მსოფლიო
პოლიტიკა
სპორტი

11

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:08-ზე, მთვარე მერწყულს ესტუმრება 21:19-ზე – რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. მოაწყვეთ კორპორაციული წვეულებები. არ არის რეკომენდებული მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა. სერიოზული და ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებების წარმოება. ხელსაყრელი პერიოდია სამეცნიერო საქმიანობის, კვლევისთვის. ადამიანები ავლენენ დამოუკიდებლობას, ექსტრავაგანტურობას, კომუნიკაბელურობას, ექსპერიმენტებისადმი მიდრეკილებას და გამომგონებლობას. მნიშვნელოვანია მოამზადოთ რაიმე გემრიელი და უჩვეულო, ჩაატაროთ ექსპერიმენტები სამზარეულოში.
სამართალი
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რეზონანსი" - საწვავის ქართული ბაზარი რუსეთმა თანდათან ხელში ჩაიგდო
"რეზონანსი" - საწვავის ქართული ბაზარი რუსეთმა თანდათან ხელში ჩაიგდო

რუ­სე­თი ნავ­თო­ბპ­რო­დუ­ო­ტე­ბის ბა­ზარ­ზე მთა­ვა­რი მო­თა­მა­შე გახ­და. ეს არ არის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა, როცა მე­ზო­ბე­ლი ქვე­ყა­ნა სტრა­ტე­გი­უ­ლი პრო­დუქ­ტის მო­წო­დე­ბას მთლი­ა­ნად აკონ­ტრო­ლებს. რო­გორც გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი" წერს, ხორ­ბალ­ზე ისე­დაც რუ­სეთ­ზე ვართ ჩა­მო­კი­დე­ბუ­ლი, ახლა იგი­ვე საწ­ვავ­ზე მე­ორ­დე­ბა. მტრუ­ლად გან­წყო­ბი­ლი სა­ხელ­მწი­ფოს იმე­დად დარ­ჩე­ნა ქვე­ყა­ნას დიდ საფრ­თხეს უქა­დის, რაც 2008 წლის მოვ­ლე­ნე­ბის დრო­საც გა­მოჩ­ნდა. თუკი აქამ­დე აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი და თურ­ქმე­ნუ­ლი საწ­ვა­ვის იმ­პორ­ტი მეტ-ნაკ­ლე­ბად აქ­ტი­უ­რი იყო, მათი წილი ბოლო პე­რი­ოდ­ში მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შემ­ცირ­და.

სა­უ­ბა­რი მი­დის, რომ 2019 წლი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში დი­ზე­ლის საწ­ვავ­ზე ერ­თბა­შად „ევრო-5"-ის სტან­დარ­ტი და­წეს­დეს. ასეთ შემ­თხვე­ვა­ში ქვე­ყა­ნა­ში შე­წყდე­ბა შე­და­რე­ბით იაფი აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი და თურ­ქმე­ნუ­ლი საწ­ვა­ვის შე­მო­ტა­ნა და ამ ნი­შას მთლი­ა­ნად რუ­სე­თი აით­ვი­სებს. მარ­თა­ლია, ბულ­გა­რე­თი­დან მა­ღა­ლი ხა­რის­ხის საწ­ვა­ვის იმ­პორ­ტი ხდე­ბა, მაგ­რამ ისიც რუ­სუ­ლი კომ­პა­ნია „ლუ­კო­ი­ლის" მეშ­ვე­ო­ბით შე­მო­დის, თა­ნაც, რო­გორც სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ, ევ­რო­პუ­ლი საწ­ვა­ვი, მა­ღა­ლი ფა­სის გამო, რუ­სულს კონ­კუ­რენ­ცი­ას ვერ გა­უ­წევს და სა­ქარ­თვე­ლო შე­იძ­ლე­ბა ოკუ­პან­ტი ქვეყ­ნის მო­წო­დე­ბის ამა­რა აღ­მოჩ­ნდეს.

სა­ქარ­თვე­ლოს ნავ­თო­ბპ­რო­დუქ­ტე­ბის იმ­პორ­ტი­ორ­თა კავ­ში­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2017 წელს ქვეყ­ნა­ა­ში ბენ­ზი­ნი­სა და დი­ზე­ლის საწ­ვა­ვის იმ­პორ­ტის ყვე­ლა­ზე დიდი მომ­წო­დე­ბე­ლი სწო­რედ რუ­სე­თი იყო, სა­ი­და­ნაც წელს 127 ათა­სი ტონა (მთე­ლი იმ­პორ­ტის 29,5%) საწ­ვა­ვი შე­მო­ვი­და. რუ­მი­ნე­თი­დან იმ­პორ­ტმა - 109 ათა­სი ტონა (25,4%), ხოლო თურ­ქმე­ნე­თი­დან 70,7 ათა­სი ტონა (16,4%) შე­ად­გი­ნა. გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია, რომ აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­დან და თურ­ქმე­ნე­თი­დან მხო­ლოდ დი­ზე­ლის საწ­ვა­ვის იმ­პორ­ტი ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი რუ­სე­თი­დან იმ­პორ­ტის გა­აქ­ტი­უ­რე­ბის მი­ზე­ზად საწ­ვა­ვის შე­და­რე­ბით და­ბალ ფასს მი­იჩ­ნე­ვენ. ახალ­გაზ­რდა ფი­ნან­სის­ტთა და ბიზ­ნეს­მენ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტი პა­ა­ტა ბა­ი­რახ­ტა­რი ამ­ბობს, რომ რუ­სე­თი­დან საწ­ვა­ვის იმ­პორ­ტის ზრდა ბუ­ნებ­რი­ვი პრო­ცე­სია, რაც სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კის­თვის ნამ­დვი­ლი რის­კია. გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?

"რეზონანსი" - საწვავის ქართული ბაზარი რუსეთმა თანდათან ხელში ჩაიგდო

"რეზონანსი" - საწვავის ქართული ბაზარი რუსეთმა თანდათან ხელში ჩაიგდო

რუსეთი ნავთობპროდუოტების ბაზარზე მთავარი მოთამაშე გახდა. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა მეზობელი ქვეყანა სტრატეგიული პროდუქტის მოწოდებას მთლიანად აკონტროლებს. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, ხორბალზე ისედაც რუსეთზე ვართ ჩამოკიდებული, ახლა იგივე საწვავზე მეორდება. მტრულად განწყობილი სახელმწიფოს იმედად დარჩენა ქვეყანას დიდ საფრთხეს უქადის, რაც 2008 წლის მოვლენების დროსაც გამოჩნდა. თუკი აქამდე აზერბაიჯანული და თურქმენული საწვავის იმპორტი მეტ-ნაკლებად აქტიური იყო, მათი წილი ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად შემცირდა.

საუბარი მიდის, რომ 2019 წლიდან საქართველოში დიზელის საწვავზე ერთბაშად „ევრო-5"-ის სტანდარტი დაწესდეს. ასეთ შემთხვევაში ქვეყანაში შეწყდება შედარებით იაფი აზერბაიჯანული და თურქმენული საწვავის შემოტანა და ამ ნიშას მთლიანად რუსეთი აითვისებს. მართალია, ბულგარეთიდან მაღალი ხარისხის საწვავის იმპორტი ხდება, მაგრამ ისიც რუსული კომპანია „ლუკოილის" მეშვეობით შემოდის, თანაც, როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, ევროპული საწვავი, მაღალი ფასის გამო, რუსულს კონკურენციას ვერ გაუწევს და საქართველო შეიძლება ოკუპანტი ქვეყნის მოწოდების ამარა აღმოჩნდეს.

საქართველოს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, 2017 წელს ქვეყნააში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მომწოდებელი სწორედ რუსეთი იყო, საიდანაც წელს 127 ათასი ტონა (მთელი იმპორტის 29,5%) საწვავი შემოვიდა. რუმინეთიდან იმპორტმა - 109 ათასი ტონა (25,4%), ხოლო თურქმენეთიდან 70,7 ათასი ტონა (16,4%) შეადგინა. გასათვალისწინებელია, რომ აზერბაიჯანიდან და თურქმენეთიდან მხოლოდ დიზელის საწვავის იმპორტი ხორციელდება.

სპეციალისტები რუსეთიდან იმპორტის გააქტიურების მიზეზად საწვავის შედარებით დაბალ ფასს მიიჩნევენ. ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი პაატა ბაირახტარი ამბობს, რომ რუსეთიდან საწვავის იმპორტის ზრდა ბუნებრივი პროცესია, რაც საქართველოს ეკონომიკისთვის ნამდვილი რისკია. განაგრძეთ კითხვა

თბილისში "მარშრუტკები" არ გაუქმდება -  გაძვირდება თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა?

ბიზნესომბუდსმენი  და მისი მოადგილე  თანამდებობებს ტოვებენ

წყალტუბო 6-პუნქტიანი გეგმის მიხედვით განვითარდება - რას გეგმავს  კურორტზე ეკონომიკის სამინისტრო