მსოფლიო
სამართალი

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მანქანის გასაღები პოლიციას ჰქონდა... არ გამოვრიცხავ, დანაზე ერთი წვეთი სისხლი მოაცხო" - 20 წლის გოგონას მკვლელობის საქმის განხილვა დაიწყო
"მანქანის გასაღები პოლიციას ჰქონდა... არ გამოვრიცხავ, დანაზე ერთი წვეთი სისხლი მოაცხო" - 20 წლის გოგონას მკვლელობის საქმის განხილვა დაიწყო

თემ­ქა­ზე 20 წლის ანა ნაც­ვლიშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის საქ­მის არ­სე­ბი­თი გან­ხილ­ვა დღეს და­ი­წყო. მკვლე­ლო­ბა­ში ბრა­ლი გო­გო­ნას შეყ­ვა­რე­ბულს, ლადო გრი­გა­ლაშ­ვილს ედე­ბა.

ბრალ­დე­ბუ­ლი ლადო გრი­გა­ლაშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის ფალ­სი­ფი­კა­ცი­ა­ზე სა­უბ­რობს. რო­გორც ნა­ი­რა ოტი­აშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, გა­მო­ძი­ე­ბის მიერ გა­მო­ცხა­დე­ბულ მკვლე­ლო­ბის ია­რაღ­ზე, და­ნა­ზე არა­ნა­ი­რი სის­ხლის კვა­ლი არ იყო და არ გა­მო­რი­ცხავს, რომ "და­ნა­ზე სის­ხლის წვე­თი წა­უს­ვეს". ამას­თან, ნა­ი­რა ოტი­აშ­ვი­ლის თქმით, და­ნის პა­რა­მეტ­რე­ბი არ ემ­თხვე­ვა ჭრი­ლო­ბე­ბის ზო­მებს და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ად­ვო­კა­ტი მი­იჩ­ნევს, რომ ჭრი­ლო­ბე­ბი გარ­დაც­ვლილ­ზე არაა მი­ყე­ნე­ბუ­ლი იმ და­ნით, რო­მე­ლიც გა­მო­ძი­ე­ბის მი­ე­რაა ამო­ღე­ბუ­ლი.

მი­სი­ვე თქმით, გარ­დაც­ვლი­ლი გო­გო­ნა­სათ­ვის მი­ყე­ნე­ბუ­ლი 33 ჭრი­ლო­ბა, რო­გორც ბრალ­დე­ბის ფორ­მუ­ლი­რე­ბა­შია, არ არის და­ნით მი­ყე­ნე­ბუ­ლი.

„გო­გო­ნას ჭრი­ლო­ბე­ბი სხვა­დას­ხვა საგ­ნით აქვს მი­ყე­ნე­ბუ­ლი. ძა­ლი­ან დიდ რა­ო­დე­ნო­ბით ჭრი­ლო­ბე­ბი თავ­ში აქვს მი­ყე­ნე­ბუ­ლი, რაც დანა არ არის და ამას ადას­ტუ­რებს ბრალ­დე­ბის მხა­რის დას­კვნე­ბი. და­ნის ეს ზო­მე­ბი არა­ნა­ი­რად არ ემ­თხვე­ვა გო­გო­ნა­სათ­ვის მი­ყე­ნე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბე­ბის ზო­მებს. ცალ­სა­ხად შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ მხო­ლოდ ერთი შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ­სე­ბობს სის­ხლის იქ აღ­მო­ჩე­ნის, იმ პი­რო­ბებ­ში, როცა და­ნის ზო­მე­ბი არ ემ­თხვე­ვა. მოხ­და მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა­თა ფალ­სი­ფი­კა­ცია. თუ ეს დანა არ არის, რომ­ლი­თაც გო­გო­ნას აქვს ჭრი­ლო­ბე­ბი მი­ყე­ნე­ბუ­ლი, შე­სა­ბა­მი­სად, მას­ზე გო­გო­ნას სის­ხლის კვა­ლი არ უნდა იყოს და თუ არის, მა­შინ გა­მო­სა­ძი­ე­ბე­ლია, რა­ტომ არის.

ზუს­ტად ვიცი, რომ მან­ქა­ნის გა­სა­ღე­ბი პო­ლი­ცი­ას ჰქონ­და. ვიდ­რე კა­ნო­ნი­ერ ჩხრე­კას ჩა­ა­ტა­რებ­და, მთლი­ა­ნი მან­ქა­ნა და­ათ­ვა­ლი­ე­რა, ნახა სად რა იყო და არ გა­მოვ­რი­ცხავ, და­ნა­ზე, რო­მე­ლიც თა­ვის ზო­მე­ბით მკვლე­ლო­ბის ია­რა­ღი არ არის, შე­საძ­ლოა ერთი წვე­თი სის­ხლი მო­ა­ცხო. თუ დანა გა­რე­ცხი­ლია, მა­შინ ერთი წვე­თიც არ უნდა იყოს", - გა­ნა­ცხა­და ნა­ი­რა ოტი­აშ­ვილ­მა.

ამ წუ­თებ­ში სა­სა­მარ­თლოს წი­ნა­შე შე­სა­ვალ სი­ტყვას ბრალ­დე­ბის მხა­რე ამ­ბობს. პრო­ცე­სი პრო­კუ­რო­რე­ბის მო­თხოვ­ნით და­ი­ხუ­რა, რად­გან შე­სა­ვალ სი­ტყვა­ში ისი­ნი ლადო გრი­გა­ლაშ­ვი­ლის­თვის წა­ყე­ნე­ბულ მე­ო­რე ბრალ­საც შე­ე­ხე­ბი­ან, რო­მე­ლიც კი­დევ ერთი ახალ­გაზ­რდა გო­გოს პი­რად ცხოვ­რე­ბას შე­ე­ხე­ბა.

გარ­და მკვლე­ლო­ბი­სა, გრი­გა­ლაშ­ვილს პრო­კუ­რა­ტუ­რა სხვა საქ­მე­საც, კერ­ძოდ, პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი მა­სა­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით თან­ხის გა­მო­ძალ­ვა­საც ედა­ვე­ბა. სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბის ცნო­ბით, სა­უ­ბა­რია კი­დევ ერთ ახალ­გაზ­რდა გო­გო­ნა­ზე, რომ­ლის პი­რა­დი ხა­სი­ა­თის ფოტო და ვი­დეო მა­სა­ლე­ბი გა­მო­ძი­ე­ბის ვერ­სი­ით ლადო გრი­გა­ლაშ­ვილ­მა მო­ი­პო­ვა და ამ მა­სა­ლე­ბის გახ­მა­უ­რე­ბის მუ­ქა­რი­თა და შან­ტა­ჟით, გრი­გა­ლაშ­ვი­ლი გარ­კვე­ულ თან­ხას ითხოვ­და.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"მანქანის გასაღები პოლიციას ჰქონდა... არ გამოვრიცხავ, დანაზე ერთი წვეთი სისხლი მოაცხო" - 20 წლის გოგონას მკვლელობის საქმის განხილვა დაიწყო

"მანქანის გასაღები პოლიციას ჰქონდა... არ გამოვრიცხავ, დანაზე ერთი წვეთი სისხლი მოაცხო" - 20 წლის გოგონას მკვლელობის საქმის განხილვა დაიწყო

თემქაზე 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა დღეს დაიწყო. მკვლელობაში ბრალი გოგონას შეყვარებულს, ლადო გრიგალაშვილს ედება.

ბრალდებული ლადო გრიგალაშვილის ადვოკატი მტკიცებულებების ფალსიფიკაციაზე საუბრობს. როგორც ნაირა ოტიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, გამოძიების მიერ გამოცხადებულ მკვლელობის იარაღზე, დანაზე არანაირი სისხლის კვალი არ იყო და არ გამორიცხავს, რომ "დანაზე სისხლის წვეთი წაუსვეს". ამასთან, ნაირა ოტიაშვილის თქმით, დანის პარამეტრები არ ემთხვევა ჭრილობების ზომებს და აქედან გამომდინარე, ადვოკატი მიიჩნევს, რომ ჭრილობები გარდაცვლილზე არაა მიყენებული იმ დანით, რომელიც გამოძიების მიერაა ამოღებული.

მისივე თქმით, გარდაცვლილი გოგონასათვის მიყენებული 33 ჭრილობა, როგორც ბრალდების ფორმულირებაშია, არ არის დანით მიყენებული.

„გოგონას ჭრილობები სხვადასხვა საგნით აქვს მიყენებული. ძალიან დიდ რაოდენობით ჭრილობები თავში აქვს მიყენებული, რაც დანა არ არის და ამას ადასტურებს ბრალდების მხარის დასკვნები. დანის ეს ზომები არანაირად არ ემთხვევა გოგონასათვის მიყენებული ჭრილობების ზომებს. ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ მხოლოდ ერთი შესაძლებლობა არსებობს სისხლის იქ აღმოჩენის, იმ პირობებში, როცა დანის ზომები არ ემთხვევა. მოხდა მტკიცებულებათა ფალსიფიკაცია. თუ ეს დანა არ არის, რომლითაც გოგონას აქვს ჭრილობები მიყენებული, შესაბამისად, მასზე გოგონას სისხლის კვალი არ უნდა იყოს და თუ არის, მაშინ გამოსაძიებელია, რატომ არის.

ზუსტად ვიცი, რომ მანქანის გასაღები პოლიციას ჰქონდა. ვიდრე კანონიერ ჩხრეკას ჩაატარებდა, მთლიანი მანქანა დაათვალიერა, ნახა სად რა იყო და არ გამოვრიცხავ, დანაზე, რომელიც თავის ზომებით მკვლელობის იარაღი არ არის, შესაძლოა ერთი წვეთი სისხლი მოაცხო. თუ დანა გარეცხილია, მაშინ ერთი წვეთიც არ უნდა იყოს", - განაცხადა ნაირა ოტიაშვილმა.

ამ წუთებში სასამართლოს წინაშე შესავალ სიტყვას ბრალდების მხარე ამბობს. პროცესი პროკურორების მოთხოვნით დაიხურა, რადგან შესავალ სიტყვაში ისინი ლადო გრიგალაშვილისთვის წაყენებულ მეორე ბრალსაც შეეხებიან, რომელიც კიდევ ერთი ახალგაზრდა გოგოს პირად ცხოვრებას შეეხება.

გარდა მკვლელობისა, გრიგალაშვილს პროკურატურა სხვა საქმესაც, კერძოდ, პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების გამოყენებით თანხის გამოძალვასაც ედავება. საგამოძიებო უწყების ცნობით, საუბარია კიდევ ერთ ახალგაზრდა გოგონაზე, რომლის პირადი ხასიათის ფოტო და ვიდეო მასალები გამოძიების ვერსიით ლადო გრიგალაშვილმა მოიპოვა და ამ მასალების გახმაურების მუქარითა და შანტაჟით, გრიგალაშვილი გარკვეულ თანხას ითხოვდა.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს