პოლიტიკა
მეცნიერება

17

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 23:58-ზე, მთვარე ვერძშია – რეკომენდებულია: მონანიება, მიტევება, მარხვა. სახლის განწმენდა და დალოცვა. კარგია ყველაფერი ზედმეტის მოშორება. არ არის რეკომენდებული: მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. გაუფრთხილდით ხერხემალს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს. ამ დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს.
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საზოგადოებრივი მაუწყებლი ზაზა სარალიძის ულტიმატუმს პასუხობს
საზოგადოებრივი მაუწყებლი ზაზა სარალიძის ულტიმატუმს პასუხობს

სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის პირ­ვე­ლი არხი ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე მომ­ხდარ მკვლე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით "გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი რე­პორ­ტი­ო­რის" მიერ მომ­ზა­დე­ბულ ფილ­მს ხვალ გა­უშ­ვებს. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბას პირ­ვე­ლი არ­ხის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი საბ­ჭო ავ­რცე­ლებს. ფილ­მი 12:15 სა­ათ­ზე, მო­ამ­ბის სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­მოშ­ვე­ბის შემ­დეგ გავა ეთერ­ში.

"თვე­ზე მე­ტია და­ი­წყო და ამ დღე­ებ­ში ისევ გა­აქ­ტი­ურ­და სა­უ­ბა­რი, თით­ქოს პირ­ველ არხზე იბ­ლო­კე­ბა ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე დატ­რი­ა­ლე­ბუ­ლი ტრა­გე­დი­ის შე­სა­ხებ გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის მიერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი ფილ­მი. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ფილ­მის დაბ­ლოკ­ვა­ზე ან რა­ი­მე მსგავს ქმე­დე­ბა­ზე სა­უ­ბა­რი სრუ­ლი აბ­სურ­დია, თუმ­ცა, იმის გამო, რომ ტრა­გე­დი­ის სიმ­ძი­მი­დან და თე­მის დე­ლი­კა­ტუ­რო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვე­რი­დე­ბით პა­სუ­ხის გა­ცე­მას ყო­ველ­გვარ არ­გუ­მენტს მოკ­ლე­ბულ ბრალ­დე­ბებ­ზე, შე­იძ­ლე­ბა ვი­ღა­ცას მარ­თლაც ეგო­ნოს, რომ პირ­ველ არხზე იბ­ლო­კე­ბა ფილ­მი, რო­მე­ლიც შე­ი­ცავს ისეთ მნიშ­ვნე­ლო­ვან ინ­ფორ­მა­ცი­ას, რაც აქამ­დე უც­ნო­ბია გა­მო­ძი­ე­ბის­თვის და სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის. ის, რომ პირ­ვე­ლი არხი, თით­ქოს რა­ღა­ცის და­მალ­ვას ცდი­ლობს, იმ­თა­ვით­ვე სრუ­ლი­ად გა­მო­რი­ცხუ­ლია, რაც მარ­ტი­ვი მი­სახ­ვედ­რია, ვი­ნა­ი­დან, სწო­რედ პირ­ველ­მა არ­ხმა აღ­ნიშ­ნუ­ლი ფილ­მი გა­და­აგ­ზავ­ნა ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე მომ­ხდა­რი ტრა­გე­დი­ის გა­მო­სა­ძი­ებ­ლად შექ­მნილ სა­პარ­ლა­მენ­ტო დრო­ე­ბით კო­მი­სი­ა­ში ერთი შე­კი­თხვით, ხომ არ შე­უშ­ლი­და ხელს ამ ფილ­მის გაშ­ვე­ბა გა­მო­ძი­ე­ბის პრო­ცესს?!" - აცხა­დებს საბ­ჭო.

გან­ცხა­დე­ბის თა­ნახ­მად, ფილ­მი ასე­ვე გა­და­ეგ­ზავ­ნა სა­ხალ­ხო დამ­ცველს, რამ­დე­ნი­მე არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას, მა­უ­წყებ­ლის სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭოს და, ამ პი­რო­ბებ­ში, ცხა­დია, ვე­რა­ნა­ი­რი ფაქ­ტი ვერ და­ი­მა­ლე­ბო­და.

„ყვე­ლა­ფე­რი იმ­დე­ნად ნა­თე­ლია, რომ წე­სით აქ კი­თხვე­ბიც არ უნდა ჩნდე­ბო­დეს, მაგ­რამ პე­რი­ო­დუ­ლად მა­ინც ის­მის ბრალ­დე­ბა, რომ ფილ­მს ვბლო­კავთ. ნა­თე­ლია, რომ ვი­ღა­ცის­თვის მთა­ვა­რი სწო­რედ ეს აჟი­ო­ტა­ჟია და არა სი­მარ­თლის დად­გე­ნა. სამ­წუ­ხა­როდ, რო­გორც ჩანს, ბა­ტონ­მა ზაზა სა­რა­ლი­ძე­მაც და­ი­ჯე­რა, რომ პირ­ვე­ლი არხი რა­ღა­ცას მა­ლავს და ამი­ტომ არ უშ­ვებს ფილ­მს. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია აღი­ნიშ­ნოს, რომ ბრალ­დე­ბა, თით­ქოს ტე­ლე­ვი­ზია ფილ­მს ბლო­კავს, ერთ თვე­ზე მე­ტია ის­მის. ფილ­მი ჯერ კი­დევ არ არ­სე­ბობ­და, რო­დე­საც აქ­ცი­ებ­ზე და სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში, ცალ­კე­უ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად ამ­ტკი­ცებ­დნენ, რომ ფილ­მი იბ­ლო­კე­ბო­და. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ეს სიც­რუე ვრცელ­დე­ბო­და გან­ზრახ, აჟი­ო­ტა­ჟის ასა­ტე­ხად და სა­ზო­გა­დო­ე­ბის შეც­დო­მა­ში შე­საყ­ვა­ნად. დღეს, 18 ივ­ნისს, ახა­ლი და მიმ­დი­ნა­რე ამ­ბე­ბის ბლო­კის დი­რექ­ტო­რი, გი­ორ­გი გვიმ­რა­ძე შეხ­ვდა ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე მოკ­ლუ­ლი და­ვით სა­რა­ლი­ძის მა­მას, ზაზა სა­რა­ლი­ძეს და მის ად­ვო­კატს, ნეს­ტან ლონ­და­რი­ძეს. სა­უ­ბა­რი შე­ე­ხო “გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი რე­პორ­ტი­ო­რის” მიერ მომ­ზა­დე­ბულ ფილ­მს “სის­ხლში მოს­ვრი­ლი ბი­ჭე­ბი ხო­რა­ვას ქუ­ჩი­დან”. ზაზა სა­რა­ლი­ძემ გა­მო­ხა­ტა რწმე­ნა, რომ ფილ­მის ეთერ­ში გან­თავ­სე­ბა იზღუ­დე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი მო­ტი­ვით, რაც რო­გორც უკვე აღ­ვნიშ­ნეთ, ყო­ველ­გვარ სა­ფუძ­ველს მოკ­ლე­ბუ­ლია. მა­უ­წყებ­ლის შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რის აზ­რით, ფილ­მი არ აკ­მა­ყო­ფი­ლებს ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის სტან­დარ­ტებს და მა­უ­წყე­ბელ­თა ქცე­ვის კო­დექსს, ამ­დე­ნად პირ­ვე­ლი არ­ხის მე­ნე­ჯმენტს მი­აჩ­ნდა, რომ მას­ზე მუ­შა­ო­ბა უნდა გაგ­რძე­ლე­ბუ­ლი­ყო. მაგ­რამ, დღეს, ტე­ლე­ვი­ზი­ის შე­სა­ბა­მის­მა სამ­სა­ხურ­მა მი­ი­ღო სა­პარ­ლა­მენ­ტო კო­მი­სი­ის დას­ტუ­რი, რომ ამ ფილ­მის გაშ­ვე­ბა ძი­ე­ბას ხელს არ შე­უშ­ლის. იგი­ვე პო­ზი­ცია აქვთ სხვა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­საც. სწო­რედ, ამ გა­რე­მო­ე­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რათა შვილმკვდარ მა­მას არ ქონ­დეს გან­ცდა, რომ მისი შვი­ლის მკვლე­ლო­ბის შე­სა­ხებ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყე­ბე­ლი რა­ი­მე ინ­ფორ­მა­ცი­ას მა­ლავს, ამას­თა­ნა­ვე, არ გაგ­რძელ­დეს სხვა­დას­ხვაგ­ვა­რი სპე­კუ­ლა­ცი­ე­ბით სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზ­რის შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნა, პირ­ვე­ლი არ­ხის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო, ხვალ, 19 ივ­ნისს, 12:15 სა­ათ­ზე, მო­ამ­ბის სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­მოშ­ვე­ბის შემ­დეგ გა­უშ­ვას ეს ფილ­მი“, - ნათ­ქვა­მია აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი საბ­ჭოს გან­ცხა­დე­ბა­ში.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე მოკ­ლუ­ლი მო­ზარ­დის და­ვით სა­რა­ლი­ძის მა­მამ, ზაზა სა­რა­ლი­ძემ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელს ღა­მის თორ­მეტ სა­ა­თამ­დე მის­ცა ვადა, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში აქ­ცი­ე­ბი და­ა­ნონ­სა.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება სპეცოპერაციის კადრები და ფარული ჩანაწერები, რომლებშიც "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი ფიგურირებენ

საზოგადოებრივი მაუწყებლი ზაზა სარალიძის ულტიმატუმს პასუხობს

საზოგადოებრივი მაუწყებლი ზაზა სარალიძის ულტიმატუმს პასუხობს

საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით "გამომძიებელი რეპორტიორის" მიერ მომზადებულ ფილმს ხვალ გაუშვებს. ამასთან დაკავშირებით განცხადებას პირველი არხის აღმასრულებელი საბჭო ავრცელებს. ფილმი 12:15 საათზე, მოამბის საინფორმაციო გამოშვების შემდეგ გავა ეთერში.

"თვეზე მეტია დაიწყო და ამ დღეებში ისევ გააქტიურდა საუბარი, თითქოს პირველ არხზე იბლოკება ხორავას ქუჩაზე დატრიალებული ტრაგედიის შესახებ გამომძიებელი ჟურნალისტების მიერ მომზადებული ფილმი. რასაკვირველია, ფილმის დაბლოკვაზე ან რაიმე მსგავს ქმედებაზე საუბარი სრული აბსურდია, თუმცა, იმის გამო, რომ ტრაგედიის სიმძიმიდან და თემის დელიკატურობიდან გამომდინარე, ვერიდებით პასუხის გაცემას ყოველგვარ არგუმენტს მოკლებულ ბრალდებებზე, შეიძლება ვიღაცას მართლაც ეგონოს, რომ პირველ არხზე იბლოკება ფილმი, რომელიც შეიცავს ისეთ მნიშვნელოვან ინფორმაციას, რაც აქამდე უცნობია გამოძიებისთვის და საზოგადოებისთვის. ის, რომ პირველი არხი, თითქოს რაღაცის დამალვას ცდილობს, იმთავითვე სრულიად გამორიცხულია, რაც მარტივი მისახვედრია, ვინაიდან, სწორედ პირველმა არხმა აღნიშნული ფილმი გადააგზავნა ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის გამოსაძიებლად შექმნილ საპარლამენტო დროებით კომისიაში ერთი შეკითხვით, ხომ არ შეუშლიდა ხელს ამ ფილმის გაშვება გამოძიების პროცესს?!" - აცხადებს საბჭო.

განცხადების თანახმად, ფილმი ასევე გადაეგზავნა სახალხო დამცველს, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციას, მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს და, ამ პირობებში, ცხადია, ვერანაირი ფაქტი ვერ დაიმალებოდა.

„ყველაფერი იმდენად ნათელია, რომ წესით აქ კითხვებიც არ უნდა ჩნდებოდეს, მაგრამ პერიოდულად მაინც ისმის ბრალდება, რომ ფილმს ვბლოკავთ. ნათელია, რომ ვიღაცისთვის მთავარი სწორედ ეს აჟიოტაჟია და არა სიმართლის დადგენა. სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ბატონმა ზაზა სარალიძემაც დაიჯერა, რომ პირველი არხი რაღაცას მალავს და ამიტომ არ უშვებს ფილმს. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ბრალდება, თითქოს ტელევიზია ფილმს ბლოკავს, ერთ თვეზე მეტია ისმის. ფილმი ჯერ კიდევ არ არსებობდა, როდესაც აქციებზე და სოციალურ ქსელებში, ცალკეული ადამიანები მიზანმიმართულად ამტკიცებდნენ, რომ ფილმი იბლოკებოდა. რასაკვირველია, ეს სიცრუე ვრცელდებოდა განზრახ, აჟიოტაჟის ასატეხად და საზოგადოების შეცდომაში შესაყვანად. დღეს, 18 ივნისს, ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორი, გიორგი გვიმრაძე შეხვდა ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამას, ზაზა სარალიძეს და მის ადვოკატს, ნესტან ლონდარიძეს. საუბარი შეეხო “გამომძიებელი რეპორტიორის” მიერ მომზადებულ ფილმს “სისხლში მოსვრილი ბიჭები ხორავას ქუჩიდან”. ზაზა სარალიძემ გამოხატა რწმენა, რომ ფილმის ეთერში განთავსება იზღუდება პოლიტიკური მოტივით, რაც როგორც უკვე აღვნიშნეთ, ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია. მაუწყებლის შესაბამისი სამსახურის აზრით, ფილმი არ აკმაყოფილებს ჟურნალისტური საქმიანობის სტანდარტებს და მაუწყებელთა ქცევის კოდექსს, ამდენად პირველი არხის მენეჯმენტს მიაჩნდა, რომ მასზე მუშაობა უნდა გაგრძელებულიყო. მაგრამ, დღეს, ტელევიზიის შესაბამისმა სამსახურმა მიიღო საპარლამენტო კომისიის დასტური, რომ ამ ფილმის გაშვება ძიებას ხელს არ შეუშლის. იგივე პოზიცია აქვთ სხვა ორგანიზაციებსაც. სწორედ, ამ გარემოებების გათვალისწინებით, რათა შვილმკვდარ მამას არ ქონდეს განცდა, რომ მისი შვილის მკვლელობის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებელი რაიმე ინფორმაციას მალავს, ამასთანავე, არ გაგრძელდეს სხვადასხვაგვარი სპეკულაციებით საზოგადოებრივი აზრის შეცდომაში შეყვანა, პირველი არხის ხელმძღვანელობამ გადაწყვეტილება მიიღო, ხვალ, 19 ივნისს, 12:15 საათზე, მოამბის საინფორმაციო გამოშვების შემდეგ გაუშვას ეს ფილმი“, - ნათქვამია აღმასრულებელი საბჭოს განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ საზოგადოებრივ მაუწყებელს ღამის თორმეტ საათამდე მისცა ვადა, წინააღმდეგ შემთხვევაში აქციები დაანონსა.

24 აგვისტომდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი - უახლოესი დღეების პროგნოზი

რა რეგულაციების დაცვით შეძლებენ სკოლის ბუფეტები მუშაობას?

როგორი იქნება თემქის ტყე-პარკი, რომლის მოწყობისთვის ტენდერი გამოცხადდა - რა თანხის დახარჯვას გეგმავს მერია?

×
Live: ეთერშია "თავისუფალი სტუდია"