მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

30

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პირველი ივლისი, სამშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 12:13-ზე, მთვარე ქალწულშია – სიტყვას დღეს განსაკუთრებული ძალა აქვს, ტყუილად ლაპარაკი არ შეიძლება. კარგია ლოცვა, სიმღერა და წმინდა ტექსტების კითხვა. ფილტვები დაუცველია. ადვილია გაცივება. არ არის რეკომენდებული კბილების ამოღება. არ მიირთვათ ქათამი და კვერცხი. მიირთვით ხილი, შეგიძლიათ დალიოთ მწვანე ან მცენარეული ჩაი. რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა.
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აჭარაში 23 ივნისს ყველაზე მხიარული ტალღებია მოსალოდნელი - რადიო "პალიტრა" აჭარაში შესვლას აღნიშნავს!
აჭარაში 23 ივნისს ყველაზე მხიარული ტალღებია მოსალოდნელი - რადიო "პალიტრა" აჭარაში შესვლას აღნიშნავს!

ბა­თუმ­ში 23 ივ­ნი­სი­დან შავი ზღვის გარ­და, რა­დიო ”პა­ლიტ­რას” ტალ­ღე­ბის და­ჭე­რაც შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა. რა­დიო ახალ რე­გი­ონ­ში ყვე­ლა­ზე ხმა­უ­რი­ან შეს­ვლას აწყობს. წვე­უ­ლე­ბა გემ­ზე, შუა ზღვა­ში, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სტუმ­რე­ბით, კერ­ძე­ბი­თა და მუ­სი­კით, გა­თა­მა­შე­ბა­სა და უამ­რავ პრიზ­თან ერ­თად - სწო­რედ ასე­თი იქ­ნე­ბა რა­დიო ”პა­ლიტ­რას” ღო­ნის­ძი­ე­ბა. სა­ღა­მოს მუ­სი­კა­ლუ­რად გა­ა­ფორ­მებს კა­ხა­ბე­რი. მიწ­ვე­ულ სტუმ­რებს გა­უ­მას­პინ­ძლდე­ბა ცნო­ბი­ლი შეფმ­ზა­რე­უ­ლი ლე­ვან კო­ბი­აშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც სპე­ცი­ა­ლუ­რად ამ სა­ღა­მოს­თვის ჩა­მო­დის სა­ქარ­თვე­ლო­ში.

რა­დიო ”პა­ლიტ­რას” მარ­კე­ტინ­გის მე­ნე­ჯე­რის თამ­თა ასა­თი­ა­ნის გან­მარ­ტე­ბით, ესე­თი პომ­პე­ზუ­რი და გლა­მუ­რუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა დიდი ხა­ნია არ ჩა­ტა­რე­ბუ­ლა. სწო­რედ ამი­ტომ გარ­კვე­უ­ლი დე­ტა­ლე­ბი კვლავ სა­ი­დუმ­ლოდ რჩე­ბა.

”დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, სა­ზო­გა­დო­ე­ბა ამ სა­ღა­მო­ზე დიდი ხანი ილა­პა­რა­კებს. წელს ჩვე­ნი რა­დიო 10 წლის იუ­ბი­ლე­საც აღ­ნიშ­ნავს. სწო­რედ ამი­ტომ გა­დავ­წყვი­ტეთ, აჭა­რა­ში შეს­ვლა ასე გრან­დი­ო­ზუ­ლად აგ­ვეღ­ნიშ­ნა. გვინ­და, ხმა­უ­რი­ა­ნად შე­ვი­დეთ ახალ რე­გი­ონ­ში. ამი­ტომ და­ი­გეგ­მა ღო­ნის­ძი­ე­ბა გემ­ზე, რო­მე­ლიც სრუ­ლი­ად არას­ტან­დარ­ტუ­ლი იქ­ნე­ბა,” - გან­მარ­ტავს თამ­თა ასა­თი­ა­ნი.

20:00 სა­ა­თის­თვის სტუმ­რე­ბი ბა­თუმ­ში გემ­ზე შე­იკ­რი­ბე­ბი­ან, რო­მე­ლიც მწვა­ნე კონ­ცხის­კენ აი­ღებს გეზს. მწვა­ნე კონ­ცხთან გემი გა­ჩერ­დე­ბა და იქ გა­ი­მარ­თე­ბა პრე­ზენ­ტა­ცია, სა­დაც სტუმ­რე­ბი რა­დი­ოს 10 წლი­ან ის­ტო­რი­ას გა­ეც­ნო­ბი­ან. სა­ღა­მოს მუ­სი­კა­ლუ­რად გა­ა­ფორ­მებს კა­ხა­ბე­რი და მისი ჯგუ­ფი, რო­მელ­საც მოგ­ვი­ა­ნე­ბით დი­ჯეი შეც­ვლის. ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს სა­ღა­მოს კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი ნა­წი­ლიც არ დარ­ჩე­ნი­ათ უყუ­რა­დღე­ბოდ და სპე­ცი­ა­ლუ­რად ამ სა­ღა­მოს­თვის მო­იწ­ვი­ეს ცნო­ბი­ლი შეფმ­ზა­რე­უ­ლი ლე­ვან კო­ბი­აშ­ვი­ლი.

შეფი მო­ამ­ზა­დებს ქარ­თულ კერ­ძებს, რო­მელ­საც აჭა­რუ­ლი აქ­ცენ­ტე­ბი გაყ­ვე­ბა თან. ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი მიწ­ვე­ულ სტუმ­რებს ჰპირ­დე­ბი­ან, რომ ასე ორ­გი­ნი­ა­ლუ­რად მომ­ზა­დე­ბუ­ლი ქარ­თუ­ლი კერ­ძე­ბი მათ ჯერ არ ექ­ნე­ბათ და­გე­მოვ­ნე­ბუ­ლი. სა­ღა­მო­ზე იქ­ნე­ბა გა­თა­მა­შე­ბა და უამ­რა­ვი პრი­ზი. ბო­ლოს კი გა­იჭ­რე­ბა გრან­დი­ო­ზუ­ლი ტორ­ტი და იქ­ნე­ბა ლა­მა­ზი ფო­ი­ერ­ვერ­კი.

წვე­უ­ლე­ბა­ზე და­პა­ტი­ჟე­ბუ­ლი არი­ან ცნო­ბი­ლი სა­ხე­ე­ბი, აჭა­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, რა­დი­ოს თა­ნამ­შრომ­ლე­ბი და იმ კომ­პა­ნი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც რა­დი­ოს­თან წლე­ბია თა­ნამ­შრომ­ლო­ბენ.

აჭარაში 23 ივნისს ყველაზე მხიარული ტალღებია მოსალოდნელი - რადიო "პალიტრა" აჭარაში შესვლას აღნიშნავს!

აჭარაში 23 ივნისს ყველაზე მხიარული ტალღებია მოსალოდნელი - რადიო "პალიტრა" აჭარაში შესვლას აღნიშნავს!

ბათუმში 23 ივნისიდან შავი ზღვის გარდა, რადიო ”პალიტრას” ტალღების დაჭერაც შესაძლებელი იქნება. რადიო ახალ რეგიონში ყველაზე ხმაურიან შესვლას აწყობს. წვეულება გემზე, შუა ზღვაში, განსაკუთრებული სტუმრებით, კერძებითა და მუსიკით, გათამაშებასა და უამრავ პრიზთან ერთად - სწორედ ასეთი იქნება რადიო ”პალიტრას” ღონისძიება. საღამოს მუსიკალურად გააფორმებს კახაბერი. მიწვეულ სტუმრებს გაუმასპინძლდება ცნობილი შეფმზარეული ლევან კობიაშვილი, რომელიც სპეციალურად ამ საღამოსთვის ჩამოდის საქართველოში.

რადიო ”პალიტრას” მარკეტინგის მენეჯერის თამთა ასათიანის განმარტებით, ესეთი პომპეზური და გლამურული ღონისძიება დიდი ხანია არ ჩატარებულა. სწორედ ამიტომ გარკვეული დეტალები კვლავ საიდუმლოდ რჩება.

”დარწმუნებული ვარ, საზოგადოება ამ საღამოზე დიდი ხანი ილაპარაკებს. წელს ჩვენი რადიო 10 წლის იუბილესაც აღნიშნავს. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, აჭარაში შესვლა ასე გრანდიოზულად აგვეღნიშნა. გვინდა, ხმაურიანად შევიდეთ ახალ რეგიონში. ამიტომ დაიგეგმა ღონისძიება გემზე, რომელიც სრულიად არასტანდარტული იქნება,” - განმარტავს თამთა ასათიანი.

20:00 საათისთვის სტუმრები ბათუმში გემზე შეიკრიბებიან, რომელიც მწვანე კონცხისკენ აიღებს გეზს. მწვანე კონცხთან გემი გაჩერდება და იქ გაიმართება პრეზენტაცია, სადაც სტუმრები რადიოს 10 წლიან ისტორიას გაეცნობიან. საღამოს მუსიკალურად გააფორმებს კახაბერი და მისი ჯგუფი, რომელსაც მოგვიანებით დიჯეი შეცვლის. ორგანიზატორებს საღამოს კულინარიული ნაწილიც არ დარჩენიათ უყურადღებოდ და სპეციალურად ამ საღამოსთვის მოიწვიეს ცნობილი შეფმზარეული ლევან კობიაშვილი.

შეფი მოამზადებს ქართულ კერძებს, რომელსაც აჭარული აქცენტები გაყვება თან. ორგანიზატორები მიწვეულ სტუმრებს ჰპირდებიან, რომ ასე ორგინიალურად მომზადებული ქართული კერძები მათ ჯერ არ ექნებათ დაგემოვნებული. საღამოზე იქნება გათამაშება და უამრავი პრიზი. ბოლოს კი გაიჭრება გრანდიოზული ტორტი და იქნება ლამაზი ფოიერვერკი.

წვეულებაზე დაპატიჟებული არიან ცნობილი სახეები, აჭარის წარმომადგენლები, რადიოს თანამშრომლები და იმ კომპანიების წარმომადგენლები, რომლებიც რადიოსთან წლებია თანამშრომლობენ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი