თბილისში ძლიერი წვიმის შედეგად მეტროსადგურ "ახმეტელის" მიმდებარე ტერიტორია დაიტბორა. გლდანი-ნაძალადევის რაიონში წვიმას თან ერთვოდა ძლიერი სეტყვაც. დატბორილია მეტროს ჩასასვლელთან მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელიც.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურში განუცხადეს, ამ ეტაპზე მოსახლეობის მხრიდან გამოძახება ჯერჯერობით არ ყოფილა.
ნახეთ ვიდეო: ძლიერი წვიმა თბილისში - რა ხდება ამ წუთებში საბურთალოზე