პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

29

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 05:58-ზე, მთვარე კირჩხიბშია – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია მძიმე ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. შეგიძლიათ წახვიდეთ სამოგზაუროდ ან მივლინებაში. რაც შორს წახვალთ, მით უფრო წარმატებული იქნება მოგზაურობა. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კახა კახიშვილი - 26 ივნისს საზეიმოდ დავხურავთ ავადსახსენებელ N7 დაწესებულებას
კახა კახიშვილი - 26 ივნისს საზეიმოდ დავხურავთ ავადსახსენებელ N7 დაწესებულებას

26 ივ­ნისს სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის N7 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა სა­ზე­ი­მოდ და­ი­ხუ­რე­ბა, - ამის შე­სა­ხებ სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბი­სა და პრო­ბა­ცი­ის მი­ნის­ტრო­ბის კან­დი­დატ­მა კახა კა­ხიშ­ვილ­მა პარ­ლა­მენ­ტში, რამ­დე­ნი­მე კო­მი­ტე­ტის გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და, სა­დაც მი­ნის­ტრო­ბის კან­დი­და­ტებს უს­მე­ნენ. კა­ხიშ­ვი­ლი იმე­დოვ­ნებს, რომ N7 და­წე­სე­ბუ­ლე­ბის მსგავ­სი სა­პა­ტიმ­რო სა­ქარ­თვე­ლო­ში აღა­რა­სო­დეს აღარ იარ­სე­ბებს.

„26 ივ­ნისს, წა­მე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო დღეს, ჩვენ, ალ­ბათ, დავ­ხუ­რავთ ავადსახ­სე­ნე­ბელ მეშ­ვი­დე და­წე­სე­ბუ­ლე­ბას. თქვენ მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ ეს და­წე­სე­ბუ­ლე­ბა ასე­ვე მოხ­ვედ­რი­ლია CPT-ის ან­გა­რიშ­ში და ჩვენ სა­ხალ­ხო დამ­ცველ­თან ერ­თად, სა­ზე­ი­მოდ დავ­ხუ­რავთ ამ და­წე­სე­ბუ­ლე­ბას და იმე­დია, რომ ასე­თი ტი­პის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში აღა­რა­სო­დეს არ იქ­ნე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და კა­ხიშ­ვილ­მა.

მი­ნის­ტრო­ბის კან­დი­დატ­მა ასე­ვე და­ბა­ლი რის­კის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ზეც ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ დღე­ის­თვის N16 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა პრაქ­ტი­კუ­ლად შევ­სე­ბუ­ლია.

„როცა გავ­ხსე­ნით და­ბა­ლი რის­კის N16 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა, პირ­ველ ეტაპ­ზე ძლივს შე­ვაგ­რო­ვეთ 20 ადა­მი­ა­ნი, რომ გა­და­სა­უ­ლიყ­ვნენ ამ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში. იმ­დე­ნად დიდი იყო კრი­მი­ნა­ლუ­რი სუბკულ­ტუ­რის გავ­ლე­ნა, რომ ვერ ვპო­უ­ლობ­დით ადა­მი­ა­ნებს რომ­ლებ­საც გა­და­ვიყ­ვან­დით კარგ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, შრო­მის პი­რო­ბის უფ­ლე­ბით. დღეს შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ჩვენ ვავ­სებთ ამ და­წე­სე­ბუ­ლე­ბას“, - გა­ნა­ცხა­და კახა კა­ხიშ­ვილ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

კახა კახიშვილი - 26 ივნისს საზეიმოდ დავხურავთ ავადსახსენებელ N7 დაწესებულებას

კახა კახიშვილი - 26 ივნისს საზეიმოდ დავხურავთ ავადსახსენებელ N7 დაწესებულებას

26 ივნისს სასჯელაღსრულების N7 დაწესებულება საზეიმოდ დაიხურება, - ამის შესახებ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრობის კანდიდატმა კახა კახიშვილმა პარლამენტში, რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ. კახიშვილი იმედოვნებს, რომ N7 დაწესებულების მსგავსი საპატიმრო საქართველოში აღარასოდეს აღარ იარსებებს.

„26 ივნისს, წამების საერთაშორისო დღეს, ჩვენ, ალბათ, დავხურავთ ავადსახსენებელ მეშვიდე დაწესებულებას. თქვენ მოგეხსენებათ, რომ ეს დაწესებულება ასევე მოხვედრილია CPT-ის ანგარიშში და ჩვენ სახალხო დამცველთან ერთად, საზეიმოდ დავხურავთ ამ დაწესებულებას და იმედია, რომ ასეთი ტიპის დაწესებულება საქართველოში აღარასოდეს არ იქნება“, - განაცხადა კახიშვილმა.

მინისტრობის კანდიდატმა ასევე დაბალი რისკის დაწესებულებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღეისთვის N16 დაწესებულება პრაქტიკულად შევსებულია.

„როცა გავხსენით დაბალი რისკის N16 დაწესებულება, პირველ ეტაპზე ძლივს შევაგროვეთ 20 ადამიანი, რომ გადასაულიყვნენ ამ დაწესებულებაში. იმდენად დიდი იყო კრიმინალური სუბკულტურის გავლენა, რომ ვერ ვპოულობდით ადამიანებს რომლებსაც გადავიყვანდით კარგ დაწესებულებაში, შრომის პირობის უფლებით. დღეს შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ვავსებთ ამ დაწესებულებას“, - განაცხადა კახა კახიშვილმა.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს