კონფლიქტები
სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სად იყო უძველესი 9 სასაფლაო თბილისში - გლოვისა და დაკრძალვის ტრადიციები დედაქალაქში
სად იყო უძველესი 9 სასაფლაო თბილისში - გლოვისა და დაკრძალვის ტრადიციები დედაქალაქში

ვაგ­რძე­ლებთ ამ­ბებს დე­და­ქა­ლა­ქის ის­ტო­რი­ი­დან... ამ­ჯე­რად თბი­ლის­ში არ­სე­ბულ დაკ­რძალ­ვის წე­სებ­ზე, ტრა­დი­ცი­ებ­სა და აქვე სა­საფ­ლა­ებ­ზე ვი­სა­უბ­რებთ, რა­ზეც ცნო­ბებს გვაწ­ვდის სა­მეც­ნი­ე­რო ლი­ტე­რა­ტუ­რა და ამ ყვე­ლა­ფერ­ზე ძველ წყა­რო­ებ­ში კარ­გად არის მი­თი­თე­ბუ­ლი. რო­გორც ირ­კვე­ვა, თბი­ლი­სე­ლე­ბი მა­ინ­ცდა­მა­ინც არ იცავ­დნენ რე­ლი­გი­ურ წე­სებს. გრი­გო­რი­ა­ნუ­ლი სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი ხში­რად მარ­თლმა­დი­დე­ბელ­თა დაკ­რძალ­ვა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ და, პი­რი­ქით, მარ­თლმა­დი­დებ­ლე­ბი მღვდლე­ბი – სომ­ხე­ბის დაკ­რძალ­ვა­ში, - გვე­უბ­ნე­ბა ეთ­ნო­ლო­გი, პრო­ფე­სო­რი რო­ლანდ თოფ­ჩიშ­ვი­ლი.

დაკ­რძალ­ვის ტრა­დი­ცი­ე­ბი

1887 წლის პრე­სა­ში მო­თხრო­ბი­ლია, რომ რი­ყე­ში მა­ცხოვ­რებ­ლი მო­ლოკ­ნის გრი­გო­რი სმირ­ნო­ვის დაკ­რძალ­ვა­ზე 5000 კაცი ყო­ფი­ლა. ხალ­ხი პა­ტი­ვის­ცე­მის ნიშ­ნად, სა­საფ­ლა­ო­ზე დარ­ჩე­ნი­ლა, ზურ­ნის ჰან­გებ­ზე, კა­ხუ­რი ღვი­ნით მისი შე­სან­დო­ბა­რი და­უ­ლე­ვი­ათ და საფ­ლავ­ზე ღვი­ნოც და­უს­ხამთ. ბა­ტო­ნი რო­ლან­დის თქმით, XIX-XX სა­უ­კუ­ნე­ებ­ში თბი­ლის­ში დაკ­რძალ­ვი­სა და გლო­ვის წეს-ჩვე­უ­ლე­ბა, რუ­სე­თის გზით, ევ­რო­პუ­ლი დაკ­რძალ­ვის წე­სით შეც­ვლი­ლა - მიც­ვა­ლე­ბულს მე­სა­მე დღეს კრძა­ლავ­დნენ, ხან­და­ხან მე­ო­რე და მე­ო­თხე დღე­საც. მიც­ვა­ლე­ბულს თავ­თან ხორ­ბლით სავ­სე ჯამს, წყლი­ან ჭურ­ჭელს, ან­თე­ბულ სან­თელ­სა და კე­ლაპ­ტარს უდ­გამ­დნენ. ადა­მი­ა­ნის გა­რაც­ვა­ლე­ბი­დან ორი-სამი სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ერთ ადა­მი­ა­ნი სი­ტყვი­ე­რად ოჯა­ხის წევ­რის გარ­დაც­ვა­ლე­ბას ნაც­ნო­ბებს, მე­გობ­რებ­სა და ნა­თე­სა­ვებს ატყო­ბი­ნებ­და. გარ­დაც­ვლი­ლის სახ­ლში ყვე­ლა მომ­სვლე­ლი თა­ვის მწუ­ხა­რე­ბას გა­მო­ხა­ტავ­და: ქა­ლე­ბი მკერ­დში იცემ­დნენ მჯიღს და სა­ხეს იხოკ­დნენ. მამ­კა­ცე­ბი ქუდ­მოხ­დილ­ნი მწუ­ხა­რე­ბას ხმა­მაღ­ლა, ყვი­რი­ლით გა­მო­ხა­ტავ­დნენ. დაკ­რძალ­ვა­ზე სამ­ძიმ­რის სათ­ქმე­ლად მო­სულ­ნი შავი ფე­რის ტან­საც­მელს იც­ვამ­დნენ. დაკ­რძალ­ვის წინა დღეს მიც­ვა­ლე­ბულს პა­ნაშ­ვი­დის­თვის გან­ბან­დნენ და სა­სუ­და­რო ტან­საც­მელს ჩა­აც­ვამ­დნენ. ამის­თვის იყ­ვნენ სპე­ცი­ა­ლუ­რი ადა­მი­ა­ნე­ბი, რის­თვი­საც ამა­ში გარ­კვე­ლი გა­სამ­რჯე­ლოს იღებ­დნენ.

მიც­ვლე­ბუ­ლის ჩა­სას­ვე­ნე­ბე­ლი ჭურ­ჭე­ლი წინა დღეს მოჰ­ქონ­დათ (XVIII სა­უ­კუ­ნის 70-იან წლებ­ში აღ­ნიშ­ნუ­ლი ჭურ­ჭლით მხო­ლოდ დიდ თა­ვა­დებს კრძა­ლავ­დნენ. და­ნარ­ჩე­ნებს მის გა­რე­შე მარ­ხავ­დნენ. და­საფ­ლა­ვე­ბის წინა დღეს პა­ნაშ­ვი­დი იმარ­თე­ბო­და. მა­ღა­ლი ფე­ნის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა პა­ნაშ­ვიდ­ზე სი­მე­ბი­ან საკ­რა­ვებ­ზე შეს­რუ­ლე­ბუ­ლი სამ­გლო­ვი­ა­რო მუ­სი­კა ის­მო­და, ვა­ჭარ-ხე­ლო­სან­თა სახ­ლებ­ში - დუ­დუ­კი­სა და სა­ზან­დრის ჰან­გებს აყო­ლი­ლი მე­დო­ლის სიმ­ღე­რა.

ასევე დაგაინტერესებთ
10:30 / 12-11-2016

აბანოების უბანი - ადგილი, სადაც წყალი უცეცხლოდ დუღს: უცნობი ფაქტები თბილისის უძველესი დასახლების შესახებ

05:03 / 13-10-2017

უბანი თბილისში, სადაც თამარ მეფემ იქორწინა - უცნობი ფაქტები დიდუბის შესახებ

08:34 / 15-12-2017

არსებობს თუ არა თბილისური ვაზის ჯიშები და სად იყო უძველესი ვენახები თბილისში

01:42 / 22-12-2017

როგორ წარმოიქმნა უძველესი ქართული გვარები და რატომ არ ქორწინდებოდნენ ერთი გვარის წარმომადგენლები

13:09 / 25-05-2018

"თბილისში მოსახლეობის დაბერების ინდექსი მატულობს" - როგორ იცვლებოდა დედაქალაქის მოსახლეობის რაოდენობა საბჭოთა პერიოდიდან დღემდე?

14:44 / 11-05-2020

"აქ განისვენებს სიძის ნასროლი ტყვიით მოკლული..." - უჩვეულო საფლავის ქვების ისტორიები

ძვე­ლი თბი­ლი­სის მო­სახ­ლე­ო­ბა­ში ფარ­თოდ ყო­ფი­ლა გავ­რცე­ლე­ბუ­ლი მო­ტი­რა­ლი ქა­ლე­ბის მოწ­ვე­ვის წესი. თუმ­ცა მა­ღა­ლი წრის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი მიც­ვა­ლე­ბულს მოთ­ქმით თით­ქმის აღარ ტი­როდ­ნენ. XIX სა­უ­კუ­ნის მერე ნა­ხე­ვა­რი­დან ფარ­თოდ გავ­რცელ­და გა­ზე­თებ­ში გარ­დაც­ვლი­ლის ახ­ლობ­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა. იმა­ვე პე­რი­ოდ­ში და­ი­წყეს პა­ნაშ­ვიდ­ზე გვირ­გვი­ნის და ყვა­ვი­ლე­ბის მი­ტა­ნა. და­საფ­ლა­ვე­ბის დღეს ეკ­ლე­სი­ი­დან მღვდელს იწ­ვევ­დნენ. ჭი­რი­სუ­ფა­ლი ეკ­ლე­სი­ი­დან "დრო­შას" იწერ­და, რო­მე­ლიც დამ­კრძა­ლავ პრო­ცე­სი­ას წინ მი­უ­ძღო­და. დაკ­რძალ­ვა ქელე­ხით მთავ­დე­ბო­და, რო­მელ­საც მიც­ვა­ლე­ბუ­ლის ოჯა­ხის წევ­რე­ბი, ნა­თე­სა­ვე­ბი, ახ­ლობ­ლე­ბი ეს­წრე­ბოდ­ნენ.

სა­საფ­ლა­ო­ე­ბი

თბი­ლის­ში ქა­ლა­ქის ინფრას­ტრუქ­ტუ­რის შე­მად­გე­ნელ ნა­წი­ლი იყო სა­საფ­ლა­ო­ე­ბი. 1864 წელს დე­და­ქა­ლაქ­ში 9 სა­საფ­ლაო ყო­ფი­ლა, რო­მელ­თა შო­რი­საც სამი მარ­თლმა­დი­დებ­ლე­ბის, სამი - გრი­გო­რი­ა­ნე­ბის, თითო კა­თო­ლი­კე­ე­ბის, ლუ­თე­რა­ნე­ბი­სა და მუს­ლი­მე­ბის ყო­ფი­ლა. ქალ­ქის გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბის გამო, შემ­დეგ ყვე­ლა სა­საფ­ლაო და­სახ­ლე­ბულ უბ­ნებ­ში აღ­მოჩ­ნდა. XX სა­უ­კუ­ნის პირ­ველ ათწლე­ულ­ში თბი­ლის­ში, თურ­ქე­თი­დან ქურ­თი-იე­ზი­დე­ბის გად­მო­სახ­ლე­ბის შემ­დეგ ნავ­თლუღ­ში მათი სა­საფ­ლა­ოც გახ­სნი­ლა. იქვე არ­სე­ბობ­და ებ­რა­ელ­თა სა­საფ­ლა­ოც. ეტა­პობ­რი­ვად ქა­ლა­ქის ზრდამ სა­საფ­ლა­ო­ე­ბის ზრდაც გა­მო­იწ­ვია. წყა­რო­ებ­ში მოხ­სე­ნი­ე­ბულ სა­საფ­ლა­ო­ე­ბი­დან ყვე­ლა­ზე ად­რინ­დე­ლი "სა­გო­დე­ბე­ლი" ყო­ფი­ლა, რო­მელ­საც იო­ა­ნე სა­ბა­ნის­ძე თა­ვის ნა­მუ­შე­ვარ­ში ასა­ხე­ლებს... მერე კი სა­საფ­ლა­ო­ებს ეკ­ლე­სი­ე­ბის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე აწყობ­დნენ.

ქა­ლა­ქის 1735 წლის გეგ­მა­ზე ვა­ხუშ­ტის მტკვრის მარ­ჯვე­ნა მხა­რეს და­ტა­ნი­ლი აქვს სამი სა­საფ­ლაო: "სა­საფ­ლაო სო­მეხ­თა", რო­მე­ლიც ვან­ქის უბან­ში მდე­ბა­რე­ობ­და, ახ­ლან­დე­ლი ათო­ნე­ლის ქუ­ჩის ნა­წი­ლი მტკვრის ქუ­ჩამ­დე ეკა­ვა, "თა­თარ­თა საფ­ლა­ვი" მდე­ბა­რე­ობ­და ბო­ტა­ნი­კუ­რი ბა­ღის ად­გი­ლას, წავ­კი­სის წყლის მარ­ჯვე­ნა მხა­რეს. XX სა­უ­კუ­ნის 20-იანი წლე­ბის გეგ­მა­ზე, მტკვრის მარ­ცხე­ნა მხა­რეს, ახალ კუ­კი­ა­ზე, მა­ლაკ­ნე­ბის უბ­ნის­კენ გერ­მა­ნელ ლუ­თე­რან­თა სა­საფ­ლაო მდე­ბა­რე­ობ­და. მტკვრის მარ­ცხე­ნა მხა­რეს, ავ­ლა­ბარ­ში, XIX სა­უ­კუ­ნი­დან ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს ქარ­თველ მარ­თლმა­დი­დე­ბელ­თა პეტ­რე-პავ­ლეს სა­საფ­ლაო.

1907 წლის თბი­ლი­სის გეგ­მის მი­ხედ­ვით, ნავ­თლუღ­ში, ნავ­თლუ­ღის ხე­ვის მარ­ცხე­ნა მხა­რეს, სამ­ხედ­რო ჰოს­პი­ტალ­თან, წმინ­და ბარ­ბა­რეს მახ­ლობ­ლად მარ­თლმა­დი­დე­ბელ­თა ორი, ებ­რა­ელ­თა, ლუ­თე­რან­თა, სომ­ხე­ბის, სა­ა­ვად­მყო­ფოს, ჰოს­პი­ტა­ლის სამ­ხედ­რო და მაჰ­მა­დი­ან­თა სა­საფ­ლა­ო­ე­ბი ყო­ფი­ლა - თი­თო­ე­უ­ლი კი ერ­თმა­ნე­თის გვერ­დით გან­ლა­გე­ბუ­ლი.

1919-1920 წლებ­ში თბი­ლის­ში გრი­პის ეპი­დე­მია, "ის­პან­კა" მძვინ­ვა­რებ­და, რო­მელ­მაც დე­და­ქა­ლა­ქის მო­სახ­ლე­ო­ბას­თან ერ­თად, იმ დროს თბი­ლის­ში მყო­ფი ინ­გლი­სის სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­თა დიდი ნა­წი­ლიც იმ­სხვერ­პლა. ისი­ნი არ­სე­ნა­ლის მხა­რეს და­უ­საფ­ლა­ვე­ბი­ათ. მტკვრის მარ­ჯვე­ნა სა­ნა­პი­რო­ზე მარ­თლმა­დი­დე­ბელ­თა ძვე­ლი ვე­რის სა­საფ­ლაო XX სა­უ­კუ­ნის 30-იან წლებ­ში (ახ­ლან­დე­ლი ვე­რის ბაღი) და­ი­ხუ­რა.

XX სა­უ­კუ­ნის 30-40-იან წლებ­ში ვან­ქის გრი­გო­რი­ა­ნუ­ლი, მაჰ­მა­დი­ა­ნუ­რი სა­საფ­ლაო და­კე­ტეს, რო­მე­ლიც ბო­ტა­ნი­კუ­რი ბა­ღის ნა­წილ­ში იყო. სა­საფ­ლა­ო­ე­ბი ძი­რი­თა­დად გა­ლა­ვან­შე­მოვ­ლე­ბუ­ლე­ბი გახ­ლდათ. თი­თო­ე­ულ საფ­ლავს მე­სე­რი ჰქონ­და და საფ­ლავ­ზე ძეგლი იდგა. ჯვა­რი, ან­გე­ლო­ზი, სვე­ტი, ქრის­ტი­ა­ნულ სა­საფ­ლა­ო­თა საფ­ლა­ვის გა­რე­გა­ნი გა­ფორ­მე­ბა და წარ­წე­რა ერ­თმა­ნე­თის­გან გან­სხვავ­დე­ბო­და, რაც გარ­დაც­ვლი­ლის სო­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მავ­ლო­ბის მი­ხედ­ვით ხდე­ბო­და. ხში­რად ეკ­ლე­სი­ებ­ში და მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე კრძა­ლავ­დნენ. დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში ისი­ნი ნად­გურ­დე­ბო­და. ეკ­ლე­სი­ა­ში უმე­ტე­სად სა­მე­ფო გვა­რის წარ­მო­მად­გენ­ლებს ასაფ­ლა­ვებ­დნენ.

თბი­ლის­ში პან­თე­ო­ნის და­არ­სე­ბის იდეა XIX სა­უ­კუ­ნის 90-იან წლებ­ში მას შემ­დეგ გა­ჩე­ნი­ლა, რაც დი­დუ­ბის ეკ­ლე­სი­ის ეზო­ში XX სა­უ­კუ­ნის ათი­ა­ნი წლე­ბი­დან ცნო­ბილ მოღ­ვა­წე­ებს კრძა­ლავ­დნენ. 1939 წელს კი ის ოფი­ცი­ა­ლუ­რად, ქარ­თველ მწე­რალ­თა და მოღ­ვა­წე­თა დი­დუ­ბის პან­თე­ო­ნად გა­მო­ცხად­და.

მთაწ­მინ­დის პან­თე­ო­ნის და­არ­სე­ბის იდეა 1915 წელს აკა­კი წე­რეთ­ლის დაკ­რძალ­ვის დღე­ებ­ში იმის გა­მოც გაჩ­ნდა, რომ იქ უკვე ილია ჭავ­ჭა­ვა­ძე გა­ნის­ვე­ნებ­და. ის ოფი­ცი­ა­ლუ­რად 1929 წელს გა­იხ­სნა ალექ­სან­დრე გრი­ბო­ე­დო­ვის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მე-100 წლის­თვა­ზე. მისი ცხე­და­რი აქ 1829 წელს დაკ­რძა­ლეს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

სად იყო უძველესი 9 სასაფლაო თბილისში - გლოვისა და დაკრძალვის ტრადიციები დედაქალაქში

სად იყო უძველესი 9 სასაფლაო თბილისში - გლოვისა და დაკრძალვის ტრადიციები დედაქალაქში

ვაგრძელებთ ამბებს დედაქალაქის ისტორიიდან... ამჯერად თბილისში არსებულ დაკრძალვის წესებზე, ტრადიციებსა და აქვე სასაფლაებზე ვისაუბრებთ, რაზეც ცნობებს გვაწვდის სამეცნიერო ლიტერატურა და ამ ყველაფერზე ძველ წყაროებში კარგად არის მითითებული. როგორც ირკვევა, თბილისელები მაინცდამაინც არ იცავდნენ რელიგიურ წესებს. გრიგორიანული სასულიერო პირები ხშირად მართლმადიდებელთა დაკრძალვაში მონაწილეობდნენ და, პირიქით, მართლმადიდებლები მღვდლები – სომხების დაკრძალვაში, - გვეუბნება ეთნოლოგი, პროფესორი როლანდ თოფჩიშვილი.

დაკრძალვის ტრადიციები

1887 წლის პრესაში მოთხრობილია, რომ რიყეში მაცხოვრებლი მოლოკნის გრიგორი სმირნოვის დაკრძალვაზე 5000 კაცი ყოფილა. ხალხი პატივისცემის ნიშნად, სასაფლაოზე დარჩენილა, ზურნის ჰანგებზე, კახური ღვინით მისი შესანდობარი დაულევიათ და საფლავზე ღვინოც დაუსხამთ. ბატონი როლანდის თქმით, XIX-XX საუკუნეებში თბილისში დაკრძალვისა და გლოვის წეს-ჩვეულება, რუსეთის გზით, ევროპული დაკრძალვის წესით შეცვლილა - მიცვალებულს მესამე დღეს კრძალავდნენ, ხანდახან მეორე და მეოთხე დღესაც. მიცვალებულს თავთან ხორბლით სავსე ჯამს, წყლიან ჭურჭელს, ანთებულ სანთელსა და კელაპტარს უდგამდნენ. ადამიანის გარაცვალებიდან ორი-სამი საათის განმავლობაში ერთ ადამიანი სიტყვიერად ოჯახის წევრის გარდაცვალებას ნაცნობებს, მეგობრებსა და ნათესავებს ატყობინებდა. გარდაცვლილის სახლში ყველა მომსვლელი თავის მწუხარებას გამოხატავდა: ქალები მკერდში იცემდნენ მჯიღს და სახეს იხოკდნენ. მამკაცები ქუდმოხდილნი მწუხარებას ხმამაღლა, ყვირილით გამოხატავდნენ. დაკრძალვაზე სამძიმრის სათქმელად მოსულნი შავი ფერის ტანსაცმელს იცვამდნენ. დაკრძალვის წინა დღეს მიცვალებულს პანაშვიდისთვის განბანდნენ და სასუდარო ტანსაცმელს ჩააცვამდნენ. ამისთვის იყვნენ სპეციალური ადამიანები, რისთვისაც ამაში გარკველი გასამრჯელოს იღებდნენ.

მიცვლებულის ჩასასვენებელი ჭურჭელი წინა დღეს მოჰქონდათ (XVIII საუკუნის 70-იან წლებში აღნიშნული ჭურჭლით მხოლოდ დიდ თავადებს კრძალავდნენ. დანარჩენებს მის გარეშე მარხავდნენ. დასაფლავების წინა დღეს პანაშვიდი იმართებოდა. მაღალი ფენის წარმომადგენელთა პანაშვიდზე სიმებიან საკრავებზე შესრულებული სამგლოვიარო მუსიკა ისმოდა, ვაჭარ-ხელოსანთა სახლებში - დუდუკისა და საზანდრის ჰანგებს აყოლილი მედოლის სიმღერა.

ძველი თბილისის მოსახლეობაში ფართოდ ყოფილა გავრცელებული მოტირალი ქალების მოწვევის წესი. თუმცა მაღალი წრის წარმომადგენლები მიცვალებულს მოთქმით თითქმის აღარ ტიროდნენ. XIX საუკუნის მერე ნახევარიდან ფართოდ გავრცელდა გაზეთებში გარდაცვლილის ახლობლების განცხადებების გამოქვეყნება. იმავე პერიოდში დაიწყეს პანაშვიდზე გვირგვინის და ყვავილების მიტანა. დასაფლავების დღეს ეკლესიიდან მღვდელს იწვევდნენ. ჭირისუფალი ეკლესიიდან "დროშას" იწერდა, რომელიც დამკრძალავ პროცესიას წინ მიუძღოდა. დაკრძალვა ქელეხით მთავდებოდა, რომელსაც მიცვალებულის ოჯახის წევრები, ნათესავები, ახლობლები ესწრებოდნენ.

სასაფლაოები

თბილისში ქალაქის ინფრასტრუქტურის შემადგენელ ნაწილი იყო სასაფლაოები. 1864 წელს დედაქალაქში 9 სასაფლაო ყოფილა, რომელთა შორისაც სამი მართლმადიდებლების, სამი - გრიგორიანების, თითო კათოლიკეების, ლუთერანებისა და მუსლიმების ყოფილა. ქალქის განაშენიანების გამო, შემდეგ ყველა სასაფლაო დასახლებულ უბნებში აღმოჩნდა. XX საუკუნის პირველ ათწლეულში თბილისში, თურქეთიდან ქურთი-იეზიდების გადმოსახლების შემდეგ ნავთლუღში მათი სასაფლაოც გახსნილა. იქვე არსებობდა ებრაელთა სასაფლაოც. ეტაპობრივად ქალაქის ზრდამ სასაფლაოების ზრდაც გამოიწვია. წყაროებში მოხსენიებულ სასაფლაოებიდან ყველაზე ადრინდელი "საგოდებელი" ყოფილა, რომელსაც იოანე საბანისძე თავის ნამუშევარში ასახელებს... მერე კი სასაფლაოებს ეკლესიების მიმდებარე ტერიტორიებზე აწყობდნენ.

ქალაქის 1735 წლის გეგმაზე ვახუშტის მტკვრის მარჯვენა მხარეს დატანილი აქვს სამი სასაფლაო: "სასაფლაო სომეხთა", რომელიც ვანქის უბანში მდებარეობდა, ახლანდელი ათონელის ქუჩის ნაწილი მტკვრის ქუჩამდე ეკავა, "თათართა საფლავი" მდებარეობდა ბოტანიკური ბაღის ადგილას, წავკისის წყლის მარჯვენა მხარეს. XX საუკუნის 20-იანი წლების გეგმაზე, მტკვრის მარცხენა მხარეს, ახალ კუკიაზე, მალაკნების უბნისკენ გერმანელ ლუთერანთა სასაფლაო მდებარეობდა. მტკვრის მარცხენა მხარეს, ავლაბარში, XIX საუკუნიდან ფუნქციონირებს ქართველ მართლმადიდებელთა პეტრე-პავლეს სასაფლაო.

1907 წლის თბილისის გეგმის მიხედვით, ნავთლუღში, ნავთლუღის ხევის მარცხენა მხარეს, სამხედრო ჰოსპიტალთან, წმინდა ბარბარეს მახლობლად მართლმადიდებელთა ორი, ებრაელთა, ლუთერანთა, სომხების, საავადმყოფოს, ჰოსპიტალის სამხედრო და მაჰმადიანთა სასაფლაოები ყოფილა - თითოეული კი ერთმანეთის გვერდით განლაგებული.

1919-1920 წლებში თბილისში გრიპის ეპიდემია, "ისპანკა" მძვინვარებდა, რომელმაც დედაქალაქის მოსახლეობასთან ერთად, იმ დროს თბილისში მყოფი ინგლისის სამხედრო მოსამსახურეთა დიდი ნაწილიც იმსხვერპლა. ისინი არსენალის მხარეს დაუსაფლავებიათ. მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მართლმადიდებელთა ძველი ვერის სასაფლაო XX საუკუნის 30-იან წლებში (ახლანდელი ვერის ბაღი) დაიხურა.

XX საუკუნის 30-40-იან წლებში ვანქის გრიგორიანული, მაჰმადიანური სასაფლაო დაკეტეს, რომელიც ბოტანიკური ბაღის ნაწილში იყო. სასაფლაოები ძირითადად გალავანშემოვლებულები გახლდათ. თითოეულ საფლავს მესერი ჰქონდა და საფლავზე ძეგლი იდგა. ჯვარი, ანგელოზი, სვეტი, ქრისტიანულ სასაფლაოთა საფლავის გარეგანი გაფორმება და წარწერა ერთმანეთისგან განსხვავდებოდა, რაც გარდაცვლილის სოციალური წარმომავლობის მიხედვით ხდებოდა. ხშირად ეკლესიებში და მიმდებარე ტერიტორიაზე კრძალავდნენ. დროთა განმავლობაში ისინი ნადგურდებოდა. ეკლესიაში უმეტესად სამეფო გვარის წარმომადგენლებს ასაფლავებდნენ.

თბილისში პანთეონის დაარსების იდეა XIX საუკუნის 90-იან წლებში მას შემდეგ გაჩენილა, რაც დიდუბის ეკლესიის ეზოში XX საუკუნის ათიანი წლებიდან ცნობილ მოღვაწეებს კრძალავდნენ. 1939 წელს კი ის ოფიციალურად, ქართველ მწერალთა და მოღვაწეთა დიდუბის პანთეონად გამოცხადდა.

მთაწმინდის პანთეონის დაარსების იდეა 1915 წელს აკაკი წერეთლის დაკრძალვის დღეებში იმის გამოც გაჩნდა, რომ იქ უკვე ილია ჭავჭავაძე განისვენებდა. ის ოფიციალურად 1929 წელს გაიხსნა ალექსანდრე გრიბოედოვის გარდაცვალების მე-100 წლისთვაზე. მისი ცხედარი აქ 1829 წელს დაკრძალეს.

მაკა ასათიანი "ნამახვანჰესის" საწინააღმდეგო აქციაზე გამოჩნდა - როგორ გამოიყურებოდა დიზაინერი შეუდარებელი "ლუქით"

ვინ არიან ყველაზე გემოვნებიანი პოლიტიკოსები და ვინ იცვამს შეუსაბამოდ - პიარის სპეციალისტი იმიჯზე აგორებულ სკანდალებსა და საპარლამენტო "დრეს კოდზე"

მოსალოდნელია ტემპერატურის მნიშვნელოვანი კლება, ძლიერი ქარი, თოვლი... - ხვალიდან ამინდი უარესდება