ავტორი:

როგორი იქნება საზოგადოებრივი საპირფარეშო, რომელიც თბილისში 30 ადგილას დაიდგმება

როგორი იქნება საზოგადოებრივი საპირფარეშო, რომელიც თბილისში 30 ადგილას დაიდგმება

ივლისში თბილისში 30 საზოგადოებრივი საპირფარეშო დაიდგმება. საპირფარეშოებით მომსახურებისთვის თანხის გადახდა შესაძლებელი იქნება, როგორც ნაღდი ანგარიშსწორებით, ისე „მეტრომანითა“ და სხვა პლასტიკური ბარათებით.

„საპირფარეშოები ისე იქნება მოწესრიგებული, რომ ყველაფერს თვითონ გააკეთებს, ექნება ავტომატური რეცხვა და ადამიანის ჩარევა ნაკლებად იქნება,“ - განმარტეს მერიის ქონების მართვის სააგენტოში.

კომპანია „სითი ბოქსს,“ რომელიც საზოგადოებრივ საპირფარეშოებს განათავსებს, ვალდებულება აქვს, რომ ობიექტები იყოს შშმ პირებისთვის ადაპტირებული, საინფორმაციო წარწერებზე იყოს გათვალისწინებული ბრაილის შრიფტი. ამასთან, საპირფარეშო აღჭურვილი იქნება ბავშვისთვის გამოსაცვლელი მაგიდით.

„ეს იქნება მზა კონსტრუქცია, რომელიც უკვე შეკვეთილია და უნდა ჩამოიტანონ. კონსტრუქციები იქნება ანტივანდალური, ანუ სპეციალური მასალით დამზადებული. მიწისქვეშა კომუნიკაციები უკვე მოწესრიგებული და გამზადებულია და დადგმა სავარაუდოდ, ივლისში დაიწყება,“ - განმარტეს ქონების მართვის სააგენტოში.

ავტომატიზირებული საპირფარეშოს მოვლა-პატრონობასა და სანიტარულ-ჰიგიენური პირობების დაცვაზე პასუხისმგებელი იქნება მოიჯარე, რომელიც ასევე ვალდებულია, ცხელი ხაზის მუშაობა კვირაში 7 დღის განმავლობაში 24-საათიანი რეჟიმით განახორციელოს.

ნახეთ ადგილების ჩამონათვალი, სადაც საზოგადოებრივი ტუალეტები განთავსდება

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