პოლიტიკა
სამართალი
მოზაიკა

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სპორტი
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ყველაზე მოთხოვნადი სამედიცინო წიგნი-,,2 000 მცენარეულ სამკურნალო რეცეპტის’’ ახალი ტირაჟი 2 ტომად გამოიცემა
ყველაზე მოთხოვნადი სამედიცინო წიგნი-,,2 000 მცენარეულ სამკურნალო რეცეპტის’’ ახალი ტირაჟი 2 ტომად გამოიცემა

გა­მომ­ცემ­ლო­ბა “პა­ლიტ­რა L”-ი მკი­თხვე­ლებს მო­რიგ უნი­კა­ლურ სე­რი­ას სთა­ვა­ზობს - სა­მე­დი­ცი­ნო რე­ცეპ­ტე­ბის დიდი კრე­ბუ­ლი, რო­მელ­შიც ექი­მე­ბის მიერ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი სა­სარ­გებ­ლო რჩე­ვე­ბი და სხვა­დას­ხვა და­ა­ვა­დე­ბის სამ­კურ­ნა­ლო, მცე­ნა­რე­უ­ლი რე­ცეპ­ტე­ბია თავ­მოყ­რი­ლი. წიგ­ნი მკი­თხვე­ლის­თვის უცხო არ არის, ზე­მოთ აღ­ნიშ­ნუ­ლი 2 ტო­მე­უ­ლი ერთ წიგ­ნად გა­მომ­ცემ­ლო­ბას უკვე გა­მოშ­ვე­ბუ­ლი ჰქონ­და, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ წიგ­ნი გა­მოს­ვლის­თა­ნა­ვე ბესტსე­ლე­რი იყო და ძა­ლი­ან მალე დე­ფი­ცი­ტში აღ­მოჩ­ნდა. სწო­რედ მომ­ხმა­რებ­ლის თხოვ­ნი­თა და მათი სურ­ვი­ლე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით კი ახლა წიგ­ნი 2 ტო­მად გა­მო­ვა და გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან’’ ერ­თად სპე­ცი­ა­ლურ ფა­სად გა­ი­ყი­დე­ბა. მკი­თხველს 25 ივ­ნი­სი­დან "2 000 მცე­ნა­რე­უ­ლი სამ­კურ­ნა­ლო რე­ცეპ­ტის’’ პირ­ვე­ლი ტო­მის შე­ძე­ნა კვი­რის პა­ლიტ­რას­თან ერ­თად სპე­ცი­ა­ლურ ფა­სად, 12 ლა­რად შე­ეძ­ლე­ბა.

წიგ­ნის ავ­ტო­რი და რე­დაქ­ტო­რი, თა­მარ მა­მა­ცაშ­ვი­ლი:

- „2 000 მცე­ნა­რე­უ­ლი სამ­კურ­ნა­ლო რე­ცეპ­ტი“ „კა­რა­ბა­დი­ნის“ ერ­თგვა­რი გაგ­რძე­ლე­ბაა, რო­მე­ლიც მკი­თხველ­ში პო­პუ­ლა­რო­ბით და სან­დო­ო­ბით სარ­გებ­ლობს და რაც მთა­ვა­რია, თით­ქმის ყვე­ლა ოჯახ­ში და­ი­დო ბინა. მივ­ხვდით, რამ­დე­ნად დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს მკი­თხვე­ლის­თვის მსგავ­სი ში­ნა­არ­სის წიგ­ნის მი­წო­დე­ბას, ამი­ტო­მაც გა­დავ­წყვი­ტეთ, სა­მე­დი­ცი­ნო რჩე­ვე­ბი კი­დევ ერთ წიგ­ნად გა­მოგ­ვე­ცა. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ფარ­მა­ცევ­ტულ ბა­ზარ­ზე პრე­პა­რა­ტე­ბის უმე­ტე­სო­ბა მცე­ნა­რუ­ლია - წიგ­ნიც სწო­რედ მცე­ნა­რე­უ­ლი რე­ცეპ­ტე­ბის ბა­ზა­ზეა შექ­მნი­ლი, გვაწ­ვდის სხვა­დას­ხვა სა­ჭი­რო რჩე­ვებს მცე­ნა­რე­ულ პრე­პა­რა­ტებ­ზე, რომ­ლე­ბიც არაფ­რით ჩა­მო­უ­ვარ­დე­ბა ქი­მი­ურ ანა­ლო­გებს და გა­ცი­ლე­ბით მარ­ტი­ვია გა­მო­სა­ყე­ნებ­ლად. თა­ნაც, მათი მი­ღე­ბა ხან­გრძლი­ვად შე­იძ­ლე­ბა, უსაფრ­თხო­ცაა და ნაკ­ლე­ბი გვერ­დი­თი მოვ­ლე­ნა აქვს. ოფი­ცი­ა­ლუ­რი, კლა­სი­კუ­რი მე­დი­ცი­ნა ამ პრე­პა­რა­ტებს აღი­ა­რებს, სა­ქარ­თვე­ლო­ში კი მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ფი­ტოპ­რე­პა­რა­ტე­ბი­სა და რე­ცეპ­ტე­ბის დიდი, ბუ­ნებ­რი­ვი წყა­რო გვაქვს, სა­ქარ­თვე­ლო ოდით­გან­ვე ცნო­ბი­ლი იყო მცე­ნა­რე­უ­ლი მე­დი­ცი­ნის სამ­შობ­ლოდ. ექი­მი გახ­ლა­ვართ და ამ თე­მით ძალ­ზე და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ვარ. ჩემი სა­მე­დი­ცი­ნო პრაქ­ტი­კის პა­რა­ლე­ლუ­რად, მცე­ნა­რე­ულ რე­ცეპ­ტებს ყო­ველ­თვის ვი­ყე­ნებ და შე­მიძ­ლია ყვე­ლა მოქ­მედ ექი­მებ­საც ვურ­ჩიო.

- სახ­ლის პი­რო­ბებ­ში რამ­დე­ნად მარ­ტი­ვა­დაა შე­საძ­ლე­ბე­ლი ამ მცე­ნა­რე­უ­ლი პრე­პა­რა­ტე­ბის მომ­ზა­დე­ბა? ზოგ­ჯერ წიგ­ნებ­ში ისე­თი იშ­ვი­ა­თი მცე­ნა­რე­ე­ბი და რთუ­ლად მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი რე­ცეპ­ტე­ბი გვხვდე­ბა, რომ ბევ­რი უარს ამ­ბობს რჩე­ვე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა­ზე და ისევ სა­აფ­თი­ა­ქო მე­დი­კა­მენ­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას არ­ჩევს. ბუ­ნებ­რი­ვია, სან­დო­ო­ბა­საც დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, რე­ცეპ­ტი რამ­დე­ნად ზუს­ტი და უსაფრ­თხოა.

- წიგ­ნი სწო­რედ იმით გა­მო­ირ­ჩე­ვა, რომ რე­ცეპ­ტე­ბი სახ­ლის პი­რო­ბებ­ში დამ­ზა­დე­ბის­თვი­საა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი, მათი გა­მო­ყე­ნე­ბის პი­რო­ბე­ბი, რა­ი­მე სა­ხის გარ­თუ­ლე­ბე­ბი და გვერ­დი­თი ეფექ­ტე­ბი და­ზუს­ტე­ბუ­ლია. ჩვენ მიერ მო­წო­დე­ბუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო რე­ცეპ­ტე­ბის კრე­ბუ­ლი წარ­მო­ად­გენს ჟურ­ნალ “ოჯა­ხის მკურ­ნალ­ში” 13-14 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი რე­ცეპ­ტე­ბის ერ­თგვარ კრე­ბულს, და­ვა­მა­ტე რამ­დე­ნი­მე ახა­ლი რე­ცეპ­ტიც, რომ­ლე­ბიც აქამ­დე არ და­ბეჭ­დი­ლა, ასე რომ, სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით შე­მიძ­ლია გი­თხრათ - "2 000 მცე­ნა­რე­უ­ლი სამ­კურ­ნა­ლო რე­ცეპ­ტი” ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე სრულ­ყო­ფი­ლი კრე­ბუ­ლია, რო­მე­ლიც სა­მე­დი­ცი­ნო მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლა. მაქ­სი­მა­ლუ­რად ვე­ცა­დეთ, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში რე­ცეპ­ტე­ბი დაგ­ვეხ­ვე­წა თა­ვი­სი დო­ზე­ბით და ა.შ. ის, რომ თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი თა­ვის დრო­ზე ექი­მე­ბის ჯგუ­ფის მი­ე­რაა და­წე­რი­ლი და შე­მოწ­მე­ბუ­ლი, სან­დო­ო­ბას, ცხა­დია, ზრდის. კრე­ბულ­ში მოხ­ვდა მკი­თხვე­ლე­ბის­გან შე­მო­სუ­ლი რე­ცეპ­ტე­ბიც, რო­მელ­თაც ხში­რად გვიგ­ზავ­ნი­ან რე­დაქ­ცი­ა­ში. რა თქმა უნდა, ჩვენ მიერ ისი­ნიც გა­და­მოწ­მე­ბუ­ლია. ხალ­ხურ მე­დი­ცი­ნა­ში მარ­თლაც ხში­რად გვხვდე­ბა ისე­თი მცე­ნა­რე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც რთუ­ლად მო­სა­პო­ვე­ბე­ლია, ჩვენს რე­ცეპ­ტებ­ში კი ინ­გრე­დი­ენ­ტე­ბი მაქ­სი­მა­ლუ­რა­დაა და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი რე­ა­ლო­ბას­თან.

- კონ­კრე­ტუ­ლად, რო­მე­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის სამ­კურ­ნა­ლო რე­ცეპ­ტე­ბია წიგნ­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლი?

- რე­ცეპ­ტე­ბი ორ­გა­ნო­თა სის­ტე­მე­ბის მი­ხედ­ვი­თაა და­ყო­ფი­ლი. მა­გა­ლი­თად, ცალ-ცალ­კეა გა­მო­ყო­ფი­ლი კუჭ-ნაწ­ლა­ვის, ნერ­ვუ­ლი, გულ-სის­ხლძარ­ღვთა სის­ტე­მე­ბის და­ა­ვა­დე­ბა­თა რე­ცეპ­ტე­ბი, რათა მკი­თხველს მის­თვის სა­ინ­ტე­რე­სო რე­ცეპ­ტის მო­ძი­ე­ბა გა­უ­ად­ვილ­დეს.

შეგ­ვიძ­ლია, რამ­დე­ნი­მე მარ­ტი­ვი რჩე­ვა გა­გი­ზი­ა­როთ - მა­გა­ლი­თად, იმუ­ნი­ტე­ტის ასა­მაღ­ლებ­ლად, ლი­მო­ნი, თაფ­ლი და ალო­ეს კომ­ბი­ნა­ცია ძა­ლი­ან სა­სარ­გებ­ლოა, ტუ­ბერ­კუ­ლო­ზის დრო­საც კი იყე­ნებ­დნენ ამ ძველ, ხალ­ხურ რე­ცეპტს. ასე­ვე სა­სარ­გებ­ლოა შავი ღვი­ნოს, ალო­ეს და თაფ­ლის კომ­ბი­ნა­ცი­აც. ხვე­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ვი­რის­ტერ­ფა ან ქონ­დრის ჩაი შე­უც­ვლე­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბია, თუნ­დაც, დაჭ­რი­ლი ხახ­ვი შაქ­რით ან თაფ­ლით, ბუ­ნებ­რი­ვი ან­ტი­ბი­ო­ტი­კია. ქონ­დრის ჩაი პნევ­მო­ნი­ის დრო­საც კი, ან­ტი­ბი­ო­ტიკ­ზე არა­ნაკ­ლებ ეფექ­ტი­ა­ნია, თუმ­ცა ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ ექი­მის მიერ და­ნიშ­ნულ ან­ტი­ბი­ო­ტიკ­ზე უარი ვთქვათ და ქონ­დრით ვიმ­კურ­ნა­ლოთ - ის მხო­ლოდ დამ­ხმა­რე სა­შუ­ა­ლე­ბად უნდა გა­მო­ვი­ყე­ნოთ მკურ­ნა­ლო­ბის და­საჩ­ქა­რებ­ლად, ქონ­დრის ჩაი ბრონ­ქი­ტე­ბის დრო­საც სა­ოც­რად ეფექ­ტუ­რია. დღე­ში 2-3 ჭიქა შე­გიძ­ლი­ათ და­ლი­ოთ. დღეს გახ­ში­რე­ბუ­ლია ნერ­ვუ­ლი პა­თო­ლო­გი­ე­ბი და ამ მხრი­ვაც, ბევ­რი სა­სარ­გებ­ლო რე­ცეპ­ტი შე­გიძ­ლი­ათ ჩვენს წიგნ­ში ამო­ი­კი­თხოთ. იმის გამო, რომ სტრე­სულ გა­რე­მო­ში გვი­წევს ცხოვ­რე­ბა, დღის ბო­ლოს, თუნ­დაც კა­ტა­ბა­ლა­ხას, შავ­ბა­ლა­ხას ნა­ყე­ნის, კუ­ნე­ლის, ბარ­ამ­ბოს მი­ღე­ბა, სა­სარ­გებ­ლოა. არა­ერ­თი რე­ცეპ­ტი გვაქვს კან­ზე გა­მო­ნა­ყა­რის ან თმის ცვე­ნის სამ­კურ­ნა­ლო­დაც. დღეს სა­ქარ­თვე­ლო იო­დის დე­ფი­ცი­ტის ზო­ნას წარ­მო­ად­გენს, ენ­დოკ­რი­ნულ და­ა­ვა­დე­ბებს, შაქ­რი­ან დი­ა­ბეტს საკ­მა­ოდ ვრცლად მი­მო­ვი­ხი­ლავთ წიგნ­ში და სა­სარ­გებ­ლო რჩე­ვებ­საც ვთა­ვა­ზობთ მკით­ველს. ცალ­კე პრობ­ლე­მაა არას­წო­რი დი­აგ­ნო­ზიც, რო­მელ­საც სა­კუ­თარ თავს პა­ცი­ენ­ტე­ბი შეც­დო­მით უს­ვა­მენ, და­უ­ზუს­ტებ­ლად, გა­მოკ­ვლე­ვის, ექი­მის გა­რე­შე. ასე­ვე და­უშ­ვე­ბე­ლია თვით­ნე­ბუ­რად ან არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლის რჩე­ვით მისი მკურ­ნა­ლო­ბა! ვი­მე­ო­რებ, რე­ცეპ­ტე­ბი, რო­მელ­თაც ამ წიგნ­ში გთა­ვა­ზობთ მკურ­ნა­ლო­ბის მხო­ლოდ დამ­ხმა­რე სა­შუ­ა­ლე­ბაა. დი­აგ­ნო­ზის და­სა­ზუს­ტებ­ლად კი ექიმს უნდა მი­მარ­თოთ.

ყველაზე მოთხოვნადი სამედიცინო წიგნი-,,2 000 მცენარეულ სამკურნალო რეცეპტის’’ ახალი ტირაჟი 2 ტომად გამოიცემა

ყველაზე მოთხოვნადი სამედიცინო წიგნი-,,2 000 მცენარეულ სამკურნალო რეცეპტის’’ ახალი ტირაჟი 2 ტომად გამოიცემა

გამომცემლობა “პალიტრა L”-ი მკითხველებს მორიგ უნიკალურ სერიას სთავაზობს - სამედიცინო რეცეპტების დიდი კრებული, რომელშიც ექიმების მიერ შემუშავებული სასარგებლო რჩევები და სხვადასხვა დაავადების სამკურნალო, მცენარეული რეცეპტებია თავმოყრილი. წიგნი მკითხველისთვის უცხო არ არის, ზემოთ აღნიშნული 2 ტომეული ერთ წიგნად გამომცემლობას უკვე გამოშვებული ჰქონდა, აღსანიშნავია, რომ წიგნი გამოსვლისთანავე ბესტსელერი იყო და ძალიან მალე დეფიციტში აღმოჩნდა. სწორედ მომხმარებლის თხოვნითა და მათი სურვილების გათვალისწინებით კი ახლა წიგნი 2 ტომად გამოვა და გაზეთ "კვირის პალიტრასთან’’ ერთად სპეციალურ ფასად გაიყიდება. მკითხველს 25 ივნისიდან "2 000 მცენარეული სამკურნალო რეცეპტის’’ პირველი ტომის შეძენა კვირის პალიტრასთან ერთად სპეციალურ ფასად, 12 ლარად შეეძლება.

წიგნის ავტორი და რედაქტორი, თამარ მამაცაშვილი:

- „2 000 მცენარეული სამკურნალო რეცეპტი“ „კარაბადინის“ ერთგვარი გაგრძელებაა, რომელიც მკითხველში პოპულარობით და სანდოობით სარგებლობს და რაც მთავარია, თითქმის ყველა ოჯახში დაიდო ბინა. მივხვდით, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს მკითხველისთვის მსგავსი შინაარსის წიგნის მიწოდებას, ამიტომაც გადავწყვიტეთ, სამედიცინო რჩევები კიდევ ერთ წიგნად გამოგვეცა. მოგეხსენებათ, ფარმაცევტულ ბაზარზე პრეპარატების უმეტესობა მცენარულია - წიგნიც სწორედ მცენარეული რეცეპტების ბაზაზეა შექმნილი, გვაწვდის სხვადასხვა საჭირო რჩევებს მცენარეულ პრეპარატებზე, რომლებიც არაფრით ჩამოუვარდება ქიმიურ ანალოგებს და გაცილებით მარტივია გამოსაყენებლად. თანაც, მათი მიღება ხანგრძლივად შეიძლება, უსაფრთხოცაა და ნაკლები გვერდითი მოვლენა აქვს. ოფიციალური, კლასიკური მედიცინა ამ პრეპარატებს აღიარებს, საქართველოში კი მოგეხსენებათ, ფიტოპრეპარატებისა და რეცეპტების დიდი, ბუნებრივი წყარო გვაქვს, საქართველო ოდითგანვე ცნობილი იყო მცენარეული მედიცინის სამშობლოდ. ექიმი გახლავართ და ამ თემით ძალზე დაინტერესებული ვარ. ჩემი სამედიცინო პრაქტიკის პარალელურად, მცენარეულ რეცეპტებს ყოველთვის ვიყენებ და შემიძლია ყველა მოქმედ ექიმებსაც ვურჩიო.

- სახლის პირობებში რამდენად მარტივადაა შესაძლებელი ამ მცენარეული პრეპარატების მომზადება? ზოგჯერ წიგნებში ისეთი იშვიათი მცენარეები და რთულად მოსამზადებელი რეცეპტები გვხვდება, რომ ბევრი უარს ამბობს რჩევების გათვალისწინებაზე და ისევ სააფთიაქო მედიკამენტების გამოყენებას არჩევს. ბუნებრივია, სანდოობასაც დიდი მნიშვნელობა აქვს, რეცეპტი რამდენად ზუსტი და უსაფრთხოა.

- წიგნი სწორედ იმით გამოირჩევა, რომ რეცეპტები სახლის პირობებში დამზადებისთვისაა გათვალისწინებული, მათი გამოყენების პირობები, რაიმე სახის გართულებები და გვერდითი ეფექტები დაზუსტებულია. ჩვენ მიერ მოწოდებული სამედიცინო რეცეპტების კრებული წარმოადგენს ჟურნალ “ოჯახის მკურნალში” 13-14 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული რეცეპტების ერთგვარ კრებულს, დავამატე რამდენიმე ახალი რეცეპტიც, რომლებიც აქამდე არ დაბეჭდილა, ასე რომ, სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ - "2 000 მცენარეული სამკურნალო რეცეპტი” ერთ-ერთი ყველაზე სრულყოფილი კრებულია, რომელიც სამედიცინო მიმართულებით გამოქვეყნებულა. მაქსიმალურად ვეცადეთ, წლების განმავლობაში რეცეპტები დაგვეხვეწა თავისი დოზებით და ა.შ. ის, რომ თითოეული მათგანი თავის დროზე ექიმების ჯგუფის მიერაა დაწერილი და შემოწმებული, სანდოობას, ცხადია, ზრდის. კრებულში მოხვდა მკითხველებისგან შემოსული რეცეპტებიც, რომელთაც ხშირად გვიგზავნიან რედაქციაში. რა თქმა უნდა, ჩვენ მიერ ისინიც გადამოწმებულია. ხალხურ მედიცინაში მართლაც ხშირად გვხვდება ისეთი მცენარეები, რომლებიც რთულად მოსაპოვებელია, ჩვენს რეცეპტებში კი ინგრედიენტები მაქსიმალურადაა დაახლოებული რეალობასთან.

- კონკრეტულად, რომელი დაავადებების სამკურნალო რეცეპტებია წიგნში წარმოდგენილი?

- რეცეპტები ორგანოთა სისტემების მიხედვითაა დაყოფილი. მაგალითად, ცალ-ცალკეა გამოყოფილი კუჭ-ნაწლავის, ნერვული, გულ-სისხლძარღვთა სისტემების დაავადებათა რეცეპტები, რათა მკითხველს მისთვის საინტერესო რეცეპტის მოძიება გაუადვილდეს.

შეგვიძლია, რამდენიმე მარტივი რჩევა გაგიზიაროთ - მაგალითად, იმუნიტეტის ასამაღლებლად, ლიმონი, თაფლი და ალოეს კომბინაცია ძალიან სასარგებლოა, ტუბერკულოზის დროსაც კი იყენებდნენ ამ ძველ, ხალხურ რეცეპტს. ასევე სასარგებლოა შავი ღვინოს, ალოეს და თაფლის კომბინაციაც. ხველების შემთხვევაში ვირისტერფა ან ქონდრის ჩაი შეუცვლელი საშუალებებია, თუნდაც, დაჭრილი ხახვი შაქრით ან თაფლით, ბუნებრივი ანტიბიოტიკია. ქონდრის ჩაი პნევმონიის დროსაც კი, ანტიბიოტიკზე არანაკლებ ეფექტიანია, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ექიმის მიერ დანიშნულ ანტიბიოტიკზე უარი ვთქვათ და ქონდრით ვიმკურნალოთ - ის მხოლოდ დამხმარე საშუალებად უნდა გამოვიყენოთ მკურნალობის დასაჩქარებლად, ქონდრის ჩაი ბრონქიტების დროსაც საოცრად ეფექტურია. დღეში 2-3 ჭიქა შეგიძლიათ დალიოთ. დღეს გახშირებულია ნერვული პათოლოგიები და ამ მხრივაც, ბევრი სასარგებლო რეცეპტი შეგიძლიათ ჩვენს წიგნში ამოიკითხოთ. იმის გამო, რომ სტრესულ გარემოში გვიწევს ცხოვრება, დღის ბოლოს, თუნდაც კატაბალახას, შავბალახას ნაყენის, კუნელის, ბარამბოს მიღება, სასარგებლოა. არაერთი რეცეპტი გვაქვს კანზე გამონაყარის ან თმის ცვენის სამკურნალოდაც. დღეს საქართველო იოდის დეფიციტის ზონას წარმოადგენს, ენდოკრინულ დაავადებებს, შაქრიან დიაბეტს საკმაოდ ვრცლად მიმოვიხილავთ წიგნში და სასარგებლო რჩევებსაც ვთავაზობთ მკითველს. ცალკე პრობლემაა არასწორი დიაგნოზიც, რომელსაც საკუთარ თავს პაციენტები შეცდომით უსვამენ, დაუზუსტებლად, გამოკვლევის, ექიმის გარეშე. ასევე დაუშვებელია თვითნებურად ან არაპროფესიონალის რჩევით მისი მკურნალობა! ვიმეორებ, რეცეპტები, რომელთაც ამ წიგნში გთავაზობთ მკურნალობის მხოლოდ დამხმარე საშუალებაა. დიაგნოზის დასაზუსტებლად კი ექიმს უნდა მიმართოთ.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს