პოლიტიკა
სამართალი
სპორტი

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს ჩემთვის დიდი პატივია" - მამუკა ბახტაძის განცხადება მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრის პოსტზე წარადგინეს
"ეს ჩემთვის დიდი პატივია" - მამუკა ბახტაძის განცხადება მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრის პოსტზე წარადგინეს

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრო­ბის კან­დი­და­ტი მა­მუ­კა ბახ­ტა­ძე პარ­ლა­მენ­ტში სა­კუ­თა­რი ხედ­ვით წარ­დგე­ნას უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში გეგ­მავს. რო­გორც ბახ­ტა­ძემ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრო­ბის კან­დი­და­ტად და­სა­ხე­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და, მისი ხედ­ვე­ბი რამ­დე­ნი­მე ძი­რი­თად პრინ­ციპ­ზე იქ­ნე­ბა და­ფუძ­ნე­ბუ­ლი. ბახ­ტა­ძემ ასე­ვე მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" პო­ლი­ტი­კურ გუნდსა და მის ხელ­მძღა­ნელს გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი ნდო­ბის­თვის.

„ეს არის ძა­ლი­ან დიდი პა­ტი­ვი, მაგ­რამ ამა­ვე დროს, ძა­ლი­ან დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ჩემ­თვის. უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში მე სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში წარვსდგე­ბი ჩემი ხედ­ვით, რო­მე­ლიც დამ­ყა­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა შემ­დეგ ძი­რი­თად პრინ­ცი­პებ­ზე. პირ­ვე­ლი - ეს არის ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ის­ტო­რი­უ­ლი არ­ჩე­ვა­ნის ბო­ლომ­დე მიყ­ვა­ნა და სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ სივ­რცე­ში სრულ­ფა­სო­ვა­ნი ინ­ტეგ­რა­ცია. ამ კუ­თხით „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ აქვს დიდი წარ­მა­ტე­ბე­ბი და ამ წარ­მა­ტე­ბებს სჭირ­დე­ბა გაღ­რმა­ვე­ბა და გან­მტკი­ცე­ბა. მე­ო­რე - ჩვენ გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ ინო­ვა­ცი­ურ და ფუნ­და­მენ­ტურ რე­ფორ­მებს ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით. ამ რე­ფორ­მე­ბის შე­დე­გად ჩვენ ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბებთ ახალ ეკო­ნო­მი­კურ მო­დელს, ახა­ლი სა­მარ­თლი­ა­ნი თა­მა­შის წე­სე­ბით, რო­მე­ლიც შე­ე­ხე­ბა ყვე­ლა ოჯახს და ჩვენს ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქეს. ჩვენ შევ­ძლებთ და შე­ვამ­ცი­რებთ ჩა­მორ­ჩე­ნას დე­მოკ­რა­ტი­ის მა­ღალ სტან­დარტსა და ეკო­ნო­მი­კურ მდგო­მა­რე­ო­ბას შო­რის. ბუ­ნებ­რი­ვია, ჩვენ გა­ვაგ­რძე­ლებთ დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ტე­ბის შემ­დგომ გან­ვი­თა­რე­ბა­სა და გაძ­ლი­ე­რე­ბას“, - გა­ნა­ცხა­და მა­მუ­კა ბახ­ტა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, სა­ქარ­თვე­ლოს სჭირ­დე­ბა მცი­რე და ამა­ვე დროს მოქ­ნი­ლი და ეფექ­ტუ­რი სამ­თავ­რო­ბო უწყე­ბე­ბი. რო­გორც ბახ­ტა­ძემ აღ­ნიშ­ნა, მისი ხედ­ვე­ბის ერთ-ერთი ძი­რი­თა­დი პრინ­ცი­პი, მცი­რე მთავ­რო­ბის კონ­ცეფ­ცი­აა.

"მე­სა­მე პრინ­ცი­პი ეს არის მცი­რე მთავ­რო­ბის კონ­ცეფ­ცია. სა­ქარ­თვე­ლოს სჭირ­დე­ბა მცი­რე და ამა­ვე დროს მოქ­ნი­ლი და ეფექ­ტუ­რი სამ­თავ­რო­ბო უწყე­ბე­ბი. ამას­თან ერ­თად, მი­ზან­შე­წო­ნი­ლად მი­მაჩ­ნია გაძ­ლი­ერ­დეს ინ­სტი­ტუ­ცი­უ­რი და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი კონ­ტრო­ლი ამ უწყე­ბებ­ზე ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი ხა­ზით", - გა­ნა­ცხა­და მა­მუ­კა ბახ­ტა­ძემ.

მისი გან­ცხა­დე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის აბ­სო­ლუ­ტუ­რი პრი­ო­რი­ტე­ტი გა­ნათ­ლე­ბის სექ­ტო­რის ფუნ­და­მენ­ტუ­რი რე­ფორ­მა იქ­ნე­ბა.

"მინ­და პირ­და­პირ გი­თხრათ, რომ ეს არის ჩემი ცხოვ­რე­ბის მთა­ვა­რი პრი­ო­რი­ტე­ტი. ეს არის გა­ნათ­ლე­ბა, ინო­ვა­ცია და ახალ­გაზ­რდო­ბა. სწო­რედ მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი, გა­ნათ­ლე­ბუ­ლი, სა­მე­წარ­მეო ენ­თუ­ზი­აზ­მით აღ­სავ­სე და რაც მთა­ვა­რია, თა­ვი­ანთ შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­ში დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდო­ბა მო­ი­ტანს იმ შე­დეგს, რა­საც ჰქვია სა­ქარ­თვე­ლოს ჩარ­თვა გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ეკო­ნო­მი­კე­ბის მქო­ნე ქვე­ყა­ნა­თა რი­ცხვში. სწო­რედ ასე­თი სა­ქარ­თვე­ლოა ერ­თა­დერ­თი და უალ­ტერ­ნა­ტი­ვო შე­თა­ვა­ზე­ბა ჩვე­ნი აფხა­ზი და ოსი ძმე­ბის­თვის, რომ დავ­ბრუნ­დეთ ერ­თი­ან ოჯახ­ში. შე­სა­ბა­მი­სად, მას­შტა­ბუ­რი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი გა­ნათ­ლე­ბა­ში და ამ სექ­ტო­რის ფუნ­და­მენ­ტუ­რი რე­ფორ­მა იქ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის აბ­სო­ლუ­ტუ­რი პრი­ო­რი­ტე­ტი", - აღ­ნიშ­ნა მა­მუ­კა ბახ­ტა­ძემ.

"ეს ჩემთვის დიდი პატივია" - მამუკა ბახტაძის განცხადება მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრის პოსტზე წარადგინეს

"ეს ჩემთვის დიდი პატივია" - მამუკა ბახტაძის განცხადება მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრის პოსტზე წარადგინეს

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მამუკა ბახტაძე პარლამენტში საკუთარი ხედვით წარდგენას უახლოეს დღეებში გეგმავს. როგორც ბახტაძემ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დასახელების შემდეგ განაცხადა, მისი ხედვები რამდენიმე ძირითად პრინციპზე იქნება დაფუძნებული. ბახტაძემ ასევე მადლობა გადაუხადა "ქართული ოცნების" პოლიტიკურ გუნდსა და მის ხელმძღანელს გამოცხადებული ნდობისთვის.

„ეს არის ძალიან დიდი პატივი, მაგრამ ამავე დროს, ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ჩემთვის. უახლოეს დღეებში მე საქართველოს პარლამენტში წარვსდგები ჩემი ხედვით, რომელიც დამყარებული იქნება შემდეგ ძირითად პრინციპებზე. პირველი - ეს არის ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანის ბოლომდე მიყვანა და საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში სრულფასოვანი ინტეგრაცია. ამ კუთხით „ქართულ ოცნებას“ აქვს დიდი წარმატებები და ამ წარმატებებს სჭირდება გაღრმავება და განმტკიცება. მეორე - ჩვენ განვახორციელებთ ინოვაციურ და ფუნდამენტურ რეფორმებს ყველა მიმართულებით. ამ რეფორმების შედეგად ჩვენ ჩამოვაყალიბებთ ახალ ეკონომიკურ მოდელს, ახალი სამართლიანი თამაშის წესებით, რომელიც შეეხება ყველა ოჯახს და ჩვენს ყველა მოქალაქეს. ჩვენ შევძლებთ და შევამცირებთ ჩამორჩენას დემოკრატიის მაღალ სტანდარტსა და ეკონომიკურ მდგომარეობას შორის. ბუნებრივია, ჩვენ გავაგრძელებთ დემოკრატიული ინსტიტუტების შემდგომ განვითარებასა და გაძლიერებას“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისივე თქმით, საქართველოს სჭირდება მცირე და ამავე დროს მოქნილი და ეფექტური სამთავრობო უწყებები. როგორც ბახტაძემ აღნიშნა, მისი ხედვების ერთ-ერთი ძირითადი პრინციპი, მცირე მთავრობის კონცეფციაა.

"მესამე პრინციპი ეს არის მცირე მთავრობის კონცეფცია. საქართველოს სჭირდება მცირე და ამავე დროს მოქნილი და ეფექტური სამთავრობო უწყებები. ამასთან ერთად, მიზანშეწონილად მიმაჩნია გაძლიერდეს ინსტიტუციური და საზოგადოებრივი კონტროლი ამ უწყებებზე ანტიკორუფციული ხაზით", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისი განცხადებით, საქართველოს მთავრობის აბსოლუტური პრიორიტეტი განათლების სექტორის ფუნდამენტური რეფორმა იქნება.

"მინდა პირდაპირ გითხრათ, რომ ეს არის ჩემი ცხოვრების მთავარი პრიორიტეტი. ეს არის განათლება, ინოვაცია და ახალგაზრდობა. სწორედ მოტივირებული, განათლებული, სამეწარმეო ენთუზიაზმით აღსავსე და რაც მთავარია, თავიანთ შესაძლებლობებში დარწმუნებული ახალგაზრდობა მოიტანს იმ შედეგს, რასაც ჰქვია საქართველოს ჩართვა განვითარებული ეკონომიკების მქონე ქვეყანათა რიცხვში. სწორედ ასეთი საქართველოა ერთადერთი და უალტერნატივო შეთავაზება ჩვენი აფხაზი და ოსი ძმებისთვის, რომ დავბრუნდეთ ერთიან ოჯახში. შესაბამისად, მასშტაბური ინვესტიციები განათლებაში და ამ სექტორის ფუნდამენტური რეფორმა იქნება საქართველოს მთავრობის აბსოლუტური პრიორიტეტი", - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები