პოლიტიკა
საზოგადოება

12

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დაკრძალვაზე მივიდა ის კაცი, დაიჩოქა და უთხრა: შენ სიკვდილი სიცოცხლეში გადამიცვალეო..." - ნატო ვაჩნაძის ტრაგიკული დაღუპვის უცნობ დეტალები
"დაკრძალვაზე მივიდა ის კაცი, დაიჩოქა და უთხრა: შენ სიკვდილი სიცოცხლეში გადამიცვალეო..." - ნატო ვაჩნაძის ტრაგიკული დაღუპვის უცნობ დეტალები

1904 წლის 14 ივ­ნისს, ვარ­შა­ვა­ში და­ი­ბა­და ნატო ვაჩ­ნა­ძე და 1953 წელს, სწო­რედ ამ დღეს ტრა­გი­კუ­ლად და­ი­ღუ­პა ავი­ა­კა­ტას­ტრო­ფა­ში, როცა მოს­კო­ვი­დან თბი­ლის­ში ბრუნ­დე­ბო­და...

ნატო ვაჩ­ნა­ძემ 25-წლი­ა­ნი კა­რი­ე­რის გან­მავ­ლო­ბა­ში 24 ფილმში მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. პირ­ვე­ლი კი­ნო­რო­ლი 1923 წელს მი­ი­ღო ფილმში "მა­მის მკვლე­ლი". 19 წლის ნატო კი­ნო­ში შემ­თხვე­ვი­თო­ბის წყა­ლო­ბით მოხ­ვდა, მას მსა­ხი­ო­ბო­ბა­ზე არას­დროს უოც­ნე­ბია. იმა­საც ამ­ბო­ბენ, რომ სა­ნამ ფილმში გა­და­ი­ღებ­დნენ ნატო ან­დრო­ნი­კაშ­ვი­ლი-ვაჩ­ნა­ძი­სა, კი­ნო­ში მხო­ლოდ ერთხელ იყო ნამ­ყო­ფი, ფილ­მის დას­რუ­ლე­ბამ­დე ვერც გაძ­ლო და დარ­ბა­ზი სე­ან­სის დას­რუ­ლე­ბამ­დე და­ტო­ვა. ამის მი­ზე­ზი კი ის იყო, რომ იმ დრო­ის მუნჯ ფილ­მებს სხი­ვი აკ­ლდათ... ამ დროს ნა­ტომ ჯერ კი­დევ არ იცო­და, რომ ამ სხივს ქარ­თულ კი­ნო­ში ის შე­მო­ი­ტან­და...

1923 წელს, რო­დე­საც მუნ­ჯი კი­ნოს ცნო­ბი­ლი რე­ჟი­სო­რი ამო ბეკ-ნა­ზა­რო­ვი ახა­ლი ფილ­მის­თვის მთა­ვა­რი რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბელს ეძებ­და, რუს­თა­ველ­ზე, იმ პე­რი­ოდ­ში სა­ხელ­გან­თქმუ­ლი ფო­ტოგ­რა­ფის, შიხ­მა­ნის სა­ხე­ლოს­ნოს ჩა­უ­ა­რა გვერ­დი, სა­დაც მისი ყუ­რა­დღე­ბა ქა­ლის ფო­ტომ მი­იქ­ცია. აღ­მოჩ­ნდა, რომ ქალ­მა ფოტო მე­უღ­ლეს­თან ერ­თად თბი­ლის­ში ყოფ­ნი­სას გა­და­ი­ღო, ფო­ტოს ასლი ფო­ტოგ­რაფ­მა და­ი­ტო­ვა და მოგ­ვი­ა­ნე­ბით ვიტ­რი­ნა­ში გა­მო­ფი­ნა. უც­ნო­ბი ქალი კი მე­უღ­ლეს­თან, თენ­გიზ ვაჩ­ნა­ძეს­თან ერ­თად (რომ­ლის გვარ­საც ვაჩ­ნა­ძე და­შო­რე­ბის შემ­დე­გაც, მთე­ლი ცხოვ­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ატა­რებ­და) მშობ­ლი­ურ რა­ი­ონ­ში, გურ­ჯა­ან­ში იყო წა­სუ­ლი.

