პოლიტიკა
სამართალი

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზესტაფონში "ქურდული სამყაროს" წევრობის ბრალდებით 6 კრიმინალური ავტორიტი დააკავეს - შსს დეტალებზე
ზესტაფონში "ქურდული სამყაროს" წევრობის ბრალდებით 6 კრიმინალური ავტორიტი დააკავეს - შსს დეტალებზე

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ „ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს“ წევ­რო­ბის ბრალ­დე­ბით 6 პირი და­ა­კა­ვა. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ორ­გა­ნი­ზე­ბულ და­ნა­შა­ულ­თან ბრძო­ლის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სის, მა­მუ­კა ჭე­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბით, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო გა­ნაგ­რძობს ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის და „ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს“ წი­ნა­აღ­მდეგ შე­უ­რი­გე­ბელ ბრძო­ლას.

მისი ინ­ფორ­მა­ი­ცით, იმე­რე­თის, რაჭა-ლე­ჩხუ­მი­სა და ქვე­მო სვა­ნე­თის პო­ლი­ცი­ის და გან­სა­კუთ­რე­ბულ და­ვა­ლე­ბა­თა დე­პარ­ტა­მენ­ტე­ბის, ასე­ვე, სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის და­სავ­ლე­თის რე­გი­ო­ნუ­ლი მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ერ­თობ­ლი­ვად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სა­გა­მო­ძი­ე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად, მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, ზეს­ტა­ფონ­ში, ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს წევ­რო­ბის ბრალ­დე­ბით, კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტე­ბი, ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს აქ­ტი­უ­რი წევ­რე­ბი: 1984 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი თ.კ., 1967 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი, წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი მ.ბ. (მეტ­სა­ხე­ლად „ბახა-ბახა“) და 1968 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი, წარ­სულ­ში მრა­ვალ­ჯერ ნა­სა­მარ­თლე­ვი ა.ბ. და­ა­კა­ვეს. მათ მიერ ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი 7-დან 10 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

რო­გორც ჭე­ლი­ძემ გა­ნა­ცხა­და, გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი აღი­ა­რე­ბენ ე.წ. „ქურ­დულ სამ­ყა­როს“.

„ისი­ნი მო­ნა­წი­ლე­ო­ბას იღებ­დნენ „ქურ­დულ გარ­ჩე­ვებ­ში“ და აქ­ტი­უ­რი კავ­ში­რი ჰქონ­დათ უცხო­ეთ­ში მყოფ ქარ­თველ „კა­ნო­ნი­ერ ქურ­დთან“ - ფრი­დონ სუ­ლაქ­ვე­ლი­ძეს­თან (მეტ­სა­ხე­ლად „პა­წუა“) და მის ძმას­თან - ხვი­ჩა სუ­ლაქ­ვე­ლი­ძეს­თან, რომ­ლე­ბის­გა­ნაც და­ვა­ლე­ბებს იღებ­დნენ და „ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს“ მიერ დად­გე­ნი­ლი წე­სე­ბით მოქ­მე­დებ­დნენ.

კერ­ძოდ, ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი ზეს­ტა­ფონ­ში მდე­ბა­რე ერთ-ერთი კა­ფეს მფლო­ბე­ლის­გან, 1977 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გ.ჯ.-სგან, კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დის - ფრი­დონ სუ­ლაქ­ვე­ლი­ძის მიერ მისი სა­მე­წარ­მეო საქ­მი­ა­ნო­ბის მფარ­ვე­ლო­ბის სა­ნაც­ვლოდ, მუ­ქა­რი­თა და ქურ­დუ­ლი გარ­ჩე­ვის გზით, ყო­ველ­თვი­უ­რად მო­გე­ბის 30 პრო­ცენ­ტის გა­დახ­დას მო­ი­თხოვ­დნენ.

ხვი­ჩა სუ­ლაქ­ვე­ლი­ძის ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლის დად­გე­ნის და და­კა­ვე­ბის მიზ­ნით, ტარ­დე­ბა ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი.

გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ს 223-ე პრი­მა მუხ­ლის 1-ლი ნა­წი­ლით, რაც „ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს“ წევ­რო­ბას გუ­ლის­ხმობს.

ასე­ვე, „ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს“ წევ­რო­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლია წარ­სულ­ში სხვა­დას­ხვა მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის­თვის ნა­სა­მარ­თლე­ვი 2 პირი.

ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ორ­გა­ნი­ზე­ბულ და­ნა­შა­ულ­თან ბრძო­ლის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს და სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ერ­თობ­ლი­ვად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად, ე.წ. კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტე­ბი - 1980 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ბ.ბ. და 1981 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი, ჯ.ო. და­ა­კა­ვეს. მათ მიერ ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი 7-დან 10 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა, ბ.ბ. და ჯ.ო., მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, სა­კუ­თარ სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლებ­ში და­ა­კა­ვეს. პო­ლი­ცი­ამ, და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის პი­რა­დი და სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბის ჩხრე­კი­სას, მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნე­ბი ამო­ი­ღო, რომ­ლებ­შიც ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის „ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს“ წევ­რებ­თან კავ­ში­რის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი ინ­ფორ­მა­ცია ინა­ხე­ბა.

გა­მო­ძი­ე­ბამ და­ად­გი­ნა, რომ ბ.ბ.-მ და ჯ.ო.-მ, უცხო­ეთ­ში მყოფ „კა­ნო­ნი­ერ ქურ­დთან“ - ნა­დირ სა­ლი­ფოვ­თან (მეტ­სა­ხე­ლად „გული“) შე­თან­ხმე­ბით, მო­ქა­ლა­ქეს „ქურ­დუ­ლი გარ­ჩე­ვა“ მო­უ­წყეს და დიდი ოდე­ნო­ბით თან­ხას სძა­ლავ­დნენ.

გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი მო­ნა­წი­ლე­ო­ბას იღებ­დნენ „ქურ­დულ გარ­ჩე­ვებ­ში“ და „ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს“ მიერ დად­გე­ნი­ლი წე­სე­ბით მოქ­მე­დებ­დნენ.გა­მო­ძი­ე­ბა ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს წევ­რო­ბის ფაქ­ტზე მიმ­დი­ნა­რე­ობს, სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ს 223-პრი­მა მუხ­ლის 1-ლი ნა­წი­ლით.

მიმ­დი­ნა­რე წლის 16 ივ­ნისს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს კა­ხე­თის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტში „ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს“ წევ­რი, 1962 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გ.ე. და­ა­კა­ვეს.

და­კა­ვე­ბუ­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის მიერ სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 223 პრი­მა მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით 2007 წლი­დან იძებ­ნე­ბო­და, რაც „ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს“ წევ­რო­ბას გუ­ლის­ხმობს და 7-დან 10 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

და­კა­ვე­ბუ­ლი აღი­ა­რებს „ქურ­დულ სამ­ყა­როს“. მას მჭიდ­რო კავ­ში­რი ჰქონ­და სა­ზღვარ­გა­რეთ მყოფ კა­ნო­ნი­ერ ქურ­დთან - ზაზა ელი­კაშ­ვილ­თან და „ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს“ სხვა წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან: ოთარ ელიზ­ბა­რაშ­ვილ­თან (მეტ­სა­ხე­ლად „ჭა­ღა­რა“), გი­ორ­გი ახალ­მო­სუ­ლიშ­ვილ­თან (მეტ­სა­ხე­ლად „ბურ­ვა­კა“), ნო­დარ გი­ორ­გა­ძეს­თან (მეტ­სა­ხე­ლად „ოდო“), ბე­სიკ ჭან­ყოშ­ვილ­თან (მეტ­სა­ხე­ლად „დრე­ლე“)“, -აცხა­დე­ბენ შსს-ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

ზესტაფონში "ქურდული სამყაროს" წევრობის ბრალდებით 6 კრიმინალური ავტორიტი დააკავეს - შსს დეტალებზე

ზესტაფონში "ქურდული სამყაროს" წევრობის ბრალდებით 6 კრიმინალური ავტორიტი დააკავეს - შსს დეტალებზე

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით 6 პირი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსის, მამუკა ჭელიძის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს ორგანიზებული დანაშაულის და „ქურდული სამყაროს“ წინააღმდეგ შეურიგებელ ბრძოლას.

მისი ინფორმაიცით, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტების, ასევე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დასავლეთის რეგიონული მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ზესტაფონში, ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით, კრიმინალური ავტორიტეტები, ქურდული სამყაროს აქტიური წევრები: 1984 წელს დაბადებული თ.კ., 1967 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი მ.ბ. (მეტსახელად „ბახა-ბახა“) და 1968 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ა.ბ. დააკავეს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

როგორც ჭელიძემ განაცხადა, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები აღიარებენ ე.წ. „ქურდულ სამყაროს“.

„ისინი მონაწილეობას იღებდნენ „ქურდულ გარჩევებში“ და აქტიური კავშირი ჰქონდათ უცხოეთში მყოფ ქართველ „კანონიერ ქურდთან“ - ფრიდონ სულაქველიძესთან (მეტსახელად „პაწუა“) და მის ძმასთან - ხვიჩა სულაქველიძესთან, რომლებისგანაც დავალებებს იღებდნენ და „ქურდული სამყაროს“ მიერ დადგენილი წესებით მოქმედებდნენ.

კერძოდ, ბრალდებულები ზესტაფონში მდებარე ერთ-ერთი კაფეს მფლობელისგან, 1977 წელს დაბადებული გ.ჯ.-სგან, კანონიერი ქურდის - ფრიდონ სულაქველიძის მიერ მისი სამეწარმეო საქმიანობის მფარველობის სანაცვლოდ, მუქარითა და ქურდული გარჩევის გზით, ყოველთვიურად მოგების 30 პროცენტის გადახდას მოითხოვდნენ.

ხვიჩა სულაქველიძის ადგილსამყოფელის დადგენის და დაკავების მიზნით, ტარდება ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ს 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც „ქურდული სამყაროს“ წევრობას გულისხმობს.

ასევე, „ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით დაკავებულია წარსულში სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი 2 პირი.

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს და საქართველოს მთავარი პროკურატურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტები - 1980 წელს დაბადებული ბ.ბ. და 1981 წელს დაბადებული, ჯ.ო. დააკავეს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა, ბ.ბ. და ჯ.ო., მოსამართლის განჩინების საფუძველზე, საკუთარ საცხოვრებელ სახლებში დააკავეს. პოლიციამ, დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, მობილური ტელეფონები ამოიღო, რომლებშიც ბრალდებულების „ქურდული სამყაროს“ წევრებთან კავშირის დამადასტურებელი ინფორმაცია ინახება.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბ.ბ.-მ და ჯ.ო.-მ, უცხოეთში მყოფ „კანონიერ ქურდთან“ - ნადირ სალიფოვთან (მეტსახელად „გული“) შეთანხმებით, მოქალაქეს „ქურდული გარჩევა“ მოუწყეს და დიდი ოდენობით თანხას სძალავდნენ.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები მონაწილეობას იღებდნენ „ქურდულ გარჩევებში“ და „ქურდული სამყაროს“ მიერ დადგენილი წესებით მოქმედებდნენ.გამოძიება ქურდული სამყაროს წევრობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 223-პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით.

მიმდინარე წლის 16 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „ქურდული სამყაროს“ წევრი, 1962 წელს დაბადებული გ.ე. დააკავეს.

დაკავებული სამართალდამცველების მიერ სისხლის სამართლის კოდექსის 223 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით 2007 წლიდან იძებნებოდა, რაც „ქურდული სამყაროს“ წევრობას გულისხმობს და 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დაკავებული აღიარებს „ქურდულ სამყაროს“. მას მჭიდრო კავშირი ჰქონდა საზღვარგარეთ მყოფ კანონიერ ქურდთან - ზაზა ელიკაშვილთან და „ქურდული სამყაროს“ სხვა წარმომადგენლებთან: ოთარ ელიზბარაშვილთან (მეტსახელად „ჭაღარა“), გიორგი ახალმოსულიშვილთან (მეტსახელად „ბურვაკა“), ნოდარ გიორგაძესთან (მეტსახელად „ოდო“), ბესიკ ჭანყოშვილთან (მეტსახელად „დრელე“)“, -აცხადებენ შსს-ში.

"დამნაშავე რომ ყოფილიყო, ქალაქში არ ივლიდა" - რას ჰყვება გორში მკვლელობის ფაქტზე დაკავებულის მამა

გორში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს

შშმ პირის გაუპატიურებაში ბრალდებულს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა - რა ინფორმაციას ავრცელებს პროკურატურა