პოლიტიკა
კონფლიქტები
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მოსკოვის ერთ-ერთ ბინაში ქართველი ახალგაზრდა გარდაცვლილი იპოვეს
მოსკოვის ერთ-ერთ ბინაში ქართველი ახალგაზრდა გარდაცვლილი იპოვეს

მოს­კოვ­ში, კუ­ტუ­ზო­ვის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე სა­ცხოვ­რე­ბელ ბი­ნა­ში ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. რუ­სუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გარ­დაც­ვლი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეა, რო­მე­ლიც მოს­კოვ­ში მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე და­სას­წრე­ბად იმ­ყო­ფე­ბო­და.

თავ­და­პირ­ვე­ლად რუ­სულ მე­დი­ა­ში გავ­რცელ­და ცნო­ბა, რომ სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბინა სა­ქარ­თვე­ლოს სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რე­ბის წევრ საბა კვირ­კვე­ლი­ას ეკუთ­ვნო­და და გარ­დაც­ვლი­ლიც ქარ­თვე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლის მე­გო­ბა­რი იყო, თუმ­ცა კვირ­კვე­ლი­ას თქმით, ეს ყვე­ლა­ფე­რი სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა.

"უკვე ექ­ვსი თვეა იმ სახ­ლში აღარ ვცხოვ­რობ. სახ­ლი მე­გო­ბარს გა­და­ვე­ცი და იქ უკვე ნა­ხე­ვა­რი წე­ლია აღარ ვყო­ფილ­ვარ. გარ­დაც­ვლი­ლი ჩემი მე­გო­ბა­რი არ ყო­ფი­ლა. ეს ადა­მი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლო­ში ყო­ფი­ლი ფეხ­ბურ­თე­ლია და იმის მე­გო­ბა­რია, ვი­საც მე სახ­ლი გა­და­ვე­ცი. მე ახლა სა­ქარ­თვე­ლო­ში ვიმ­ყო­ფე­ბი, ეს ყვე­ლა­ფე­რი სა­ინ­ფორ­მა­ცი­ო­ე­ბი­დან შე­ვი­ტყვე და შო­კი­რე­ბუ­ლი ვარ", - აღ­ნიშ­ნა კვირ­კვე­ლი­ამ Sport24-თან კო­მენ­ტარ­ში.

მოსკოვის ერთ-ერთ ბინაში ქართველი ახალგაზრდა გარდაცვლილი იპოვეს

მოსკოვის ერთ-ერთ ბინაში ქართველი ახალგაზრდა გარდაცვლილი იპოვეს

მოსკოვში, კუტუზოვის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ ბინაში ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. რუსული მედიის ინფორმაციით, გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქეა, რომელიც მოსკოვში მსოფლიო ჩემპიონატზე დასასწრებად იმყოფებოდა.

თავდაპირველად რუსულ მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ საცხოვრებელი ბინა საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წევრ საბა კვირკველიას ეკუთვნოდა და გარდაცვლილიც ქართველი ფეხბურთელის მეგობარი იყო, თუმცა კვირკველიას თქმით, ეს ყველაფერი სიმართლეს არ შეესაბამება.

"უკვე ექვსი თვეა იმ სახლში აღარ ვცხოვრობ. სახლი მეგობარს გადავეცი და იქ უკვე ნახევარი წელია აღარ ვყოფილვარ. გარდაცვლილი ჩემი მეგობარი არ ყოფილა. ეს ადამიანი საქართველოში ყოფილი ფეხბურთელია და იმის მეგობარია, ვისაც მე სახლი გადავეცი. მე ახლა საქართველოში ვიმყოფები, ეს ყველაფერი საინფორმაციოებიდან შევიტყვე და შოკირებული ვარ", - აღნიშნა კვირკველიამ Sport24-თან კომენტარში.

"ნეტავ სცოდნოდა, რამდენად ლამაზი იყო შინაგანად და გარეგნულად..." - როგორ იხსენებენ ატენის ქუჩაზე მოკლულ დედა-შვილს

დიდ დიღომში ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს

დადიანზე ავარიის დროს გარდაცვლილი ქალი „ინტერპრესნიუსის“ თანამშრომელი იყო