ავტორი:

"უცხოელ გულშემატკივრებთან ინტიმური ურთიერთობისგან თავი შეიკავეთ" - რა რეაქცია მოჰყვა კრემლსა და რუსულ საზოგადოებაში დეპუტატის გაფრთხილებას

"უცხოელ გულშემატკივრებთან ინტიმური ურთიერთობისგან თავი შეიკავეთ" - რა რეაქცია მოჰყვა კრემლსა და რუსულ საზოგადოებაში დეპუტატის გაფრთხილებას

"რუსი ქალები არიან ძალიან ლამაზები და ძნელია მათ მომხიბვლელობასა და სილაღეს გაუძლო... ამიტომ მიუწევთ მათკენ გული მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის კაცებს, ოღონდ ბევრი ტყუვდება მათში და ამიტომაც ვერ ეწყობა ურთიერთობა... ასე იყო საბჭოთა წლებში და ასეა ახლაც..." - ასე ეხმაურება დუმის დეპუტატის, თამარა პლეტნიოვას გაფრთხილებას თუ განცხადებას რუსი ბლოგერი ალიონა იურკოვა.

დუმის დეპუტატმა, ოჯახის, ქალების და ბავშვთა საკითხების კომიტეტის თავმჯდომარემ თამარა პლეტნიოვამ, რუს ქალებს მოუწოდა, მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატთან დაკავშირებით, რუსეთში ჩასულ უცხოელ გულშემატკივრებთან ინტიმური ურთიერთობის დამყარებისგან თავი უნდა შეიკავონ.

დუმის დეპუტატმა მაგალითად მოიყვანა 1980 წლის მოსკოვის ოლიმპიადა, რომლის შედეგად, რუსეთში გაჩნდა უამრავი მარტოხელა დედა და მათი შვილები, განსაკუთრებით განსხვავებული რასის ბავშვები, ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან იტანჯებოდნენ.

"ახლა ვითომ მასხრად ამიგდეს ჩემი სიტყვების გამო, მაგრამ ათასობით ასეთი შემთხვევა ვიცი... ჯერ რჩევასაც არ მიიღებენ, მერე კი მოდან ჩემთან და ტირიან, ბავშვი წამართვეს და თავის ქვეყანაში წაიყვანესო... მე მინდა ჩემს ქვეყანაში სიყვარულით იქმნებოდეს ოჯახები და ასე ჩნდებოდნენ ბავშვები და არა, შემთხვევითი ურთერთობებით..."- აცხადებს ის.

პლეტნიოვას სიტყვებს უმეტესობა იუმორით შევხდა, თუმცა, მხარდამჭერებიც გამოუჩნდენ. მათ შორის არის რუსი სპორტსმენის იური ჟირკოვის მეუღლე, ინა ჟირკოვა, რომლის თქმითაც, "რუსმა გოგონებმა ღირსება უნდა შეინარჩუნონ. მართალია, არსებობს ერთი ნახვით შეყვარებაც, მაგრამ ბევრი ამას მიამიტურად უყურებს და შემდეგ სანანებელი უხდებათ..."

პლეტნიოვას განცხადებას, ვლადიმირ პუტინის პრესმდივანი დმიტრი პესკოვიც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ "მსოფლიოში საუკეთესო რუსი ქალები" თავის საკითხებს თავადვე გადაწყვეტენ.

რუსულ სოციალურ ქსელებში პლეტნიოვას რჩევა-დარიგებას იუმორით შეხვდნენ. ბევრმა კი აღნიშნა, რომ დეპუტატი ქალი იმ წლებში დარჩა, როდესაც პოლიტიკური კარიერის შექმნა დაიწყო;

"საბჭოთა წლებში, ხომ სექსი არ არსებობდა... ჰოდა, რა ქნას იმ ქალბატონმაც? იმ პრინციპების მატარებელი დარჩა. არადა, სინამდვილეში, მაშინ მოხდა ყველაზე დიდი აღრევა - საბჭოთა ქვეყნებიდან ჩამოსული მამაკაცები ქმნიდნენ "დროებით" ან სულაც სამუდამოდ ოჯახებს... ამაზე ხომ დღემდე კარგად ერთობა პოსტსაბჭოთა ქვეყნების უფროსი თაობა," - წერს ინტერნეტმომხმარებელი ვიქტორ სერგეევი.

"თამარას ეტყობა, წარსულის ცუდი მოგონებები არ ასვენებს... რას ვიზამთ, მისი თაობის დიდმა ნაწილმა გართობასა და სერიოზულ ურთიერთობას შორის ზღვარი ვერ გაავლო და ახლა ეს ქალბატონი ამას პოლიტიკურ ჭრილში განიხილავს," - წერს კიდევ ერთი ინტერნეტმომხმარებელი ვიქტორ ვლასოვი.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე