სამართალი
მოზაიკა
პოლიტიკა

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
საზოგადოება
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ძალიან ემოციურია და დიდი ენერგია სჭირდებოდა თავშეკავებაზე..." - ფსიქოლოგი გადადგომის შესახებ კვირიკაშვილის გამოსვლას აფასებს
"ძალიან ემოციურია და დიდი ენერგია სჭირდებოდა თავშეკავებაზე..." - ფსიქოლოგი გადადგომის შესახებ კვირიკაშვილის გამოსვლას აფასებს

გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბას გა­დად­გო­მის შე­სა­ხებ არა­ერ­თგვა­რო­ვა­ნი შე­ფა­სე­ბე­ბი მოყ­ვა. ზო­გი­ერ­თის­თვის, ბო­ლოდ­რო­ინ­დე­ლი მოვ­ლე­ნე­ბის ფონ­ზე მისი გან­ცხა­დე­ბა მო­უ­ლოდ­ნე­ლი არ ყო­ფი­ლა, ზო­გი­ერ­თის­თვის კი, გა­საკ­ვი­რი და უცხო ის აღ­მოჩ­ნდა, რომ პრე­მი­ერ­მა გა­დად­გო­მის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბა, უე­მო­ცი­ოდ, მშვი­დად და ერთი შე­ხედ­ვით, თით­ქოს კმა­ყო­ფილ­მაც გა­ა­კე­თა.

სა­ინ­ტე­რე­სოა, რა ახ­სნა აქვთ სო­ცი­ა­ლურ ფსი­ქო­ლო­გებს ამ ყვე­ლა­ფერ­ზე და რო­გორ იშიფ­რე­ბა სხე­უ­ლის ენით ექს-პრე­მი­ე­რის 13 ივ­ნი­სის გა­მოს­ვლა. ამის შე­სა­ხებ ფსი­ქო­ლოგ ზურა მხე­ი­ძეს ვკი­თხეთ:

"ემო­ცი­ას მოკ­ლე­ბუ­ლი ეს გა­მოს­ვლა იმი­ტომ იყო, რომ მის­თვის უცხო და მო­უ­ლოდ­ნე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არ ყო­ფი­ლა, ამა­ზე ისე­დაც მი­დი­ო­და სა­უ­ბა­რი. უბ­რა­ლოდ, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი რა­ღაც გზას ირ­ჩევს და იმის­კენ მი­დის, მა­შინ მშვიდ­დე­ბა. გან­ცდა და ნერ­ვი­უ­ლო­ბა კი მა­შინ ეტყო­ბა, რო­დე­საც ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი არ არის. ამი­ტომ კვი­რი­კაშ­ვი­ლის ისე­თი გა­მოს­ვლა, რო­გო­რიც ვნა­ხეთ, მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო.

იხი­ლეთ ვი­დეო

რაც შე­ე­ხე­ბა იმას, რომ თით­ქოს კა­მა­ყო­ფი­ლიც კი ჩან­და, ამა­ზე ასე­თი პა­სუ­ხი მაქვს: პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრო­ბა, რო­გორ გგო­ნი­ათ, ად­ვი­ლია? ამ ადა­მი­ან­მა ცოტა რამ გა­და­ი­ტა­ნა? ცოტა სტრე­სი ჰქონ­და? რო­გორ ფიქ­რობთ, კაცი იმ სი­ტუ­ა­ცი­ი­დან გა­მო­დი­ო­და, სა­დაც ეს სტრე­სი აღარ ექ­ნე­ბო­და და მგო­ნი, გა­სა­გე­ბი უნდა იყოს ყვე­ლა­ფე­რი. შე­იძ­ლე­ბა პირ­ქით, ზედ­მე­ტად მშვი­და­დაც კი მოგჩ­ვე­ნე­ბო­დათ.

- ზო­გა­დად რო­გორ შე­ა­ფა­სებთ მის სა­ტე­ლე­ვი­ზიო გა­მოს­ვლებს 2 წლი­სა და 7 თვის მან­ძილ­ზე?

