პოლიტიკა
Faceამბები

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 23:39-ზე, მთვარე თევზებში იქნება 03-44-დან –რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. მოერიდეთ ეგოიზმს და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებულ შეფასებას. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. აქტიურია ზურგის ზედა ნაწილი. გაუფრთხილდით ხერხემალს. მთვარის ამ დღეს შექმნილი ოჯახები იშვიათად იშლება ეჭვიანობის, ღალატის ან ფინანსური პრობლემების გამო.
მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მინისტრთა კაბინეტში სამი ახალი სახე იქნება - რომელ მინისტრებს ჩაანაცვლებენ მოადგილეები
მინისტრთა კაბინეტში სამი ახალი სახე იქნება - რომელ მინისტრებს ჩაანაცვლებენ მოადგილეები

დღეს პარ­ლა­მენ­ტში მი­ნის­ტრო­ბის კან­დი­და­ტებს უს­მე­ნენ. რეგ­ლა­მენ­ტის თა­ნახ­მად, დღეს უმაღ­ლეს სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნო­ში მი­ნის­ტრო­ბის 14 კან­დი­და­ტის პროგ­რა­მას მო­უს­მე­ნენ: სა­პარ­ლა­მენ­ტო კო­მი­ტე­ტე­ბი, ფრაქ­ცი­ე­ბი, სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბა და უმ­ცი­რე­სო­ბა. დღის ბო­ლოს კი ბი­უ­როს სხდო­მა გა­ი­მარ­თე­ბა, რო­მელ­ზეც ხვა­ლინ­დე­ლი რიგ­გა­რე­შე სხდო­მის დღის წეს­რიგ­ზე იმ­სჯე­ლე­ბენ.

მთავ­რო­ბის შე­მად­გენ­ლო­ბა ნდო­ბის მი­სა­ღე­ბად პარ­ლა­მენტს ოფი­ცი­ა­ლუ­რად გუ­შინ წა­რედ­გი­ნა. მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნე­ტის გა­ნახ­ლე­ბულ შე­მად­გენ­ლო­ბა­ში მი­ნის­ტრო­ბის სამი ახა­ლი კან­დი­და­ტია.

კერ­ძოდ, სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის პოსტზე წარ­დგე­ნი­ლია და­ვით ზალ­კა­ლი­ა­ნი, ფი­ნანსთა მი­ნის­ტრად - ნი­კო­ლოზ გა­გუა, ხოლო ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე – გი­ორ­გი ჩერ­ქე­ზიშ­ვი­ლი. ზალ­კა­ლი­ა­ნი, ჩერ­ქე­ზიშ­ვი­ლი და გა­გუა შე­სა­ბა­მის უწყე­ბებ­ში აქამ­დე მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე­ე­ბის პოს­ტებს იკა­ვებ­დნენ. და­ნარ­ჩე­ნი ყვე­ლა უწყე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლად წარ­დგე­ნი­ლია ძვე­ლი მი­ნის­ტრი.

და­ვით ზალ­კა­ლი­ა­ნის თქმით, მი­ხე­ილ ჯა­ნე­ლი­ძე მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან პი­რა­დი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით წა­ვი­და.

"მე მხო­ლოდ შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ მას­თან ორ­წე­ლი­წად-ნა­ხე­ვა­რი ვი­მუ­შა­ვე და გვქონ­და ხელ­შე­სა­ხე­ბი შე­დე­გე­ბი სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კუ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით. მინ­და მას წარ­მა­ტე­ბა ვუ­სურ­ვო შემ­დგომ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში“, - გა­ნუ­ცხა­და ჟურ­ნა­ლის­ტებს ზალ­კა­ლი­ან­მა.

ამას­თან, კი­თხვა­ზე, დარ­ჩე­ბა თუ არა ის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის პოსტზე ხან­გრძლი­ვი ვა­დით, ზალ­კა­ლი­ან­მა აღ­ნიშ­ნა, რომ ეს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის გა­და­სა­წყვე­ტი სა­კი­თხია. მი­სი­ვე თქმით, ქვეყ­ნის სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კუ­რი კურ­სი და პრი­ო­რი­ტე­ტი არის ქარ­თვე­ლი ხალ­ხის არ­ჩე­ვა­ნი, ის გამ­ყა­რე­ბუ­ლია კონ­სტი­ტუ­ცი­ით და პარ­ლა­მენ­ტის მიერ მი­ღე­ბუ­ლი რე­ზო­ლუ­ცი­ით და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მუ­შა­ო­ბა აქ­ტი­უ­რად გაგ­რძელ­დე­ბა.

გუ­შინ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ოფის­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრო­ბის კან­დი­დატ­მა მა­მუ­კა ბახ­ტა­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ სტრუქ­ტუ­რუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის შე­დე­გად სა­მი­ნის­ტრო­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა 14-დან 11-მდე შემ­ცირ­დე­ბა. მისი თქმით, ეს რე­ფორ­მა, რო­მე­ლიც სამ­თავ­რო­ბო პროგ­რა­მის ნა­წი­ლია, სა­ჭი­რო­ებს სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბებს.

„უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტმა ნდო­ბა უნდა გა­მო­უ­ცხა­დოს ახალ მთავ­რო­ბას და მის პროგ­რა­მას. ჩვენს მიერ და­გეგ­მი­ლი სტრუქ­ტუ­რუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის ფარ­გლებ­ში, სა­მი­ნის­ტრო­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა დღეს არ­სე­ბუ­ლი 14-დან 11-მდე შემ­ცირ­დე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ბახ­ტა­ძემ და დას­ძი­ნა, რომ ცვლი­ლე­ბე­ბი 6 სა­მი­ნის­ტროს შე­ე­ხე­ბა. ცვლი­ლე­ბის თა­ნახ­მად სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბი­სა და იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო­ე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა იგეგ­მე­ბა. ასე­ვე, შე­საძ­ლოა ერთ უწყე­ბად ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს ეკო­ნო­მი­კის, ფი­ნანსთა და ინ­ფას­ტრუქ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო­ე­ბიც. ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია, რა ბედი ეწე­ვა შე­რი­გე­ბი­სა და თა­ნას­წო­რო­ბის სა­მი­ნის­ტროს.

20 ივ­ნისს გა­ი­მარ­თე­ბა პარ­ლა­მენ­ტის რიგ­გა­რე­შე სხდო­მა, სა­დაც პარ­ლა­მენ­ტი მთავ­რო­ბის­თვის ნდო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბის სა­კითხს გა­ნი­ხი­ლავს. ხოლო, უახ­ლო­ეს სამ კვი­რა­ში პარ­ლა­მენტს წა­რედ­გი­ნე­ბა სტრუქ­ტუ­რუ­ლად და პერ­სო­ნა­ლუ­რად შეც­ვლი­ლი მთავ­რო­ბის შე­მად­გენ­ლო­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?

მინისტრთა კაბინეტში სამი ახალი სახე იქნება - რომელ მინისტრებს ჩაანაცვლებენ მოადგილეები

მინისტრთა კაბინეტში სამი ახალი სახე იქნება - რომელ მინისტრებს ჩაანაცვლებენ მოადგილეები

დღეს პარლამენტში მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ. რეგლამენტის თანახმად, დღეს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში მინისტრობის 14 კანდიდატის პროგრამას მოუსმენენ: საპარლამენტო კომიტეტები, ფრაქციები, საპარლამენტო უმრავლესობა და უმცირესობა. დღის ბოლოს კი ბიუროს სხდომა გაიმართება, რომელზეც ხვალინდელი რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგზე იმსჯელებენ.

მთავრობის შემადგენლობა ნდობის მისაღებად პარლამენტს ოფიციალურად გუშინ წარედგინა. მინისტრთა კაბინეტის განახლებულ შემადგენლობაში მინისტრობის სამი ახალი კანდიდატია.

კერძოდ, საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე წარდგენილია დავით ზალკალიანი, ფინანსთა მინისტრად - ნიკოლოზ გაგუა, ხოლო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობაზე – გიორგი ჩერქეზიშვილი. ზალკალიანი, ჩერქეზიშვილი და გაგუა შესაბამის უწყებებში აქამდე მინისტრის მოადგილეების პოსტებს იკავებდნენ. დანარჩენი ყველა უწყების ხელმძღვანელად წარდგენილია ძველი მინისტრი.

დავით ზალკალიანის თქმით, მიხეილ ჯანელიძე მინისტრის თანამდებობიდან პირადი გადაწყვეტილებით წავიდა.

"მე მხოლოდ შემიძლია ვთქვა, რომ მასთან ორწელიწად-ნახევარი ვიმუშავე და გვქონდა ხელშესახები შედეგები საგარეო პოლიტიკური მიმართულებით. მინდა მას წარმატება ვუსურვო შემდგომ საქმიანობაში“, - განუცხადა ჟურნალისტებს ზალკალიანმა.

ამასთან, კითხვაზე, დარჩება თუ არა ის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე ხანგრძლივი ვადით, ზალკალიანმა აღნიშნა, რომ ეს პრემიერ-მინისტრის გადასაწყვეტი საკითხია. მისივე თქმით, ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი და პრიორიტეტი არის ქართველი ხალხის არჩევანი, ის გამყარებულია კონსტიტუციით და პარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციით და ამ მიმართულებით მუშაობა აქტიურად გაგრძელდება.

გუშინ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ სტრუქტურული ცვლილებების შედეგად სამინისტროების რაოდენობა 14-დან 11-მდე შემცირდება. მისი თქმით, ეს რეფორმა, რომელიც სამთავრობო პროგრამის ნაწილია, საჭიროებს საკანონმდებლო ცვლილებებს.

„უახლოეს დღეებში საქართველოს პარლამენტმა ნდობა უნდა გამოუცხადოს ახალ მთავრობას და მის პროგრამას. ჩვენს მიერ დაგეგმილი სტრუქტურული ცვლილებების ფარგლებში, სამინისტროების რაოდენობა დღეს არსებული 14-დან 11-მდე შემცირდება“, - განაცხადა ბახტაძემ და დასძინა, რომ ცვლილებები 6 სამინისტროს შეეხება. ცვლილების თანახმად სასჯელაღსრულებისა და იუსტიციის სამინისტროების გაერთიანება იგეგმება. ასევე, შესაძლოა ერთ უწყებად ჩამოყალიბდეს ეკონომიკის, ფინანსთა და ინფასტრუქტურის სამინისტროებიც. ჯერჯერობით უცნობია, რა ბედი ეწევა შერიგებისა და თანასწორობის სამინისტროს.

20 ივნისს გაიმართება პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, სადაც პარლამენტი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავს. ხოლო, უახლოეს სამ კვირაში პარლამენტს წარედგინება სტრუქტურულად და პერსონალურად შეცვლილი მთავრობის შემადგენლობა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები