საზოგადოება
პოლიტიკა

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ იყო ვლადიმერ ჟვანია, რომელიც ტერორიზმის ბრალდებით დახვრიტეს - ამბავი საბჭოთა საქართველოდან, რომელიც ბევრმა არ იცის
ვინ იყო ვლადიმერ ჟვანია, რომელიც ტერორიზმის ბრალდებით დახვრიტეს - ამბავი საბჭოთა საქართველოდან, რომელიც ბევრმა არ იცის

გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 70-იან წლებ­ში, საბ­ჭო­თა სა­ქარ­თვე­ლო­ში მომ­ხდა­რი დღემ­დე არ­ცთუ ცნო­ბი­ლი ერთი ამ­ბა­ვი უნდა გი­ამ­ბოთ. იმ­ხა­ნად ტე­რო­რიზ­მის ბრალ­დე­ბით დახ­ვრი­ტეს ქუ­თა­ი­სე­ლი ვლა­დი­მერ ჟვა­ნია, რომ­ლის სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე 15 ტო­მის­გან შედ­გე­ბა. ამ მა­სა­ლე­ბის მი­ხედ­ვით, რო­მე­ლიც უშიშ­რო­ე­ბის არ­ქივ­შია შე­მო­ნა­ხუ­ლი, ირ­კვე­ვა, რომ მას რამ­დე­ნი­მე ტე­რო­რის­ტუ­ლი აქ­ტის მო­წყო­ბას ედა­ვე­ბოდ­ნენ.

საბ­ჭო­თა უშიშ­რო­ე­ბის ყო­ფი­ლი პოლ­კოვ­ნი­კი აწ გარ­დაც­ვლი­ლი გუ­რამ სოფ­რო­მა­ძე წლე­ბის წინ მიყ­ვე­ბო­და, რო­გორ გა­უ­ჭირ­და მა­შინ­დელ უშიშ­რო­ე­ბას ტე­რო­რის­ტის გა­მოვ­ლე­ნა და და­კა­ვე­ბა. თა­ვად სოფ­რო­მა­ძე აქ­ტი­უ­რად იყო ჩარ­თუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო ოპე­რა­ცი­ებ­ში. ამ­ბობ­და, ჟვა­ნია არ უნდა და­ეხვრი­ტა­თო. მის სიკ­ვდილ­ში ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძეს ადა­ნა­შა­უ­ლებ­და პრე­ზი­დენ­ტი ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­აც იმ ცნო­ბილ წე­რილ­ში, რო­მე­ლიც მან შე­ვარ­დნა­ძეს მის­წე­რა. გამ­სა­ხურ­დია წერს, თქვენ 1976 წელს დახ­ვრი­ტეთ ქარ­თვე­ლი პატ­რი­ო­ტი ვლა­დი­მერ ჟვა­ნია, სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის­თვის მებ­რძო­ლი ადა­მი­ა­ნიო.

უშიშ­რო­ე­ბის არ­ქივ­ში შე­მო­ნა­ხუ­ლი მა­სა­ლე­ბის მი­ხედ­ვით, მოვ­ლე­ნე­ბი ასე გან­ვი­თარ­და. გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 70-იან წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს დიდ ქა­ლა­ქებ­ში - სო­ხუმ­ში, თბი­ლის­სა და ქუ­თა­ის­ში მძლავ­რი აფეთ­ქე­ბე­ბი მოხ­და. საბ­ჭო­თა სივ­რცე­ში ეს წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი იყო. 1975 წლის 22 ივ­ნისს, დი­ლის 11 სა­ათ­ზე, სო­ხუმ­ში, აფხა­ზე­თის სა­ოლ­ქო კო­მი­ტე­ტის შე­ნო­ბას­თან აფეთ­ქე­ბის ხმა გა­ის­მა და სამ­წუ­ხა­როდ, ამ აფეთ­ქე­ბას მსხვერ­პლის გა­რე­შე არ ჩა­უვ­ლია. ლე­ნინ­გრა­დი­დან ჩა­მო­სუ­ლი დამ­სვე­ნე­ბე­ლი სერ­გეი ლე­ვი­ტი­ნი ად­გილ­ზე და­ი­ღუ­პა.

