საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამ დროის მონაცემებით, თბილისში ძლიერი წვიმის შედეგად შესულია 205 შეტყობინება. ყველაზე მეტი შეტყობინება დაფიქსირდა გლდანი-ნაძალადევისა და ისანი-სამგორის რაიონიდან, სადაც ძლიერმა ნალექმა გამოიწვია წყალმოვარდნები გზაზე და დატბორა რამდენიმე შენობის სარდაფი, ძლიერმა ქარმა კი დააზიანა ელექტროსადენები და წააქცია ხეები.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველები ამ წუთებშიც აწარმოებენ წყლის ამოტუმბვით სამუშაოებს. მათივე ინფორმაციით, სტიქიის შედეგად არავინ დაშავებულა.
ნახეთ ვიდეო: დატბორილი მეტრო "ახმეტელის" ტერიტორია - ძლიერ წვიმასთან ერთად თბილისში სეტყვაც მოვიდა