ერთ-ერთ სა­ღა­მოს გურ­ჯა­ან­ში ნატო ვაჩ­ნა­ძის მშობ­ლე­ბის, ან­დრო­ნი­კაშ­ვი­ლე­ბის საგ­ვა­რე­უ­ლო სახ­ლში უც­ნო­ბი მა­მა­კა­ცი გა­მოჩ­ნდა - ის ფილ­მის მე­ო­რე რე­ჟი­სო­რი შაქ­რო ბე­რიშ­ვი­ლი გახ­ლდათ, რო­მელ­საც უც­ნო­ბი ქა­ლის მო­ძებ­ნა და­ე­ვა­ლა. კაცი ოჯა­ხის წევ­რებს გა­ეც­ნო, უთხრა რომ კი­თხვა-კი­თხვით მი­აგ­ნო მათ და რომ სე­რი­ო­ზუ­ლი შე­თა­ვა­ზე­ბა ჰქონ­და ახალ­გაზ­რდა გო­გო­ნას­თვის. ნა­ტომ წი­ნა­და­დე­ბა სი­ხა­რუ­ლით მი­ი­ღო, მისი მე­უღ­ლის მშობ­ლე­ბი წი­ნა­აღ­მდე­გე­ბი იყ­ვნენ, კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფი არა­სე­რი­ო­ზუ­ლად მი­აჩ­ნდათ, თუმ­ცა ისი­ნი და­ი­თან­ხმეს და 1923 წელს ნატო ვაჩ­ნა­ძის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით ეკ­რა­ნებ­ზე ორი ფილ­მი გა­მო­ვი­და. "მა­მის მკვლე­ლის" და "არ­სე­ნა ყა­ჩა­ღის" პრე­მი­ე­რის შემ­დეგ, მას უკვე ქუ­ჩა­ში ცნობ­დნენ. სულ ცოტა ხან­ში ნატო ვაჩ­ნა­ძე საბ­ჭო­თა ეკ­რა­ნის მე­გა­ვარ­სკვლა­ვი გახ­და...

Ambebi.ge-ს მკი­თხველს ვარ­სკვლავ მა­მი­დას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­სა და ამ დღის გან­სა­კუთ­რე­ბულ მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე, ნატო ვაჩ­ნა­ძის ძმის­შვი­ლი, მსა­ხი­ო­ბი კირა ან­დრო­ნი­კაშ­ვი­ლი უყ­ვე­ბა:

- ქალ­ბა­ტო­ნო კირა, რო­დე­საც მა­მი­დათ­ქვე­ნი ტრა­გი­კუ­ლად და­ი­ღუ­პა, თქვენ 8 წლის იყა­ვით, თუმ­ცა ამის მი­უ­ხე­და­ვად ბევ­რი რამ გახ­სოვთ მის შე­სა­ხებ, რო­გო­რი იყო ნატო ვაჩ­ნა­ძე ეკ­რანს მიღ­მა, რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში?

- მა­მი­და იყო არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი პი­როვ­ნე­ბა, ყვე­ლას გან­სა­კუთ­რე­ბით უყ­ვარ­და, იმი­ტომ რომ თა­ვად უყ­ვარ­და ადა­მი­ა­ნე­ბი, სა­ო­ცა­რი პო­პუ­ლა­რო­ბა ჰქონ­და. ქუ­ჩა­ში ისე ვერ გა­დი­ო­და, რომ არ გა­ე­ჩე­რე­ბი­ნათ სიყ­ვა­რუ­ლი არ გა­მო­ე­ხა­ტათ მის მი­მართ, ამით ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი იყო, უბ­რა­ლოდ ცხოვ­რობ­და, 3 შვილს მარ­ტო ზრდი­და, იყო კარ­გი დედა, მე­გო­ბა­რი, მე­ზო­ბე­ლი და ა.შ შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად თავ­საც უვ­ლი­და, მაგ­რამ ვარ­სკვლა­ვად არ და­დი­ო­და. მე გან­სა­კუთ­რე­ბულ სიყ­ვა­რულს და მზრუ­ვე­ლო­ბას ვგრძნობ­დი მის­გან, რად­გან ერთი გოგო ვი­ყა­ვი ამ­დენ ბი­ჭებ­ში. წარ­მო­იდ­გი­ნეთ ჩემი ძმა, სამი მა­მი­დაშ­ვი­ლი: თენ­გიზ ვაჩ­ნა­ძე, ელ­დარ და გი­ორ­გი შენ­გე­ლა­ი­ე­ბი და ერთი მე.

უნი­კა­ლუ­რი ფოტო: უმ­ცრო­სი კირა ან­დრო­ნი­კაშ­ვი­ლი მა­მი­დებ­თან, ნატო ვაჩ­ნა­ძეს­თან და კირა ან­დრო­ნი­კაშ­ვილ­თან ერ­თად.

რად­გან ოჯახ­ში ერთი გოგო ვი­ყა­ვი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მა­ნე­ბივ­რებ­და ნატო, ქუ­ჩა­ში რომ გავ­დი­ო­დით ერ­თად, ვერ აღ­ვიქ­ვამ­დი, რომ ვარ­სკვლა­ვი იყო, მიკ­ვირ­და ყვე­ლა რომ უყუ­რებ­და, ის ხომ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მა­მი­და იყო. კარ­გად მახ­სოვს რო­გორ მი­ხა­რო­და, როცა მუ­სი­კა­ლუ­რი სკო­ლის გა­მოც­დებ­ზე მომ­ყვე­ბო­და, ვფიქ­რობ­დი, მას­წა­ლე­ბე­ლი ნა­ტოს რომ და­ი­ნა­ხავს, ხუ­თი­ანს და­მი­წერს-მეთ­ქი. ერთხელ ხელი მოვ­ტე­ხე ოქ­რო­ყა­ნა­ში, მა­შინ­ვე ამო­ვი­და თა­ვი­სი "პა­ბე­დით" და წა­მიყ­ვა­ნა ათარ­ბე­გო­ვის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, რო­დე­საც მი­ვე­დით, ისე­თი ამ­ბა­ვი ატყდა ნა­ტოს იქ მის­ვლით, რომ ჩემი ხელი არა­ვის ახ­სოვ­და.

იცით, რომ ამ­ბო­ბენ სა­ხალ­ხო მსა­ხი­ო­ბი, ხომ არის წო­დე­ბაც სა­ხალ­ხო არ­ტის­ტის, ანი­ჭე­ბენ კი­დეც მსა­ხი­ო­ბებს ამ ტი­ტულს, მაგ­რამ მე არ მე­გუ­ლე­ბა მე­ო­რე მსა­ხი­ო­ბი, ვი­საც ხალ­ხის ასე­თი სიყ­ვა­რუ­ლი ჰქო­ნია.

ნატო ვაჩ­ნა­ძე შვი­ლებ­თან ერ­თად

- ბო­ლოს რო­დის ნა­ხეთ მა­მი­და, თუ გახ­სოვთ და რა სი­ტუ­ა­ცი­ა­ში?

- იცით, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ის­ტო­რი­აა ეს, ჩვე­ნი ბოლო შეხ­ვედ­რა 2 ივ­ნისს შედ­გა, მა­მა­ჩე­მის და­ბა­დე­ბის დღის მე­ო­რე დღე იყო, პირ­ველ­ში ვერ შეძ­ლო მოს­ვლა, ორში სახ­ლში ვი­ყა­ვით ყვე­ლა, სტუმ­რე­ბი არ გვყავ­და, რო­გორც ყო­ველ­თვის ღია გვქონ­და კარი და უცებ ქვე­მო­დან რა­ღაც ხმა­უ­რი და ჩოჩ­ქო­ლი შე­მოგ­ვეს­მა: ნატო მო­დის, ნატო მო­დის, ასე ხდე­ბო­და ხოლ­მე რო­დე­საც მო­დი­ო­და ჩვენ­თან - ყვე­ლა მე­ზო­ბე­ლი გა­რეთ იყო, ელო­დე­ბოდ­ნენ, რო­გორ ამო­ვი­დო­და ფე­ხით მე­ო­თხე სარ­თულ­ზე, რო­გორ გა­ჩერ­დე­ბო­და ყვე­ლა მათ­გან­თან, და­ე­ლა­პა­რა­კე­ბო­და მო­ი­კი­თხავ­და, ზოგ მათ­განს შე­იძ­ლე­ბა არც იც­ნობ­და, მაგ­რამ უყუ­რა­დღე­ბოდ არა­ვის და­ტო­ვებ­და. გა­და­ვი­ხე­დე ფან­ჯრი­დან და და­ვი­ნა­ხე რო­გორ უახ­ლოვ­დე­ბო­და ნატო ჩვენ სახ­ლს დიდი ია­სამ­ნე­ბის თა­ი­გუ­ლით... მახ­სოვს ფე­ხის ხმა, რო­გორ ამო­ვი­და, შე­მო­ვი­და და გვი­თხრა, სულ მე მოვ­დი­ვარ თქვენ­თან, ამის მერე თქვენ ია­რეთ ჩემ­თა­ნო, გაგ­ვი­ღი­მა, მა­მას მი­უ­ლო­ცა და­ბა­დე­ბის დღე, ჩაი და­ლი­ეს, ისა­უბ­რეს...

შემ­დეგ თქვა, დაღ­ლი­ლი ვარ ძა­ლი­ან, წა­მოვ­წვე­ბი ცოტა ხნი­თო, შე­ვი­და სა­ძი­ნე­ბელ­ში და წა­მოწ­ვა... ამ დროს დე­დამ და­მი­ძა­ხა და მი­თხრა: და­ი­მახ­სოვ­რე შენი მა­მი­დაო, შე­ვე­დი ოთახ­ში და იწვა, ჩას­ძი­ნე­ბო­და, ღა­მის ნა­თუ­რა ენთო ოთახ­ში და ნა­ტოს მთე­ლი სი­ლა­მა­ზე, პრო­ფი­ლი, თმე­ბი, წამ­წა­მე­ბი კე­დელ­ზე ირეკ­ლე­ბო­და ძა­ლი­ან ლა­მა­ზად! ეს მო­მენ­ტი მახ­სოვს - რო­გორ ვი­დე­ქი და ვაკ­ვირ­დე­ბო­დი მძი­ნა­რე მა­მი­დას. შემ­დეგ ჩუ­მად გა­მო­ვე­დი ოთა­ხი­დან, და­ახ­ლო­ე­ბით ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თი ეძი­ნა, სა­ნამ ჩვენ­გან წა­ვი­დო­და გვი­თხრა, მე მოს­კოვ­ში უნდა წა­ვი­დე, მაგ­რამ 14-ში აქ ვარო.

- და თქვენც ალ­ბათ გან­სა­კუთ­რე­ბით ელო­დე­ბო­დით მის ჩა­მოს­ვლას...

- დიახ, 14 რო­გორც კი გა­თენ­და დი­ლი­დან ვე­ლო­დე­ბო­დი, ჩემს მე­ო­რე მა­მი­დას­თან (ვის სა­ხელ­საც ვა­ტა­რებ), კი­რას­თან და­რე­კა, მა­ტა­რებ­ლის ბი­ლე­თი მაქვს აღე­ბუ­ლი, მაგ­რამ აე­რო­პორ­ტშიც გა­მო­ვივ­ლი, იქ­ნებ ვი­შო­ვო ბი­ლე­თიო. ელ­დარ­მა გა­ა­ცი­ლა, მი­ვი­და აე­რო­პორ­ტში, მაგ­რამ ბი­ლე­თე­ბი აღარ იყო, უკვე გა­მობ­რუ­ნე­ბას აპი­რებ­და, როცა შეხ­ვდა კაცი, რო­მელ­მაც უთხრა, მე და­გით­მობთ ჩემს ბი­ლეთს, უკან რო­გორ გა­გაბ­რუ­ნებ­თო და მის­ცა ბი­ლე­თი. სა­ში­ნე­ლი ჭექა-ქუ­ხი­ლი იყო იმ დღეს, მახ­სოვს დი­ლი­დან ფან­ჯრის რა­ფა­ზე ვი­ჯე­ქი, სა­ო­ცა­რი ცა იყო, შავი და წი­თე­ლი, ცე­ცხლის­ფე­რი ხა­ზე­ბი ჰქონ­და. ვი­ყუ­რე­ბო­დი ფან­ჯრი­დან და მე­ში­ნო­და, ვი­ცო­დი რომ ნატო მოფ­რი­ნავ­და. თვითმფრი­ნა­ვი სო­ხუმ­მა არ მი­ი­ღო, სა­ში­ნე­ლი ამინ­დის გამო. სა­მეგ­რე­ლო­ში, ნა­ტოს მე­უღ­ლის, უდი­დე­სი რე­ჟი­სო­რის ნი­კო­ლოზ შენ­გე­ლა­ი­ას სოფ­ლის მახ­ლობ­ლად გა­ნი­ცა­და ავი­ა­კა­ტას­ტრო­ფა... ჩემი მა­მი­და კირა, რო­მელ­მაც გა­და­სახ­ლე­ბა, უამ­რა­ვი ტან­ჯვა გა­და­ი­ტა­ნა, თა­ვი­სი დის ამო­საც­ნო­ბად წა­ვი­და. პა­ტა­რა საგ­ვა­რე­უ­ლო ბეჭ­დით იცნო ხე­ლის ნა­წი­ლი და სხე­უ­ლის სხვა ნა­წი­ლე­ბი.

ძა­ლი­ან მძი­მე დღეა ჩემ­თვის 14 ივ­ნი­სი, ბავ­შვზე ხომ გან­სა­კუთ­რე­ბით მოქ­მე­დებს ყვე­ლა­ფე­რი, ასე ჩამ­რჩა გულ­ში, ის რომ დამ­პირ­და მა­მი­და, ჩემს და­ბა­დე­ბის დღე­ზე აუ­ცი­ლებ­ლად თბი­ლის­ში იქ­ნე­ბო­და და ვე­ღარ დაბ­რუნ­და. დი­დუ­ბე­ში, დაკ­რძალ­ვა­ზე ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი მო­ვი­და, მე სი­ცხე მქონ­და სტრე­სის­გან. მხო­ლოდ რო­დე­საც ას­ვე­ნებ­დნენ, მა­შინ მი­მიყ­ვა­ნეს პან­თე­ონ­ში ცოტა ხნით. დე­დამ მო­მიყ­ვა, რომ დაკ­რძალ­ვი­სას იქ მი­ვი­და კაცი, რო­მელ­მაც ნა­ტოს და­უთ­მო ბი­ლე­თი, და­ი­ჩო­ქა და უთხრა: შენ მე სიკ­ვდი­ლი სი­ცო­ცხლე­ში გა­და­მიც­ვა­ლეო. ნა­ტოს­თან ერ­თად ამ თვითმფრი­ნავ­ში ბევ­რი ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა, ახალ­გაზ­რდე­ბი, იქ იყო წყვი­ლიც, რო­მე­ლიც სა­ქორ­წი­ლო მოგ­ზა­უ­რო­ბი­დან ბრუნ­დე­ბო­და, მაგ­რამ ამ კა­ტას­ტრო­ფას შე­ე­წი­რა. ყო­ველ 14 ივ­ნისს ვუხ­დი პა­რაკ­ლისს და ამის შემ­დეგ მივ­დი­ვარ პან­თე­ონ­ში, ფიქ­რებ­ში სულ ჩემ­თან არის, მის შე­სა­ხებ მო­გო­ნე­ბებს კი ყო­ველ­თვის გუ­ლით ვა­ტა­რებ.

ფო­ტო­ე­ბი: ეროვ­ნუ­ლი ფო­ტო­მა­ტი­ა­ნე, მფლო­ბე­ლი - ელ­დარ შენ­გე­ლა­ია

ავ­ტო­რი: ზაურ მი­რი­ა­ნაშ­ვი­ლი

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ობიექტური
0

და მაინც კი იყო ჭექა ქუხილი, მაგრამ ისეთი მტარვალი ქვეყანა ააშენა ჩვენმა "გენიამ" რომ სულ ეჭვი ეპარება ადამიანების დიდ ნაწილს რომ ნატო უბრალოდ მოიშორეს. რაღაცა ბევრი იცოდა. ვაჩნაძე აქტიურად ცდილობდა დაებრუნებია ჩვენი ემიგრანტები და გულწრფელად სჯეროდა რასაც აკეთბდა! დაბრუნებულ ემიგრანტებს კი სადგურიდანვე "ნაბიჯი უკან, ბარგიდან" უბრძანედნენ და მერე "ყაზახისტანში "უშვებდნენ! ხოდა! ამას მძიმედ განიცდიდა და წუხდა ნატო და თავისებურად ცდილობდა ამის გამოსწორებას!. და.უშედეგოდ ...

Edika
25

ვინც ბილეთი დაუთმო იყო დავით ბაბუნაშვილი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"დაკრძალვაზე მივიდა ის კაცი, დაიჩოქა და უთხრა: შენ სიკვდილი სიცოცხლეში გადამიცვალეო..." - ნატო ვაჩნაძის ტრაგიკული დაღუპვის უცნობ დეტალები

"დაკრძალვაზე მივიდა ის კაცი, დაიჩოქა და უთხრა: შენ სიკვდილი სიცოცხლეში გადამიცვალეო..." - ნატო ვაჩნაძის ტრაგიკული დაღუპვის უცნობ დეტალები

1904 წლის 14 ივნისს, ვარშავაში დაიბადა ნატო ვაჩნაძე და 1953 წელს, სწორედ ამ დღეს ტრაგიკულად დაიღუპა ავიაკატასტროფაში, როცა მოსკოვიდან თბილისში ბრუნდებოდა...

ნატო ვაჩნაძემ 25-წლიანი კარიერის განმავლობაში 24 ფილმში მიიღო მონაწილეობა. პირველი კინოროლი 1923 წელს მიიღო ფილმში "მამის მკვლელი". 19 წლის ნატო კინოში შემთხვევითობის წყალობით მოხვდა, მას მსახიობობაზე არასდროს უოცნებია. იმასაც ამბობენ, რომ სანამ ფილმში გადაიღებდნენ ნატო ანდრონიკაშვილი-ვაჩნაძისა, კინოში მხოლოდ ერთხელ იყო ნამყოფი, ფილმის დასრულებამდე ვერც გაძლო და დარბაზი სეანსის დასრულებამდე დატოვა. ამის მიზეზი კი ის იყო, რომ იმ დროის მუნჯ ფილმებს სხივი აკლდათ... ამ დროს ნატომ ჯერ კიდევ არ იცოდა, რომ ამ სხივს ქართულ კინოში ის შემოიტანდა...

1923 წელს, როდესაც მუნჯი კინოს ცნობილი რეჟისორი ამო ბეკ-ნაზაროვი ახალი ფილმისთვის მთავარი როლის შემსრულებელს ეძებდა, რუსთაველზე, იმ პერიოდში სახელგანთქმული ფოტოგრაფის, შიხმანის სახელოსნოს ჩაუარა გვერდი, სადაც მისი ყურადღება ქალის ფოტომ მიიქცია. აღმოჩნდა, რომ ქალმა ფოტო მეუღლესთან ერთად თბილისში ყოფნისას გადაიღო, ფოტოს ასლი ფოტოგრაფმა დაიტოვა და მოგვიანებით ვიტრინაში გამოფინა. უცნობი ქალი კი მეუღლესთან, თენგიზ ვაჩნაძესთან ერთად (რომლის გვარსაც ვაჩნაძე დაშორების შემდეგაც, მთელი ცხოვრების განმავლობაში ატარებდა) მშობლიურ რაიონში, გურჯაანში იყო წასული.

ერთ-ერთ საღამოს გურჯაანში ნატო ვაჩნაძის მშობლების, ანდრონიკაშვილების საგვარეულო სახლში უცნობი მამაკაცი გამოჩნდა - ის ფილმის მეორე რეჟისორი შაქრო ბერიშვილი გახლდათ, რომელსაც უცნობი ქალის მოძებნა დაევალა. კაცი ოჯახის წევრებს გაეცნო, უთხრა რომ კითხვა-კითხვით მიაგნო მათ და რომ სერიოზული შეთავაზება ჰქონდა ახალგაზრდა გოგონასთვის. ნატომ წინადადება სიხარულით მიიღო, მისი მეუღლის მშობლები წინააღმდეგები იყვნენ, კინემატოგრაფი არასერიოზულად მიაჩნდათ, თუმცა ისინი დაითანხმეს და 1923 წელს ნატო ვაჩნაძის მონაწილეობით ეკრანებზე ორი ფილმი გამოვიდა. "მამის მკვლელის" და "არსენა ყაჩაღის" პრემიერის შემდეგ, მას უკვე ქუჩაში ცნობდნენ. სულ ცოტა ხანში ნატო ვაჩნაძე საბჭოთა ეკრანის მეგავარსკვლავი გახდა...

Ambebi.ge-ს მკითხველს ვარსკვლავ მამიდასთან ურთიერთობასა და ამ დღის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე, ნატო ვაჩნაძის ძმისშვილი, მსახიობი კირა ანდრონიკაშვილი უყვება:

- ქალბატონო კირა, როდესაც მამიდათქვენი ტრაგიკულად დაიღუპა, თქვენ 8 წლის იყავით, თუმცა ამის მიუხედავად ბევრი რამ გახსოვთ მის შესახებ, როგორი იყო ნატო ვაჩნაძე ეკრანს მიღმა, რეალურ ცხოვრებაში?

- მამიდა იყო არაჩვეულებრივი პიროვნება, ყველას განსაკუთრებით უყვარდა, იმიტომ რომ თავად უყვარდა ადამიანები, საოცარი პოპულარობა ჰქონდა. ქუჩაში ისე ვერ გადიოდა, რომ არ გაეჩერებინათ სიყვარული არ გამოეხატათ მის მიმართ, ამით ძალიან ბედნიერი იყო, უბრალოდ ცხოვრობდა, 3 შვილს მარტო ზრდიდა, იყო კარგი დედა, მეგობარი, მეზობელი და ა.შ შეძლებისდაგვარად თავსაც უვლიდა, მაგრამ ვარსკვლავად არ დადიოდა. მე განსაკუთრებულ სიყვარულს და მზრუველობას ვგრძნობდი მისგან, რადგან ერთი გოგო ვიყავი ამდენ ბიჭებში. წარმოიდგინეთ ჩემი ძმა, სამი მამიდაშვილი: თენგიზ ვაჩნაძე, ელდარ და გიორგი შენგელაიები და ერთი მე.

უნიკალური ფოტო: უმცროსი კირა ანდრონიკაშვილი მამიდებთან, ნატო ვაჩნაძესთან და კირა ანდრონიკაშვილთან ერთად.

რადგან ოჯახში ერთი გოგო ვიყავი განსაკუთრებულად მანებივრებდა ნატო, ქუჩაში რომ გავდიოდით ერთად, ვერ აღვიქვამდი, რომ ვარსკვლავი იყო, მიკვირდა ყველა რომ უყურებდა, ის ხომ ჩვეულებრივი მამიდა იყო. კარგად მახსოვს როგორ მიხაროდა, როცა მუსიკალური სკოლის გამოცდებზე მომყვებოდა, ვფიქრობდი, მასწალებელი ნატოს რომ დაინახავს, ხუთიანს დამიწერს-მეთქი. ერთხელ ხელი მოვტეხე ოქროყანაში, მაშინვე ამოვიდა თავისი "პაბედით" და წამიყვანა ათარბეგოვის ქუჩაზე მდებარე საავადმყოფოში, როდესაც მივედით, ისეთი ამბავი ატყდა ნატოს იქ მისვლით, რომ ჩემი ხელი არავის ახსოვდა.

იცით, რომ ამბობენ სახალხო მსახიობი, ხომ არის წოდებაც სახალხო არტისტის, ანიჭებენ კიდეც მსახიობებს ამ ტიტულს, მაგრამ მე არ მეგულება მეორე მსახიობი, ვისაც ხალხის ასეთი სიყვარული ჰქონია.

ნატო ვაჩნაძე შვილებთან ერთად

- ბოლოს როდის ნახეთ მამიდა, თუ გახსოვთ და რა სიტუაციაში?

- იცით, ძალიან საინტერესო ისტორიაა ეს, ჩვენი ბოლო შეხვედრა 2 ივნისს შედგა, მამაჩემის დაბადების დღის მეორე დღე იყო, პირველში ვერ შეძლო მოსვლა, ორში სახლში ვიყავით ყველა, სტუმრები არ გვყავდა, როგორც ყოველთვის ღია გვქონდა კარი და უცებ ქვემოდან რაღაც ხმაური და ჩოჩქოლი შემოგვესმა: ნატო მოდის, ნატო მოდის, ასე ხდებოდა ხოლმე როდესაც მოდიოდა ჩვენთან - ყველა მეზობელი გარეთ იყო, ელოდებოდნენ, როგორ ამოვიდოდა ფეხით მეოთხე სართულზე, როგორ გაჩერდებოდა ყველა მათგანთან, დაელაპარაკებოდა მოიკითხავდა, ზოგ მათგანს შეიძლება არც იცნობდა, მაგრამ უყურადღებოდ არავის დატოვებდა. გადავიხედე ფანჯრიდან და დავინახე როგორ უახლოვდებოდა ნატო ჩვენ სახლს დიდი იასამნების თაიგულით... მახსოვს ფეხის ხმა, როგორ ამოვიდა, შემოვიდა და გვითხრა, სულ მე მოვდივარ თქვენთან, ამის მერე თქვენ იარეთ ჩემთანო, გაგვიღიმა, მამას მიულოცა დაბადების დღე, ჩაი დალიეს, ისაუბრეს...

შემდეგ თქვა, დაღლილი ვარ ძალიან, წამოვწვები ცოტა ხნითო, შევიდა საძინებელში და წამოწვა... ამ დროს დედამ დამიძახა და მითხრა: დაიმახსოვრე შენი მამიდაო, შევედი ოთახში და იწვა, ჩასძინებოდა, ღამის ნათურა ენთო ოთახში და ნატოს მთელი სილამაზე, პროფილი, თმები, წამწამები კედელზე ირეკლებოდა ძალიან ლამაზად! ეს მომენტი მახსოვს - როგორ ვიდექი და ვაკვირდებოდი მძინარე მამიდას. შემდეგ ჩუმად გამოვედი ოთახიდან, დაახლოებით ნახევარი საათი ეძინა, სანამ ჩვენგან წავიდოდა გვითხრა, მე მოსკოვში უნდა წავიდე, მაგრამ 14-ში აქ ვარო.

- და თქვენც ალბათ განსაკუთრებით ელოდებოდით მის ჩამოსვლას...

- დიახ, 14 როგორც კი გათენდა დილიდან ველოდებოდი, ჩემს მეორე მამიდასთან (ვის სახელსაც ვატარებ), კირასთან დარეკა, მატარებლის ბილეთი მაქვს აღებული, მაგრამ აეროპორტშიც გამოვივლი, იქნებ ვიშოვო ბილეთიო. ელდარმა გააცილა, მივიდა აეროპორტში, მაგრამ ბილეთები აღარ იყო, უკვე გამობრუნებას აპირებდა, როცა შეხვდა კაცი, რომელმაც უთხრა, მე დაგითმობთ ჩემს ბილეთს, უკან როგორ გაგაბრუნებთო და მისცა ბილეთი. საშინელი ჭექა-ქუხილი იყო იმ დღეს, მახსოვს დილიდან ფანჯრის რაფაზე ვიჯექი, საოცარი ცა იყო, შავი და წითელი, ცეცხლისფერი ხაზები ჰქონდა. ვიყურებოდი ფანჯრიდან და მეშინოდა, ვიცოდი რომ ნატო მოფრინავდა. თვითმფრინავი სოხუმმა არ მიიღო, საშინელი ამინდის გამო. სამეგრელოში, ნატოს მეუღლის, უდიდესი რეჟისორის ნიკოლოზ შენგელაიას სოფლის მახლობლად განიცადა ავიაკატასტროფა... ჩემი მამიდა კირა, რომელმაც გადასახლება, უამრავი ტანჯვა გადაიტანა, თავისი დის ამოსაცნობად წავიდა. პატარა საგვარეულო ბეჭდით იცნო ხელის ნაწილი და სხეულის სხვა ნაწილები.

ძალიან მძიმე დღეა ჩემთვის 14 ივნისი, ბავშვზე ხომ განსაკუთრებით მოქმედებს ყველაფერი, ასე ჩამრჩა გულში, ის რომ დამპირდა მამიდა, ჩემს დაბადების დღეზე აუცილებლად თბილისში იქნებოდა და ვეღარ დაბრუნდა. დიდუბეში, დაკრძალვაზე ძალიან ბევრი ადამიანი მოვიდა, მე სიცხე მქონდა სტრესისგან. მხოლოდ როდესაც ასვენებდნენ, მაშინ მიმიყვანეს პანთეონში ცოტა ხნით. დედამ მომიყვა, რომ დაკრძალვისას იქ მივიდა კაცი, რომელმაც ნატოს დაუთმო ბილეთი, დაიჩოქა და უთხრა: შენ მე სიკვდილი სიცოცხლეში გადამიცვალეო. ნატოსთან ერთად ამ თვითმფრინავში ბევრი ადამიანი დაიღუპა, ახალგაზრდები, იქ იყო წყვილიც, რომელიც საქორწილო მოგზაურობიდან ბრუნდებოდა, მაგრამ ამ კატასტროფას შეეწირა. ყოველ 14 ივნისს ვუხდი პარაკლისს და ამის შემდეგ მივდივარ პანთეონში, ფიქრებში სულ ჩემთან არის, მის შესახებ მოგონებებს კი ყოველთვის გულით ვატარებ.

ფოტოები: ეროვნული ფოტომატიანე, მფლობელი - ელდარ შენგელაია

ავტორი: ზაურ მირიანაშვილი