მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზაზა სარალიძე - მთავრობის დათხოვნა ჩემი და მაჩალიკაშვილის საქმეების გადაფარვას ნიშნავს
ზაზა სარალიძე - მთავრობის დათხოვნა ჩემი და მაჩალიკაშვილის საქმეების გადაფარვას ნიშნავს

ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე მოკ­ლუ­ლი მო­ზარ­დის და­ვით სა­რა­ლი­ძის მა­მის, ზაზა სა­რა­ლი­ძის შე­ფა­სე­ბით, მთავ­რო­ბის და­თხოვ­ნა მისი და მალ­ხაზ მა­ჩა­ლი­კაშ­ვი­ლის საქ­მე­ე­ბის გა­და­ფარ­ვას ნიშ­ნავს. რო­გორც სა­რა­ლი­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს პრე­მი­ერ კვი­რი­კაშ­ვი­ლის გა­დად­გო­მის შე­ფა­სე­ბი­სას გა­ნუ­ცხა­და, რო­გორც კი და­ი­ნიშ­ნე­ბა ახა­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, ის მო­ი­თხოვს მას­თან შეხ­ვედ­რას, რათა გა­არ­კვი­ოს იქ­ნე­ბა თუ არა პი­რად კონ­ტროლ­ზე აყ­ვა­ნი­ლი ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბის საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბა.

"მთავ­რო­ბის და­თხოვ­ნა დღეს­დღე­ო­ბით ჩემი საქ­მის და მა­ჩა­ლი­კაშ­ვი­ლის საქ­მის გა­და­ფარ­ვას ნიშ­ნავს, პირ­და­პირ ვამ­ბობ ამას. რა თქმა უნდა, რო­გორც კი და­ი­ნიშ­ნე­ბა პრე­მი­ე­რი, იმ დღეს­ვე მო­ვი­თხოვ მას­თან შეხ­ვედ­რას, რომ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა აი­ღოს თა­ვის თავ­ზე - მი­ა­დევ­ნებს თვალ­ყურს ამ საქ­მეს თუ არა", - გა­ნა­ცხა­და ზაზა სა­რა­ლი­ძემ. მი­სი­ვე თქმით, თავ­და­პირ­ვე­ლი მო­თხოვ­ნე­ბით, ის პრე­მი­ე­რის გა­დად­გო­მას ითხოვ­და, მაგ­რამ, გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­თან შეხ­ვედ­რის შემ­დეგ ეს მო­თხოვ­ნა დღის წეს­რი­გი­დან მოხ­სნა და მხო­ლოდ შს მი­ნის­ტრის გი­ორ­გი გა­ხა­რი­ა­სა და იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის თეა წუ­ლუ­კი­ა­ნის გა­დად­გო­მა მო­ი­თხო­ვა.

"მა­ნამ­დე მო­ვი­თხო­ვე, რა თქმა უნდა, კვი­რი­კაშ­ვი­ლის გა­დად­გო­მა, იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ შსს-ს და­უბ­რუნ­და ეს საქ­მე ძი­ე­ბა­ში. რო­დე­საც შევ­ხვდი ამ პი­როვ­ნე­ბას, დავ­რწმუნ­დი, რომ ამ კაც­მა ამ საქ­მის შე­სა­ხებ არა­ფე­რი იცო­და და პი­რო­ბა დადო, რომ თვალ­ყურს მი­ა­დევ­ნებ­და. ესე იგი, თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან სპე­ცი­ა­ლუ­რად გა­და­ა­ყე­ნეს, რომ თვალ­ყუ­რი ვე­ღარ მი­ა­დევ­ნოს, რომ გა­ი­წე­ლოს, ორი კვი­რა ან ერთი თვე გა­ი­წე­ლე­ბა ალ­ბათ, მი­ნი­მუმ ახა­ლი პრე­მი­ე­რის და­ნიშ­ვნა, რო­მელ­თა­ნაც პირ­და­პი­რი კი­თხვა მექ­ნე­ბა - რას იტყვის ჩემი საქ­მი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, აი­ღებს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას თა­ვის თავ­ზე თუ - არა", გა­ნა­ცხა­და ზაზა სა­რა­ლი­ძემ.

იხი­ლეთ ვი­დეო: "მთავ­რო­ბის გა­დად­გო­მა ჩემი და მა­ჩა­ლი­კაშ­ვი­ლის საქ­მე­ე­ბის გა­და­ფარ­ვას ნიშ­ნავს" - ზაზა სა­რა­ლი­ძეს შსს-ში მი­ვი­და

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

ზაზა სარალიძე - მთავრობის დათხოვნა ჩემი და მაჩალიკაშვილის საქმეების გადაფარვას ნიშნავს

ზაზა სარალიძე - მთავრობის დათხოვნა ჩემი და მაჩალიკაშვილის საქმეების გადაფარვას ნიშნავს

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის შეფასებით, მთავრობის დათხოვნა მისი და მალხაზ მაჩალიკაშვილის საქმეების გადაფარვას ნიშნავს. როგორც სარალიძემ ჟურნალისტებს პრემიერ კვირიკაშვილის გადადგომის შეფასებისას განუცხადა, როგორც კი დაინიშნება ახალი პრემიერ-მინისტრი, ის მოითხოვს მასთან შეხვედრას, რათა გაარკვიოს იქნება თუ არა პირად კონტროლზე აყვანილი ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის გამოძიება.

"მთავრობის დათხოვნა დღესდღეობით ჩემი საქმის და მაჩალიკაშვილის საქმის გადაფარვას ნიშნავს, პირდაპირ ვამბობ ამას. რა თქმა უნდა, როგორც კი დაინიშნება პრემიერი, იმ დღესვე მოვითხოვ მასთან შეხვედრას, რომ პასუხისმგებლობა აიღოს თავის თავზე - მიადევნებს თვალყურს ამ საქმეს თუ არა", - განაცხადა ზაზა სარალიძემ. მისივე თქმით, თავდაპირველი მოთხოვნებით, ის პრემიერის გადადგომას ითხოვდა, მაგრამ, გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ ეს მოთხოვნა დღის წესრიგიდან მოხსნა და მხოლოდ შს მინისტრის გიორგი გახარიასა და იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის გადადგომა მოითხოვა.

"მანამდე მოვითხოვე, რა თქმა უნდა, კვირიკაშვილის გადადგომა, იქიდან გამომდინარე, რომ შსს-ს დაუბრუნდა ეს საქმე ძიებაში. როდესაც შევხვდი ამ პიროვნებას, დავრწმუნდი, რომ ამ კაცმა ამ საქმის შესახებ არაფერი იცოდა და პირობა დადო, რომ თვალყურს მიადევნებდა. ესე იგი, თანამდებობიდან სპეციალურად გადააყენეს, რომ თვალყური ვეღარ მიადევნოს, რომ გაიწელოს, ორი კვირა ან ერთი თვე გაიწელება ალბათ, მინიმუმ ახალი პრემიერის დანიშვნა, რომელთანაც პირდაპირი კითხვა მექნება - რას იტყვის ჩემი საქმიდან გამომდინარე, აიღებს პასუხისმგებლობას თავის თავზე თუ - არა", განაცხადა ზაზა სარალიძემ.

იხილეთ ვიდეო: "მთავრობის გადადგომა ჩემი და მაჩალიკაშვილის საქმეების გადაფარვას ნიშნავს" - ზაზა სარალიძეს შსს-ში მივიდა

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები