პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მოტივი არის მძიმე შეურაცხყოფა..." - რა განცხადებები გააკეთეს მხარეებმა პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებულის პროცესზე
"მოტივი არის მძიმე შეურაცხყოფა..." - რა განცხადებები გააკეთეს მხარეებმა პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებულის პროცესზე

ქო­ბუ­ლეთ­ში, სო­ფელ მუ­ხა­ეს­ტა­ტეს პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სის მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე და­კა­ვე­ბუ­ლის ად­ვო­კა­ტი მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფის­თვის წარ­დგე­ნი­ლი მუხ­ლის გა­დაკ­ვა­ლი­ფი­ცი­რე­ბას ითხოვს.

"ჩვენ ვი­თხოვთ მუხ­ლის გა­დაკ­ვა­ლი­ფი­ცი­რე­ბას, რად­გან გა­მო­ძი­ე­ბა რა­საც ჩემი დაც­ვის ქვეშ მყოფს ედა­ვე­ბა, რე­ა­ლუ­რად ასე არ არის", - ამის შე­სა­ხებ პო­ლი­ცი­ე­ლის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლის ად­ვო­კატ­მა დალი ინა­იშ­ვილ­მა სა­სა­მარ­თლო სხდო­მის და­წყე­ბამ­დე ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

რო­გორც მან გან­მარ­ტა, და­კა­ვე­ბის დროს პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის მხრი­დან მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფის მი­მართ არა­ა­და­მი­ა­ნურ მო­პყრო­ბას ჰქონ­და ად­გი­ლი.

"პრო­ცე­სის შემ­დეგ უფრო დე­ტა­ლუ­რად ვი­სა­უბ­რებ. მკვლე­ლო­ბა მოხ­და, ჩემი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი ბრალს აღი­ა­რებს, მაგ­რამ არა იმ მუხ­ლით, რა­საც გა­მო­ძი­ე­ბა ედა­ვე­ბა. ფაქ­ტი­უ­რად მოხ­და პო­ლი­ცი­ა­ში არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბა და ვმუ­შა­ობთ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, რომ გა­მო­ვავ­ლი­ნოთ ეს ფაქ­ტიც. მო­ტი­ვი არის მძი­მე შე­უ­რა­ცხყო­ფა, რაც გარ­დაც­ვლილ­მა ჩემი დაც­ვის ქვეშ მყოფს მი­ა­ყე­ნა. მა­ნამ­დეც იყო შე­უ­რა­ცხყო­ფა, არამ­ხო­ლოდ მის მი­მართ, არა­მედ სო­ფელ­ში სხვა პი­რე­ბის მი­მარ. პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სი მტრუ­ლად იყო გან­წყო­ბი­ლი ჩემი დაც­ვის ქვეშ მყო­ფის მი­მართ. ჩვენ ვი­თხოვთ მუხ­ლის გა­დაკ­ვა­ლი­ფი­ცი­ე­რე­ბას 109-ე მუხ­ლის ნაც­ვლად 108-ე მუხ­ლით, რაც თა­ვი­დან იყო და მერე პრო­კუ­რა­ტუ­რამ და­უმ­ძი­მა. ფაქ­ტის დროს ბრალ­დე­ბუ­ლი იყო ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში",- გა­ნა­ცხა­და ბე­სიკ ტა­კი­ძის ად­ვო­კატ­მა დალი ინა­იშ­ვილ­მა.

საქ­მის პრო­კუ­რო­რო­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბუტა ან­თა­ძე სამ­სა­ხუ­რებ­რივ მო­ვა­ლე­ო­ბას ას­რუ­ლებ­და, რო­დე­საც ბრალ­დე­ბულ­მა სა­სიკ­ვდი­ლო ჭრი­ლო­ბა და­ნით მი­ა­ყე­ნა.

რო­გორც პრო­კუ­რორ­მა სხდო­მა­ზე აღ­ნიშ­ნა, ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი ბე­სიკ ტა­კი­ძე სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს ხელს უშ­ლი­და. მი­სი­ვე თქმით, პო­ლი­ცი­ელ­მა ბუტა ან­თა­ძემ ბრალ­დე­ბულს მო­უ­წო­და, რომ ტე­რი­ტო­რი­ი­დან წა­სუ­ლი­ყო, თუცა ბე­სიკ ტა­კი­ძე პო­ლი­ცი­ე­ლის მო­თხოვ­ნას არ და­ე­მორ­ჩი­ლა, გა­ღი­ზი­ან­და და მას სა­სიკ­ვდი­ლო ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა.

"16 ივ­ნისს, სო­ფელ გვა­რა­ში, რა დრო­საც არა­გა­ბა­რი­ტუ­ლი ტვირ­თის გა­და­ზიდ­ვის პრო­ცე­სი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, ბუტა ან­თა­ძე სამ­სა­ხუ­რე­ობ­რივ მო­ვა­ლე­ო­ბას ას­რუ­ლებ­და. და­ახ­ლო­ე­ბით ღა­მის 3 სა­ათ­ზე ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი პირი ტვირ­თის უსაფრ­თხო გა­და­ზიდ­ვას ხელს უშ­ლი­და. პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სი ტა­კი­ძე მო­უ­წო­დებ­და არ შე­ე­შა­ლა ხელი ტვირ­თის უსაფრ­თხოდ გა­და­ზიდ­ვა­ში, რა­ზეც ბრალ­დე­ბუ­ლი გა­ღი­ზი­ან­და, მო­უ­ლოდ­ნე­ლად პო­ლი­ცი­ელს თავს და­ეს­ხა და სამ­ზა­რე­უ­ლოს და­ნით სა­სიკ­ვდი­ლო ჭრი­ლო­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა. ბრა­ლი 16-დან 20 წლამ­დე ან უვა­დო პა­ტიმ­რო­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს",- გა­ნა­ცხა­და ფრი­დონ ქარ­ცი­ვა­ძემ.

ბა­თუ­მის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში სო­ფელ მუ­ხა­ეს­ტა­ტეს პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სის ბუტა ან­თა­ძის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლის პრო­ცე­სი მიმ­დი­ნა­რე­ობს. დღე­ვან­დელ პრო­ცეს­ზე მხა­რე­ე­ბი აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­ფარ­დე­ბა­ზე მსჯე­ლო­ბენ.

00:00 / 00:00

"მოტივი არის მძიმე შეურაცხყოფა..." - რა განცხადებები გააკეთეს მხარეებმა პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებულის პროცესზე

"მოტივი არის მძიმე შეურაცხყოფა..." - რა განცხადებები გააკეთეს მხარეებმა პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებულის პროცესზე

ქობულეთში, სოფელ მუხაესტატეს პოლიციის განყოფილების უფროსის მკვლელობის ფაქტზე დაკავებულის ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის წარდგენილი მუხლის გადაკვალიფიცირებას ითხოვს.

"ჩვენ ვითხოვთ მუხლის გადაკვალიფიცირებას, რადგან გამოძიება რასაც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ედავება, რეალურად ასე არ არის", - ამის შესახებ პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატმა დალი ინაიშვილმა სასამართლო სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან განმარტა, დაკავების დროს პოლიციელების მხრიდან მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას ჰქონდა ადგილი.

"პროცესის შემდეგ უფრო დეტალურად ვისაუბრებ. მკვლელობა მოხდა, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს აღიარებს, მაგრამ არა იმ მუხლით, რასაც გამოძიება ედავება. ფაქტიურად მოხდა პოლიციაში არაადამიანური მოპყრობა და ვმუშაობთ ამ მიმართულებით, რომ გამოვავლინოთ ეს ფაქტიც. მოტივი არის მძიმე შეურაცხყოფა, რაც გარდაცვლილმა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს მიაყენა. მანამდეც იყო შეურაცხყოფა, არამხოლოდ მის მიმართ, არამედ სოფელში სხვა პირების მიმარ. პოლიციის უფროსი მტრულად იყო განწყობილი ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ. ჩვენ ვითხოვთ მუხლის გადაკვალიფიციერებას 109-ე მუხლის ნაცვლად 108-ე მუხლით, რაც თავიდან იყო და მერე პროკურატურამ დაუმძიმა. ფაქტის დროს ბრალდებული იყო ნასვამ მდგომარეობაში",- განაცხადა ბესიკ ტაკიძის ადვოკატმა დალი ინაიშვილმა.

საქმის პროკურორორის ინფორმაციით, ბუტა ანთაძე სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, როდესაც ბრალდებულმა სასიკვდილო ჭრილობა დანით მიაყენა.

როგორც პროკურორმა სხდომაზე აღნიშნა, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ბესიკ ტაკიძე სამართალდამცავებს ხელს უშლიდა. მისივე თქმით, პოლიციელმა ბუტა ანთაძემ ბრალდებულს მოუწოდა, რომ ტერიტორიიდან წასულიყო, თუცა ბესიკ ტაკიძე პოლიციელის მოთხოვნას არ დაემორჩილა, გაღიზიანდა და მას სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.

"16 ივნისს, სოფელ გვარაში, რა დროსაც არაგაბარიტული ტვირთის გადაზიდვის პროცესი მიმდინარეობდა, ბუტა ანთაძე სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა. დაახლოებით ღამის 3 საათზე ნასვამ მდგომარეობაში მყოფი პირი ტვირთის უსაფრთხო გადაზიდვას ხელს უშლიდა. პოლიციის უფროსი ტაკიძე მოუწოდებდა არ შეეშალა ხელი ტვირთის უსაფრთხოდ გადაზიდვაში, რაზეც ბრალდებული გაღიზიანდა, მოულოდნელად პოლიციელს თავს დაესხა და სამზარეულოს დანით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. ბრალი 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს",- განაცხადა ფრიდონ ქარცივაძემ.

ბათუმის საქალაქო სასამართლოში სოფელ მუხაესტატეს პოლიციის განყოფილების უფროსის ბუტა ანთაძის მკვლელობაში ბრალდებულის პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ პროცესზე მხარეები აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ.

"ჩემი ინფორმაციით, იაკობ ბრეგვაძე ინახავს ფოტოაპარატს, რომლითაც იღებდა შაქარაშვილის გაუჩინარების დროს" - რას წერს პოლიციელი პატაკში

"განზრახული ჰქონდა, ცეცხლის წაკიდებით მოეკლა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი ქალი" - პროკურატურის განცხადება თბილისში მომხდარ ინციდენტზე

შეკვეთილი მკვლელობების ქრონიკა - საქართველოში მოკლული ადამიანების ბურუსით მოცული საქმეები