ქობულეთში, სოფელ მუხაესტატეში პოლიციის განყოფილების უფროსის მკვლელობასთან დაკავშირებით მეზობლები ახალ დეტალებზე საუბრობენ. როგორც ისინი აცხადებენ, მკვლელობას წინ პოლიციელსა და სავარაუდო მკვლელს შორის სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა. მათივე ინფორმაციით, დაპირისპირების მიზეზი სოფლის ცენტრში ახალგაზრდა ბიჭების თავშეყრის აკრძალვა იყო.
განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირია დაკავებული.
როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ადამიანს,ისიც პოლიციის უფროსს ტყუილუბრალოდ არავინ მოკლავდა!გიფიქრიათ ამაზე??? ძაან დაუკრეფავში,ძაან არ უნდა გადახვიდე,შეურაცყოფას ყველა ერთნაირად ვერ აიტანს...მოდი ნუ განვსჯით!!!უფალს მივანდოთ,ჩვენ გონზე მოვეგოთ!!!