მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ვიცით მამუკა ბახტაძის შესახებ, რომელიც საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრი იქნება
რა ვიცით მამუკა ბახტაძის შესახებ, რომელიც საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრი იქნება

"მას აქვს ძა­ლი­ან კარ­გი გა­ნათ­ლე­ბა და გა­მოც­დი­ლე­ბა. მა­მუ­კა ბახ­ტა­ძე ტექ­ნი­კურ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რია, მან ბიზ­ნე­სის ად­მი­ნის­ტრი­რე­ბის მა­გის­ტრის ხა­რის­ხი მო­ი­პო­ვა ინ­სე­ა­დის ცნო­ბილ სკო­ლა­ში საფ­რან­გეთ­ში", - ასე სა­უბ­რობ­და უკვე ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვი­ლი 2017 წლის ნო­ემ­ბერ­ში მა­მუ­კა ბახ­ტა­ძე­ზე, როცა ის ფი­ნანსთა მი­ნის­ტრის პოსტზე წა­რად­გი­ნა. დღეს უკვე, ბახ­ტა­ძე კვი­რი­კაშ­ვი­ლის შემ­ცვლე­ლად და­სა­ხელ­და სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის პოსტზე.

მა­მუ­კა ბახ­ტა­ძე 36 წლი­საა, ის 1982 წელს თბი­ლის­ში და­ი­ბა­და. და­ამ­თავ­რა ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო და სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი; ფლობს მ.ვ. ლო­მო­ნო­სო­ვის სა­ხე­ლო­ბის მოს­კო­ვის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის მა­გის­ტრის ხა­რისხს. 2010 წელს, INSEAD-ის ბიზ­ნეს სკო­ლა­ში მი­ე­ნი­ჭა MBA-ს კვა­ლი­ფი­კა­ცია. 2013 წლამ­დე მუ­შა­ობ­და სა­ქარ­თვე­ლოს სა­ერ­თა­შო­რი­სო ენერ­გე­ტი­კულ კორ­პო­რა­ცი­ა­ში, გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია რომ, ის ერთ-ერ­თი იყო იმ თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რებს შო­რის, ვინც ყვე­ლა­ზე მა­ღალ ანა­ზღა­უ­რე­ბას იღებ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში - "სა­ქარ­თვე­ლოს რკი­ნიგ­ზის" გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის წლი­უ­რი ანა­ზღა­უ­რე­ბა 225 134 ლა­რი იყო. ამას­თან, ბახ­ტა­ძე პა­რა­ლე­ლუ­რად იყო "სა­ქარ­თვე­ლოს რკი­ნიგ­ზის" შვი­ლო­ბი­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის - შპს "ჯორ­ჯია ტრან­ზი­ტის" და შპს "ჯიარ ტრან­ზიტ ლა­ი­ნის" სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს წევ­რიც, სა­ი­და­ნაც მისი შრო­მი­თი ანა­ზღა­უ­რე­ბა ერ­თობ­ლი­ვად 64 457 ლა­რი იყო. სა­ერ­თო ჯამ­ში მა­მუ­კა ბახ­ტა­ძის მიერ მი­ღე­ბუ­ლი წლი­უ­რი შე­მო­სა­ვა­ლი 2016 წლის მო­ნა­ცე­მე­ბით, 289 591 ლარს შე­ად­გენ­და, რაც თვე­ში სა­შუ­ა­ლოდ 24 132 ლა­რია.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრო­ბის კან­დი­და­ტი სპორ­ტით არის გა­ტა­ცე­ბუ­ლი. რო­გორც მისი მე­გობ­რე­ბი ამ­ბო­ბენ, უყ­ვარს რაგ­ბი და ფეხ­ბურ­თი. მა­მუ­კა ბახ­ტა­ძე რაგ­ბის არ­ც ერთ თა­მაშს არ აკ­ლდე­ბა, თა­ვი­სუ­ფალ დროს კი თა­ვა­დაც არის სპორ­ტუ­ლი ცხოვ­რე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი. რაგ­ბის სიყ­ვა­რუ­ლი მას ბავ­შვო­ბი­დან მოს­დევს, პა­ტა­რა­ო­ბი­სას მო­რაგ­ბე იყო, თუმ­ცა სპორ­ტის ეს სა­ხე­ო­ბა მის­თვის მხო­ლოდ ჰო­ბად დარ­ჩა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია რომ, წლე­ბის წინ, როცა ბახ­ტა­ძე "სა­ქარ­თვე­ლოს რკი­ნიგ­ზის" ხელ­მძღვა­ნე­ლად და­ი­ნიშ­ნა, მე­დი­ა­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ის ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის უფ­რო­სი ვა­ჟის, უტა ივა­ნიშ­ვი­ლის მე­გო­ბა­რი იყო. ეს ხმე­ბი კი­დევ უფრო გამ­ძაფ­რდა მას შემ­დეგ რაც ბიძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის პოს­ტი­დან წა­ვი­და და მის შემ­ცვლე­ლად სხვა­დას­ხვა კან­დი­და­ტუ­რა გა­ნი­ხი­ლე­ბო­და, მათ შო­რის ერთ-ერთი იყო ბახ­ტა­ძეც. ივა­ნიშ­ვილ­მა კო­მენ­ტარ­ში ის ასე შე­ა­ფა­სა: "კარ­გი ბი­ჭია მა­მუ­კა ბახ­ტა­ძე. სხვა­თა შო­რის, მე არ გან­ვი­ხი­ლავ­დი მას კან­დი­და­ტად, მაგ­რამ სა­ინ­ტე­რე­სო პი­როვ­ნე­ბაა და შე­იძ­ლე­ბა ერთ ვა­რი­ან­ტად ესეც დარ­ჩეს".

რამ­დე­ნი­მე თვის წინ, მა­მუ­კა ბახ­ტა­ძეს გავ­რცე­ლე­ბულ ხმებ­ზეც მო­უხ­და პა­სუ­ხის გა­ცე­მა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც ის ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ქა­ლიშ­ვილ­ზე - გვან­ცა ივა­ნიშ­ვილ­ზე ქორ­წინ­დე­ბო­და. ბახ­ტა­ძემ სა­კუ­თა­რი კა­ბი­ნე­ტი­დან ფე­ის­ბუქ-ჩარ­თვის დროს უპა­სუ­ხა აღ­ნიშ­ნულ შე­კი­თხვას, რო­მე­ლიც ერთ-ერ­თმა მო­ქა­ლა­ქემ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მის­წე­რა.

"მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა და­წე­რა რომ სა­სი­ძო ხართ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის, რას იტყვით ამა­ზე?" - მის­წე­რა ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბელ­მა ბახ­ტა­ძეს, რა­ზეც მი­ნისტრს გა­ე­ცი­ნა და უპა­სუ­ხა:

"გა­სა­გე­ბია რომ, ეს ადა­მი­ა­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ეწე­ვა ია­ფ­ფა­სი­ა­ნი სიც­რუ­ის ტი­რა­ჟი­რე­ბას, მაგ­რამ იმ­დე­ნად ინ­ტენ­სი­უ­რად რომ თვი­თო­ნაც კი და­ი­ჯე­რა ია­ფ­ფა­სი­ა­ნი ჭო­რე­ბი. ცნო­ბის­თვის, მინ­და გი­თხრათ, რომ ივა­ნიშ­ვი­ლის არ­ცერთ შვილს არ ვიც­ნობ, და მე ზო­გა­დად დამ­რჩა გან­ცდა, რომ ზო­გი­ერ­თმა ჯგუფ­მა სცა­და იმ ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბის შემ­დეგ, რაც ჩვენ გა­ვაჟ­ღე­რეთ, გა­და­ე­ფა­რათ ეს დის­კუ­სი­ე­ბი ია­ფ­ფა­სი­ა­ნი ჭო­რე­ბით... სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის მი­მინ­დია ამის გან­სჯა, თუმ­ცა ვფიქ­რობ ყვე­ლა კარ­გად ხე­დავს და აა­ნა­ლი­ზებს ამ ჭო­რე­ბის წარ­მო­მავ­ლო­ბას" - გან­მარ­ტა ბახ­ტა­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

რა ვიცით მამუკა ბახტაძის შესახებ, რომელიც საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრი იქნება

რა ვიცით მამუკა ბახტაძის შესახებ, რომელიც საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრი იქნება

"მას აქვს ძალიან კარგი განათლება და გამოცდილება. მამუკა ბახტაძე ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორია, მან ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი მოიპოვა ინსეადის ცნობილ სკოლაში საფრანგეთში", - ასე საუბრობდა უკვე ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 2017 წლის ნოემბერში მამუკა ბახტაძეზე, როცა ის ფინანსთა მინისტრის პოსტზე წარადგინა. დღეს უკვე, ბახტაძე კვირიკაშვილის შემცვლელად დასახელდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტზე.

მამუკა ბახტაძე 36 წლისაა, ის 1982 წელს თბილისში დაიბადა. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტები; ფლობს მ.ვ. ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს. 2010 წელს, INSEAD-ის ბიზნეს სკოლაში მიენიჭა MBA-ს კვალიფიკაცია. 2013 წლამდე მუშაობდა საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულ კორპორაციაში, გენერალური დირექტორის თანამდებობაზე.

აღსანიშნავია რომ, ის ერთ-ერთი იყო იმ თანამდებობის პირებს შორის, ვინც ყველაზე მაღალ ანაზღაურებას იღებდა საქართველოში - "საქართველოს რკინიგზის" გენერალური დირექტორის წლიური ანაზღაურება 225 134 ლარი იყო. ამასთან, ბახტაძე პარალელურად იყო "საქართველოს რკინიგზის" შვილობილი კომპანიების - შპს "ჯორჯია ტრანზიტის" და შპს "ჯიარ ტრანზიტ ლაინის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრიც, საიდანაც მისი შრომითი ანაზღაურება ერთობლივად 64 457 ლარი იყო. საერთო ჯამში მამუკა ბახტაძის მიერ მიღებული წლიური შემოსავალი 2016 წლის მონაცემებით, 289 591 ლარს შეადგენდა, რაც თვეში საშუალოდ 24 132 ლარია.

როგორც ცნობილია, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი სპორტით არის გატაცებული. როგორც მისი მეგობრები ამბობენ, უყვარს რაგბი და ფეხბურთი. მამუკა ბახტაძე რაგბის არც ერთ თამაშს არ აკლდება, თავისუფალ დროს კი თავადაც არის სპორტული ცხოვრებით დაკავებული. რაგბის სიყვარული მას ბავშვობიდან მოსდევს, პატარაობისას მორაგბე იყო, თუმცა სპორტის ეს სახეობა მისთვის მხოლოდ ჰობად დარჩა.

აღსანიშნავია რომ, წლების წინ, როცა ბახტაძე "საქართველოს რკინიგზის" ხელმძღვანელად დაინიშნა, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის ბიძინა ივანიშვილის უფროსი ვაჟის, უტა ივანიშვილის მეგობარი იყო. ეს ხმები კიდევ უფრო გამძაფრდა მას შემდეგ რაც ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრის პოსტიდან წავიდა და მის შემცვლელად სხვადასხვა კანდიდატურა განიხილებოდა, მათ შორის ერთ-ერთი იყო ბახტაძეც. ივანიშვილმა კომენტარში ის ასე შეაფასა: "კარგი ბიჭია მამუკა ბახტაძე. სხვათა შორის, მე არ განვიხილავდი მას კანდიდატად, მაგრამ საინტერესო პიროვნებაა და შეიძლება ერთ ვარიანტად ესეც დარჩეს".

რამდენიმე თვის წინ, მამუკა ბახტაძეს გავრცელებულ ხმებზეც მოუხდა პასუხის გაცემა, რომლის მიხედვითაც ის ბიძინა ივანიშვილის ქალიშვილზე - გვანცა ივანიშვილზე ქორწინდებოდა. ბახტაძემ საკუთარი კაბინეტიდან ფეისბუქ-ჩართვის დროს უპასუხა აღნიშნულ შეკითხვას, რომელიც ერთ-ერთმა მოქალაქემ სოციალურ ქსელში მისწერა.

"მიხეილ სააკაშვილმა დაწერა რომ სასიძო ხართ ბიძინა ივანიშვილის, რას იტყვით ამაზე?" - მისწერა ინტერნეტმომხმარებელმა ბახტაძეს, რაზეც მინისტრს გაეცინა და უპასუხა:

"გასაგებია რომ, ეს ადამიანი საზოგადოებაში ეწევა იაფფასიანი სიცრუის ტირაჟირებას, მაგრამ იმდენად ინტენსიურად რომ თვითონაც კი დაიჯერა იაფფასიანი ჭორები. ცნობისთვის, მინდა გითხრათ, რომ ივანიშვილის არცერთ შვილს არ ვიცნობ, და მე ზოგადად დამრჩა განცდა, რომ ზოგიერთმა ჯგუფმა სცადა იმ ინიციატივების შემდეგ, რაც ჩვენ გავაჟღერეთ, გადაეფარათ ეს დისკუსიები იაფფასიანი ჭორებით... საზოგადოებისთვის მიმინდია ამის განსჯა, თუმცა ვფიქრობ ყველა კარგად ხედავს და აანალიზებს ამ ჭორების წარმომავლობას" - განმარტა ბახტაძემ.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები