"კარგი ქორწილი გამოგვივიდა. ყველაზე მთავარი ის იყო, რომ ერთ კვირაში მოვაგვარეთ ყველაფერი ლევანის ჩამოსვლიდან. გიჟური გრაფიკი გვქონდა, მაგრამ საბედნიეროდ, ყველაფერმა გაამართლა"... - ამბობს ლევან გორგაძის ძმა ლაშა გორგაძე. მან სულ ახლახან ოჯახი შექმნა, თავის ცხოვრება – მაკო დევნოზაშვილს დაუკავშირა და ულამაზესი ქორწილი გადაიხადა, რომელსაც ტოჩინოშინი 7 თვე ელოდებოდა.
მისთვის უბედნიერეს დღეზე ლაშა გორგაძე mshoblebi.ge-ს ესაუბრა.
- ჩემი ძმა 7 თვე ელოდა ამ დღეს, ძალიან უნდოდა ქორწილს თავად დასწრებოდა. მოგეხსენებათ ყველაფერს მოკლებული იყო, თუ რამ სასიხარულო ხდებოდა ჩვენს ოჯახში. თავისი ბავშვი პირველად აეროპორტში ნახა, როდესაც ჩამოვიდა... ჩემთვის წარმოუდგენელი სიხარული იყო, ჩემი ბედნიერების დღეს რომ ძმა გვერდით მყავდა.
- თვითონაც ხომ არ იყო ჩართული, თუ როგორი უნდა ყოფილიყო თქვენი ქორწილი?
- დიახ, ტრადიციული ქართული ქორწილი გვსურდა და ასეთიც გადავიხადეთ მცხეთაში. ქორწილს ძალიან გვილამაზებდა ანსამბლი "რუსთავი"... კარგი ქორწილი გამოგვივიდა. ყველაზე მთავარი ის იყო, რომ ერთ კვირაში მოვაგვარეთ ყველაფერი ლევანის ჩამოსვლიდან. გიჟური გრაფიკი გვქონდა, მაგრამ საბედნიეროდ ყველაფერმა გაამართლა.
- ბავშვობიდან მოყოლებული განსაკუთრებული ძმობა გაქვთ, ძმის იმედი ყოველთვის გქონდათ?
- დიახ... ლევანი ძალიან თბილი ადამიანია, ძალიან მზრუნველი და ჩვენი ძმობაც მართლაც გამორჩეულია. სულ სამი წელია ჩვენს შორის განსხვავება, მაგრამ ბავშვობაში დიდივით მივლიდა... 15-16 წლის, რომ ვიყავი, მქონდა რაღაც ინციდენტები, ქუჩური გარჩევები და უფროსი ძმა სულ მეხმარებოდა. იმედიანად ვიყავი...განაგრძეთ კითხვა და დაათვალიერეთ ქორწილის ფოტოები