საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დონალდ ტრამპი - ჩვენ არ გვსურს, რაც მიგრანტების მხრივ ევროპაში ხდება, ჩვენთანაც მოხდეს
დონალდ ტრამპი - ჩვენ არ გვსურს, რაც მიგრანტების მხრივ ევროპაში ხდება, ჩვენთანაც მოხდეს

აშშ-ს პრე­ზი­დენ­ტმა დო­ნალდ ტრამპმა ევ­რო­კავ­ში­რის სა­ი­მიგ­რა­ციო პო­ლი­ტი­კა გა­აკ­რი­ტი­კა. „გერ­მა­ნე­ლი ხალ­ხი სა­კუ­თა­რი ლი­დე­რე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მო­დის, ვი­ნა­ი­დან მიგ­რა­ცია საფრ­თხეს უქ­მნის ისე­დაც მყი­ფე ბერ­ლი­ნურ კო­ა­ლი­ცი­ას. და­ნა­შა­უ­ლის სტა­ტის­ტი­კა გერ­მა­ნი­ა­ში იზ­რდე­ბა. ევ­რო­პამ დიდი შეც­დო­მა და­უშ­ვა, რო­დე­საც სა­კუ­თარ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შე­უშ­ვა მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც ასე ძლი­ე­რად და ძა­ლა­დობ­რი­ვად შეც­ვა­ლა მათი კულ­ტუ­რა. ჩვენ არ გვსურს, რომ ის, რაც მიგ­რან­ტე­ბის მხრივ ევ­რო­პა­ში ხდე­ბა, ჩვენ­თა­ნაც მოხ­დეს!“ - და­წე­რა ტრამპმა „ტვი­ტე­რის“ სა­კუ­თარ გვერ­დზე.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ გერ­მა­ნი­ის „ქრის­ტი­ა­ნულ-სო­ცი­ა­ლურ­მა კავ­შირ­მა“ სა­ი­მიგ­რა­ციო კრი­ზის­თან მი­მარ­თე­ბა­ში სა­ერ­თო ევ­რო­პუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მო­სა­ძებ­ნად ქვეყ­ნის კან­ცლერს ან­გე­ლა მერ­კელს ორ­კვი­რი­ა­ნი ვადა მის­ცა. თუ ორ კვი­რა­ში ასე­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არ მო­ი­ძებ­ნე­ბა, „ქრის­ტი­ა­ნულ-სო­ცი­ა­ლურ­მა კავ­ში­რის“ ლი­დე­რი და გერ­მა­ნი­ის ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრი ჰორსტ ზე­ეჰო­ფე­რი გერ­მა­ნი­ა­ში შეს­ვლას აუკ­რძა­ლავს იმ მიგ­რან­ტებს, რომ­ლებ­მაც რე­გის­ტრა­ცია სხვა ქვეყ­ნებ­ში გა­ი­ა­რეს.

ამას­თან, აშშ-ს პრე­ზი­დენ­ტის საქ­მი­ა­ნო­ბას და­დე­ბი­თად გა­მო­კი­თხუ­ლი ამე­რი­კე­ლე­ბის 45% აფა­სებს. ამის შე­სა­ხებ ნათ­ქვა­მია ანა­ლი­ტი­კუ­რი სა­ა­გენ­ტო Gallup poll-ის გა­მო­კი­თხვის შე­დე­გებ­ში. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ გაპ­რე­ზი­დენ­ტე­ბის შემ­დეგ ეს ტრამ­პის ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია.

გა­მო­კი­თხვის შე­დე­გე­ბის თა­ნახ­მად, მათ შო­რის, ვინც ტრამ­პის საქ­მი­ა­ნო­ბას და­დე­ბი­თად აფა­სებს, 90%-ს „რეს­პუბ­ლი­კე­ლე­ბი“ შე­ად­გე­ნენ.

Gallup poll-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მთე­ლი პრე­ზი­დენ­ტო­ბის მან­ძილ­ზე ტრამპს მის წი­ნა­მორ­ბე­დებ­თან შე­და­რე­ბით გა­ცი­ლე­ბით და­ბა­ლი რე­ი­ტინ­გე­ბი ჰქონ­და. გა­მო­კი­თხვა ტე­ლე­ფო­ნის სა­შუ­ა­ლე­ბით 11-17 ივ­ლისს ჩა­ტარ­და. მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა 1511 ადა­მი­ან­მა მი­ი­ღო. ცდო­მი­ლე­ბის ზღვა­რი 3%-ს შე­ად­გენს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

დონალდ ტრამპი - ჩვენ არ გვსურს, რაც მიგრანტების მხრივ ევროპაში ხდება, ჩვენთანაც მოხდეს

დონალდ ტრამპი - ჩვენ არ გვსურს, რაც მიგრანტების მხრივ ევროპაში ხდება, ჩვენთანაც მოხდეს

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ევროკავშირის საიმიგრაციო პოლიტიკა გააკრიტიკა. „გერმანელი ხალხი საკუთარი ლიდერების წინააღმდეგ გამოდის, ვინაიდან მიგრაცია საფრთხეს უქმნის ისედაც მყიფე ბერლინურ კოალიციას. დანაშაულის სტატისტიკა გერმანიაში იზრდება. ევროპამ დიდი შეცდომა დაუშვა, როდესაც საკუთარ ტერიტორიაზე შეუშვა მილიონობით ადამიანი, რომელმაც ასე ძლიერად და ძალადობრივად შეცვალა მათი კულტურა. ჩვენ არ გვსურს, რომ ის, რაც მიგრანტების მხრივ ევროპაში ხდება, ჩვენთანაც მოხდეს!“ - დაწერა ტრამპმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ გერმანიის „ქრისტიანულ-სოციალურმა კავშირმა“ საიმიგრაციო კრიზისთან მიმართებაში საერთო ევროპული გადაწყვეტილების მოსაძებნად ქვეყნის კანცლერს ანგელა მერკელს ორკვირიანი ვადა მისცა. თუ ორ კვირაში ასეთი გადაწყვეტილება არ მოიძებნება, „ქრისტიანულ-სოციალურმა კავშირის“ ლიდერი და გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი ჰორსტ ზეეჰოფერი გერმანიაში შესვლას აუკრძალავს იმ მიგრანტებს, რომლებმაც რეგისტრაცია სხვა ქვეყნებში გაიარეს.

ამასთან, აშშ-ს პრეზიდენტის საქმიანობას დადებითად გამოკითხული ამერიკელების 45% აფასებს. ამის შესახებ ნათქვამია ანალიტიკური სააგენტო Gallup poll-ის გამოკითხვის შედეგებში. აღსანიშნავია, რომ გაპრეზიდენტების შემდეგ ეს ტრამპის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

გამოკითხვის შედეგების თანახმად, მათ შორის, ვინც ტრამპის საქმიანობას დადებითად აფასებს, 90%-ს „რესპუბლიკელები“ შეადგენენ.

Gallup poll-ის ინფორმაციით, მთელი პრეზიდენტობის მანძილზე ტრამპს მის წინამორბედებთან შედარებით გაცილებით დაბალი რეიტინგები ჰქონდა. გამოკითხვა ტელეფონის საშუალებით 11-17 ივლისს ჩატარდა. მასში მონაწილეობა 1511 ადამიანმა მიიღო. ცდომილების ზღვარი 3%-ს შეადგენს.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე