პოლიტიკა
მსოფლიო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
საზოგადოება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მარნეულის მერს ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა
მარნეულის მერს ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა

მარ­ნე­უ­ლის მერს თე­ი­მუ­რაზ აბა­ზოვს აღ­კე­თის ღო­ნის­ძე­ბის სა­ხით ორ­თვი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და. აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მო­სა­მარ­თლე ქე­თე­ვან ლუ­აშ­ვილ­მა გა­მო­ა­ცხა­და. ამით მან ქვე­მო ქარ­თლის სა­ოლ­ქო პრო­კუ­რა­ტუ­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა და­აკ­მა­ყო­ფი­ლა.

სტუ­დია "მო­ნი­ტორ­მა" ვი­დე­ო­მა­სა­ლა გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაც მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც პარ­ლა­მენ­ტთან აქ­ცი­ა­ზე ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს და მარ­ნე­უ­ლის მერს სი­ტყვი­ერ შე­უ­რა­ცხყო­ფას აყე­ნებ­და, არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი და და­მამ­ცი­რე­ბე­ლი მო­პყრო­ბის მსხვერ­პლი გახ­და. რო­გორც სტუ­დია "მო­ნი­ტო­რის" სი­უ­ჟეტ­შია ნათ­ქვა­მი, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ამ პი­როვ­ნე­ბა­ზე ზე­წო­ლა პარ­ტია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ად­გი­ლობ­რივ­მა წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა და მარ­ნე­უ­ლის მერ­მა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს.

პრო­კუ­რა­ტუ­რამ და­მამ­ცი­რე­ბე­ლი და არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბის ფაქ­ტზე მარ­ნე­უ­ლის მერი და­ა­კა­ვა, ხოლო ცე­მის ფაქ­ტზე სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა და­ი­წყო სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის წევ­რის "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბი­დან“ აზერ სუ­ლე­ი­მა­ნო­ვის და კი­დევ 2 პი­რის მი­მართ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

მარნეულის მერს ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა

მარნეულის მერს ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა

მარნეულის მერს თეიმურაზ აბაზოვს აღკეთის ღონისძების სახით ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ქეთევან ლუაშვილმა გამოაცხადა. ამით მან ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

სტუდია "მონიტორმა" ვიდეომასალა გამოაქვეყნა, სადაც მამაკაცი, რომელიც პარლამენტთან აქციაზე ბიძინა ივანიშვილს და მარნეულის მერს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის მსხვერპლი გახდა. როგორც სტუდია "მონიტორის" სიუჟეტშია ნათქვამი, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ პიროვნებაზე ზეწოლა პარტია "ქართული ოცნების" ადგილობრივმა წარმომადგენლებმა და მარნეულის მერმა განახორციელეს.

პროკურატურამ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე მარნეულის მერი დააკავა, ხოლო ცემის ფაქტზე სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო საქართველოს პარლამენტის წევრის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ აზერ სულეიმანოვის და კიდევ 2 პირის მიმართ.

"ქალს აბორტის გაკეთება გინეკოლოგმა გადააფიქრებინა და ბავშვის გაშვილებაზე დაითანხმა" - ახალი დეტალები ახალშობილის გაყიდვის საქმეზე

სასამართლომ მარნეულის ყოფილი მერი თემურ აბაზოვი გაამართლა

"უარს ვაცხადებ ჩვენების მიცემაზე, რადგან ის ისე იქნება გამოყენებული, როგორც პოლიტიკურ ძალებს სურთ" - მიხეილ კალანდია