პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქალის სახელი ლენინის პატივსაცემად - საქართველოში გავრცელებული 35 სახელის განმარტება
ქალის სახელი ლენინის პატივსაცემად - საქართველოში გავრცელებული 35 სახელის განმარტება

ალ­ბათ ნე­ბის­მი­ერს აინ­ტე­რე­სებს სა­კუ­თა­რი სა­ხე­ლის ის­ტო­რია, წარ­მო­მავ­ლო­ბა – თუ რას ნიშ­ნავს, რო­დის და რო­გორ წარ­მო­იშ­ვა ის. ამის­თვის ვაგ­რძე­ლებთ ჩვენს ცნო­ბილ რუბ­რი­კას - "ქარ­თუ­ლი გვარ-სა­ხე­ლე­ბი", რომ­ლის მი­მართ მკი­თხვე­ლის ინ­ტე­რე­სი ყო­ველ­თვის დი­დია.

გთა­ვა­ზობთ სა­ქარ­თვე­ლო­ში გავ­რცე­ლე­ბულ ქა­ლის სა­ხე­ლებს. თემა მომ­ზა­დე­ბუ­ლია პრო­ფე­სორ ზუ­რაბ ჭუმ­ბუ­რი­ძის მიერ წლე­ბის წინ და­მუ­შა­ვე­ბულ და შედ­გე­ნი­ლი წიგ­ნის - "რა გქვია შენ?" მი­ხედ­ვით.

მაია - ძვე­ლი ინ­დუ­რი ღვთა­ე­ბის – ბუ­დას დე­დას ერ­ქვა. ასე­ვე ეწო­დე­ბა მერ­კუ­რის ანუ ჰერ­მე­სის დე­დას ბერ­ძნულ მი­თო­ლო­გი­ა­ში. მა­ი­კო - მაია-ს, მა­რი­ამ-ის ან მაკ­რი­ნე-ს სა­ა­ლერ­სო ფორ­მაა. ამ სა­ხით მხო­ლოდ ქარ­თულ­ში წარ­მოგ­ვიდ­გე­ბა.

მაკა - ევ­რო­პულ ენებ­ში დამ­კვიდ­რე­ბუ­ლი ფორ­მაა, მი­ღე­ბუ­ლი ისე­თი სა­ხე­ლე­ბის შე­მოკ­ლე­ბის გზით, რო­გო­რი­ცაა მაკ­რი­ნე, მა­რია, მარ­გა­რი­ტა და სხვ.

მად­ლე­ნა – წარ­მო­ად­გენს მაგ­და­ლი­ნა-ს ფრან­გულ ფორ­მას, ჩვენ­ში ახა­ლი ნა­სეს­ხე­ბია (შე­ა­და­რეთ მაგ­დას, მაგ­და­ნას).

მა­თი­კო - ქარ­თუ­ლი სა­ხე­ლია, მი­ღე­ბუ­ლი მარ­თა-ს მო­ფე­რე­ბი­თი ფორ­მი­სა­გან.

მაკ­რი­ნე - (ლა­თი­ნუ­რი) "ხმე­ლი,~ "გამ­ხდა­რი~. მისი მო­ფე­რე­ბი­თი ფორ­მე­ბია ქარ­თულ­ში და­მო­უ­კი­დე­ბელ სა­ხე­ლე­ბად ქცე­უ­ლი მა­ი­კო და მაკა, აგ­რეთ­ვე მაკო.

მა­ნა­ნა - (ძვე­ლი ებ­რა­უ­ლი) ბიბ­ლი­უ­რი სა­ხე­ლია, ნიშ­ნავს "მცი­რეს,~ "ცით მოვ­ლე­ნილს~, გა­და­ტა­ნით "ზე­ცი­ურ პურს~ (რო­მელ­საც ღმერ­თი უგ­ზავ­ნი­და სამ­შობ­ლო­დან დევ­ნილ ებ­რა­ე­ლებს). ქა­ლის სა­ხე­ლად გან­სა­კუთ­რე­ბით ფარ­თოდ გავ­რცელ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში.

მარ­გა­ლი­ტა - (ლა­თი­ნუ­რი) "მარ­გა­ლი­ტი~. პირ­ვე­ლა­დი ფორ­მაა მარ­გა­რიტ(ა), შე­მოკ­ლე­ბუ­ლი – მარ­გო.

მა­რეხ - (არა­ბუ­ლი) "მარ­სი~. პა­რა­ლე­ლუ­რი ფორ­მაა მა­რიხ. პი­როვ­ნულ სა­ხე­ლე­ბად გვხვდე­ბა ამ პლა­ნე­ტის ლა­თი­ნუ­რი სა­ხელ­წო­დე­ბაც – ვე­ნე­რა, ქარ­თუ­ლიც – ცის­კა­რა.

მარ­თა - (არა­მე­უ­ლი) "ქალ­ბა­ტო­ნი,~ "დი­ა­სახ­ლი­სი~. მისი მო­ფე­რე­ბი­თი ფორ­მაა ქარ­თულ­ში მა­თი­კო. მარ­თა ერ­ქვა ქრის­ტეს მე­გობ­რის ლა­ზა­რეს დას, მე­ნელ­სა­ცხებ­ლე დე­დას, რო­მე­ლიც იხ­სე­ნი­ე­ბა სა­ხა­რე­ბა­ში: "იყო ვინ­მე დე­და­კა­ცი, რომ­ლი­საი სა­ხე­ლი მარ­თა, და შე­იყ­ვა­ნა თა­ვა­დი სა­ხიდ (სახ­ლში) თვი­სა~ (ლუკა 10, 38).

მა­გუ­ლი - (ქარ­თუ­ლი) მეგ­რუ­ლად ნიშ­ნავს "მსგავსს~.

მა­რი­ამ - (ძვე­ლი ებ­რა­უ­ლი) მო­ე­პო­ვე­ბა რამ­დე­ნი­მე გან­მარ­ტე­ბა: 1. "შე­უ­პო­ვა­რი,~ "და­უ­მორ­ჩი­ლე­ბე­ლი~, უარ­მყო­ფე­ლი~; 2. "მწა­რე~; 3. "ქალ­ბა­ტო­ნი~; 4. "საყ­ვა­რე­ლი უფ­ლი­სა~. უფრო სარ­წმუ­ნოდ მი­იჩ­ნე­ვა პირ­ვე­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა. მა­რი­ა­მი ერ­ქვა ყოვ­ლად­წ­მინ­და ღმრთის­მშო­ბელს, რომ­ლის წილ­ხვედ­რიც არის სა­ქარ­თვე­ლო. ბუ­ნებ­რი­ვია, რომ სა­ხე­ლი უძ­ვე­ლე­სი დრო­ი­დან­ვე ხში­რად გვხვდე­ბა ქარ­თულ წე­რი­ლო­ბით წყა­რო­ებ­ში. ქარ­თულ­ში მა­რი­ა­მის მო­ფე­რე­ბი­თი ფორ­მე­ბია: მარო, მა­რი­კო, მა­ი­კო, მაშო, მა­ში­კო. ასე­თი სა­ა­ლერ­სო ფორ­მე­ბი სხვა ენე­ბი­და­ნაც არის შე­მო­სუ­ლი: მარი, მა­რი­კა, მა­რუ­სია. გვხვდე­ბა ამ ფუ­ძი­დან ნა­წარ­მო­ე­ბი გვა­რე­ბიც: მა­რი­ა­მი­ძე, მა­რი­ა­მუ­ლი.

მა­რი­ნა, მა­რი­ნე - (ლა­თი­ნუ­რი) "ზღვი­სა~. ლა­თი­ნუ­რად ზღვას ეწო­დე­ბა მარე, რო­მე­ლიც სა­ფუძ­ვლად უდევს ვა­ჟის სა­ხე­ლებს: მა­რი­ან, მა­რინ, მარი, ხოლო ამათ­გან შემ­დეგ წარ­მოქ­მნი­ლია ქა­ლის სა­ხე­ლე­ბი: მა­რი­ნა||მა­რი­ნე, მა­რი­ა­ნა და სხვა. ხსე­ნე­ბულ პა­რა­ლე­ლურ ფორ­მა­თა­გან ქარ­თულ­ში ამ­ჟა­მად ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლია მა­რი­ნა (ნა­სეს­ხე­ბი სლა­ვუ­რი­დან), თუმ­ცა ის­ტო­რი­უ­ლად უფრო ძვე­ლი და ლა­თი­ნურ­თან ახ­ლოს მდგო­მი ფორ­მაა მა­რი­ნე.

მაყ­ვა­ლა - (ქარ­თუ­ლი) აღ­ნიშ­ნავს "შავ­ტუ­ხას,~ "შავგვრე­მანს~. მნიშ­ვნე­ლო­ბის მხრივ შე­ა­და­რეთ მავ­რა, მე­ლა­ნია.

მეგი - მაგ­დას ინ­გლი­სუ­რი ფორ­მაა.

მე­დეა - ძვე­ლი ქარ­თუ­ლი სა­ხე­ლია, გა­ურ­კვე­ვე­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბი­სა. გა­მოთ­ქმუ­ლია ვა­რა­უ­დი, რომ ეს სა­ხე­ლი შე­იძ­ლე­ბა უკავ­შირ­დე­ბო­დეს ზმნას "მინ­და~ (შდრ. ვა­ჟის სა­ხე­ლი მინ­დია) ე.ი. ნიშ­ნავ­დეს "სა­სურ­ველს,~ თავ­და­პირ­ვე­ლად კი - "გრძნე­ულს~ (გ. რო­გა­ვა). მისი მო­ფე­რე­ბი­თი ფორ­მაა მე­დი­კო. ცნო­ბი­ლი ბერ­ძნუ­ლი მი­თის მი­ხედ­ვით, მე­დეა ერ­ქვა კოლ­ხე­თის მე­ფის ასულს, არ­გო­ნავ­ტე­ბის წი­ნამ­ძღოლ ია­ზო­ნის მე­უღ­ლეს (ძვ.წ.VIII ს.). არ­სე­ბობს სა­ფუძ­ვლი­ა­ნი ვა­რა­უ­დი, რომ ამ სა­ხე­ლის­გან მომ­დი­ნა­რე­ობ­დეს მეც­ნი­ე­რე­ბის დარ­გის სა­ხელ­წო­დე­ბა – მე­დი­ცი­ნა.

მერი - მა­რი­ამ-ის ინ­გლი­სუ­რი ფორ­მაა, რო­მე­ლიც ქარ­თულ­ში ახა­ლი შე­მო­სუ­ლია. ეს სა­ხე­ლი ჰქვია გა­ლა­კტი­ონ ტა­ბი­ძის პო­ე­ტუ­რი ოც­ნე­ბის ქა­ლიშ­ვილს, რო­მელ­საც პო­ეტ­მა მი­უ­ძღვნა რამ­დე­ნი­მე შე­სა­ნიშ­ნა­ვი ლექ­სი.

მი­მო­ზა - თბილ ქვეყ­ნებ­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ყვა­ვი­ლო­ვა­ნი მცე­ნა­რის სა­ხელ­წო­დე­ბაა, ქცე­უ­ლი პი­როვ­ნულ სა­ხე­ლად (მნიშ­ვნე­ლო­ბის მხრივ შე­ა­და­რეთ ია, ვარ­დო, ეძ­ნე­ლა...)

მი­რან­და - შე­მოკ­ლე­ბუ­ლი ფორ­მაა მი­რან­დუხტ-ისა, რო­მე­ლიც წარ­მო­შო­ბით ირა­ნუ­ლი სა­ხე­ლია და "მი­რი­ა­ნის ასულს~ ან "ამი­რის (ბა­ტო­ნის) ასულს~ ნიშ­ნავს (შე­ა­და­რეთ გუ­რან­დუხტ||გუ­რან­და "გუ­რა­მის ასუ­ლი,~ ნა­ხეთ კი­დევ ვა­ჟის სა­ხე­ლი მირ­ზა). ვახ­ტანგ გორ­გას­ლის ერთ დას გუ­რან­დუხ­ტი ერ­ქვა, მე­ო­რეს – მი­რან­დუხ­ტი. ეს სა­ხე­ლე­ბი სრუ­ლი ფორ­მით დღეს აღარ იხ­მა­რე­ბა, მაგ­რამ გვხვდე­ბა შე­მოკ­ლე­ბუ­ლი სა­ხით: გუ­რან­და, მი­რან­და. ეს უკა­ნას­კნე­ლი ემ­თხვე­ვა ევ­რო­პულ სა­ხელს.

ნაზი - (ირა­ნუ­ლი) "კოხ­ტა~. ძველ ირა­ნულ­ში ამ სა­ხელს ატა­რებ­დნენ კა­ცე­ბი, ახალ სპარ­სულ­ში და­უ­კავ­შირ­და ქალს. ქარ­თულ­ში მხო­ლოდ ქა­ლის სა­ხე­ლად გვხვდე­ბა. მისი მო­ფე­რე­ბი­თი ფორ­მე­ბია: ნა­ზია, ნაზო, ნა­ზი­კო.

ნა­ზიბ­რო­ლა - (ქარ­თუ­ლი) აკა­კი წე­რეთ­ლის პო­ე­მა "გამ­ზრდე­ლის~ ერთ-ერთი პერ­სო­ნა­ჟის სა­ხე­ლია.

ნა­თე­ლა - (ქარ­თუ­ლი) ერთ-ერთი ძალ­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი სა­ხე­ლია ქა­ლი­სა, წი­ნათ კა­ცის სა­ხე­ლა­დაც გვხვდე­ბო­და (მნიშ­ვნე­ლო­ბის მხრივ შე­ა­და­რეთ: ლუკა, ლუ­კი­ნა, ფო­ტი­ნე, რო­ქ­სა­ნა, კლა­რა, ლუ­ცია, ლუ­ჩია, სვეტ­ლა­ნა და სხვ.). აქე­და­ნაა გვა­რე­ბი: ნა­თე­ლაშ­ვი­ლი, ნა­თე­ლა­ძე, ნა­თე­ლა­უ­რი. ნა­თე­ლა ჰქვია აკა­კი წე­რეთ­ლის ამა­ვე სა­ხელ­წო­დე­ბის პო­ე­მის მთა­ვარ გმირს.

ნა­თია - (ქარ­თუ­ლი) ნა­თე­ლას პა­რა­ლე­ლუ­რი ფორ­მაა. გვხვდე­ბა ჯერ კი­დევ XV ს. დამ­დეგს: რო­გორც "ქარ­თლის ცხოვ­რე­ბა~ გვა­უ­წყებს, მეფე გი­ორ­გი VII-ს ცო­ლად ჰყავ­და ქუც­ნა ამი­რე­ჯი­ბის ასუ­ლი ნა­თია. ნა­თე­ლას მსგავ­სად, ნა­თია (ნა­თაი) გვხვდე­ბა კა­ცის სა­ხე­ლა­დაც (იხ­სე­ნი­ე­ბა, მა­გა­ლი­თად, სვა­ნე­თის კრე­ბის მა­ტი­ა­ნე­ში, რო­მელ­საც XIII ს. მე­ო­რე ნა­ხევ­რით ათა­რი­ღე­ბენ). მის­გან ჩანს მი­ღე­ბუ­ლი გვა­რე­ბი: ნა­თა­ძე, ნა­თი­ძე, ნა­თიშ­ვი­ლი.

ნა­ი­ლი - (არა­ბუ­ლი) "სა­ჩუ­ქა­რი~. არა­ბულ­ში კა­ცის სა­ხე­ლია. ქა­ლის სა­ხე­ლად ქცე­უ­ლია აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ­ში ნა­ი­ლია-ს ფორ­მით.

ნა­ი­რა - (არა­ბუ­ლი) "ნა­თე­ლა~.

ნანა - (ბერ­ძნუ­ლი) "პა­წა­წი­ნა~. ეს სა­ხე­ლი ერ­ქვა ქარ­თლის დე­დო­ფალს, მი­რი­ა­ნის მე­უღ­ლეს, მო­ცი­ქულ­თა სწორს, რომ­ლის დრო­საც ქრის­ტი­ა­ნო­ბა დამ­კვიდ­რდა სა­ქარ­თვე­ლო­ში (IV ს.). არ­სე­ბობს ვა­რა­უ­დი, რომ ნანა შე­საძ­ლოა უკავ­შირ­დე­ბო­დეს ძვე­ლი ხე­თუ­რი ღვთა­ე­ბის სა­ხელ­წო­დე­ბას. მას­თან კავ­შირ­შია მომ­დევ­ნო რამ­დე­ნი­მე სა­ხე­ლიც.

ნანი - (ქარ­თუ­ლი) გვხვდე­ბა სვა­ნე­თის კრე­ბის მა­ტი­ა­ნე­ში (XIII ს.). ნა­ნა­სა და ნა­ნის მო­ფე­რე­ბი­თი ფორ­მე­ბია: ნა­ნია, ნანო, ნა­ნი­კო, ნა­ნუ­კა.

ნა­ნუ­ლი - (ქარ­თუ­ლი) ესეც ნა­ნის სა­ა­ლერ­სო ფორ­მაა, ქცე­უ­ლი და­მო­უ­კი­დე­ბელ სა­ხე­ლად.

ნარ­გი­ზა - (ბერ­ძნუ­ლი) პა­რა­ლე­ლუ­რი ფორ­მაა ნარ­გი­ზი. ან­ტი­კუ­რი მი­თის მი­ხედ­ვით, ნარ­კი­სი ანუ ნარ­ცი­სი ერ­ქვა თა­ვის თავ­ზე შეყ­ვა­რე­ბულ ლა­მაზ ჭა­ბუკს, რო­მე­ლიც თა­ვი­სი სი­ლა­მა­ზის საჭ­ვრე­ტად სულ წყალ­ში იყუ­რე­ბო­და და ღმერ­თებ­მა ყვა­ვი­ლად აქ­ცი­ეს. ამ ყვა­ვი­ლის სა­ხე­ლი ქარ­თუ­ლად გად­მო­ი­ცე­მა ნარ­გი­ზის ფორ­მით და იგი ქა­ლის სა­ხე­ლად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა. იგი სა­ერ­თოდ აღ­მო­სავ­ლეთ­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლია ქა­ლის სა­ხე­ლად, თვით ბერ­ძნულ­ში კი ნარ­კი­სი ანუ ნარ­ცი­სი ვა­ჟის სა­ხე­ლია, ნარ­კი­სა – ქა­ლი­სა. სა­ხე­ლის ფუ­ძეა ბერ­ძნუ­ლი ზმნა ნარ­კაო - "ვა­შე­შებ~ (შე­ა­და­რეთ სი­ტყვა ნარ­კო­ზი).

ნელი - ელე­ნე-ს (ან კი­დევ მად­ლე­ნა-ს) მო­ფე­რე­ბი­თი ფორ­მაა. ნა­სეს­ხე­ბია ევ­რო­პუ­ლი ენე­ბი­დან.

ნენე - (ქარ­თუ­ლი) "დე­დი­სა~.

ნეს­ტან - ნეს­ტან-და­რე­ჯან-ის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლია, ქცე­უ­ლი ცალ­კე სა­ხე­ლად. ნეს­ტან-და­რე­ჯა­ნი მომ­დი­ნა­რე­ობს სპარ­სუ­ლი გა­მოთ­ქმი­სა­გან: ნესთ ან­და­რე ჯა­ჰან - "სწო­რუ­პო­ვა­რი,~ უფრო ზუს­ტად: "არ არის ქვეყ­ნად (მისი ტოლი)~, ეს სა­ხე­ლი ჰქვია "ვე­ფხის­ტყა­ოს­ნის~ მთა­ვარ გმირ ქალს. სრუ­ლი (კომ­პო­ზი­ტი­უ­რი) ფორ­მა, გარ­და "ვე­ფხის­ტყა­ოს­ნი­სა,~ და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია ის­ტო­რი­ულ ძეგ­ლებ­ში (იხ. სა­ქარ­თვე­ლოს სიძ­ვე­ლე­ნი, III, 140). რო­გორც ნეს­ტა­ნი, ისე და­რე­ჯა­ნი გვხვდე­ბა ცალ-ცალ­კე სა­ხე­ლე­ბად.

ნი­ნელ-ი - (რუ­სუ­ლი) შე­და­რე­ბით ახა­ლი წარ­მოქ­მნი­ლი სა­ხე­ლია, რო­მელ­ში­აც ბო­ლო­დან იკი­თხე­ბა "ლე­ნინ~.

ნია - (ბერ­ძნუ­ლი) "ახა­ლი~.

ნინო - სა­ქარ­თვე­ლო­ში უძ­ვე­ლე­სი დრო­ი­დან დღემ­დე, ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე ფარ­თოდ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ქა­ლის სა­ხე­ლია. ნინო ერ­ქვა ქარ­თველ­თა გან­მა­ნათ­ლე­ბელს, მო­ცი­ქულ­თა სწორს. სა­ხე­ლის ეტი­მო­ლო­გია და­უდ­გე­ნე­ლია. ზო­გი­ერ­თის აზრი, შე­საძ­ლოა უკავ­შირ­დე­ბო­დეს ასი­რი­უ­ლი ნა­ყო­ფი­ე­რე­ბის ღვთა­ე­ბის სა­ხელს ნინ-ს (მის­გან­ვე მომ­დი­ნა­რე­ობს ასი­რი­ის დე­და­ქა­ლა­ქის სა­ხელ­წო­დე­ბა ნი­ნე­ვია). ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, ნინო ამ ფორ­მით მხო­ლოდ ქარ­თვე­ლებ­ში გვხვდე­ბა და ქარ­თუ­ლი სა­ხე­ლია. მას კავ­ში­რი არა აქვს ევ­რო­პულ ნინა-სთან, რო­მე­ლიც ანი­ნა, კა­ტა­რი­ნა, ჯო­ვა­ნი­ნა და სხვა მის­თა­ნა სა­ხელ­თა შე­მოკ­ლე­ბით არის მი­ღე­ბუ­ლი. ნი­ნოს მო­ფე­რე­ბი­თი ფორ­მე­ბია: ნი­ნი­კო, ნი­ნუ­ცა, ნუცა, ნუ­ცი­კო. მის­გან ნა­წარ­მო­ე­ბია გვა­რი ნი­ნოშ­ვი­ლი.

ნონა - (ეგ­ვიპ­ტუ­რი) "ღვთი­სად­მი მი­ძღვნი­ლი,~ "ღვთი­სად­მი შე­წი­რუ­ლი~. სხვაგ­ვა­რი ეტი­მო­ლო­გი­ით, ლა­თი­ნუ­რად ნიშ­ნავს "მე­ცხრეს~ (ნა­წარ­მო­ე­ბია ნო­ნუს ვა­ჟის სა­ხე­ლი­სა­გან). ამ სა­ხე­ლის ფარ­თოდ გავ­რცე­ლე­ბას გან­სა­კუთ­რე­ბით შე­უ­წყო ხელი სა­ხე­ლო­ვა­ნი მო­ჭად­რა­კის, მსოფ­ლი­ოს ხუთგზის ჩემ­პი­ო­ნის, ნონა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლის პო­პუ­ლა­რო­ბამ.

ნორა - ელე­ო­ნო­რა-ს შე­მოკ­ლე­ბუ­ლი ფორ­მაა.

ნუნუ - შე­საძ­ლოა უკავ­შირ­დე­ბო­დეს ძველ ეგ­ვიპ­ტურს, სა­დაც ‘ნუნ’ მთა­ვა­რი წარ­მარ­თუ­ლი ღვთა­ე­ბის სა­ხე­ლია. ის იყო ყვე­ლა სხვა ღვთა­ე­ბის სა­თა­ვე, მა­რა­დი­უ­ლი წყლის ქა­ო­სი.

მირანდუხტი
0

ძალიან ძალიან დიდი შეცდომაა , ვინ უვიცმა იკადრა ამის გავრცელება ? მირანდა და მირანდუხტი-ს არანაირი კავშირი არ აქვს ერთმანეთთან "მი­რან­და - შე­მოკ­ლე­ბუ­ლი ფორ­მაა მი­რან­დუხტ-ისა, რო­მე­ლიც წარ­მო­შო­ბით ირა­ნუ­ლი სა­ხე­ლია და "მი­რი­ა­ნის ასულს" ან "ამი­რის (ბა­ტო­ნის) ასულს" ნიშ­ნავს (შე­ა­და­რეთ გუ­რან­დუხტ||გუ­რან­და "გუ­რა­მის ასუ­ლი," ნა­ხეთ კი­დევ ვა­ჟის სა­ხე­ლი მირ­ზა). ვახ­ტანგ გორ­გას­ლის ერთ დას გუ­რან­დუხ­ტი ერ­ქვა, მე­ო­რეს – მი­რან­დუხ­ტი. ეს სა­ხე­ლე­ბი სრუ­ლი ფორ­მით დღეს აღარ იხ­მა­რე­ბა, მაგ­რამ გვხვდე­ბა შე­მოკ­ლე­ბუ­ლი სა­ხით: გუ­რან­და, მი­რან­და. ეს უკა­ნას­კნე­ლი ემ­თხვე­ვა ევ­რო­პულ სა­ხელს."

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

ქალის სახელი ლენინის პატივსაცემად - საქართველოში გავრცელებული 35 სახელის განმარტება

ქალის სახელი ლენინის პატივსაცემად - საქართველოში გავრცელებული 35 სახელის განმარტება

ალბათ ნებისმიერს აინტერესებს საკუთარი სახელის ისტორია, წარმომავლობა – თუ რას ნიშნავს, როდის და როგორ წარმოიშვა ის. ამისთვის ვაგრძელებთ ჩვენს ცნობილ რუბრიკას - "ქართული გვარ-სახელები", რომლის მიმართ მკითხველის ინტერესი ყოველთვის დიდია.

გთავაზობთ საქართველოში გავრცელებულ ქალის სახელებს. თემა მომზადებულია პროფესორ ზურაბ ჭუმბურიძის მიერ წლების წინ დამუშავებულ და შედგენილი წიგნის - "რა გქვია შენ?" მიხედვით.

მაია - ძველი ინდური ღვთაების – ბუდას დედას ერქვა. ასევე ეწოდება მერკურის ანუ ჰერმესის დედას ბერძნულ მითოლოგიაში. მაიკო - მაია-ს, მარიამ-ის ან მაკრინე-ს საალერსო ფორმაა. ამ სახით მხოლოდ ქართულში წარმოგვიდგება.

მაკა - ევროპულ ენებში დამკვიდრებული ფორმაა, მიღებული ისეთი სახელების შემოკლების გზით, როგორიცაა მაკრინე, მარია, მარგარიტა და სხვ.

მადლენა – წარმოადგენს მაგდალინა-ს ფრანგულ ფორმას, ჩვენში ახალი ნასესხებია (შეადარეთ მაგდას, მაგდანას).

მათიკო - ქართული სახელია, მიღებული მართა-ს მოფერებითი ფორმისაგან.

მაკრინე - (ლათინური) `ხმელი,~ `გამხდარი~. მისი მოფერებითი ფორმებია ქართულში დამოუკიდებელ სახელებად ქცეული მაიკო და მაკა, აგრეთვე მაკო.

მანანა - (ძველი ებრაული) ბიბლიური სახელია, ნიშნავს `მცირეს,~ `ცით მოვლენილს~, გადატანით `ზეციურ პურს~ (რომელსაც ღმერთი უგზავნიდა სამშობლოდან დევნილ ებრაელებს). ქალის სახელად განსაკუთრებით ფართოდ გავრცელდა საქართველოში.

მარგალიტა - (ლათინური) `მარგალიტი~. პირველადი ფორმაა მარგარიტ(ა), შემოკლებული – მარგო.

მარეხ - (არაბული) `მარსი~. პარალელური ფორმაა მარიხ. პიროვნულ სახელებად გვხვდება ამ პლანეტის ლათინური სახელწოდებაც – ვენერა, ქართულიც – ცისკარა.

მართა - (არამეული) `ქალბატონი,~ `დიასახლისი~. მისი მოფერებითი ფორმაა ქართულში მათიკო. მართა ერქვა ქრისტეს მეგობრის ლაზარეს დას, მენელსაცხებლე დედას, რომელიც იხსენიება სახარებაში: `იყო ვინმე დედაკაცი, რომლისაი სახელი მართა, და შეიყვანა თავადი სახიდ (სახლში) თვისა~ (ლუკა 10, 38).

მაგული - (ქართული) მეგრულად ნიშნავს `მსგავსს~.

მარიამ - (ძველი ებრაული) მოეპოვება რამდენიმე განმარტება: 1. `შეუპოვარი,~ `დაუმორჩილებელი~, უარმყოფელი~; 2. `მწარე~; 3. `ქალბატონი~; 4. `საყვარელი უფლისა~. უფრო სარწმუნოდ მიიჩნევა პირველი მნიშვნელობა. მარიამი ერქვა ყოვლადწმინდა ღმრთისმშობელს, რომლის წილხვედრიც არის საქართველო. ბუნებრივია, რომ სახელი უძველესი დროიდანვე ხშირად გვხვდება ქართულ წერილობით წყაროებში. ქართულში მარიამის მოფერებითი ფორმებია: მარო, მარიკო, მაიკო, მაშო, მაშიკო. ასეთი საალერსო ფორმები სხვა ენებიდანაც არის შემოსული: მარი, მარიკა, მარუსია. გვხვდება ამ ფუძიდან ნაწარმოები გვარებიც: მარიამიძე, მარიამული.

მარინა, მარინე - (ლათინური) `ზღვისა~. ლათინურად ზღვას ეწოდება მარე, რომელიც საფუძვლად უდევს ვაჟის სახელებს: მარიან, მარინ, მარი, ხოლო ამათგან შემდეგ წარმოქმნილია ქალის სახელები: მარინა||მარინე, მარიანა და სხვა. ხსენებულ პარალელურ ფორმათაგან ქართულში ამჟამად ყველაზე პოპულარულია მარინა (ნასესხები სლავურიდან), თუმცა ისტორიულად უფრო ძველი და ლათინურთან ახლოს მდგომი ფორმაა მარინე.

მაყვალა - (ქართული) აღნიშნავს `შავტუხას,~ `შავგვრემანს~. მნიშვნელობის მხრივ შეადარეთ მავრა, მელანია.

მეგი - მაგდას ინგლისური ფორმაა.

მედეა - ძველი ქართული სახელია, გაურკვეველი მნიშვნელობისა. გამოთქმულია ვარაუდი, რომ ეს სახელი შეიძლება უკავშირდებოდეს ზმნას `მინდა~ (შდრ. ვაჟის სახელი მინდია) ე.ი. ნიშნავდეს `სასურველს,~ თავდაპირველად კი - `გრძნეულს~ (გ. როგავა). მისი მოფერებითი ფორმაა მედიკო. ცნობილი ბერძნული მითის მიხედვით, მედეა ერქვა კოლხეთის მეფის ასულს, არგონავტების წინამძღოლ იაზონის მეუღლეს (ძვ.წ.VIII ს.). არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ამ სახელისგან მომდინარეობდეს მეცნიერების დარგის სახელწოდება – მედიცინა.

მერი - მარიამ-ის ინგლისური ფორმაა, რომელიც ქართულში ახალი შემოსულია. ეს სახელი ჰქვია გალაკტიონ ტაბიძის პოეტური ოცნების ქალიშვილს, რომელსაც პოეტმა მიუძღვნა რამდენიმე შესანიშნავი ლექსი.

მიმოზა - თბილ ქვეყნებში გავრცელებული ყვავილოვანი მცენარის სახელწოდებაა, ქცეული პიროვნულ სახელად (მნიშვნელობის მხრივ შეადარეთ ია, ვარდო, ეძნელა...)

მირანდა - შემოკლებული ფორმაა მირანდუხტ-ისა, რომელიც წარმოშობით ირანული სახელია და `მირიანის ასულს~ ან `ამირის (ბატონის) ასულს~ ნიშნავს (შეადარეთ გურანდუხტ||გურანდა `გურამის ასული,~ ნახეთ კიდევ ვაჟის სახელი მირზა). ვახტანგ გორგასლის ერთ დას გურანდუხტი ერქვა, მეორეს – მირანდუხტი. ეს სახელები სრული ფორმით დღეს აღარ იხმარება, მაგრამ გვხვდება შემოკლებული სახით: გურანდა, მირანდა. ეს უკანასკნელი ემთხვევა ევროპულ სახელს.

ნაზი - (ირანული) `კოხტა~. ძველ ირანულში ამ სახელს ატარებდნენ კაცები, ახალ სპარსულში დაუკავშირდა ქალს. ქართულში მხოლოდ ქალის სახელად გვხვდება. მისი მოფერებითი ფორმებია: ნაზია, ნაზო, ნაზიკო.

ნაზიბროლა - (ქართული) აკაკი წერეთლის პოემა `გამზრდელის~ ერთ-ერთი პერსონაჟის სახელია.

ნათელა - (ქართული) ერთ-ერთი ძალზე გავრცელებული სახელია ქალისა, წინათ კაცის სახელადაც გვხვდებოდა (მნიშვნელობის მხრივ შეადარეთ: ლუკა, ლუკინა, ფოტინე, როქსანა, კლარა, ლუცია, ლუჩია, სვეტლანა და სხვ.). აქედანაა გვარები: ნათელაშვილი, ნათელაძე, ნათელაური. ნათელა ჰქვია აკაკი წერეთლის ამავე სახელწოდების პოემის მთავარ გმირს.

ნათია - (ქართული) ნათელას პარალელური ფორმაა. გვხვდება ჯერ კიდევ XV ს. დამდეგს: როგორც `ქართლის ცხოვრება~ გვაუწყებს, მეფე გიორგი VII-ს ცოლად ჰყავდა ქუცნა ამირეჯიბის ასული ნათია. ნათელას მსგავსად, ნათია (ნათაი) გვხვდება კაცის სახელადაც (იხსენიება, მაგალითად, სვანეთის კრების მატიანეში, რომელსაც XIII ს. მეორე ნახევრით ათარიღებენ). მისგან ჩანს მიღებული გვარები: ნათაძე, ნათიძე, ნათიშვილი.

ნაილი - (არაბული) `საჩუქარი~. არაბულში კაცის სახელია. ქალის სახელად ქცეულია აზერბაიჯანულში ნაილია-ს ფორმით.

ნაირა - (არაბული) `ნათელა~.

ნანა - (ბერძნული) `პაწაწინა~. ეს სახელი ერქვა ქართლის დედოფალს, მირიანის მეუღლეს, მოციქულთა სწორს, რომლის დროსაც ქრისტიანობა დამკვიდრდა საქართველოში (IV ს.). არსებობს ვარაუდი, რომ ნანა შესაძლოა უკავშირდებოდეს ძველი ხეთური ღვთაების სახელწოდებას. მასთან კავშირშია მომდევნო რამდენიმე სახელიც.

ნანი - (ქართული) გვხვდება სვანეთის კრების მატიანეში (XIII ს.). ნანასა და ნანის მოფერებითი ფორმებია: ნანია, ნანო, ნანიკო, ნანუკა.

ნანული - (ქართული) ესეც ნანის საალერსო ფორმაა, ქცეული დამოუკიდებელ სახელად.

ნარგიზა - (ბერძნული) პარალელური ფორმაა ნარგიზი. ანტიკური მითის მიხედვით, ნარკისი ანუ ნარცისი ერქვა თავის თავზე შეყვარებულ ლამაზ ჭაბუკს, რომელიც თავისი სილამაზის საჭვრეტად სულ წყალში იყურებოდა და ღმერთებმა ყვავილად აქციეს. ამ ყვავილის სახელი ქართულად გადმოიცემა ნარგიზის ფორმით და იგი ქალის სახელად გამოიყენება. იგი საერთოდ აღმოსავლეთში გავრცელებულია ქალის სახელად, თვით ბერძნულში კი ნარკისი ანუ ნარცისი ვაჟის სახელია, ნარკისა – ქალისა. სახელის ფუძეა ბერძნული ზმნა ნარკაო - `ვაშეშებ~ (შეადარეთ სიტყვა ნარკოზი).

ნელი - ელენე-ს (ან კიდევ მადლენა-ს) მოფერებითი ფორმაა. ნასესხებია ევროპული ენებიდან.

ნენე - (ქართული) `დედისა~.

ნესტან - ნესტან-დარეჯან-ის პირველი ნაწილია, ქცეული ცალკე სახელად. ნესტან-დარეჯანი მომდინარეობს სპარსული გამოთქმისაგან: ნესთ ანდარე ჯაჰან - `სწორუპოვარი,~ უფრო ზუსტად: `არ არის ქვეყნად (მისი ტოლი)~, ეს სახელი ჰქვია `ვეფხისტყაოსნის~ მთავარ გმირ ქალს. სრული (კომპოზიტიური) ფორმა, გარდა `ვეფხისტყაოსნისა,~ დადასტურებულია ისტორიულ ძეგლებში (იხ. საქართველოს სიძველენი, III, 140). როგორც ნესტანი, ისე დარეჯანი გვხვდება ცალ-ცალკე სახელებად.

ნინელ-ი - (რუსული) შედარებით ახალი წარმოქმნილი სახელია, რომელშიაც ბოლოდან იკითხება `ლენინ~.

ნია - (ბერძნული) `ახალი~.

ნინო - საქართველოში უძველესი დროიდან დღემდე, ერთ-ერთ ყველაზე ფართოდ გავრცელებული ქალის სახელია. ნინო ერქვა ქართველთა განმანათლებელს, მოციქულთა სწორს. სახელის ეტიმოლოგია დაუდგენელია. ზოგიერთის აზრი, შესაძლოა უკავშირდებოდეს ასირიული ნაყოფიერების ღვთაების სახელს ნინ-ს (მისგანვე მომდინარეობს ასირიის დედაქალაქის სახელწოდება ნინევია). ყოველ შემთხვევაში, ნინო ამ ფორმით მხოლოდ ქართველებში გვხვდება და ქართული სახელია. მას კავშირი არა აქვს ევროპულ ნინა-სთან, რომელიც ანინა, კატარინა, ჯოვანინა და სხვა მისთანა სახელთა შემოკლებით არის მიღებული. ნინოს მოფერებითი ფორმებია: ნინიკო, ნინუცა, ნუცა, ნუციკო. მისგან ნაწარმოებია გვარი ნინოშვილი.

ნონა - (ეგვიპტური) `ღვთისადმი მიძღვნილი,~ `ღვთისადმი შეწირული~. სხვაგვარი ეტიმოლოგიით, ლათინურად ნიშნავს `მეცხრეს~ (ნაწარმოებია ნონუს ვაჟის სახელისაგან). ამ სახელის ფართოდ გავრცელებას განსაკუთრებით შეუწყო ხელი სახელოვანი მოჭადრაკის, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონის, ნონა გაფრინდაშვილის პოპულარობამ.

ნორა - ელეონორა-ს შემოკლებული ფორმაა.

ნუნუ - შესაძლოა უკავშირდებოდეს ძველ ეგვიპტურს, სადაც ‘ნუნ’ მთავარი წარმართული ღვთაების სახელია. ის იყო ყველა სხვა ღვთაების სათავე, მარადიული წყლის ქაოსი.