საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ მივიღოთ უცხოური განათლება - საზღვარგარეთ სასწავლებლად წასული სტუდენტების რჩევები
როგორ მივიღოთ უცხოური განათლება - საზღვარგარეთ სასწავლებლად წასული სტუდენტების რჩევები

ბოლო წლებ­ში ძა­ლი­ან გა­ი­ზარ­და უცხო­ეთ­ში სას­წავ­ლებ­ლად წას­ვლის მსურ­ველ­თა რი­ცხვი და იმის გა­სარ­კვე­ვად თუ რა სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით შე­უძ­ლი­ათ ახალ­გაზ­რდებს სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა, რა გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე შე­იძ­ლე­ბა აღ­მოჩ­დნენ, ვე­სა­უბ­რეთ სტუ­დენ­ტებ­სა და კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლებს, რომ­ლებ­მაც სხვა­დას­ხვა სას­ტი­პენ­დიო პროგ­რა­მე­ბით მი­ი­ღეს უცხო­უ­რი გა­ნათ­ლე­ბა.

ჩვე­ნი ერთ-ერთი რეს­პონ­დენ­ტი 27 წლის თა­მა­რი იუ­რის­ტია და ამ­ჟა­მად სა­ქარ­თვე­ლო­ში, ერთ-ერთ არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში მუ­შა­ობს. გერ­მა­ნი­ა­ში, ფრიდ­რიხ ში­ლე­რის სა­ხე­ლო­ბის იე­ნის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­პო­ვე­ბუ­ლი სტი­პენ­დი­ით ის­წავ­ლა. მის­თვის უცხო­ეთ­ში სწავ­ლი­სას ერთ-ერთი მთა­ვა­რი გა­მოწ­ვე­ვა სა­ქარ­თვე­ლო­ში მი­ღე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბის თან­ხვედ­რა და მორ­გე­ბა იყო იქ არ­სე­ბულ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მას­თან.

„სტუ­დენ­ტე­ბის მი­მართ ჩემი გულ­წრფე­ლი რჩე­ვა იქ­ნე­ბა, რომ მხო­ლოდ სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო პრო­დუქ­ტე­ბით არ შე­მო­ი­ფარ­გლონ და მაქ­სი­მა­ლუ­რად ისარ­გებ­ლონ შიდა და სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნე­ზე არ­სე­ბუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბით ბა­კა­ლავ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში, რათა შემ­დგომ დო­ნე­ებ­ზე, სა­ზღვარ­გა­რეთ გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა მათ­თვის ბევ­რად მარ­ტი­ვი და ნაკ­ლე­ბად სტრე­სუ­ლი იყოს" - გვე­უბ­ნე­ბა თა­მა­რი და სტუ­დენ­ტებს ურ­ჩევს:

  • სა­წყი­სი ეტა­პი­დან­ვე იყ­ვნენ პრო­ფე­სი­უ­ლად აქ­ტი­უ­რე­ბი
  • შე­ე­ცა­დონ მი­მი­მუმ ერთ უცხო ენას (გან­სა­კუთ­რე­ბით ინ­გლი­სუ­რი, გერ­მა­ნუ­ლი, ფრან­გუ­ლი) მა­ინც და­ე­უფ­ლონ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლურ დო­ნე­ზე
  • ზუს­ტად გან­სა­ზღვრონ რა პროგ­რა­მა­ზე სურთ სწავ­ლა, და­ა­ვიწ­რო­ვონ სპე­ცი­ა­ლი­ზა­ცია
  • მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დრო და­უთ­მონ აპ­ლი­კა­ცი­ის შევ­სე­ბას
  • გა­მოკ­ვე­თონ მათი უპი­რა­ტე­სო­ბე­ბი, არას­დროს და­წე­რონ ზო­გა­დი სა­მო­ტი­ვა­ციო წე­რი­ლი და იყ­ვნენ კონ­კრე­ტუ­ლე­ბი!

თა­მა­რის მსგავ­სად, თამ­თა­მაც გა­ნათ­ლე­ბა უცხო­ეთ­ში მი­ი­ღო. მან და­ფი­ნან­სე­ბა ლიტ­ვის გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს მიერ გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი საგ­რან­ტო პროგ­რა­მა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბით მო­ი­პო­ვა (http://www.stipendijos.lt/en). აღ­ნიშ­ნუ­ლი პროგ­რა­მა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს, სრუ­ლი და­ფი­ნან­სე­ბა მი­ი­ღონ ლიტ­ვის ნე­ბის­მი­ერ სა­ხელ­მწი­ფო სას­წავ­ლე­ბელ­ში 2-წლი­ან მა­გის­ტრა­ტუ­რა­ზე სას­წავ­ლებ­ლად და და­მა­ტე­ბით ყო­ველ­თვი­უ­რად მი­ი­ღონ 380 ევრო ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი ხარ­ჯე­ბის და­სა­ფა­რად.

სტი­პენ­დი­ის მო­სა­პო­ვებ­ლად თამ­თას დას­ჭირ­და ჩა­რი­ცხვის წე­რი­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან, აპ­ლი­კა­ცი­ის ფორ­მის შევ­სე­ბა და ბა­კა­ლავ­რთან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი გარ­კვე­უ­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბის მი­წო­დე­ბა. ლიტ­ვა­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო ეკო­ნო­მი­კის ფა­კულ­ტეტ­ზე სწავ­ლი­სას მის­თვის ყვე­ლა­ზე მიმ­ზიდ­ვე­ლი სწავ­ლე­ბის ხა­რის­ხი და ის სას­წავ­ლო პროგ­რა­მა (კუ­რი­კუ­ლუ­მი) აღ­მოჩ­ნდა, რო­მე­ლიც მე­ტად ით­ვა­ლის­წი­ნებ­და მის სა­ჭი­რო­ე­ბებს და არ სთა­ვა­ზობ­და რუ­ტი­ნულ საგ­ნებს. რო­გორც ქარ­თველ­მა მა­გის­ტრან­ტმა აღ­ნიშ­ნა, უცხო­ეთ­ში ცხოვ­რე­ბა სწავ­ლის ან თუნ­დაც სხვა მიზ­ნით, არ არის ად­ვი­ლი:

"გან­სხვა­ვე­ბუ­ლი გა­რე­მო და ხალ­ხია, ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვე­ბი, როცა სტუ­დენ­ტი უკან დაბ­რუ­ნე­ბუ­ლა იმის გამო, რომ ვერ შე­ე­გუა გა­რე­მოს. თუმ­ცა, ეს გა­მოწ­ვე­ვა ად­ვი­ლად დაძ­ლე­ვა­დია. იმ ახალ­გაზ­რდებს ვინც გეგ­მავს სა­ზღვარ­გა­რეთ სწავ­ლის გაგ­რძე­ლე­ბას ვურ­ჩევ, რომ ისი­ა­მოვ­ნონ იმ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი გა­რე­მო­თი და ხალ­ხით, ვინც იქ დახ­ვდე­ბათ" - გვი­თხრა თამ­თამ.

უცხო­ეთ­ში სწავ­ლა­ზე გვე­სა­უბ­რა ანას­ტა­სია, რო­მე­ლიც საფ­რან­გე­თის ერთ-ერთ ბიზ­ნეს სკო­ლა­ში მარ­კე­ტინ­გის მე­ნე­ჯმენტს სწავ­ლობს. მან აღ­ნიშ­ნა, რომ უცხო­ეთ­ში გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა არ არის მხო­ლოდ ის ინ­ფორ­მა­ცია, რო­მელ­საც სწავ­ლის პრო­ცეს­ში იღებ, არა­მედ ეს პი­როვ­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა­ცაა. ანას­ტა­სია საფ­რან­გეთ­ში სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბი­სა და საფ­რან­გე­თის სა­ელ­ჩოს ერ­თობ­ლი­ვი პროგ­რა­მით მოხ­ვდა. აღ­ნიშ­ნუ­ლი გრან­ტის­თვის გა­ნა­ცხა­დის შევ­სე­ბა გა­ნათ­ლე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ცენ­ტრის ვებ-გვერ­დი­დან შეძ­ლო და სტი­პენ­დია არა მხო­ლოდ სწავ­ლის, არა­მედ ყო­ველ­თვი­უ­რი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ხარ­ჯე­ბის­თვი­საც მო­ი­პო­ვა.

"სა­ზღვარ­გა­რეთ სწავ­ლის დროს არა­ერთ გა­მოწ­ვე­ვას შე­იძ­ლე­ბა შეხ­ვდე, თუნ­დაც ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­კი­თხებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, თუმ­ცა უმე­ტე­სი მათ­გა­ნის გა­და­ლახ­ვა უფრო მე­ტად გიმ­ტკი­ცებს სა­კუ­თა­რი თა­ვის რწმე­ნას და გმა­ტებს თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბას. მო­მა­ვალ სტუ­დენ­ტებს ვურ­ჩევ, რომ გა­მო­ი­ყე­ნონ უცხო­ეთ­ში ყოფ­ნის ყო­ვე­ლი წამი და მუ­დამ იზ­რუ­ნონ რო­გორც პრო­ფე­სი­ულ, ისე პი­როვ­ნულ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე. რთუ­ლია, ხან­გრძლი­ვია და გზად და­ნე­ბე­ბის ბევ­რი ცდუ­ნე­ბა არ­სე­ბობს, მაგ­რამ ფი­ნიშს რომ მი­აღ­წევთ, ისეთ კმა­ყო­ფი­ლე­ბას იგ­რძნობთ, უკან გა­ი­ხე­დავთ და გა­ი­ფიქ­რებთ, რომ ამ შეგ­რძნე­ბის­თვის კი­დევ უფრო მეტი თავ­გან­წირ­ვაც ღირ­და... და მერე ახა­ლი მა­რა­თო­ნი და­ი­წყე­ბა“ - ამ­ბობს ანას­ტა­სია.

უცხო­ეთ­ში გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა­სა და გა­მოწ­ვე­ვებ­ზე გვე­სა­უბ­რა კი­დევ ერთი ქარ­თვე­ლი სტუ­დენ­ტი ნა­თია, რო­მე­ლიც აშშ-ში, სენტ ლუ­ის­ში მდე­ბა­რე ვა­შინგტო­ნის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, ლან­დშაფ­ტის არ­ქი­ტექ­ტუ­რა­ზე სწავ­ლობს, სწავ­ლის 75%-იანი და­ფი­ნან­სე­ბით. მისი თქმით, აშშ-ის თით­ქმის ყვე­ლა უნი­ვერ­სი­ტეტს აქვს შიდა და­ფი­ნან­სე­ბა (ე.წ. faculty scholarship). ეს გრან­ტი შე­ად­გენს არა­უ­მე­ტეს სწავ­ლის გა­და­სა­ხა­დის 75%-ს. ნა­თი­ას თქმით, კონ­კუ­რენ­ცია ძა­ლი­ან მა­ღა­ლია და სას­წავ­ლო გრან­ტის მი­ღე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლია გა­მოც­დე­ბის შე­ფა­სე­ბებ­ზე, პორ­ტფო­ლი­ო­ზე, გა­მოც­დი­ლე­ბა­ზე და ა.შ.

სწავ­ლის სა­ფა­სუ­რის გარ­და, ბუ­ნებ­რი­ვია სა­ჭი­როა სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ხარ­ჯე­ბის და­ფარ­ვაც, რის­თვი­საც თან­ხის მო­ძი­ე­ბა სხვა­დას­ხვა ფონ­დებ­სა და ცენ­ტრებ­შია შე­საძ­ლე­ბე­ლი, თუმ­ცა ყო­ველ­თვის ვერ ხერ­ხდე­ბა მიზ­ნის მიღ­წე­ვა. ნა­თი­ას შემ­თხვე­ვა­შიც ასე მოხ­და და მან მხო­ლოდ ახ­ლობ­ლე­ბის დახ­მა­რე­ბით შეძ­ლო ოც­ნე­ბის ას­რუ­ლე­ბა და ამე­რი­კა­ში სას­წავ­ლებ­ლად წას­ვლა. ამ­ჟა­მად კი გა­დატ­ვირ­თულ სას­წავ­ლო გრა­ფიკ­თან ერ­თად, 2 სამ­სა­ხურ­ში (ამა­ვე უნი­ვერ­სი­ტეტ­ში) უწევს მუ­შა­ო­ბა და ხში­რად ღა­მის გა­თე­ვის ხარ­ჯზე ახერ­ხებს მე­ცა­დი­ნე­ო­ბას.

„გა­რე­მო აქა­ურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში წარ­მო­სახ­ვის ფარ­გლებს სცდე­ბა. დამ­ხვდა სა­ოც­რად მე­გობ­რუ­ლი გა­რე­მო, მთლი­ა­ნად სტუ­დენ­ტებ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი, გა­მარ­თუ­ლი სის­ტე­მა. აქ არ გაქვს ერთი სა­ა­თიც კი მო­დუ­ნე­ბის უფ­ლე­ბა. თუმ­ცა, ასე­თი ინ­ტენ­სი­უ­რი სწავ­ლის შე­დე­გიც შე­სა­ბა­მი­სია. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ევ­რო­პა­შიც და სა­ქარ­თვე­ლო­შიც საკ­მაო გა­მოც­დი­ლე­ბა მქონ­და დაგ­რო­ვი­ლი, ვთვლი, რომ ამე­რი­კა­ში ჩა­მოს­ვლამ ჩემი პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა თავ­და­ყი­რა და­ა­ყე­ნა. "იძუ­ლე­ბუ­ლი" გამ­ხა­და, რომ გა­ნუ­სა­ზღვრე­ლი რა­ო­დე­ნო­ბის და გან­ზო­მი­ლე­ბის იდე­ე­ბის­თვის გა­მე­ღო კარი, ჩა­მე­ტა­რე­ბი­ნა ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბი მა­ში­ნაც კი, როცა და­სა­წყის­ში­ვე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, რომ წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და" - ამ­ბობს ნა­თია და თა­ნა­ტო­ლებს ურ­ჩევს, მზად იყ­ვნენ გა­მოც­დი­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად და სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნე­ბის გა­საც­ნო­ბად, რად­გან სწო­რედ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი აპოვ­ნი­ნე­ბენ გზას პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა­კენ.

ავ­ტო­რი: გვან­ცა კა­კა­უ­რი­ძე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

როგორ მივიღოთ უცხოური განათლება - საზღვარგარეთ სასწავლებლად წასული სტუდენტების რჩევები

როგორ მივიღოთ უცხოური განათლება - საზღვარგარეთ სასწავლებლად წასული სტუდენტების რჩევები

ბოლო წლებში ძალიან გაიზარდა უცხოეთში სასწავლებლად წასვლის მსურველთა რიცხვი და იმის გასარკვევად თუ რა საშუალებებით შეუძლიათ ახალგაზრდებს საერთაშორისო განათლების მიღება, რა გამოწვევების წინაშე შეიძლება აღმოჩდნენ, ვესაუბრეთ სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს, რომლებმაც სხვადასხვა სასტიპენდიო პროგრამებით მიიღეს უცხოური განათლება.

ჩვენი ერთ-ერთი რესპონდენტი 27 წლის თამარი იურისტია და ამჟამად საქართველოში, ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობს. გერმანიაში, ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის უნივერსიტეტში საქართველოში მოპოვებული სტიპენდიით ისწავლა. მისთვის უცხოეთში სწავლისას ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა საქართველოში მიღებული განათლების თანხვედრა და მორგება იყო იქ არსებულ საგანმანათლებლო სისტემასთან.

„სტუდენტების მიმართ ჩემი გულწრფელი რჩევა იქნება, რომ მხოლოდ საუნივერსიტეტო პროდუქტებით არ შემოიფარგლონ და მაქსიმალურად ისარგებლონ შიდა და საერთაშორისო დონეზე არსებული შესაძლებლობებით ბაკალავრის განმავლობაში, რათა შემდგომ დონეებზე, საზღვარგარეთ განათლების მიღება მათთვის ბევრად მარტივი და ნაკლებად სტრესული იყოს" - გვეუბნება თამარი და სტუდენტებს ურჩევს:

  • საწყისი ეტაპიდანვე იყვნენ პროფესიულად აქტიურები
  • შეეცადონ მიმიმუმ ერთ უცხო ენას (განსაკუთრებით ინგლისური, გერმანული, ფრანგული) მაინც დაეუფლონ პროფესიონალურ დონეზე
  • ზუსტად განსაზღვრონ რა პროგრამაზე სურთ სწავლა, დაავიწროვონ სპეციალიზაცია
  • მნიშვნელოვანი დრო დაუთმონ აპლიკაციის შევსებას
  • გამოკვეთონ მათი უპირატესობები, არასდროს დაწერონ ზოგადი სამოტივაციო წერილი და იყვნენ კონკრეტულები!

თამარის მსგავსად, თამთამაც განათლება უცხოეთში მიიღო. მან დაფინანსება ლიტვის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გამოცხადებული საგრანტო პროგრამაში მონაწილეობით მოიპოვა (http://www.stipendijos.lt/en). აღნიშნული პროგრამა საქართველოს მოქალაქეებს საშუალებას აძლევს, სრული დაფინანსება მიიღონ ლიტვის ნებისმიერ სახელმწიფო სასწავლებელში 2-წლიან მაგისტრატურაზე სასწავლებლად და დამატებით ყოველთვიურად მიიღონ 380 ევრო ცხოვრებისეული ხარჯების დასაფარად.

სტიპენდიის მოსაპოვებლად თამთას დასჭირდა ჩარიცხვის წერილი უნივერსიტეტიდან, აპლიკაციის ფორმის შევსება და ბაკალავრთან დაკავშირებული გარკვეული დოკუმენტების მიწოდება. ლიტვაში საერთაშორისო ეკონომიკის ფაკულტეტზე სწავლისას მისთვის ყველაზე მიმზიდველი სწავლების ხარისხი და ის სასწავლო პროგრამა (კურიკულუმი) აღმოჩნდა, რომელიც მეტად ითვალისწინებდა მის საჭიროებებს და არ სთავაზობდა რუტინულ საგნებს. როგორც ქართველმა მაგისტრანტმა აღნიშნა, უცხოეთში ცხოვრება სწავლის ან თუნდაც სხვა მიზნით, არ არის ადვილი:

"განსხვავებული გარემო და ხალხია, ყოფილა შემთხვევები, როცა სტუდენტი უკან დაბრუნებულა იმის გამო, რომ ვერ შეეგუა გარემოს. თუმცა, ეს გამოწვევა ადვილად დაძლევადია. იმ ახალგაზრდებს ვინც გეგმავს საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელებას ვურჩევ, რომ ისიამოვნონ იმ განსხვავებული გარემოთი და ხალხით, ვინც იქ დახვდებათ" - გვითხრა თამთამ.

უცხოეთში სწავლაზე გვესაუბრა ანასტასია, რომელიც საფრანგეთის ერთ-ერთ ბიზნეს სკოლაში მარკეტინგის მენეჯმენტს სწავლობს. მან აღნიშნა, რომ უცხოეთში განათლების მიღება არ არის მხოლოდ ის ინფორმაცია, რომელსაც სწავლის პროცესში იღებ, არამედ ეს პიროვნული განვითარებაცაა. ანასტასია საფრანგეთში საქართველოს მთავრობისა და საფრანგეთის საელჩოს ერთობლივი პროგრამით მოხვდა. აღნიშნული გრანტისთვის განაცხადის შევსება განათლების საერთაშორისო ცენტრის ვებ-გვერდიდან შეძლო და სტიპენდია არა მხოლოდ სწავლის, არამედ ყოველთვიური საცხოვრებელი ხარჯებისთვისაც მოიპოვა.

