პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა წერია რეზოლუციაში, რომელიც ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მიიღო
რა წერია რეზოლუციაში, რომელიც ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მიიღო

ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტმა სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ხებ რე­ზო­ლუ­ცია - „სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი რუ­სე­თის შეჭ­რი­დან 10 წლის შემ­დეგ“ მი­ი­ღო. რე­ზო­ლუ­ცია ხმა­თა სრუ­ლი უმ­რავ­ლე­სო­ბით დამ­ტკიც­და.

რო­გორც რე­ზო­ლუ­ცი­ა­შია ნათ­ქვა­მი, ევ­რო­კავ­ში­რი მტკი­ცედ უჭერს მხარს სა­ქარ­თვე­ლოს სუ­ვე­რე­ნი­ტეტ­სა და ტე­რი­ტო­რი­ულ მთლი­ა­ნო­ბას სა­ერ­თა­შო­რი­სოდ აღი­ა­რე­ბუ­ლი სა­ზღვრე­ბის ფარ­გლებ­ში; ასე­ვე, აღ­ნიშ­ნავს, რომ 2008 წლის აგ­ვის­ტო­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში რუ­სე­თის სამ­ხედ­რო აგ­რე­სი­ი­დან 10 წლის­თავ­ზე, რუ­სე­თი კვლავ აგ­რძე­ლებს სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ე­ბის აფხა­ზე­თი­სა და ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნის/სამ­ხრეთ ოსე­თის არა­კა­ნო­ნი­ერ ოკუ­პა­ცი­ას, სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლი­სა და წეს­რიგ­ზე დამ­ყა­რე­ბუ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო სის­ტე­მის დარ­ღვე­ვას; 2014 და 2015 წლებ­ში რუ­სეთ­სა და აფხა­ზეთს/სამ­ხრეთ ოსეთს შო­რის ხელ­მო­წე­რი­ლი შე­თან­ხმე­ბა ე.წ. ინ­ტეგ­რა­ცი­ა­სა და ალი­ანსზე სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის, ეუთო-ს პრინ­ცი­პე­ბი­სა და რუ­სე­თის სა­ერ­თა­შო­რი­სო ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის აშ­კა­რა დარ­ღვე­ვაა; ევ­რო­კავ­ში­რი არ სცნობს 2016 და 2017 წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს რე­გი­ო­ნებ­ში აფხა­ზეთ­სა და სამ­ხრეთ ოსეთ­ში სე­პა­რა­ტის­ტე­ბის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ე.წ. არ­ჩევ­ნებს და რე­ფე­რენ­დუმს.

ამას­თან, რე­ზო­ლუ­ცი­ის ტექ­სტში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ევ­რო­კავ­ში­რი მტკი­ცედ უჭერს მხარს რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს კონ­ფლიქ­ტის მშვი­დო­ბი­ან გა­დაჭ­რას სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის ფუნ­და­მენ­ტუ­რი პრინ­ცი­პე­ბი­სა და ნორ­მე­ბის შე­სა­ბა­მი­სად;

„რუ­სე­თი მუდ­მი­ვად აძ­ლი­ე­რებს სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე თა­ვის სამ­ხედ­რო ყოფ­ნას, ახა­ლი ბა­ზე­ბის მშე­ნებ­ლო­ბის, ახა­ლი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბი­სა და ცო­ცხა­ლი ძა­ლის შე­მოყ­ვა­ნი­სა და სამ­ხედ­რო წვრთნე­ბის ჩა­ტა­რე­ბის გზით; რუ­სე­თი გა­ნაგ­რძობს თა­ვი­სი სა­ერ­თა­შო­რი­სო ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვას და უარს ამ­ბობს, სრუ­ლად შე­ას­რუ­ლოს 2008 წლის 12 აგ­ვის­ტოს ცე­ცხლის შე­წყვე­ტის შე­სა­ხებ შე­თან­ხმე­ბა;

რუ­სე­თი გა­ნაგ­რძობს აფხა­ზე­თი­სა და ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნის/სამ­ხრეთ ოსე­თის იზო­ლი­რე­ბას და­ნარ­ჩე­ნი სა­ქარ­თვე­ლოს­გან და­მა­ტე­ბი­თი გამ­შვე­ბი პუნ­ქტე­ბის და­ხურ­ვით, ფი­ზი­კუ­რი ბა­რი­ე­რე­ბის აგე­ბით ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ხა­ზის გას­წვრივ და ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის აღ­მო­ფხვრის კამ­პა­ნი­ის გა­ტა­რე­ბით. ეს ხაზი ნელა, მაგ­რამ მუდ­მი­ვად გა­და­ად­გილ­დე­ბა თბი­ლი­სის მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბად ტე­რი­ტო­რი­ა­ზე „ბორ­დე­რი­ზა­ცი­ის“ პრო­ცე­სის ფარ­გლებ­ში, ზო­გი­ერთ ად­გი­ლას კი უახ­ლოვ­დე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვან ინფრას­ტრუქ­ტუ­რას, რო­გო­რიც არის ავ­ტო­მა­გის­ტრა­ლი და გაზ­სა­დე­ნი;

ეთ­ნი­კუ­რი წმენ­დის რამ­დე­ნი­მე ტალ­ღის შე­დე­გად სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან აფხა­ზე­თი­დან და ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნი­დან/სამ­ხრეთ ოსე­თი­დან ძა­ლის­მი­ე­რად გან­დევ­ნილ ასო­ბით ათასს იძუ­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბულ პირ­სა და დევ­ნი­ლებს კვლავ არ აქვთ შე­საძ­ლებ­ლო­ბა ისარ­გებ­ლონ ფუნ­და­მენ­ტუ­რი უფ­ლე­ბით, თა­ვი­ანთ სახ­ლებ­ში ღირ­სე­უ­ლად და უსაფრ­თხოდ დაბ­რუნ­დნენ.

სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბულ რე­გი­ო­ნებ­ში ირ­ღვე­ვა ადა­მი­ა­ნის ძი­რი­თა­დი უფ­ლე­ბე­ბი, მათ შო­რის გა­და­ად­გი­ლე­ბის უფ­ლე­ბა, სა­კუთ­რე­ბის უფ­ლე­ბა და უფ­ლე­ბა მი­ი­ღოს გა­ნათ­ლე­ბა მშობ­ლი­ურ ენა­ზე; კვლავ აქვს ად­გი­ლი არა­კა­ნო­ნი­ერ და­კა­ვე­ბებ­სა და გა­ტა­ცე­ბებს; რუ­სე­თი, რო­გორც ძალა, რო­მე­ლიც ეფექ­ტურ კონ­ტროლს ახორ­ცი­ე­ლებს სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე აფხა­ზეთ­ზე და ცხინ­ვა­ლის რე­გი­ონ­ზე/სამ­ხრეთ ოსეთ­ზე, სრუ­ლად პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლია ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის უხეშ დარ­ღვე­ვებ­ზე და ად­გილ­ზე ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია რე­ზო­ლუ­ცი­ა­ში.

რე­ზო­ლუ­ცი­ა­ში ასე­ვე ნათ­ქვა­მია, რომ რუ­სე­თის შეჭ­რა სა­ქარ­თვე­ლო­ში 2008 წელს პირ­ვე­ლი დიდი თავ­დას­ხმა იყო ევ­რო­პულ წეს­რიგ­ზე, ამას მოჰ­ყვა სხვა თავ­დას­ხმე­ბი, მათ შო­რის ყი­რი­მის ანექ­სია და აღ­მო­სავ­ლეთ უკ­რა­ი­ნა­ში ომი;

რე­ზო­ლუ­ცი­ა­ში ასე­ვე სა­უ­ბა­რია არ­ჩილ ტა­ტუ­ნაშ­ვილ­ზე, გიგა ოთხო­ზო­რი­ა­ზე და და­ვით ბა­შა­რულ­ზე.

„ქარ­თვე­ლი იძუ­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბუ­ლი პი­რე­ბი: არ­ჩილ ტა­ტუ­ნაშ­ვი­ლი, გიგა ოთხო­ზო­რია და და­ვით ბა­შა­რუ­ლი მოკ­ლეს, რაც სო­ხუმ­ში და ცხინ­ვალ­ში რუ­სე­თის სა­ო­კუ­პა­ციო რე­ჟი­მის უხე­ში ქმე­დე­ბე­ბის შე­დე­გია;

სის­ხლის სა­მარ­თლის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­სა­მარ­თლომ კონ­ფლიქ­ტი­სას ომის და კა­ცობ­რი­ო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ჩა­დე­ნილ და­ნა­შა­უ­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო“, - ნათ­ქვა­მია რე­ზო­ლუ­ცი­ა­ში.

რე­ზო­ლუ­ცი­ა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტი კვლავ ადას­ტუ­რებს, რომ ცალ­სა­ხად მხარს უჭერს სა­ქარ­თვე­ლოს სუ­ვე­რე­ნი­ტეტ­სა და ტე­რი­ტო­რი­ულ მთლი­ა­ნო­ბას; აცხა­დებს, რომ სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი, და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა და კონ­ფლიქ­ტის მშვი­დო­ბი­ა­ნი და­რე­გუ­ლი­რე­ბა ევ­რო­პუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის წეს­რი­გის მთა­ვა­რი პრინ­ცი­პია; მი­იჩ­ნევს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ე­ბის ოკუ­პა­ცია პო­ტენ­ცი­ურ საფრ­თხეს წარ­მო­ად­გენს სხვა ევ­რო­პუ­ლი ქვეყ­ნე­ბის­თვის;

„ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტი მო­ი­თხოვს, რომ რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ამ გა­ა­უქ­მოს თა­ვი­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ე­ბის აფხა­ზე­თი­სა და სამ­ხრეთ ოსე­თის ე.წ. და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღი­ა­რე­ბა­ზე;

გმობს ვე­ნე­სუ­ე­ლას, ნი­კა­რა­გუ­ას, სი­რი­ა­სა და ნა­უ­რუს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, „აღი­ა­როს“ აფხა­ზე­თი და სამ­ხრეთ ოსე­თი და მათ მო­უ­წო­დებს უკან წა­ი­ღონ ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. ასე­ვე, ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნავს, რომ რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ამ უპი­რო­ბოდ უნდა შე­ას­რუ­ლოს 2008 წლის 12 აგ­ვის­ტოს ცე­ცხლის შე­წყვე­ტის შე­სა­ხებ შე­თან­ხმე­ბის ყვე­ლა დე­ბუ­ლე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით კი თა­ვი­სი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ი­დან გაყ­ვა­ნა;

მო­ი­თხოვს, რომ რუ­სეთ­მა შე­წყვი­ტოს სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ე­ბის ოკუ­პა­ცია და პა­ტი­ვი სცეს სა­ქარ­თვე­ლოს სუ­ვე­რე­ნი­ტეტ­სა და ტე­რი­ტო­რი­ულ მთლი­ა­ნო­ბას, ასე­ვე სა­ერ­თა­შო­რი­სოდ აღი­ა­რე­ბუ­ლი სა­ზღვრე­ბის ხელ­შე­უ­ხებ­ლო­ბას და შე­წყვი­ტოს ორი­ვე რე­გი­ო­ნის დე ფაქ­ტო ინ­ტეგ­რა­ცია;

მო­უ­წო­დებს რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ას, სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცეს ევ­რო­კავ­ში­რის სა­დამ­კვირ­ვებ­ლო მი­სი­ას წვდო­მა ჰქონ­დეს სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე აფხა­ზეთ­ზე და სამ­ხრეთ ოსეთ­ზე;

მო­უ­წო­დებს რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ას შე­წყვი­ტოს შემ­დგო­მი „ბორ­დე­რი­ზა­ცია“ და მავ­თულხლარ­თე­ბი­სა და სხვა ბა­რი­ე­რე­ბის აგე­ბა;

გმობს, ათო­ბით ქარ­თუ­ლი სოფ­ლე­ბი­სა და ეკ­ლე­სი­ე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბას ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე, ასე­ვე მცდე­ლო­ბას აღ­მო­ი­ფხვრას ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის კვა­ლი ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე;

მი­ე­სალ­მე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის ახალ სამ­შვი­დო­ბო ინი­ცი­ა­ტი­ვას, „ნა­ბი­ჯი უკე­თე­სი მო­მავ­ლის­კენ“, რომ­ლის მი­ზა­ნია ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი და სო­ცი­ა­ლურ-ეკო­ნო­მი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე აფხა­ზეთ­ში და სამ­ხრეთ ოსეთ­ში მცხოვ­რებ ხალ­ხის­თვის;

ახ­სე­ნებს რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ას, რო­გორც ოკუ­პანტ ძა­ლას, თა­ვის ვალ­დე­ბუ­ლე­ბებს, შე­წყვი­ტოს ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვა სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბულ რე­გი­ო­ნებ­ში;

მო­უ­წო­დებს რუ­სეთს შე­წყვი­ტოს უკა­ნო­ნო­ბა და ეთ­ნი­კუ­რად მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე;

ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტი მო­უ­წო­დებს ყვე­ლა წევრ სა­ხელ­მწი­ფოს, რომ ევ­რო­საბ­ჭოს სან­ქცი­ე­ბის „შავ სიას“ და­ა­მა­ტონ ის ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც იქ­ნე­ბა ჩარ­თუ­ლი და მო­მა­ვალ­ში და­ე­მა­ტე­ბა „ოთხო­ზო­რია–ტა­ტუ­ნაშ­ვი­ლის სიას“;

ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნავს, რომ სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბამ კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლი და ქმე­დი­თი ნა­ბი­ჯე­ბი უნდა გა­დად­გას რუ­სე­თის ოკუ­პა­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ, რო­გორც ერ­თა­დერ­თი სა­შუ­ა­ლე­ბა უზ­რუნ­ველ­ყო­ფილ იქ­ნას კონ­ფლიქ­ტის მშვი­დო­ბი­ა­ნი გა­დაჭ­რა“, -ნათ­ქვა­მია რე­ზო­ლუ­ცი­ა­ში.

sponsored by ContentRoom

რა წერია რეზოლუციაში, რომელიც ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მიიღო

რა წერია რეზოლუციაში, რომელიც ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია - „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთის შეჭრიდან 10 წლის შემდეგ“ მიიღო. რეზოლუცია ხმათა სრული უმრავლესობით დამტკიცდა.

როგორც რეზოლუციაშია ნათქვამი, ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში; ასევე, აღნიშნავს, რომ 2008 წლის აგვისტოში საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიიდან 10 წლისთავზე, რუსეთი კვლავ აგრძელებს საქართველოს ტერიტორიების აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის არაკანონიერ ოკუპაციას, საერთაშორისო სამართლისა და წესრიგზე დამყარებული საერთაშორისო სისტემის დარღვევას; 2014 და 2015 წლებში რუსეთსა და აფხაზეთს/სამხრეთ ოსეთს შორის ხელმოწერილი შეთანხმება ე.წ. ინტეგრაციასა და ალიანსზე საერთაშორისო სამართლის, ეუთო-ს პრინციპებისა და რუსეთის საერთაშორისო ვალდებულებების აშკარა დარღვევაა; ევროკავშირი არ სცნობს 2016 და 2017 წლებში საქართველოს რეგიონებში აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში სეპარატისტების მიერ ჩატარებული ე.წ. არჩევნებს და რეფერენდუმს.

ამასთან, რეზოლუციის ტექსტში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიან გადაჭრას საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპებისა და ნორმების შესაბამისად;

„რუსეთი მუდმივად აძლიერებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე თავის სამხედრო ყოფნას, ახალი ბაზების მშენებლობის, ახალი აღჭურვილობისა და ცოცხალი ძალის შემოყვანისა და სამხედრო წვრთნების ჩატარების გზით; რუსეთი განაგრძობს თავისი საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევას და უარს ამბობს, სრულად შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება;

რუსეთი განაგრძობს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის იზოლირებას დანარჩენი საქართველოსგან დამატებითი გამშვები პუნქტების დახურვით, ფიზიკური ბარიერების აგებით ადმინისტრაციული ხაზის გასწვრივ და ქართული კულტურის აღმოფხვრის კამპანიის გატარებით. ეს ხაზი ნელა, მაგრამ მუდმივად გადაადგილდება თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე „ბორდერიზაციის“ პროცესის ფარგლებში, ზოგიერთ ადგილას კი უახლოვდება მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურას, როგორიც არის ავტომაგისტრალი და გაზსადენი;

ეთნიკური წმენდის რამდენიმე ტალღის შედეგად საქართველოს ტერიტორიებიდან აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთიდან ძალისმიერად განდევნილ ასობით ათასს იძულებით გადაადგილებულ პირსა და დევნილებს კვლავ არ აქვთ შესაძლებლობა ისარგებლონ ფუნდამენტური უფლებით, თავიანთ სახლებში ღირსეულად და უსაფრთხოდ დაბრუნდნენ.

საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ირღვევა ადამიანის ძირითადი უფლებები, მათ შორის გადაადგილების უფლება, საკუთრების უფლება და უფლება მიიღოს განათლება მშობლიურ ენაზე; კვლავ აქვს ადგილი არაკანონიერ დაკავებებსა და გატაცებებს; რუსეთი, როგორც ძალა, რომელიც ეფექტურ კონტროლს ახორციელებს საქართველოს ტერიტორიებზე აფხაზეთზე და ცხინვალის რეგიონზე/სამხრეთ ოსეთზე, სრულად პასუხისმგებელია ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებზე და ადგილზე ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე“, - აღნიშნულია რეზოლუციაში.

რეზოლუციაში ასევე ნათქვამია, რომ რუსეთის შეჭრა საქართველოში 2008 წელს პირველი დიდი თავდასხმა იყო ევროპულ წესრიგზე, ამას მოჰყვა სხვა თავდასხმები, მათ შორის ყირიმის ანექსია და აღმოსავლეთ უკრაინაში ომი;

რეზოლუციაში ასევე საუბარია არჩილ ტატუნაშვილზე, გიგა ოთხოზორიაზე და დავით ბაშარულზე.

„ქართველი იძულებით გადაადგილებული პირები: არჩილ ტატუნაშვილი, გიგა ოთხოზორია და დავით ბაშარული მოკლეს, რაც სოხუმში და ცხინვალში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის უხეში ქმედებების შედეგია;

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ კონფლიქტისას ომის და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო“, - ნათქვამია რეზოლუციაში.

რეზოლუციაში აღნიშნულია, ევროპარლამენტი კვლავ ადასტურებს, რომ ცალსახად მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას; აცხადებს, რომ სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა და კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირება ევროპული უსაფრთხოების წესრიგის მთავარი პრინციპია; მიიჩნევს, რომ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენს სხვა ევროპული ქვეყნებისთვის;

„ევროპარლამენტი მოითხოვს, რომ რუსეთის ფედერაციამ გააუქმოს თავისი გადაწყვეტილება საქართველოს ტერიტორიების აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებაზე;

გმობს ვენესუელას, ნიკარაგუას, სირიასა და ნაურუს გადაწყვეტილებას, „აღიაროს“ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი და მათ მოუწოდებს უკან წაიღონ ეს გადაწყვეტილება. ასევე, ხაზგასმით აღნიშნავს, რომ რუსეთის ფედერაციამ უპირობოდ უნდა შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ყველა დებულება, განსაკუთრებით კი თავისი შეიარაღებული ძალების საქართველოს ტერიტორიიდან გაყვანა;

მოითხოვს, რომ რუსეთმა შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ხელშეუხებლობას და შეწყვიტოს ორივე რეგიონის დე ფაქტო ინტეგრაცია;

მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, საშუალება მისცეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას წვდომა ჰქონდეს საქართველოს ტერიტორიებზე აფხაზეთზე და სამხრეთ ოსეთზე;

მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას შეწყვიტოს შემდგომი „ბორდერიზაცია“ და მავთულხლართებისა და სხვა ბარიერების აგება;

გმობს, ათობით ქართული სოფლებისა და ეკლესიების განადგურებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ასევე მცდელობას აღმოიფხვრას ქართული კულტურის კვალი ოკუპირებულ ტერიტორიებზე;

მიესალმება საქართველოს მთავრობის ახალ სამშვიდობო ინიციატივას, „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რომლის მიზანია ჰუმანიტარული და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება საქართველოს ტერიტორიებზე აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში მცხოვრებ ხალხისთვის;

ახსენებს რუსეთის ფედერაციას, როგორც ოკუპანტ ძალას, თავის ვალდებულებებს, შეწყვიტოს ადამიანის უფლებების დარღვევა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში;

მოუწოდებს რუსეთს შეწყვიტოს უკანონობა და ეთნიკურად მოტივირებული დანაშაულები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე;

ევროპარლამენტი მოუწოდებს ყველა წევრ სახელმწიფოს, რომ ევროსაბჭოს სანქციების „შავ სიას“ დაამატონ ის ადამიანები, ვინც იქნება ჩართული და მომავალში დაემატება „ოთხოზორია–ტატუნაშვილის სიას“;

ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ კოორდინირებული და ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას რუსეთის ოკუპაციის წინააღმდეგ, როგორც ერთადერთი საშუალება უზრუნველყოფილ იქნას კონფლიქტის მშვიდობიანი გადაჭრა“, -ნათქვამია რეზოლუციაში.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები