პოლიტიკა
Faceამბები

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 23:39-ზე, მთვარე თევზებში იქნება 03-44-დან –რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. მოერიდეთ ეგოიზმს და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებულ შეფასებას. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. აქტიურია ზურგის ზედა ნაწილი. გაუფრთხილდით ხერხემალს. მთვარის ამ დღეს შექმნილი ოჯახები იშვიათად იშლება ეჭვიანობის, ღალატის ან ფინანსური პრობლემების გამო.
მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორი იყო თბილისური სასტუმროები ძველად და ვის ჰქონდა პირველი ავტოსადგომი XIX საუკუნეში
როგორი იყო თბილისური სასტუმროები ძველად და ვის ჰქონდა პირველი ავტოსადგომი XIX საუკუნეში

სა­ქარ­თვე­ლოს სტუ­მა­რი არას­დროს აკ­ლდა და ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში მათი მი­ღე­ბი­სა და და­ბი­ნა­ვე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი წე­სე­ბი ოდით­გან­ვე არ­სე­ბობ­და.

სა­მე­ფო კარი "სტუმ­რის" მი­ღე­ბა­სა და "მდგმუ­რის" და­ყე­ნე­ბას სა­გა­რე­უბ­ნო სოფ­ლე­ბის მცხოვ­რებს ავალ­დე­ბუ­ლებ­და. კერ­ძოდ, თბი­ლის­ში შე­მო­სუ­ლი სტუმ­რე­ბის ერთი ნა­წი­ლის მას­პინ­ძლო­ბა დიღ­მე­ლებ­სა და სო­ფელ ნა­ქულ­ბა­ქე­ვის მკვიდ­რებს ევა­ლე­ბო­დათ. ეს ტრა­დი­ცია ეთ­ნოგ­რა­ფი­ულ­მა ყო­ფამ XIX სა­უ­კუ­ნის და­სას­რუ­ლამ­დე შე­ი­ნარ­ჩუ­ნა. ისი­ნი თავ­შე­სა­ფარს არა მხო­ლოდ უცხო­ე­თი­დან ჩა­მო­სუ­ლებს აძ­ლევ­დნენ, არა­მედ სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა კუ­თხი­დან საქ­მე­ზე მო­სუ­ლებ­საც. სტუმ­რე­ბის და­ბი­ნა­ვე­ბა დიღ­მის მა­მა­სახ­ლი­სე­ბის ერთ-ერთი საქ­მე იყო. დი­ღომ­ში უფრო სა­ბა­ტო­ნო ფონ­დის ხალ­ხი დგე­ბო­და. ნა­ქულ­ბა­ქევ­ში - სა­ეკ­ლე­სიო ფონ­დის. სტუმ­რის უა­რით გაშ­ვე­ბა არ შე­იძ­ლე­ბო­და.

სტუ­მარ-მას­პინ­ძლო­ბის სა­ინ­ტე­რე­სო დე­ტა­ლებ­ზე ინ­ფორ­მა­ცი­ას ეთ­ნოგ­რა­ფი, პრო­ფე­სო­რი რო­ლანდ თოფ­ჩიშ­ვი­ლი გვაწ­ვდის. მისი თქმით, ნა­ქულ­ბა­ქე­ვის­თვის, რო­გორც გზის­პი­რა სოფ­ლის­თვის, ეს საქ­მე ერ­თგვა­რი ტვირ­თი აღ­მოჩ­ნდა და ისი­ნი მამ­კო­და­ში გა­და­სახ­ლდნენ. ამი­ტო­მაც აშენ­და თბი­ლი­სის მი­სად­გო­მებ­თან დიღ­მის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ორი თავ­შე­სა­ფა­რი, სა­დაც მგზავრს სა­შუ­ა­ლე­ბა ეძ­ლე­ო­და, ღამე გა­ე­თია და ბოს­ლებ­ში სა­ქო­ნე­ლი და­ე­ბი­ნა­ვე­ბი­ნა. რაც შე­ე­ხე­ბა "მდგმუ­რებს" ისი­ნი სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა მხრი­დან მე­ფი­სა და ბა­ტო­ნის კარ­ზე მო­სუ­ლი ხიზ­ნე­ბი იყ­ვნენ, რომ­ლე­ბის­თვი­საც თავ­შე­საფ­რის მი­ცე­მის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა დიღ­მე­ლებს ჰქონ­დათ. მო­სუ­ლი კაცი სა­ნამ წელს მო­ი­მაგ­რებ­და, მისი ბა­ტო­ნის ყმის სახ­ლში მდგმუ­რად იდგა.

ქარ­ვას­ლა

XIX სა­უ­კუ­ნის თბი­ლი­სის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი იყო ვაჭ­რე­ბის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი სას­ტუმ­რო ტი­პის სახ­ლე­ბი, რო­მელ­საც ქარ­ვას­ლას უწო­დებ­დნენ.

ქარ­ვას­ლა­ში მო­სას­ვე­ნე­ბე­ლი ოთა­ხე­ბის გარ­და, პირ­ველ სარ­თულ­ზე სა­ვაჭ­რო დუქ­ნე­ბი და სა­ხე­ლოს­ნო­ე­ბი იყო. ქარ­ვას­ლე­ბი­დან შე­იძ­ლე­ბა რამ­დე­ნი­მეს და­სა­ხე­ლე­ბა:

  • ბა­ტო­ნიშ­ვი­ლე­ბის ქარ­ვას­ლა - სი­ო­ნის ეკ­ლე­სი­ის მახ­ლობ­ლად XVIII სა­უ­კუ­ნე­ში იყო აშე­ნე­ბუ­ლი, 62 სას­ტუმ­რო ოთა­ხი, 30 სა­ვაჭ­რო დუ­ქა­ნი, სა­ქონ­ლის შე­სა­ნა­ხი სა­წყო­ბე­ბი და ღვი­ნის სარ­და­ფი ჰქონ­და. აქვე მო­თავ­სე­ბუ­ლი იყო სხვა­დას­ხვა სა­ხის 15 სა­ხე­ლოს­ნო. ქარ­ვას­ლას მო­სუ­ლი ქა­რავ­ნე­ბის­თვის დიდი ეზო ჰქონ­და.
  • არ­წრუ­ნის ქარ­ვას­ლა 1818 წელს აგე­ბულ "ბა­ტო­ნიშ­ვი­ლე­ბის ქარ­ვას­ლის" პირ­და­პირ 33 სას­ტუმ­რო ოთა­ხით, 25 დუქ­ნით, სა­წყო­ბი­თა და სარ­და­ფით იყო.
  • მე­ლი­ქიშ­ვი­ლის ქარ­ვას­ლა, რო­მე­ლიც 1828 წელს გახ­ლდათ აგე­ბუ­ლი
  • სა­რა­ჯიშ­ვლის ქარ­ვას­ლა - 1823 წელს აშენ­და, 18 სას­ტუმ­რო ოთა­ხი, 9 სა­წყო­ბი, 5 მა­ღა­ზია ჰქონ­და.
  • სარ­ქი­სო­ვის ქარ­ვას­ლა - 1820 წელს აიგო, რო­მე­ლიც აზი­უ­რი სა­ქონ­ლით ვაჭ­რობ­და. ჰქონ­და 30 სას­ტუმ­რო ოთა­ხი, 73 დუ­ქა­ნი, სა­წყო­ბი და სარ­და­ფი.

სას­ტუმ­რო­ე­ბი არც შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის თბი­ლი­სის­თვის იყო უცხო. მგზავ­რე­ბის­თვის გან­კუთ­ვნილ ასეთ შე­ნო­ბებს "ხან­გას" უწო­დებ­დნენ. ქარ­თვე­ლი მე­ფე­თა სა­სახ­ლის სამ­ხრე­თით, მდი­ნა­რე მტკვრის პი­რას, მო­თავ­სე­ბუ­ლი იყო შე­ნო­ბე­ბი სტუმ­რე­ბის­თვის, რაც სას­ტუმ­რო­ე­ბის მა­გივ­რო­ბას სწევ­და. ეს სად­გო­მე­ბი აღა-მაჰ­მად-ხანს და­უნ­გრე­ვია.

ევ­რო­პუ­ლი ტი­პის სას­ტუმ­რო

პირ­ვე­ლი ევ­რო­პუ­ლი ტი­პის სას­ტუმ­რო თბი­ლის­ში XIX სა­უ­კუ­ნის 20-იან წლებ­ში გერ­მა­ნელ­მა კო­ლო­ნის­ტმა ზალცმან­მა და­ა­არ­სა, რო­მე­ლიც ავ­ლაბ­რის ხი­დის მახ­ლობ­ლად, სი­რა­ჯხა­ნის ქვე­მოთ მდე­ბა­რე­ობ­და. იქვე ახ­ლოს იდგა რუსი ოფიც­რე­ბის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი სას­ტუმ­რო. 1835 წელს ზუ­ბა­ლაშ­ვილ­მა აა­შე­ნა ევ­რო­პუ­ლი ტი­პის სას­ტუმ­რო. მა­ლე­ვე, 1838 წელს შე­ნო­ბა შე­ის­ყი­და ქა­ლა­ქის სა­ეკ­ლე­სიო მმარ­თვე­ლო­ბამ, მას­ში სა­სუ­ლი­ე­რო სე­მი­ნა­რია გა­ნა­თავ­სეს (დღე­ვან­დე­ლი ხე­ლოვ­ნე­ბის სა­ხელ­მწი­ფო მუ­ზე­უ­მი).

XIX სა­უ­კუ­ნის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში თბი­ლის­ში იმ დრო­ის­თვის ფე­შე­ნე­ბე­ლუ­რი პირ­ვე­ლი და მე­ო­რე კლა­სის სას­ტუმ­რო­ე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა და­ი­წყო. 1858 წელს გა­იხ­სნა სას­ტუმ­რო "კავ­კა­ზი" (არ­ქი­ტექ­ტო­რი თბი­ლი­სე­ლი გერ­მა­ნე­ლი ალ­ბერტ ზალცმა­ნი იყო, საბ­ჭო­თა პე­რი­ო­დის "მხატ­ვრის სახ­ლი", რო­მე­ლიც თბი­ლი­სის ომის დროს და­იწ­ვა), "ლონ­დო­ნი" გრან­დო­ტე­ლი 1881 წელს ფრან­გმა დელა ვალდმა გახ­სნა. "რო­სია", "ვეტ­ცე­ლის სას­ტუმ­რო", "პა­ლას-ოტე­ლი" (ახ­ლან­დე­ლი თე­ატ­რი­სა და კი­ნოს სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი), "მა­ჯეს­ტი­კი" (ახ­ლან­დე­ლი სას­ტუმ­რო "თბი­ლი­სი-მა­რი­ო­ტი").

1875 წელს ზუ­ბა­ლაშ­ვი­ლებ­მა ოტო სი­მენ­სის პრო­ექ­ტით აგე­ბუ­ლი სას­ტუმ­რო "ლონ­დო­ნი" გახ­სნეს, რო­მელ­საც ევ­რო­პე­ლე­ბი "ოტელ დე ლონ­დო­ნად" მო­იხ­სე­ნი­ებ­დნენ. ზუ­ბა­ლაშ­ვი­ლებ­მა ეს სას­ტუმ­რო მმარ­თვე­ლო­ბა­ში გა­დას­ცეს ჰანს და კა­ტე­რი­ნა რიხ­ტე­რებს. კა­ტე­რი­ნა რიხ­ტერ­მა სას­ტუმ­რო­ში მომ­სა­ხუ­რე­ბის ევ­რო­პუ­ლი, მა­ღა­ლი სტან­დარ­ტი და­ნერ­გა. ეს იყო სას­ტუმ­რო, სა­დაც ერთ-ერ­თმა პირ­ვე­ლებ­მა გა­მო­ი­ყე­ნეს ავ­ტო­სად­გო­მი, ბიბ­ლი­ო­თე­კა, სამ­კი­თხვე­ლო დარ­ბა­ზი. სას­ტუმ­როს პერ­სო­ნალ­თან კონ­ტაქ­ტი ხდე­ბო­და ფრან­გულ, გერ­მა­ნულ და ინ­გლი­სურ ენებ­ზე.

"ლონ­დონს" მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, პო­ლი­ტი­კო­სე­ბი, მუ­სი­კო­სე­ბი, მწერ­ლე­ბი სტუმ­რობ­დნენ. მათ შო­რის იყო რუსი კომ­პო­ზი­ტო­რი პეტ­რე ჩა­ი­კოვ­სკი და ნორ­ვე­გი­ე­ლი მწე­რა­ლი, ნო­ბე­ლის პრე­მი­ის ლა­უ­რე­ა­ტი კნუტ ჰამ­სუ­ნი. სას­ტუმ­რომ თა­ვი­სი არ­სე­ბო­ბა პირ­ვე­ლი მსოფ­ლიო ომის და­წყე­ბის დროს შე­წყვი­ტა.

XX სა­უ­კუ­ნის 20-იან წლე­ბამ­დე თბი­ლის­ში და­ახ­ლო­ე­ბით 25 სას­ტუმ­რო არ­სე­ბობ­და, რომ­ლე­ბიც შემ­დეგ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ნა­გე­ბო­ბე­ბად და სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლე­ბად გა­და­კეთ­და.

ფო­ტო­ე­ბი: ეროვ­ნუ­ლი ფო­ტო­მა­ტი­ა­ნე, მფლო­ბე­ლი - ლიკა მა­მა­ცაშ­ვი­ლი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?
ავტორი:

როგორი იყო თბილისური სასტუმროები ძველად და ვის ჰქონდა პირველი ავტოსადგომი XIX საუკუნეში

როგორი იყო თბილისური სასტუმროები ძველად და ვის ჰქონდა პირველი ავტოსადგომი XIX საუკუნეში

საქართველოს სტუმარი არასდროს აკლდა და ჩვენს ქვეყანაში მათი მიღებისა და დაბინავების განსაკუთრებული წესები ოდითგანვე არსებობდა.

სამეფო კარი "სტუმრის" მიღებასა და "მდგმურის" დაყენებას საგარეუბნო სოფლების მცხოვრებს ავალდებულებდა. კერძოდ, თბილისში შემოსული სტუმრების ერთი ნაწილის მასპინძლობა დიღმელებსა და სოფელ ნაქულბაქევის მკვიდრებს ევალებოდათ. ეს ტრადიცია ეთნოგრაფიულმა ყოფამ XIX საუკუნის დასასრულამდე შეინარჩუნა. ისინი თავშესაფარს არა მხოლოდ უცხოეთიდან ჩამოსულებს აძლევდნენ, არამედ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან საქმეზე მოსულებსაც. სტუმრების დაბინავება დიღმის მამასახლისების ერთ-ერთი საქმე იყო. დიღომში უფრო საბატონო ფონდის ხალხი დგებოდა. ნაქულბაქევში - საეკლესიო ფონდის. სტუმრის უარით გაშვება არ შეიძლებოდა.

სტუმარ-მასპინძლობის საინტერესო დეტალებზე ინფორმაციას ეთნოგრაფი, პროფესორი როლანდ თოფჩიშვილი გვაწვდის. მისი თქმით, ნაქულბაქევისთვის, როგორც გზისპირა სოფლისთვის, ეს საქმე ერთგვარი ტვირთი აღმოჩნდა და ისინი მამკოდაში გადასახლდნენ. ამიტომაც აშენდა თბილისის მისადგომებთან დიღმის ტერიტორიაზე ორი თავშესაფარი, სადაც მგზავრს საშუალება ეძლეოდა, ღამე გაეთია და ბოსლებში საქონელი დაებინავებინა. რაც შეეხება "მდგმურებს" ისინი საქართველოს სხვადასხვა მხრიდან მეფისა და ბატონის კარზე მოსული ხიზნები იყვნენ, რომლებისთვისაც თავშესაფრის მიცემის ვალდებულება დიღმელებს ჰქონდათ. მოსული კაცი სანამ წელს მოიმაგრებდა, მისი ბატონის ყმის სახლში მდგმურად იდგა.

ქარვასლა

XIX საუკუნის თბილისისთვის დამახასიათებელი იყო ვაჭრებისთვის განკუთვნილი სასტუმრო ტიპის სახლები, რომელსაც ქარვასლას უწოდებდნენ.

ქარვასლაში მოსასვენებელი ოთახების გარდა, პირველ სართულზე სავაჭრო დუქნები და სახელოსნოები იყო. ქარვასლებიდან შეიძლება რამდენიმეს დასახელება:

  • ბატონიშვილების ქარვასლა - სიონის ეკლესიის მახლობლად XVIII საუკუნეში იყო აშენებული, 62 სასტუმრო ოთახი, 30 სავაჭრო დუქანი, საქონლის შესანახი საწყობები და ღვინის სარდაფი ჰქონდა. აქვე მოთავსებული იყო სხვადასხვა სახის 15 სახელოსნო. ქარვასლას მოსული ქარავნებისთვის დიდი ეზო ჰქონდა.
  • არწრუნის ქარვასლა 1818 წელს აგებულ "ბატონიშვილების ქარვასლის" პირდაპირ 33 სასტუმრო ოთახით, 25 დუქნით, საწყობითა და სარდაფით იყო.
  • მელიქიშვილის ქარვასლა, რომელიც 1828 წელს გახლდათ აგებული
  • სარაჯიშვლის ქარვასლა - 1823 წელს აშენდა, 18 სასტუმრო ოთახი, 9 საწყობი, 5 მაღაზია ჰქონდა.
  • სარქისოვის ქარვასლა - 1820 წელს აიგო, რომელიც აზიური საქონლით ვაჭრობდა. ჰქონდა 30 სასტუმრო ოთახი, 73 დუქანი, საწყობი და სარდაფი.

სასტუმროები არც შუა საუკუნეების თბილისისთვის იყო უცხო. მგზავრებისთვის განკუთვნილ ასეთ შენობებს "ხანგას" უწოდებდნენ. ქართველი მეფეთა სასახლის სამხრეთით, მდინარე მტკვრის პირას, მოთავსებული იყო შენობები სტუმრებისთვის, რაც სასტუმროების მაგივრობას სწევდა. ეს სადგომები აღა-მაჰმად-ხანს დაუნგრევია.

ევროპული ტიპის სასტუმრო

პირველი ევროპული ტიპის სასტუმრო თბილისში XIX საუკუნის 20-იან წლებში გერმანელმა კოლონისტმა ზალცმანმა დააარსა, რომელიც ავლაბრის ხიდის მახლობლად, სირაჯხანის ქვემოთ მდებარეობდა. იქვე ახლოს იდგა რუსი ოფიცრებისთვის განკუთვნილი სასტუმრო. 1835 წელს ზუბალაშვილმა ააშენა ევროპული ტიპის სასტუმრო. მალევე, 1838 წელს შენობა შეისყიდა ქალაქის საეკლესიო მმართველობამ, მასში სასულიერო სემინარია განათავსეს (დღევანდელი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი).

XIX საუკუნის მეორე ნახევარში თბილისში იმ დროისთვის ფეშენებელური პირველი და მეორე კლასის სასტუმროების მშენებლობა დაიწყო. 1858 წელს გაიხსნა სასტუმრო "კავკაზი" (არქიტექტორი თბილისელი გერმანელი ალბერტ ზალცმანი იყო, საბჭოთა პერიოდის "მხატვრის სახლი", რომელიც თბილისის ომის დროს დაიწვა), "ლონდონი" გრანდოტელი 1881 წელს ფრანგმა დელა ვალდმა გახსნა. "როსია", "ვეტცელის სასტუმრო", "პალას-ოტელი" (ახლანდელი თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი), "მაჯესტიკი" (ახლანდელი სასტუმრო `თბილისი-მარიოტი").

1875 წელს ზუბალაშვილებმა ოტო სიმენსის პროექტით აგებული სასტუმრო "ლონდონი" გახსნეს, რომელსაც ევროპელები "ოტელ დე ლონდონად" მოიხსენიებდნენ. ზუბალაშვილებმა ეს სასტუმრო მმართველობაში გადასცეს ჰანს და კატერინა რიხტერებს. კატერინა რიხტერმა სასტუმროში მომსახურების ევროპული, მაღალი სტანდარტი დანერგა. ეს იყო სასტუმრო, სადაც ერთ-ერთმა პირველებმა გამოიყენეს ავტოსადგომი, ბიბლიოთეკა, სამკითხველო დარბაზი. სასტუმროს პერსონალთან კონტაქტი ხდებოდა ფრანგულ, გერმანულ და ინგლისურ ენებზე.

"ლონდონს" მსოფლიოში ცნობილი ადამიანები, პოლიტიკოსები, მუსიკოსები, მწერლები სტუმრობდნენ. მათ შორის იყო რუსი კომპოზიტორი პეტრე ჩაიკოვსკი და ნორვეგიელი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი კნუტ ჰამსუნი. სასტუმრომ თავისი არსებობა პირველი მსოფლიო ომის დაწყების დროს შეწყვიტა.

XX საუკუნის 20-იან წლებამდე თბილისში დაახლოებით 25 სასტუმრო არსებობდა, რომლებიც შემდეგ საზოგადოებრივი დანიშნულების ნაგებობებად და საცხოვრებელ სახლებად გადაკეთდა.

ფოტოები: ეროვნული ფოტომატიანე, მფლობელი - ლიკა მამაცაშვილი

"გაუგებარია, საიდან უნდა ჰქონდეს ახალგაზრდა ქალბატონს ამდენი ბოღმა და ღვარძლი" - რაზე საყვედურობს თენგიზ ცერცვაძე ნანა გეგეჭკორს?

წულუკიანის უწყება ქვითხუროების, ხითხუროების და კირითხუროების განაცხადების მიღებას იწყებს

ვინ არის პირველი სასულიერო პირი საქართველოში, რომელიც საჯაროდ აიცრა

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"