"საზღვარგარეთ სწავლის დროს არაერთ გამოწვევას შეიძლება შეხვდე, თუნდაც ადმინისტრაციულ საკითხებთან დაკავშირებით, თუმცა უმეტესი მათგანის გადალახვა უფრო მეტად გიმტკიცებს საკუთარი თავის რწმენას და გმატებს თავდაჯერებულობას. მომავალ სტუდენტებს ვურჩევ, რომ გამოიყენონ უცხოეთში ყოფნის ყოველი წამი და მუდამ იზრუნონ როგორც პროფესიულ, ისე პიროვნულ განვითარებაზე. რთულია, ხანგრძლივია და გზად დანებების ბევრი ცდუნება არსებობს, მაგრამ ფინიშს რომ მიაღწევთ, ისეთ კმაყოფილებას იგრძნობთ, უკან გაიხედავთ და გაიფიქრებთ, რომ ამ შეგრძნებისთვის კიდევ უფრო მეტი თავგანწირვაც ღირდა... და მერე ახალი მარათონი დაიწყება“ - ამბობს ანასტასია.

უცხოეთში განათლების მიღებასა და გამოწვევებზე გვესაუბრა კიდევ ერთი ქართველი სტუდენტი ნათია, რომელიც აშშ-ში, სენტ ლუისში მდებარე ვაშინგტონის უნივერსიტეტში, ლანდშაფტის არქიტექტურაზე სწავლობს, სწავლის 75%-იანი დაფინანსებით. მისი თქმით, აშშ-ის თითქმის ყველა უნივერსიტეტს აქვს შიდა დაფინანსება (ე.წ. faculty scholarship). ეს გრანტი შეადგენს არაუმეტეს სწავლის გადასახადის 75%-ს. ნათიას თქმით, კონკურენცია ძალიან მაღალია და სასწავლო გრანტის მიღება დამოკიდებულია გამოცდების შეფასებებზე, პორტფოლიოზე, გამოცდილებაზე და ა.შ.

სწავლის საფასურის გარდა, ბუნებრივია საჭიროა საცხოვრებელი ხარჯების დაფარვაც, რისთვისაც თანხის მოძიება სხვადასხვა ფონდებსა და ცენტრებშია შესაძლებელი, თუმცა ყოველთვის ვერ ხერხდება მიზნის მიღწევა. ნათიას შემთხვევაშიც ასე მოხდა და მან მხოლოდ ახლობლების დახმარებით შეძლო ოცნების ასრულება და ამერიკაში სასწავლებლად წასვლა. ამჟამად კი გადატვირთულ სასწავლო გრაფიკთან ერთად, 2 სამსახურში (ამავე უნივერსიტეტში) უწევს მუშაობა და ხშირად ღამის გათევის ხარჯზე ახერხებს მეცადინეობას.

„გარემო აქაურ უნივერსიტეტში წარმოსახვის ფარგლებს სცდება. დამხვდა საოცრად მეგობრული გარემო, მთლიანად სტუდენტებზე ორიენტირებული, გამართული სისტემა. აქ არ გაქვს ერთი საათიც კი მოდუნების უფლება. თუმცა, ასეთი ინტენსიური სწავლის შედეგიც შესაბამისია. მიუხედავად იმისა, რომ ევროპაშიც და საქართველოშიც საკმაო გამოცდილება მქონდა დაგროვილი, ვთვლი, რომ ამერიკაში ჩამოსვლამ ჩემი პროფესიული განვითარება თავდაყირა დააყენა. "იძულებული" გამხადა, რომ განუსაზღვრელი რაოდენობის და განზომილების იდეებისთვის გამეღო კარი, ჩამეტარებინა ექსპერიმენტები მაშინაც კი, როცა დასაწყისშივე დარწმუნებული ვიყავი, რომ წარუმატებელი იქნებოდა" - ამბობს ნათია და თანატოლებს ურჩევს, მზად იყვნენ გამოცდილების მისაღებად და საინტერესო ადამიანების გასაცნობად, რადგან სწორედ ეს ადამიანები აპოვნინებენ გზას პროფესიული განვითარებისაკენ.

ავტორი: გვანცა კაკაურიძე

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