ბათუმში 4 წლის გოგონას მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ უზბეკეთის მოქალაქეს ბათუმის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნული გადაწვეტილება მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა მიიღო.
როგორც ბრალდებულის ადვოკატი აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას იყენებს. ბრალდების მხარე კი დღევანდელ პროცესზე საქმის დამამძიმებელი გარემოებებიდან გამომდინარე აღნიშნული პირის პატიმრობაში დატოვებას ითხოვდა.
გუშინ, ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე ერთ-ერთ დასახლებაში 4 წლის გოგონა დედის მეგობარმა, სავარაუდოდ, ცემის შედეგად მოკლა, გარდაცვლილი ბავშვის ცხედარი პოლიციის განყოფილებაში მიიტანა და სამართალდამცველებს ჩაბარდა.
ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.