- მისი გა­მოს­ვლე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ემო­ცი­უ­რი ადა­მი­ა­ნია და მას თა­ვის შე­კა­ვე­ბა­ზე შე­იძ­ლე­ბა უფრო მეტი ძა­ლის­ხმე­ვა სჭირ­დე­ბო­დეს, ვიდ­რე სხვა პო­ლი­ტი­კოსს. ვფიქ­რობ, მის­თვის ცოტა უცხო უნდა იყოს პო­ლი­ტი­კუ­რი გა­იძ­ვე­რო­ბის სა­კი­თხე­ბიც. ვი­ნა­ი­დან ეს მის­თვის უცხოა, ამი­ტომ არის ასე­თი, რო­გო­რიც არის. თუმ­ცა პო­ლი­ტი­კა­ში რომ მი­დი­ხარ, თუ იმუ­ნი­ტე­ტი არ გაქვს, ემო­ცი­ებს ად­ვი­ლად ჰყვე­ბი, იქ ყოფ­ნა გა­გი­ჭირ­დე­ბა. კი, ეს ნორ­მა­ლურ და წე­სი­ერ ადა­მი­ა­ნებს არ გა­მოს­დით. რო­გორც ჩანს, უკვე ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რია და დიდი ენერ­გია სჭირ­დე­ბო­და თავ­შე­კა­ვე­ბა­ზე, ვიდ­რე შე­იძ­ლე­ბა სხვას დას­ჭირ­ვე­ბო­და.

პო­ლი­ტი­კოს­მა აპ­რი­ორ­ში უნდა იცო­დეს, რომ დარ­ტყმე­ბიც იქ­ნე­ბა და კრი­ტი­კაც, ზოგ­ჯერ უსა­მარ­თლო და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბიც, რის­თვი­საც მზად უნდა იყო. ბევ­რი უკ­მა­ყო­ფი­ლო იქ­ნე­ბა, შე­იძ­ლე­ბა შენი ბრა­ლე­უ­ლო­ბა არც იყოს, მაგ­რამ და­გაბ­რა­ლონ. ამას პო­ლი­ტი­კო­სის მხრი­დან გაძ­ლე­ბა უნდა. თუ ასე­თი ადა­მი­ა­ნი არ ხარ და მით უმე­ტეს, პირ­ვე­ლი პირი, მა­შინ არ უნდა წახ­ვი­დე. თუ წახ­ვალ, ამის­თვის მზად უნდა იყო.

- მგო­ნი, აკონ­ტრო­ლებ­და, მაგ­რამ ის ცნო­ბი­ლი გა­ცხა­რე­ბა (პარ­ლა­მენ­ტში ნიკა მე­ლი­ას­თან მომ­ხდა­რი ინ­ცი­დენ­ტი) მა­ინც გა­მო­ავ­ლი­ნა...

- კი, მაგ­რამ როცა დიდი ძა­ლის­ხმე­ვა გჭირ­დე­ბა თავ­შე­კა­ვე­ბა­ზე, ემო­ცია ოდეს­ღაც ამო­ხეთ­ქავს. ეს ნე­ბე­ლო­ბის ხარ­ჯზე ხდე­ბა. როცა ძა­ლი­ან ვცდი­ლობ, ვა­კონ­ტრო­ლო თავი, ხან­და­ხან მა­ინც ჩნდე­ბა მო­მენ­ტი, სა­დაც ვე­ღარ მო­ვით­მენ. სხვა­თა შო­რის, ემო­ცი­ის არ­გა­მოვ­ლე­ნა ავად­მყო­ფო­ბა­შიც კი ვლინ­დე­ბა. მერე აქე­დან არის ინ­ფარ­ქტი, ინ­სულ­ტი, კუ­ჭის წყლუ­ლი, რად­გა­ნაც ასეთ სტრე­სულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში უდი­დე­სი ძა­ლის­ხმე­ვაა სა­ჭი­რო, ემო­ცი­ებს არ აჰ­ყვე.

- ე.ი. ემო­ცი­ის შე­ნიღბვა შე­იძ­ლე­ბა და­ა­ვა­დე­ბის გა­ჩე­ნის რის­კიც იყოს.

- კი, ემო­ცია ხომ ცვლის სი­ტუ­ა­ცი­ას. მისი გა­მო­ხატ­ვა უკე­თე­სი ვა­რი­ან­ტია. სტრესს სა­ერ­თოდ უარ­ყო­ფით კონ­ტექ­სტში ვიხ­სე­ნი­ებთ ხოლ­მე, მაგ­რამ თვი­თონ სტრე­სი და­დე­ბი­თიც კია. სტრე­სი რა­ღა­ცის გა­და­სა­ლა­ხად ძა­ლე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბას ნიშ­ნავს. თუ ეს პერ­მა­ნენ­ტუ­ლი პრო­ცე­სია, გა­მო­ფიტ­ვას იწ­ვევს და სა­დღაც თავს გა­მო­ავ­ლენს. თუ ყო­ველ­თვის თავს ვი­კა­ვებ და ში­ნა­გა­ნი ემო­ცი­ე­ბი, რაც მაქვს, იმას ვთრგუ­ნავ, რე­ა­ლუ­რად არ გა­მო­მაქვს სა­აშ­კა­რა­ო­ზე, ეს ოდეს­ღაც ამო­ხეთ­ქავს. ამი­ტომ როცა პო­ლი­ტი­კო­სი ხარ, არ უნდა მი­ი­ღო ჩვე­უ­ლებ­რივ ამ­ბად და ასე­თი ძა­ლის­ხმე­ვე­ბი არ დაგ­ჭირ­დე­ბა.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხელოვნური ინტელექტი - მინუსები და პლუსები
ავტორი:

"ძალიან ემოციურია და დიდი ენერგია სჭირდებოდა თავშეკავებაზე..." - ფსიქოლოგი გადადგომის შესახებ კვირიკაშვილის გამოსვლას აფასებს

"ძალიან ემოციურია და დიდი ენერგია სჭირდებოდა თავშეკავებაზე..." - ფსიქოლოგი გადადგომის შესახებ კვირიკაშვილის გამოსვლას აფასებს

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას გადადგომის შესახებ არაერთგვაროვანი შეფასებები მოყვა. ზოგიერთისთვის, ბოლოდროინდელი მოვლენების ფონზე მისი განცხადება მოულოდნელი არ ყოფილა, ზოგიერთისთვის კი, გასაკვირი და უცხო ის აღმოჩნდა, რომ პრემიერმა გადადგომის შესახებ განცხადება, უემოციოდ, მშვიდად და ერთი შეხედვით, თითქოს კმაყოფილმაც გააკეთა.

საინტერესოა, რა ახსნა აქვთ სოციალურ ფსიქოლოგებს ამ ყველაფერზე და როგორ იშიფრება სხეულის ენით ექს-პრემიერის 13 ივნისის გამოსვლა. ამის შესახებ ფსიქოლოგ ზურა მხეიძეს ვკითხეთ:

"ემოციას მოკლებული ეს გამოსვლა იმიტომ იყო, რომ მისთვის უცხო და მოულოდნელი გადაწყვეტილება არ ყოფილა, ამაზე ისედაც მიდიოდა საუბარი. უბრალოდ, როდესაც ადამიანი რაღაც გზას ირჩევს და იმისკენ მიდის, მაშინ მშვიდდება. განცდა და ნერვიულობა კი მაშინ ეტყობა, როდესაც ჩამოყალიბებული არ არის. ამიტომ კვირიკაშვილის ისეთი გამოსვლა, როგორიც ვნახეთ, მოსალოდნელი იყო.

იხილეთ ვიდეო

რაც შეეხება იმას, რომ თითქოს კამაყოფილიც კი ჩანდა, ამაზე ასეთი პასუხი მაქვს: პრემიერ-მინისტრობა, როგორ გგონიათ, ადვილია? ამ ადამიანმა ცოტა რამ გადაიტანა? ცოტა სტრესი ჰქონდა? როგორ ფიქრობთ, კაცი იმ სიტუაციიდან გამოდიოდა, სადაც ეს სტრესი აღარ ექნებოდა და მგონი, გასაგები უნდა იყოს ყველაფერი. შეიძლება პირქით, ზედმეტად მშვიდადაც კი მოგჩვენებოდათ.

- ზოგადად როგორ შეაფასებთ მის სატელევიზიო გამოსვლებს 2 წლისა და 7 თვის მანძილზე?

- მისი გამოსვლებიდან გამომდინარე, ემოციური ადამიანია და მას თავის შეკავებაზე შეიძლება უფრო მეტი ძალისხმევა სჭირდებოდეს, ვიდრე სხვა პოლიტიკოსს. ვფიქრობ, მისთვის ცოტა უცხო უნდა იყოს პოლიტიკური გაიძვერობის საკითხებიც. ვინაიდან ეს მისთვის უცხოა, ამიტომ არის ასეთი, როგორიც არის. თუმცა პოლიტიკაში რომ მიდიხარ, თუ იმუნიტეტი არ გაქვს, ემოციებს ადვილად ჰყვები, იქ ყოფნა გაგიჭირდება. კი, ეს ნორმალურ და წესიერ ადამიანებს არ გამოსდით. როგორც ჩანს, უკვე ყოფილი პრემიერ-მინისტრი ძალიან ემოციურია და დიდი ენერგია სჭირდებოდა თავშეკავებაზე, ვიდრე შეიძლება სხვას დასჭირვებოდა.

პოლიტიკოსმა აპრიორში უნდა იცოდეს, რომ დარტყმებიც იქნება და კრიტიკაც, ზოგჯერ უსამართლო დამოკიდებულებებიც, რისთვისაც მზად უნდა იყო. ბევრი უკმაყოფილო იქნება, შეიძლება შენი ბრალეულობა არც იყოს, მაგრამ დაგაბრალონ. ამას პოლიტიკოსის მხრიდან გაძლება უნდა. თუ ასეთი ადამიანი არ ხარ და მით უმეტეს, პირველი პირი, მაშინ არ უნდა წახვიდე. თუ წახვალ, ამისთვის მზად უნდა იყო.

- მგონი, აკონტროლებდა, მაგრამ ის ცნობილი გაცხარება (პარლამენტში ნიკა მელიასთან მომხდარი ინციდენტი) მაინც გამოავლინა...

- კი, მაგრამ როცა დიდი ძალისხმევა გჭირდება თავშეკავებაზე, ემოცია ოდესღაც ამოხეთქავს. ეს ნებელობის ხარჯზე ხდება. როცა ძალიან ვცდილობ, ვაკონტროლო თავი, ხანდახან მაინც ჩნდება მომენტი, სადაც ვეღარ მოვითმენ. სხვათა შორის, ემოციის არგამოვლენა ავადმყოფობაშიც კი ვლინდება. მერე აქედან არის ინფარქტი, ინსულტი, კუჭის წყლული, რადგანაც ასეთ სტრესულ სიტუაციაში უდიდესი ძალისხმევაა საჭირო, ემოციებს არ აჰყვე.

- ე.ი. ემოციის შენიღბვა შეიძლება დაავადების გაჩენის რისკიც იყოს.

- კი, ემოცია ხომ ცვლის სიტუაციას. მისი გამოხატვა უკეთესი ვარიანტია. სტრესს საერთოდ უარყოფით კონტექსტში ვიხსენიებთ ხოლმე, მაგრამ თვითონ სტრესი დადებითიც კია. სტრესი რაღაცის გადასალახად ძალების მობილიზებას ნიშნავს. თუ ეს პერმანენტული პროცესია, გამოფიტვას იწვევს და სადღაც თავს გამოავლენს. თუ ყოველთვის თავს ვიკავებ და შინაგანი ემოციები, რაც მაქვს, იმას ვთრგუნავ, რეალურად არ გამომაქვს სააშკარაოზე, ეს ოდესღაც ამოხეთქავს. ამიტომ როცა პოლიტიკოსი ხარ, არ უნდა მიიღო ჩვეულებრივ ამბად და ასეთი ძალისხმევები არ დაგჭირდება.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები