საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამართალი
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კიდევ ერთი "ღირსების მკვლელობა" აფხაზეთში - ქალი, რომელსაც ქმრის ოჯახიდან ფულის მოპარვა ბრალდებოდა, ძმამ მოკლა
კიდევ ერთი "ღირსების მკვლელობა" აფხაზეთში - ქალი, რომელსაც ქმრის ოჯახიდან ფულის მოპარვა ბრალდებოდა, ძმამ მოკლა

აფხა­ზეთ­ში კი­დევ ერთი "ღირ­სე­ბის მკვლე­ლო­ბა" მოხ­და. ოჩამ­ჩი­რის რა­ი­ონ­ში ძმამ და მოკ­ლა, რო­მელ­საც ოთხი არას­რულ­წლო­ვა­ნი შვი­ლი დარ­ჩა... თავ­და­პირ­ვე­ლად ინ­ფორ­მა­ცია სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის მეშ­ვე­ო­ბით გავ­რცელ­და, შემ­დეგ კი ე.წ. სა­მარ­თალ­დამ­ცავ­მა უწყე­ბა­მაც და­ა­დას­ტუ­რა. მოკ­ლულ ქალს ქმრის სახ­ლი­დან თან­ხის მო­პარ­ვის გამო რვაწ­ლი­ა­ნი სას­ჯე­ლი ჰქონ­და მის­ჯი­ლი. თუმ­ცა, სა­სა­მარ­თლომ გა­ით­ვა­ლის­წი­ნა, რომ "ბრალ­დე­ბულს" არას­რულ­წლო­ვან შვი­ლებ­თან ერ­თად, ჩვი­ლი ბავ­შვიც ჰყავ­და და პა­ტიმ­რო­ბი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა.

არ­სე­ბობს კი­დევ ერთი ვერ­სია, რომ ბრალ­დე­ბუ­ლი წი­ნას­წა­რი და­კა­ვე­ბის იზო­ლა­ტო­რი­დან მის­მა ძმამ ე.წ. სა­მარ­თალ­დაც­ვე­ლებ­თან გარ­კვე­უ­ლი შე­თან­ხმე­ბის შემ­დეგ წა­მო­იყ­ვა­ნა, მე­ო­რე დღეს სა­კუ­თა­რი სახ­ლში ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან რამ­დე­ნი­მე გას­რო­ლით მოკ­ლა და შემ­დეგ ად­გი­ლობ­რივ "მი­ლი­ცი­ას" ჩა­ბარ­და, სა­დაც და­ნა­შა­უ­ლი აღი­ა­რა.

ეს უკვე მე­სა­მე ე.წ. ღირ­სე­ბის მკვლე­ლო­ბაა აფხა­ზეთ­ში. ზუს­ტად ერთი წლის წინ, კი­დევ ერ­თმა ად­გი­ლობ­რივ­მა რო­ბერტ ჯღა­მა­ზი­ამ, სა­კუ­თა­რი 23 წლის ქა­ლიშ­ვი­ლი ასე­ვე ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან გას­რო­ლით მოკ­ლა. მა­შინ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ან­ჟე­ლი­კა ჯღა­მა­ზი­ას მამა ამ ქმე­დე­ბამ­დე დე­პუ­ტატ­მა ალ­მას ჯა­პუ­ამ მი­იყ­ვა­ნა. რო­ბერტ ჯღა­მა­ზია "გა­ა­სა­მარ­თლეს" და 11-წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯეს.

ამ შემ­თხვე­ვი­დან რამ­დე­ნი­მე თვის შემ­დეგ კი­დევ ერთი მკვლე­ლო­ბა მოხ­და. ვიქ­ტორ ჯან­ბამ ქუ­ჩა­ში ავ­ტო­მა­ტუ­რი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან რამ­დე­ნი­მე ტყვია ეს­რო­ლა გულ­ზაგ მა­მე­დოვს, მისი მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლის დე­დას, რო­მე­ლიც ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა... ად­გი­ლობ­რი­ვებ­მა ეს ფაქ­ტიც "ღირ­სე­ბის მკვლე­ლო­ბად" შე­ა­ფა­სეს.

სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის აფხა­ზი მომ­ხმა­რებ­ლე­ბის თქმით, ასე­თი ფაქ­ტე­ბი ბევ­რი რა­მით არის გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი, მათ შო­რის "მარლთმსა­ჯუ­ლე­ბის" სი­სუს­ტით.

აფხა­ზი მა­მა­კა­ცე­ბის ერთი ნა­წი­ლი წერს, რომ ეს ფაქ­ტე­ბი სხვა, "უვარ­გი­სი ქა­ლე­ბის­თვის" სწო­რი სას­ჯე­ლის ფორ­მაა და რად­გან ბოლო წლებ­ში სა­მარ­თლებ­რი­ვი სის­ტე­მა ძა­ლი­ან მო­ი­კოჭ­ლებს, მა­მა­კა­ცებ­მა თა­ვად უნდა იპო­ვონ გა­მო­სა­ვა­ლი.

"ადრე არ­სე­ბობ­და სა­ხალ­ხო სა­მარ­თა­ლი და სა­ხალ­ხო გა­სა­მარ­თლე­ბა, უხუ­ცე­სი თა­ო­ბა და ობი­ექ­ტუ­რი ადა­მი­ა­ნე­ბი იკ­რი­ბე­ბოდ­ნენ და საქ­მეს სწავ­ლობ­დნენ, დამ­ნა­შა­ვე კი, რაც უნდა მძი­მე ყო­ფი­ლი­ყო გა­ნა­ჩე­ნი, ის­ჯე­ბო­და... ეს სწო­რი ფორ­მა იყო. "ღირ­სე­ბის სა­სა­მარ­თლო" კავ­კა­სი­ე­ლი ხალ­ხის­თვის ძა­ლი­ან სა­ჭი­რო რამ არის, რად­გან ჩვენ კა­ნო­ნის მი­მართ თა­ვი­სე­ბუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გვაქვს, აქ ყვე­ლა ერ­თმა­ნეთს იც­ნობს, კო­რუფ­ცია და ჩა­წყო­ბა ჩვე­უ­ლებ­რი­ვი რამ არის და შე­სა­ბა­მი­სად, რა­ღაც გა­მო­სა­ვა­ლი უნდა ვი­პო­ვოთ... თუკი, ამა­ზე მთე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა არ და­თან­ხმდე­ბა, ეს ცალ­კე­უ­ლი სა­მარ­თლი­ა­ნი და გა­ბე­დუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ხე­ლით მოხ­დე­ბა..." - წერს აფხა­ზი ომარ აძინ­ბა.

მის პო­ზი­ცი­ას კრი­ტი­კო­სე­ბი გა­მო­უჩ­ნდნენ, თუმ­ცა, აფხა­ზურ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში "ღირ­სე­ბის მკვე­ლო­ბი­სა" და "სა­ხალ­ხო სა­სა­მარ­თლოს" მი­მართ აშ­კა­რად ლო­ი­ა­ლუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა იკ­ვე­თე­ბა.

"ჩვენს ხალ­ხში ამის გა­კონ­ტრო­ლე­ბა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია... გა­გახ­სე­ნებთ რამ­დე­ნი­მე წლის წი­ნან­დელ ტრა­გე­დი­ას, რო­დე­საც ახალ­გაზ­რდა ქალი, რო­მე­ლიც ქმრის ოჯა­ხი­დან, ვი­თომ მე­გო­ბა­რი მა­მა­კა­ცის მე­სი­ჯის გამო გა­აგ­დეს ძმამ და მა­მამ მოკ­ლა, ჩვე­უ­ლებ­რი­ვად გა­გუ­დეს და შემ­დეგ ეს თვით­მკვლე­ლო­ბად გა­ა­სა­ღეს... შემ­დეგ გა­ირ­კვა, რომ გო­გო­ნას ეს ყვე­ლა­ფე­რი რძალ­მა მო­უ­წყო, რო­მელ­თა­ნაც და­პი­რის­პი­რე­ბა ჰქონ­და და რო­მელ­მაც ვი­ღაც მა­მა­კაცს გა­თხო­ვი­ლი ქა­ლის­თვის სა­სიყ­ვა­რუ­ლო მე­სი­ჯი გა­აგ­ზავ­ნი­ნა... არც რძა­ლი და არც უდა­ნა­შა­უ­ლო მსხვერ­პლის ძმა და მამა არ დას­ჯი­ლან. ყვე­ლა ვი­ცით, ასე­თი ფაქ­ტე­ბი რამ­დე­ნი ხდე­ბა, რო­მელ "სა­ხალ­ხო სა­სა­მარ­თლო­ზე" ვსა­უბ­რობთ, ეს ხომ თვით­მკვლე­ლო­ბის ტოლ­ფა­სია?.. ვინ­მე იცის რა­ტომ მო­ი­პა­რა იმ სა­ცო­დავ­მა ქალ­მა ფული?! ან მო­ი­პა­რა თუ არა სა­ერ­თოდ? ვი­საც მი­აჩ­ნია, რომ ოთხი მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვის­თვის დე­დის მოკ­ვლა ნორ­მა­ლუ­რია, თა­ვად არ არის ნორ­მა­ლუ­რი..." - წერს კი­დევ ერთი აფხა­ზი ელზა ჩქო­ტუა.

არი­ან ისე­თე­ბიც, ვინც მი­იჩ­ნევს რომ "ამა­ყი აფხა­ზი ერის­თვის" თავ­მოყ­ვა­რე­ო­ბა ყვე­ლა­ფერ­ზე წმინ­დაა და ვინც ამას ვერ იგებს, სუფ­თა აფხა­ზუ­რი წარ­მო­შო­ბის არ არის...

ნათია
0

ამაყები კი არა ბნელები არიან!!!!

ავტორი:

კიდევ ერთი "ღირსების მკვლელობა" აფხაზეთში - ქალი, რომელსაც ქმრის ოჯახიდან ფულის მოპარვა ბრალდებოდა, ძმამ მოკლა

კიდევ ერთი "ღირსების მკვლელობა" აფხაზეთში - ქალი, რომელსაც ქმრის ოჯახიდან ფულის მოპარვა ბრალდებოდა, ძმამ მოკლა

აფხაზეთში კიდევ ერთი "ღირსების მკვლელობა" მოხდა. ოჩამჩირის რაიონში ძმამ და მოკლა, რომელსაც ოთხი არასრულწლოვანი შვილი დარჩა... თავდაპირველად ინფორმაცია სოციალური ქსელის მეშვეობით გავრცელდა, შემდეგ კი ე.წ. სამართალდამცავმა უწყებამაც დაადასტურა. მოკლულ ქალს ქმრის სახლიდან თანხის მოპარვის გამო რვაწლიანი სასჯელი ჰქონდა მისჯილი. თუმცა, სასამართლომ გაითვალისწინა, რომ "ბრალდებულს" არასრულწლოვან შვილებთან ერთად, ჩვილი ბავშვიც ჰყავდა და პატიმრობიდან გაათავისუფლა.

არსებობს კიდევ ერთი ვერსია, რომ ბრალდებული წინასწარი დაკავების იზოლატორიდან მისმა ძმამ ე.წ. სამართალდაცველებთან გარკვეული შეთანხმების შემდეგ წამოიყვანა, მეორე დღეს საკუთარი სახლში ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით მოკლა და შემდეგ ადგილობრივ "მილიციას" ჩაბარდა, სადაც დანაშაული აღიარა.

ეს უკვე მესამე ე.წ. ღირსების მკვლელობაა აფხაზეთში. ზუსტად ერთი წლის წინ, კიდევ ერთმა ადგილობრივმა რობერტ ჯღამაზიამ, საკუთარი 23 წლის ქალიშვილი ასევე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა. მაშინ გავრცელებული ინფორმაციით, ანჟელიკა ჯღამაზიას მამა ამ ქმედებამდე დეპუტატმა ალმას ჯაპუამ მიიყვანა. რობერტ ჯღამაზია "გაასამართლეს" და 11-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

ამ შემთხვევიდან რამდენიმე თვის შემდეგ კიდევ ერთი მკვლელობა მოხდა. ვიქტორ ჯანბამ ქუჩაში ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე ტყვია ესროლა გულზაგ მამედოვს, მისი მცირეწლოვანი შვილის დედას, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა... ადგილობრივებმა ეს ფაქტიც "ღირსების მკვლელობად" შეაფასეს.

სოციალური ქსელის აფხაზი მომხმარებლების თქმით, ასეთი ფაქტები ბევრი რამით არის განპირობებული, მათ შორის "მარლთმსაჯულების" სისუსტით.

აფხაზი მამაკაცების ერთი ნაწილი წერს, რომ ეს ფაქტები სხვა, "უვარგისი ქალებისთვის" სწორი სასჯელის ფორმაა და რადგან ბოლო წლებში სამართლებრივი სისტემა ძალიან მოიკოჭლებს, მამაკაცებმა თავად უნდა იპოვონ გამოსავალი.

"ადრე არსებობდა სახალხო სამართალი და სახალხო გასამართლება, უხუცესი თაობა და ობიექტური ადამიანები იკრიბებოდნენ და საქმეს სწავლობდნენ, დამნაშავე კი, რაც უნდა მძიმე ყოფილიყო განაჩენი, ისჯებოდა... ეს სწორი ფორმა იყო. "ღირსების სასამართლო" კავკასიელი ხალხისთვის ძალიან საჭირო რამ არის, რადგან ჩვენ კანონის მიმართ თავისებური დამოკიდებულება გვაქვს, აქ ყველა ერთმანეთს იცნობს, კორუფცია და ჩაწყობა ჩვეულებრივი რამ არის და შესაბამისად, რაღაც გამოსავალი უნდა ვიპოვოთ... თუკი, ამაზე მთელი საზოგადოება არ დათანხმდება, ეს ცალკეული სამართლიანი და გაბედული ადამიანების ხელით მოხდება..." - წერს აფხაზი ომარ აძინბა.

მის პოზიციას კრიტიკოსები გამოუჩნდნენ, თუმცა, აფხაზურ საზოგადოებაში "ღირსების მკველობისა" და "სახალხო სასამართლოს" მიმართ აშკარად ლოიალური დამოკიდებულება იკვეთება.

"ჩვენს ხალხში ამის გაკონტროლება წარმოუდგენელია... გაგახსენებთ რამდენიმე წლის წინანდელ ტრაგედიას, როდესაც ახალგაზრდა ქალი, რომელიც ქმრის ოჯახიდან, ვითომ მეგობარი მამაკაცის მესიჯის გამო გააგდეს ძმამ და მამამ მოკლა, ჩვეულებრივად გაგუდეს და შემდეგ ეს თვითმკვლელობად გაასაღეს... შემდეგ გაირკვა, რომ გოგონას ეს ყველაფერი რძალმა მოუწყო, რომელთანაც დაპირისპირება ჰქონდა და რომელმაც ვიღაც მამაკაცს გათხოვილი ქალისთვის სასიყვარულო მესიჯი გააგზავნინა... არც რძალი და არც უდანაშაულო მსხვერპლის ძმა და მამა არ დასჯილან. ყველა ვიცით, ასეთი ფაქტები რამდენი ხდება, რომელ "სახალხო სასამართლოზე" ვსაუბრობთ, ეს ხომ თვითმკვლელობის ტოლფასია?.. ვინმე იცის რატომ მოიპარა იმ საცოდავმა ქალმა ფული?! ან მოიპარა თუ არა საერთოდ? ვისაც მიაჩნია, რომ ოთხი მცირეწლოვანი ბავშვისთვის დედის მოკვლა ნორმალურია, თავად არ არის ნორმალური..." - წერს კიდევ ერთი აფხაზი ელზა ჩქოტუა.

არიან ისეთებიც, ვინც მიიჩნევს რომ "ამაყი აფხაზი ერისთვის" თავმოყვარეობა ყველაფერზე წმინდაა და ვინც ამას ვერ იგებს, სუფთა აფხაზური წარმოშობის არ არის...