ჯერ ეს საქ­მე არ ჰქონ­და უშიშ­რო­ე­ბას გა­მო­ძი­ე­ბუ­ლი და რამ­დე­ნი­მე თვე­ში, მო­რი­გი ტე­რო­რის­ტუ­ლი აქტი, 1976 წლის 12 აპ­რილს, თბი­ლის­ში, სა­ქარ­თვე­ლოს სსრ მი­ნის­ტრთა საბ­ჭოს შე­ნო­ბის ფა­სად­თან მოხ­და, დღი­სით, 17 სა­ათ­ზე, ხელ­წე­რა იგი­ვე იყო.

ოთხ დღე­ში კი ქუ­თა­ი­სის წუ­ლუ­კი­ძის სა­ხე­ლო­ბის ცენ­ტრა­ლურ ბაღ­ში გა­ის­მა აფეთ­ქე­ბის ხმა. მთე­ლი ტრა­გე­დია ის იყო, რომ უძ­ლე­ვე­ლი საბ­ჭო­თა კავ­ში­რის სა­ხელ­მწი­ფო უშიშ­რო­ე­ბის აპა­რა­ტი უძ­ლუ­რი აღ­მოჩ­ნდა და­ნა­შა­უ­ლი გა­ეხ­სნა. სა­კავ­ში­რო უშიშ­რო­ე­ბის კო­მი­ტე­ტი უკ­მა­ყო­ფი­ლო იყო სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის მუ­შა­ო­ბით და მკაცრ დი­რექ­ტი­ვებს იძ­ლე­ო­და. მოს­კო­ვი­დან მო­სუ­ლი ექ­სპერ­ტი­ზე­ბის დას­კვნე­ბით აფეთ­ქე­ბის ად­გი­ლებ­ზე ნა­პოვ­ნი ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი კუს­ტა­რუ­ლად იყო დამ­ზა­დე­ბუ­ლი, ამ­ფეთ­ქე­ბე­ლის შე­საძ­ლო პრო­ფე­სი­ე­ბი კი იყო - გამ­ნაღმვე­ლი, სე­ის­მო­ლო­გი, სამ­თო მომ­წყო­ბი ან ფი­ზი­კო­სი.

გა­და­მოწ­მდა ყვე­ლა შე­საძ­ლო ვერ­სია და სა­ეჭ­ვო პირ­თა კარ­ტო­თე­კა, მაგ­რამ ხელ­ჩა­სა­ჭი­დი არა­ფე­რი ჩან­და. სა­გა­მო­ძი­ე­ბო ჯგუ­ფი მხო­ლოდ ერ­თა­დერთ ღი­რე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას ფლობ­და: სა­მი­ვე შემ­თხვე­ვის დროს, თვითმხილ­ველ­თა ჩვე­ნე­ბე­ბით, დი­ვერ­სი­უ­ლი აქ­ტის ჩამ­დე­ნი გამ­ხდა­რი, სა­შუ­ა­ლო­ზე მა­ღა­ლი, მარ­ჯვნივ თმა­გა­და­ვარ­ცხი­ლი მა­მა­კა­ცი უნდა ყო­ფი­ლი­ყო... მაგ­რამ ვინ იყო და რა­ტომ აფეთ­ქებ­და სა­ხელ­მწი­ფო ობი­ექ­ტებს - გა­ურ­კვე­ვე­ლი რჩე­ბო­და.

აწ გარ­დაც­ვლი­ლი უშიშ­რო­ე­ბის პოლ­კოვ­ნი­კი გუ­რამ სოფ­რო­მა­ძე მი­ამ­ბობ­და, რო­გორ ეძებ­დნენ ტე­რო­რისტს...გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს

ვინ იყო ვლადიმერ ჟვანია, რომელიც ტერორიზმის ბრალდებით დახვრიტეს - ამბავი საბჭოთა საქართველოდან, რომელიც ბევრმა არ იცის

ვინ იყო ვლადიმერ ჟვანია, რომელიც ტერორიზმის ბრალდებით დახვრიტეს - ამბავი საბჭოთა საქართველოდან, რომელიც ბევრმა არ იცის

გასული საუკუნის 70-იან წლებში, საბჭოთა საქართველოში მომხდარი დღემდე არცთუ ცნობილი ერთი ამბავი უნდა გიამბოთ. იმხანად ტერორიზმის ბრალდებით დახვრიტეს ქუთაისელი ვლადიმერ ჟვანია, რომლის სისხლის სამართლის საქმე 15 ტომისგან შედგება. ამ მასალების მიხედვით, რომელიც უშიშროების არქივშია შემონახული, ირკვევა, რომ მას რამდენიმე ტერორისტული აქტის მოწყობას ედავებოდნენ.

საბჭოთა უშიშროების ყოფილი პოლკოვნიკი აწ გარდაცვლილი გურამ სოფრომაძე წლების წინ მიყვებოდა, როგორ გაუჭირდა მაშინდელ უშიშროებას ტერორისტის გამოვლენა და დაკავება. თავად სოფრომაძე აქტიურად იყო ჩართული საგამოძიებო ოპერაციებში. ამბობდა, ჟვანია არ უნდა დაეხვრიტათო. მის სიკვდილში ედუარდ შევარდნაძეს ადანაშაულებდა პრეზიდენტი ზვიად გამსახურდიაც იმ ცნობილ წერილში, რომელიც მან შევარდნაძეს მისწერა. გამსახურდია წერს, თქვენ 1976 წელს დახვრიტეთ ქართველი პატრიოტი ვლადიმერ ჟვანია, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ადამიანიო.

უშიშროების არქივში შემონახული მასალების მიხედვით, მოვლენები ასე განვითარდა. გასული საუკუნის 70-იან წლებში საქართველოს დიდ ქალაქებში - სოხუმში, თბილისსა და ქუთაისში მძლავრი აფეთქებები მოხდა. საბჭოთა სივრცეში ეს წარმოუდგენელი იყო. 1975 წლის 22 ივნისს, დილის 11 საათზე, სოხუმში, აფხაზეთის საოლქო კომიტეტის შენობასთან აფეთქების ხმა გაისმა და სამწუხაროდ, ამ აფეთქებას მსხვერპლის გარეშე არ ჩაუვლია. ლენინგრადიდან ჩამოსული დამსვენებელი სერგეი ლევიტინი ადგილზე დაიღუპა.

ჯერ ეს საქმე არ ჰქონდა უშიშროებას გამოძიებული და რამდენიმე თვეში, მორიგი ტერორისტული აქტი, 1976 წლის 12 აპრილს, თბილისში, საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს შენობის ფასადთან მოხდა, დღისით, 17 საათზე, ხელწერა იგივე იყო.

ოთხ დღეში კი ქუთაისის წულუკიძის სახელობის ცენტრალურ ბაღში გაისმა აფეთქების ხმა. მთელი ტრაგედია ის იყო, რომ უძლეველი საბჭოთა კავშირის სახელმწიფო უშიშროების აპარატი უძლური აღმოჩნდა დანაშაული გაეხსნა. საკავშირო უშიშროების კომიტეტი უკმაყოფილო იყო საქართველოში საგამოძიებო კომისიის მუშაობით და მკაცრ დირექტივებს იძლეოდა. მოსკოვიდან მოსული ექსპერტიზების დასკვნებით აფეთქების ადგილებზე ნაპოვნი ასაფეთქებელი მოწყობილობები კუსტარულად იყო დამზადებული, ამფეთქებელის შესაძლო პროფესიები კი იყო - გამნაღმველი, სეისმოლოგი, სამთო მომწყობი ან ფიზიკოსი.

გადამოწმდა ყველა შესაძლო ვერსია და საეჭვო პირთა კარტოთეკა, მაგრამ ხელჩასაჭიდი არაფერი ჩანდა. საგამოძიებო ჯგუფი მხოლოდ ერთადერთ ღირებულ ინფორმაციას ფლობდა: სამივე შემთხვევის დროს, თვითმხილველთა ჩვენებებით, დივერსიული აქტის ჩამდენი გამხდარი, საშუალოზე მაღალი, მარჯვნივ თმაგადავარცხილი მამაკაცი უნდა ყოფილიყო... მაგრამ ვინ იყო და რატომ აფეთქებდა სახელმწიფო ობიექტებს - გაურკვეველი რჩებოდა.

აწ გარდაცვლილი უშიშროების პოლკოვნიკი გურამ სოფრომაძე მიამბობდა, როგორ ეძებდნენ ტერორისტს...განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი