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის გა­დი­ნე­ბას და არა­საკ­მა­რის საშ­ტა­ტო ერ­თე­ულს მი­იჩ­ნევს. სა­ქარ­თვე­ლოს პროფ­კავ­ში­რე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბის მო­ნა­ცე­მე­ბით, მხო­ლოდ წელს სა­წარ­მოო შემ­თხვე­ვე­ბის შე­დე­გად სა­მუ­შაო ად­გილ­ზე 22 ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა და 18 და­შავ­და. პროფ­კავ­ში­რე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა ქმე­დით შრო­მის ინ­სპექ­ცი­ას უკვე წლე­ბია მო­ი­თხოვს,“ - ნათ­ქვა­მია პროფ­კავ­ში­რე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

პროფ­კავ­ში­რე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას კომ­პა­ნია „ენერ­გო პრო - ჯორ­ჯი­ა­ში“ გა­მო­ეხ­მა­ურ­ნენ. რო­გორც „ენერ­გო პრო - ჯორ­ჯი­ას“ მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, ყვე­ლა ასე­თი შემ­თხვე­ვა კომ­პა­ნი­ის თი­თო­ე­უ­ლი თა­ნამ­შრომ­ლის ტრა­გე­დი­აა.

„ყვე­ლა კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვა­ზე, კომ­პა­ნი­ის შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რე­ბი აწარ­მო­ე­ბენ დე­ტა­ლურ მოკ­ვლე­ვას, აგ­რეთ­ვე, კა­ნონ­მდებ­ლო­ბის შე­სა­ბა­მი­სად, სა­მარ­თალმცვე­ლე­ბის მიერ მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი. მოკ­ვლე­ვის მო­ნა­ცე­მე­ბით, ყო­ველ აღ­ნიშ­ნულ შემ­თხვე­ვა­ში, სა­მუ­შა­ო­თა მწარ­მო­ებ­ლებს გავ­ლი­ლი ჰქონ­დათ შე­სა­ბა­მი­სი მომ­ზა­დე­ბა და ფლობ­დნენ მა­ღა­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ჯგუ­ფებს. რაც შე­ე­ხე­ბა პროფ­კავ­ში­რე­ბის გან­ცხა­დე­ბას - ხელ­ფა­სე­ბის სიმ­ცი­რე­სა და კად­რე­ბის გა­დი­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით",ენერ­გო-პრო ჯორ­ჯია“ აღ­ნიშ­ნულს სიც­რუ­ეს უწო­დებს. ხაზ­გა­სას­მე­ლია, რომ ენერ­გე­ტი­კის პროფ­კავ­ში­რე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას­თან გვაქვს მუდ­მი­ვი კო­მუ­ნი­კა­ცია და საკ­მა­ოდ ნა­ყო­ფი­ე­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა, შე­სა­ბა­მი­სად, მათ მუდ­მი­ვად აქვთ წვდო­მა კომ­პა­ნი­ა­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებ­ზე, მათ შო­რის შრო­მის უსაფრ­თხო­ე­ბის შე­სა­ბა­მი­სი სწავ­ლე­ბე­ბის, სა­კად­რო პო­ლი­ტი­კის თუ სა­ხელ­ფა­სო,“ - ნათ­ქვა­მია „ენერ­გო პრო - ჯორ­ჯი­ას“ გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა

სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას 21 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა

სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას 21 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ინფორმაციით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს 21 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა. როგორც პროფკავშირების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ს.ს. "ენერგო პრო -ჯორჯიაში" სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გუშინ 21 წლის შოთა ბერიაშვილი გარდაიცვალა. მათივე ცნობით, უბედური შემთხვევის სავარაუდო მიზეზი გახდა ის, რომ მაღალი ძაბვის ტრანსფორმატორზე მიმდინარე სამუშაოებისას ელექტროენერგია არ იყო გამორთული. როგორც პროფკავშირებში აცხადებენ, შოთა ბერიაშვილი აღნიშნული კომპანიის მეექვსე თანამშრომელი იყო, რომელიც საწარმოო შემთხვევის შედეგად გასული 1 წლის განმავლობაში დაიღუპა.

„საქართველოს ენერგეტიკის მუშაკთა პროფესიული კავშირი "ენერგო პრო - ჯორჯიაში" დაფიქსირებული მსგავსი შემთხვევების მიზეზად სამუშაო ადგილებზე შრომის უსაფრთხოების წესების არასათანადო დაცვას, დასაქმებულთა გადამზადების არასრულყოფილ მექანიზმებს, დაბალი ხელფასების ფონზე პროფესიონალი სპეციალისტების გადინებას და არასაკმარის საშტატო ერთეულს მიიჩნევს. საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების მონაცემებით, მხოლოდ წელს საწარმოო შემთხვევების შედეგად სამუშაო ადგილზე 22 ადამიანი გარდაიცვალა და 18 დაშავდა. პროფკავშირების გაერთიანება ქმედით შრომის ინსპექციას უკვე წლებია მოითხოვს,“ - ნათქვამია პროფკავშირების ინფორმაციაში.

პროფკავშირების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას კომპანია „ენერგო პრო - ჯორჯიაში“ გამოეხმაურნენ. როგორც „ენერგო პრო - ჯორჯიას“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ყველა ასეთი შემთხვევა კომპანიის თითოეული თანამშრომლის ტრაგედიაა.

„ყველა კონკრეტულ შემთხვევაზე, კომპანიის შესაბამისი სამსახურები აწარმოებენ დეტალურ მოკვლევას, აგრეთვე, კანონმდებლობის შესაბამისად, სამართალმცველების მიერ მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. მოკვლევის მონაცემებით, ყოველ აღნიშნულ შემთხვევაში, სამუშაოთა მწარმოებლებს გავლილი ჰქონდათ შესაბამისი მომზადება და ფლობდნენ მაღალი კვალიფიკაციის ჯგუფებს. რაც შეეხება პროფკავშირების განცხადებას - ხელფასების სიმცირესა და კადრების გადინებასთან დაკავშირებით",ენერგო-პრო ჯორჯია“ აღნიშნულს სიცრუეს უწოდებს. ხაზგასასმელია, რომ ენერგეტიკის პროფკავშირების ხელმძღვანელობასთან გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია და საკმაოდ ნაყოფიერი თანამშრომლობა, შესაბამისად, მათ მუდმივად აქვთ წვდომა კომპანიაში მიმდინარე პროცესებზე, მათ შორის შრომის უსაფრთხოების შესაბამისი სწავლებების, საკადრო პოლიტიკის თუ სახელფასო,“ - ნათქვამია „ენერგო პრო - ჯორჯიას“ განცხადებაში.

"ნეტავ სცოდნოდა, რამდენად ლამაზი იყო შინაგანად და გარეგნულად..." - როგორ იხსენებენ ატენის ქუჩაზე მოკლულ დედა-შვილს

დიდ დიღომში ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს

დადიანზე ავარიის დროს გარდაცვლილი ქალი „ინტერპრესნიუსის“ თანამშრომელი იყო