Faceამბები
პოლიტიკა
საზოგადოება

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
წიგნები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შანელის" სახლის ქართველი სახეები - მე-20 საუკუნის უმშვენიერესი ქალების ისტორიები
"შანელის" სახლის ქართველი სახეები - მე-20 საუკუნის უმშვენიერესი ქალების ისტორიები

მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნის 20-იან წლებ­ში საბ­ჭო­თა რე­ჟიმს გაქ­ცე­უ­ლი ასო­ბით ქალ­ბა­ტო­ნი, მსოფ­ლიო მო­დის ცენ­ტრში - პა­რიზ­ში სა­მო­სის დე­მონ­ტრი­რე­ბას ახ­დენ­და. ეს ქა­ლე­ბი გა­მო­ირ­ჩე­ოდ­ნენ ელე­გან­ტუ­რო­ბით, დახ­ვე­წი­ლო­ბით, გე­მოვ­ნე­ბი­თა და არის­ტოკ­რა­ტუ­ლო­ბით. თუმ­ცა, რა გა­საკ­ვი­რია, მათი უმ­რავ­ლე­სო­ბა ხომ მარ­თლაც არი­ტოკ­რატ­თა ოჯა­ხე­ბი­დან იყ­ვნენ.

პა­რი­ზის უმ­სხვი­ლე­სი მო­დის სახ­ლე­ბი სი­ა­მოვ­ნე­ბით თა­ნამ­შრომ­ლობ­დნენ მათ­თან, მეტ­საც გე­ტყვით, იმ­ხა­ნად არ იყო არ­ცერ­თი ცნო­ბი­ლი მო­დის სახ­ლი, რო­მე­ლიც ემიგ­რან­ტი მო­დე­ლე­ბით არ იწო­ნებ­და თავს. ამ მო­დის სახ­ლე­ბი­დან კი, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სა­ხე­ლი და სტა­ტუ­სი შა­ნე­ლის მო­დის სახ­ლს ეკა­ვა. თურ­მე კოკო შა­ნე­ლი ხში­რად ხუმ­რობ­და: "ჩემ­თვის, ოვერ­ნი­ე­ლი პრო­ვინ­ცი­ე­ლის­თვის, ნამ­დვი­ლი თა­ვა­დე­ბი შრო­მო­ბე­ნო". ამ­ჯე­რად, შა­ნე­ლის მო­დის სახ­ლის ქარ­თელ მო­დე­ლებ­ზე გი­ამ­ბობთ.

ერთხანს შა­ნე­ლის სახე, გა­ლა­კტი­ო­ნის მუ­ზად წო­დე­ბუ­ლი, ყვე­ლა­სათ­ვის კარ­გად ცნო­ბი­ლი, მერი შერ­ვა­ში­ძე გახ­ლდათ. ამ­ბობ­დნენ, რომ მერი არ იცი­ნო­და, მხო­ლოდ იღი­მე­ბო­დაო.

მერი შერ­ვა­ში­ძე 1888 წელს და­ი­ბა­და ბა­თუმ­ში. ერთხანს ის პე­ტერ­ბურ­გში ცხოვ­რობ­და და იყო იმ­პე­რა­ტო­რის ფრე­ი­ლი­ნა. ცნო­ბი­ლია, რომ ნი­კო­ლოზ II-ს მერი შე­ვა­ში­ძის­თვის მი­უ­მარ­თავს: "Грешно, княжна, быть такой красивой!" 1919 წელს მერი გი­გუ­შა ერის­თავს გაჰ­ყვა ცო­ლად. ის სა­ქარ­თვე­ლო­დან ბოლ­შე­ვი­კე­ბის შე­მოჭ­რამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე წა­ვი­და ემიგ­რა­ცი­ა­ში. თურ­ქეთ­ში შე­ყოვ­ნდა, რად­გან მე­უღ­ლის ჩას­ვლას და­ე­ლო­და. ამა­სო­ბა­ში სტამ­ბოლ­ში გა­მარ­თულ სი­ლა­მა­ზის მსოფ­ლიო კონ­კურ­სში მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და გა­ი­მარ­ჯვა კი­დეც. ემიგ­რა­ცი­ა­ში გი­გუ­შა მალე გარ­და­იც­ვა­ლა. მერი აღარ გა­თხო­ვი­ლა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბევ­რი ეტ­რფო­და. მე­რი­ზე თავ­და­ვი­წყე­ბით იყო შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ად­მი­რალ ოსიპ მა­კა­რო­ვის ვაჟი, რო­მელ­მაც სიკ­ვდი­ლის წინ, 1960-იან წლებ­ში, 500 ათა­სი ფრან­კი უან­დერ­ძა.

სი­ცო­ცხლის უკა­ნას­კნე­ლი დღე­ე­ბი მერი შერ­ვა­ში­ძემ პა­რი­ზის მო­ხუ­ცე­ბულ­თა თავ­შე­სა­ფარ­ში გა­ა­ტა­რა. აქ ინა­ხუ­ლა მწე­რალ­მა, რე­ჟი­სორ­მა რე­ვაზ თა­ბუ­კაშ­ვილ­მა და გა­და­ი­ღო კი­დეც თა­ვის დო­კუ­მენ­ტურ ფილმში.

მერი შერ­ვა­ში­ძე გარ­და­იც­ვა­ლა 97 წლი­სა. და­საფ­ლა­ვე­ბუ­ლია ლე­ვი­ლის ქარ­თველ­თა სა­საფ­ლა­ო­ზე.

„შა­ნე­ლის“ მო­დის სახ­ლის კი­დევ ერთი მშვე­ნე­ბა გახ­ლდათ მე­ლი­ტა ჩო­ლო­ყაშ­ვი­ლი - ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის ნათ­ლუ­ლი და ტი­ცი­ან ტა­ბი­ძის მუზა. იგი 1895 წელს და­ი­ბა­და სა­გა­რე­ჯო­ში. მის სახ­ლში გა­მარ­თულ სა­ლო­ნურ შეხ­ვედ­რებ­ზე ნა­ხავ­დით: გრი­გოლ რო­ბა­ქი­ძეს, პა­ო­ლო იაშ­ვილ­სა და სხვებს. მე­ლი­ტა ბრწყი­ნავ­და სი­ლა­მა­ზით, სიმ­ღე­რი­სა და ცეკ­ვის ნი­ჭით - პო­ე­ტე­ბი ლექ­სებს უძღვნიდ­ნენ, მხატ­ვრე­ბი ტი­ლო­ზე იმახ­სოვ­რებ­დნენ მის მშვე­ნი­ერ ნაკ­ვთებს.

18 წლის ასაკ­ში მე­ლი­ტა ჩო­ლო­ყაშ­ვი­ლი თა­ვის­ზე 20 წლით უფ­როს პე­ტერ­ბურ­გელ ად­ვო­კატ­სა და მწე­რალს კონ­სტან­ტი­ნე ზე­ლენ­სკის გაყ­ვა ცო­ლად. წყვილს ქა­ლიშ­ვი­ლი ლი­ლია შე­ე­ძი­ნათ. ამის შემ­დეგ ოჯა­ხი მალე და­ინ­გრა. 1922 წელს მე­ლი­ტა ქა­ლიშ­ვილ­თან და დას­თან ერ­თად ემიგ­რა­ცი­ა­ში გა­ემ­გზავ­რა. პა­რიზ­ში მე­ლი­ტას შე­მო­სავ­ლის ძი­რი­თა­დი წყა­რო მო­დე­ლო­ბა იყო. შა­ნე­ლის სახ­ლში გა­იც­ნო და და­მე­გობ­რდა მერი შერ­ვა­ში­ძეს­თან. შემ­დეგ­ში ჩო­ლო­ყაშ­ვი­ლის ასუ­ლი მე­ო­რედ გა­თხოვ­და. წლე­ბის შემ­დეგ მე­ლი­ტა ჩო­ლო­ყაშ­ვი­ლი პო­დი­უმ­ზე მის­მა ქა­ლიშ­ვილ­მა ჩა­ა­ნაც­ვლა. ემიგ­რა­ცი­ის გან­მავ­ლო­ბა­ში უმ­შვე­ნი­ე­რე­სი ქალ­ბა­ტო­ნი ერთხელ, 1958 წელს ჩა­მო­ვი­და სა­ქარ­თვე­ლო­ში. მე­ლი­ტა ჩო­ლო­ყაშ­ვი­ლი 1985 წელს გარ­და­იც­ვა­ლა.

ქარ­თუ­ლი წარ­მო­შო­ბის კი­დევ ერთი ქალ­ბა­ტო­ნი შა­ნე­ლის მო­დის სახ­ლში დე­დით ქარ­თვე­ლი, ლი­ლია ზე­ლენ­სკა­ია (მე­ლი­ტა ჩო­ლო­ყაშ­ვი­ლის ასუ­ლი) გახ­ლდათ. ის 1918 წელს და­ი­ბა­და. 6 წლი­დან ემიგ­რა­ცი­ა­ში იზ­რდე­ბო­და. საფ­რან­გეთ­ში და­ამ­თავ­რდა სა­ბა­ლე­ტო სკო­ლა. მთე­ლი ცხოვ­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ლი­ლია ცნო­ბი­ლი დი­ზა­ი­ნე­რე­ბის სა­მო­სის დე­მონ­სტრი­რე­ბით იყო და­კა­ვე­ბუ­ლი.

რაც შე­ე­ხე­ბა პი­რად ცხოვ­რე­ბას - ლი­ლი­ამ ჟურ­ნა­ლისტ იური როტ­ვან­ზე იქორ­წი­ნა. მათ ქა­ლიშ­ვი­ლი შე­ე­ძი­ნათ, რო­მელ­საც ბე­ბი­ის სა­ხე­ლი და­არ­ქვეს. ცნო­ბი­ლია, რომ 1961 წელს უმ­ცრო­სი მე­ლი­ტა ვერ­სალ­ში გა­მარ­თულ მე­ჯლის­ზე მა­ღა­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე წარ­სდგა, რის შემ­დე­გაც მისი ფოტო ჟურ­ნალ „ოფი­სი­ელ­ში" და­ი­ბეჭ­და. "მე­ლი­ტა როტ­ვა­ნია, აფ­რქვევს სი­ლა­მა­ზე­სა და სათ­ნო­ე­ბას" - ასე­თი მი­ნა­წე­რი ჰქონ­და ფო­ტოს.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ გა­რეგ­ნუ­ლი მო­ნა­ცე­მით უმ­ცრო­სი მე­ლი­ტაც გა­მო­ირ­ჩე­ო­და, მან დე­დი­სა და ბე­ბი­ის პრო­ფე­სი­ის გაგ­რძე­ლე­ბას 4 შვი­ლის დე­დო­ბა არ­ჩია. ლი­ლია ზე­ლენ­სკა­ი­ამ ორ­ჯერ იმოგ­ზა­უ­რა დე­დუ­ლეთ­ში. ის 91 წლის ასაკ­ში გარ­და­ი­ვა­ლა. ამ­ბო­ბენ რომ გა­რეგ­ნუ­ლი ბრწყინ­ვა­ლე­ბა სი­ცო­ცხლის ბო­ლომ­დე არ და­უ­კარ­გავს.

რიმა ერის­თა­ვი - ასე ერ­ქვა შა­ნე­ლის მო­დის სახ­ლის კი­დევ ერთ მშვე­ნე­ბას. რი­მას დედა თა­მარ ერის­თა­ვი, 1907 წელს მე­უღ­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ პა­რიზ­ში გა­ემ­გზავ­რა. რიმა კი მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ემიგ­რა­ცი­ა­ში წა­სულ მერი შერ­ვა­ში­ძეს­თან ერ­თად ჩა­ვი­და საფ­რან­გე­თის დე­და­ქა­ლა­ში. სი­ლა­მა­ზით, დახ­ვე­წი­ლო­ბი­თა და მუ­სი­კა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით გან­თქმულ გო­გო­ნას, პა­რი­ზულ მა­ღალ სა­ზო­გა­და­ე­ო­ბა­ში და­სამ­კვიდ­რებ­ლად გზა დე­დამ გა­უ­კა­ფა.

რი­მამ მალე მი­იქ­ცია კოკო შა­ნე­ლის ყუ­რა­დღე­ბა და დრო­ის მოკ­ლე მო­ნაკ­ვეთ­ში მისი სა­მო­სის დე­მონ­სტრი­რე­ბი­თაც და­კავ­და. პა­რი­ზულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ქარ­თველ თა­ვა­დის ასულს Princesse Rimma Eristoff-ად იც­ნობ­დნენ.

ცნო­ბი­ლია, რომ რი­მას ოჯა­ხი არ შე­უქ­მნია. გარ­და­იც­ვა­ლა 1982 წელს. დაკ­რძა­ლუ­ლია ლე­ვი­ლის ქარ­თველ­თა სა­საფ­ლა­ო­ზე.

ფო­ტო­ე­ბი: სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კა, ჯამ­ბა­კურ-ორ­ბე­ლი­ან­თა სა­სახ­ლე-მუ­ზე­უ­მი; და­მა­ნა მდივ­ნიშ­ვი­ლი; წიგ­ნი: "სი­ლა­მა­ზის ბე­დის­წე­რა. ის­ტო­რია ქარ­თვე­ლი ცო­ლე­ბი­სა"; სა­ი­ტი: ВикиЧтение

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

"შანელის" სახლის ქართველი სახეები - მე-20 საუკუნის უმშვენიერესი ქალების ისტორიები

"შანელის" სახლის ქართველი სახეები - მე-20 საუკუნის უმშვენიერესი ქალების ისტორიები

მეოცე საუკუნის 20-იან წლებში საბჭოთა რეჟიმს გაქცეული ასობით ქალბატონი, მსოფლიო მოდის ცენტრში - პარიზში სამოსის დემონტრირებას ახდენდა. ეს ქალები გამოირჩეოდნენ ელეგანტურობით, დახვეწილობით, გემოვნებითა და არისტოკრატულობით. თუმცა, რა გასაკვირია, მათი უმრავლესობა ხომ მართლაც არიტოკრატთა ოჯახებიდან იყვნენ.

პარიზის უმსხვილესი მოდის სახლები სიამოვნებით თანამშრომლობდნენ მათთან, მეტსაც გეტყვით, იმხანად არ იყო არცერთი ცნობილი მოდის სახლი, რომელიც ემიგრანტი მოდელებით არ იწონებდა თავს. ამ მოდის სახლებიდან კი, განსაკუთრებული სახელი და სტატუსი შანელის მოდის სახლს ეკავა. თურმე კოკო შანელი ხშირად ხუმრობდა: "ჩემთვის, ოვერნიელი პროვინციელისთვის, ნამდვილი თავადები შრომობენო". ამჯერად, შანელის მოდის სახლის ქართელ მოდელებზე გიამბობთ.

ერთხანს შანელის სახე, გალაკტიონის მუზად წოდებული, ყველასათვის კარგად ცნობილი, მერი შერვაშიძე გახლდათ. ამბობდნენ, რომ მერი არ იცინოდა, მხოლოდ იღიმებოდაო.

მერი შერვაშიძე 1888 წელს დაიბადა ბათუმში. ერთხანს ის პეტერბურგში ცხოვრობდა და იყო იმპერატორის ფრეილინა. ცნობილია, რომ ნიკოლოზ II-ს მერი შევაშიძისთვის მიუმართავს: "Грешно, княжна, быть такой красивой!" 1919 წელს მერი გიგუშა ერისთავს გაჰყვა ცოლად. ის საქართველოდან ბოლშევიკების შემოჭრამდე რამდენიმე დღით ადრე წავიდა ემიგრაციაში. თურქეთში შეყოვნდა, რადგან მეუღლის ჩასვლას დაელოდა. ამასობაში სტამბოლში გამართულ სილამაზის მსოფლიო კონკურსში მიიღო მონაწილეობა და გაიმარჯვა კიდეც. ემიგრაციაში გიგუშა მალე გარდაიცვალა. მერი აღარ გათხოვილა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ეტრფოდა. მერიზე თავდავიწყებით იყო შეყვარებული ადმირალ ოსიპ მაკაროვის ვაჟი, რომელმაც სიკვდილის წინ, 1960-იან წლებში, 500 ათასი ფრანკი უანდერძა.

სიცოცხლის უკანასკნელი დღეები მერი შერვაშიძემ პარიზის მოხუცებულთა თავშესაფარში გაატარა. აქ ინახულა მწერალმა, რეჟისორმა რევაზ თაბუკაშვილმა და გადაიღო კიდეც თავის დოკუმენტურ ფილმში.

მერი შერვაშიძე გარდაიცვალა 97 წლისა. დასაფლავებულია ლევილის ქართველთა სასაფლაოზე.

„შანელის“ მოდის სახლის კიდევ ერთი მშვენება გახლდათ მელიტა ჩოლოყაშვილი - ილია ჭავჭავაძის ნათლული და ტიციან ტაბიძის მუზა. იგი 1895 წელს დაიბადა საგარეჯოში. მის სახლში გამართულ სალონურ შეხვედრებზე ნახავდით: გრიგოლ რობაქიძეს, პაოლო იაშვილსა და სხვებს. მელიტა ბრწყინავდა სილამაზით, სიმღერისა და ცეკვის ნიჭით - პოეტები ლექსებს უძღვნიდნენ, მხატვრები ტილოზე იმახსოვრებდნენ მის მშვენიერ ნაკვთებს.

18 წლის ასაკში მელიტა ჩოლოყაშვილი თავისზე 20 წლით უფროს პეტერბურგელ ადვოკატსა და მწერალს კონსტანტინე ზელენსკის გაყვა ცოლად. წყვილს ქალიშვილი ლილია შეეძინათ. ამის შემდეგ ოჯახი მალე დაინგრა. 1922 წელს მელიტა ქალიშვილთან და დასთან ერთად ემიგრაციაში გაემგზავრა. პარიზში მელიტას შემოსავლის ძირითადი წყარო მოდელობა იყო. შანელის სახლში გაიცნო და დამეგობრდა მერი შერვაშიძესთან. შემდეგში ჩოლოყაშვილის ასული მეორედ გათხოვდა. წლების შემდეგ მელიტა ჩოლოყაშვილი პოდიუმზე მისმა ქალიშვილმა ჩაანაცვლა. ემიგრაციის განმავლობაში უმშვენიერესი ქალბატონი ერთხელ, 1958 წელს ჩამოვიდა საქართველოში. მელიტა ჩოლოყაშვილი 1985 წელს გარდაიცვალა.

ქართული წარმოშობის კიდევ ერთი ქალბატონი შანელის მოდის სახლში დედით ქართველი, ლილია ზელენსკაია (მელიტა ჩოლოყაშვილის ასული) გახლდათ. ის 1918 წელს დაიბადა. 6 წლიდან ემიგრაციაში იზრდებოდა. საფრანგეთში დაამთავრდა საბალეტო სკოლა. მთელი ცხოვრების განმავლობაში ლილია ცნობილი დიზაინერების სამოსის დემონსტრირებით იყო დაკავებული.

რაც შეეხება პირად ცხოვრებას - ლილიამ ჟურნალისტ იური როტვანზე იქორწინა. მათ ქალიშვილი შეეძინათ, რომელსაც ბებიის სახელი დაარქვეს. ცნობილია, რომ 1961 წელს უმცროსი მელიტა ვერსალში გამართულ მეჯლისზე მაღალი საზოგადოების წინაშე წარსდგა, რის შემდეგაც მისი ფოტო ჟურნალ „ოფისიელში" დაიბეჭდა. "მელიტა როტვანია, აფრქვევს სილამაზესა და სათნოებას" - ასეთი მინაწერი ჰქონდა ფოტოს.

მიუხედავად იმისა, რომ გარეგნული მონაცემით უმცროსი მელიტაც გამოირჩეოდა, მან დედისა და ბებიის პროფესიის გაგრძელებას 4 შვილის დედობა არჩია. ლილია ზელენსკაიამ ორჯერ იმოგზაურა დედულეთში. ის 91 წლის ასაკში გარდაივალა. ამბობენ რომ გარეგნული ბრწყინვალება სიცოცხლის ბოლომდე არ დაუკარგავს.

რიმა ერისთავი - ასე ერქვა შანელის მოდის სახლის კიდევ ერთ მშვენებას. რიმას დედა თამარ ერისთავი, 1907 წელს მეუღლის გარდაცვალების შემდეგ პარიზში გაემგზავრა. რიმა კი მოგვიანებით, ემიგრაციაში წასულ მერი შერვაშიძესთან ერთად ჩავიდა საფრანგეთის დედაქალაში. სილამაზით, დახვეწილობითა და მუსიკალური მონაცემებით განთქმულ გოგონას, პარიზულ მაღალ საზოგადაეობაში დასამკვიდრებლად გზა დედამ გაუკაფა.

რიმამ მალე მიიქცია კოკო შანელის ყურადღება და დროის მოკლე მონაკვეთში მისი სამოსის დემონსტრირებითაც დაკავდა. პარიზულ საზოგადოებაში ქართველ თავადის ასულს Princesse Rimma Eristoff-ად იცნობდნენ.

ცნობილია, რომ რიმას ოჯახი არ შეუქმნია. გარდაიცვალა 1982 წელს. დაკრძალულია ლევილის ქართველთა სასაფლაოზე.

ფოტოები: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, ჯამბაკურ-ორბელიანთა სასახლე-მუზეუმი; დამანა მდივნიშვილი; წიგნი: "სილამაზის ბედისწერა. ისტორია ქართველი ცოლებისა"; საიტი: ВикиЧтение

"ტიტანიკის" ჩაუძირავი ლედი - ვინ იყო ქალი, რომელიც სამ ისტორიულ საზღაო კატასტროფას გადაურჩა

ივლისის ფინანსური და სასიყვარულო ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის - რა პროგნოზებს აკეთებენ ასტროლოგები

როგორ გადაიღო ცნობილმა რუსმა ფოტოგრაფმა დავით ყიფიანის გენიალური კადრი - "5 წლის შემდეგ, იმ დღეს პირველად დადგა მოედანზე ფეხი..."