პოლიტიკა
სპორტი
კონფლიქტები

28

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
Faceამბები
წიგნები
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სასჯელაღსრულების სამინისტრო პატარა ციხეების მოდელზე გადასვლას გეგმავს
სასჯელაღსრულების სამინისტრო პატარა ციხეების მოდელზე გადასვლას გეგმავს

სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბი­სა და პრო­ბა­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო პა­ტა­რა ცი­ხე­ე­ბის მო­დელ­ზე გა­დას­ვლას გეგ­მავს. ამის შე­სა­ხებ სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბი­სა და პრო­ბა­ცი­ის მი­ნის­ტრო­ბის კან­დი­დატ­მა კახა კა­ხიშ­ვილ­მა პარ­ლა­მენ­ტში რამ­დე­ნი­მე კო­მი­ტე­ტის გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და, სა­დაც მი­ნის­ტრო­ბის კან­დი­და­ტებს უს­მე­ნენ.

კა­ხიშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, პა­ტა­რა ცი­ხე­ე­ბის მო­დე­ლის ფარ­გლებ­ში უკვე შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლია პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც 500 კა­ცი­ა­ნი ცი­ხე­ე­ბის აშე­ნე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

„ჩვენ თქვენ­თან ერ­თად დავ­ყა­ვით და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი რის­კე­ბის შე­სა­ბა­მი­სად. მო­ვახ­დი­ნეთ პა­ტიმ­რე­ბის, მსჯავ­რდე­ბუ­ლე­ბის რის­კე­ბის შე­სა­ბა­მი­სად კლა­სი­ფი­კა­ცია და მათი გა­დაყ­ვა­ნა ამა თუ იმ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, მაგ­რამ მე­ო­რე მხრივ, ჩვენ ახლა უკვე გა­დავ­წყვი­ტეთ გა­და­ვი­დეთ პა­ტა­რა ცი­ხე­ე­ბის მო­დელ­ზე. შე­მუ­შავ­და და მზა­დაა პრო­ექ­ტი პა­ტა­რა ცი­ხის, რად­გან სა­მარ­თა­ვად უფრო ეფექ­ტუ­რია. და­ახ­ლო­ე­ბით ერთი და იგი­ვე პრო­ექ­ტით ჩვენ და­ვი­წყებთ მშე­ნებ­ლო­ბას არა­უ­მე­ტეს 500 კა­ცი­ა­ნი ცი­ხე­ე­ბის“, - გა­ნა­ცხა­და კახა კა­ხიშ­ვილ­მა.

მი­ნის­ტრო­ბის კან­დი­დატ­მა ასე­ვე იმ სარ­გე­ბელ­ზეც ისა­უბ­რა, რო­მელ­საც მსჯავ­რდე­ბუ­ლი სას­ჯე­ლის მოხ­დი­სას მი­ი­ღებს და სას­ჯე­ლის ვა­დას შე­იმ­ცი­რებს. ამ მხრივ კახა კა­ხიშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, უკვე მზად­დე­ბა კა­ნონპ­რო­ექ­ტი, რომ­ლი­თაც ცი­ხე­ში და­საქ­მე­ბულ პა­ტიმ­რებს, სას­ჯე­ლის ვადა შე­სა­ბა­მი­სი ფორ­მუ­ლით შე­უმ­ცირ­დე­ბათ.

„რა უნდა შევ­თა­ვა­ზოთ ჩვენ ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც მოხ­და პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, უწევს რამ­დე­ნი­მე წლით სას­ჯე­ლის მოხ­და? რა უნდა შეს­თა­ვა­ზოს მას სა­ხელ­მწი­ფომ იმის­თვის, რომ ის არ და­ინ­ტე­რეს­დეს კრი­მი­ნა­ლუ­რი სუბკულ­ტუ­რით და კრი­მი­ნა­ლუ­რი სუბკულ­ტუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა არ მო­ახ­დი­ნონ მას­ზე ზე­გავ­ლე­ნა? - ეს არის ბე­ნე­ფი­ტე­ბი, რო­მე­ლიც და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას­თან. ამი­ტომ ჩვენ ძა­ლი­ან მალე წარ­მო­გიდ­გენთ სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბა­თა პა­კეტს, რომ­ლის შე­სა­ბა­მი­სად, ერთი მხრივ, ბიზ­ნესს მივ­ცემთ და­ინ­ტე­რე­სე­ბას, რომ პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში შექ­მნან სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბი და მე­ო­რე მხრივ, მსჯავ­რდე­ბუ­ლებს, რომ­ლე­ბიც ჩა­ერ­თვე­ბი­ან შრო­მით საქ­მი­ა­ნო­ბა­ში, შე­სა­ბა­მი­სი ფორ­მუ­ლის სა­ფუძ­ველ­ზე გა­მო­აკ­ლდე­ბათ სა­პა­ტიმ­რო დღე­ე­ბი და შემ­ცი­რე­ბუ­ლი ვა­დე­ბის შე­სა­ბა­მი­სა­დაც შე­ე­ხე­ბათ ის ბე­ნე­ფი­ტე­ბი, რაც გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია კა­ნონ­მდებ­ლო­ბით - პი­რო­ბით ვა­და­ზე ადრე გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა და ა.შ. ჩვენ მიგ­ვაჩ­ნია, რომ ეს იქ­ნე­ბა ძა­ლი­ან ეფექ­ტუ­რი ნა­ბი­ჯი და უფრო მეტი ადა­მი­ა­ნი ჩა­ერ­თვე­ბა ამ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში“, - გა­ნა­ცხა­და კა­ხიშ­ვილ­მა.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვინ ხარჯავს ყველაზე მეტს თავდაცვაზე და როგორ გამოიყურება საქართველოს შეირაღებული ძალების შესაძლობები

სასჯელაღსრულების სამინისტრო პატარა ციხეების მოდელზე გადასვლას გეგმავს

სასჯელაღსრულების სამინისტრო პატარა ციხეების მოდელზე გადასვლას გეგმავს

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო პატარა ციხეების მოდელზე გადასვლას გეგმავს. ამის შესახებ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრობის კანდიდატმა კახა კახიშვილმა პარლამენტში რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ.

კახიშვილის ინფორმაციით, პატარა ციხეების მოდელის ფარგლებში უკვე შემუშავებულია პროექტი, რომელიც 500 კაციანი ციხეების აშენებას ითვალისწინებს.

„ჩვენ თქვენთან ერთად დავყავით დაწესებულებები რისკების შესაბამისად. მოვახდინეთ პატიმრების, მსჯავრდებულების რისკების შესაბამისად კლასიფიკაცია და მათი გადაყვანა ამა თუ იმ დაწესებულებაში, მაგრამ მეორე მხრივ, ჩვენ ახლა უკვე გადავწყვიტეთ გადავიდეთ პატარა ციხეების მოდელზე. შემუშავდა და მზადაა პროექტი პატარა ციხის, რადგან სამართავად უფრო ეფექტურია. დაახლოებით ერთი და იგივე პროექტით ჩვენ დავიწყებთ მშენებლობას არაუმეტეს 500 კაციანი ციხეების“, - განაცხადა კახა კახიშვილმა.

მინისტრობის კანდიდატმა ასევე იმ სარგებელზეც ისაუბრა, რომელსაც მსჯავრდებული სასჯელის მოხდისას მიიღებს და სასჯელის ვადას შეიმცირებს. ამ მხრივ კახა კახიშვილის ინფორმაციით, უკვე მზადდება კანონპროექტი, რომლითაც ციხეში დასაქმებულ პატიმრებს, სასჯელის ვადა შესაბამისი ფორმულით შეუმცირდებათ.

„რა უნდა შევთავაზოთ ჩვენ ადამიანს, რომელიც მოხდა პენიტენციურ დაწესებულებაში, უწევს რამდენიმე წლით სასჯელის მოხდა? რა უნდა შესთავაზოს მას სახელმწიფომ იმისთვის, რომ ის არ დაინტერესდეს კრიმინალური სუბკულტურით და კრიმინალური სუბკულტურის წარმომადგენლებმა არ მოახდინონ მასზე ზეგავლენა? - ეს არის ბენეფიტები, რომელიც დაკავშირებული იქნება გათავისუფლებასთან. ამიტომ ჩვენ ძალიან მალე წარმოგიდგენთ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს, რომლის შესაბამისად, ერთი მხრივ, ბიზნესს მივცემთ დაინტერესებას, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში შექმნან სამუშაო ადგილები და მეორე მხრივ, მსჯავრდებულებს, რომლებიც ჩაერთვებიან შრომით საქმიანობაში, შესაბამისი ფორმულის საფუძველზე გამოაკლდებათ საპატიმრო დღეები და შემცირებული ვადების შესაბამისადაც შეეხებათ ის ბენეფიტები, რაც გათვალისწინებულია კანონმდებლობით - პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლება და ა.შ. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს იქნება ძალიან ეფექტური ნაბიჯი და უფრო მეტი ადამიანი ჩაერთვება ამ საქმიანობაში“, - განაცხადა კახიშვილმა.

"ქურდული შეკრება" ჭიათურაში - სპეცოპერაციის შედეგად სამი პირი, მათ შორის პოლიციელია დაკავებული

საქართველოში თანამდებობის პირებისთვის სპეციალური ციხე აღარ იარსებებს - რა ბედი ელის ე.წ. მატროსოვის ციხეს

როგორ ვმართოთ სტრესი თვითიზოლაციის დროს და დავიცვათ თავი ძალადობისგან - ფსიქიატრის რეკომენდაციები