პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბაღებში ახალი სასწავლო წლისათვის აღსაზრდელთა რეგისტრაცია ორ ეტაპად მოხდება
ბაღებში ახალი სასწავლო წლისათვის აღსაზრდელთა რეგისტრაცია ორ ეტაპად მოხდება

თბი­ლი­სის სა­ბავ­შვო ბა­ღებ­ში ახა­ლი სას­წავ­ლო წლი­სათ­ვის აღ­საზ­რდლე­თა რე­გის­ტრა­ცია ორ ეტა­პად, 18 ივ­ნისს და 22 ივ­ნისს მოხ­დე­ბა, – ამის შე­სა­ხებ დღეს თბი­ლი­სის ბაგა–ბა­ღე­ბის მარ­თვის სა­ა­გენ­ტო­ში სა­ა­გენ­ტოს ხელ­მძღვა­ნელ­მა კა­ხა­ბერ გვან­ცე­ლა­ძემ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, 2018–2019 წლის­თვის აღ­საზ­რდელ­თა რე­გის­ტრა­ცი­ის პირ­ვე­ლი ეტა­პი 18 ივ­ნისს, 12:00 სა­ათ­ზე და­ი­წყე­ბა. აღ­ნიშ­ნულ დღეს რე­გის­ტრა­ცი­ას გა­ივ­ლი­ან სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი 100 000 და­ბა­ლი ქუ­ლის მქო­ნე ოჯა­ხე­ბის შვი­ლე­ბი, ჩვილ ბავ­შვთა სახ­ლის ბე­ნე­ფი­ცი­ა­რე­ბი, სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე ბავ­შვე­ბი, იმ ოჯა­ხე­ბის ბავ­შვე­ბი, რო­მელ­თა დედ­მა­მიშ­ვი­ლე­ბი სკო­ლამ­დელ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში უკვე არი­ან და­რე­გის­ტი­რე­ბუ­ლი და ასე­ვე 2015 წლის 13–14 ივ­ნისს თბი­ლის­ში მომ­ხდა­რი წყალ­დი­დო­ბის შე­დე­გად და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ოჯა­ხე­ბის ბავ­შვე­ბი.

გვან­ცე­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, სა­ყო­ველ­თაო რე­გის­ტრა­ცია და­ი­წყე­ბა 22 ივ­ნისს, 12:00 სა­ათ­ზე, რომ­ლის დრო­საც ყვე­ლა აღ­საზ­რდე­ლის რე­გის­ტრა­ცია მოხ­დე­ბა.

„წინა წელ­თან შე­და­რე­ბით 3 000–ზე მეტი აღ­საზ­რდე­ლის რე­გის­ტრა­ცი­ას შევ­ძლებთ. წელს სულ თბი­ლი­სის ბაგა–ბა­ღებ­ში 15 000–მდე აღ­საზ­რდე­ლის რე­გის­ტრა­ცია იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი, შე­მოდ­გო­მა­ზე 9 ახა­ლი სა­ბავ­შვო ბაღი გა­იხ­სნე­ბა, ორ ბაგა–ბა­ღას კი ახა­ლი თა­ნა­მედ­რო­ვე სტან­დარ­ტე­ბის კორ­პუ­სი შე­ე­მა­ტე­ბა“, – გა­ნა­ცხა­და გვან­ცე­ლა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, ახალ ბა­ღებს უკვე მი­ე­ნი­ჭათ ნომ­რე­ბი, კერ­ძოდ ნა­ძა­ლა­დე­ვის რა­ი­ონ­ში, ხე­ხილ–სა­ნერ­გე მე­ურ­ნე­ო­ბის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე იფუნ­ქცი­ო­ნი­რებს #49 სა­ბავ­შვო ბაღი, სო­ფელ დი­ღომ­ში – #67, დიდი დიღ­მის მე­სა­მე მიკ­რო­რა­ი­ონ­ში – #73, სო­ფელ გლ­დან­ში – #53, გლ­და­ნის მე­სა­მე მიკ­რო­რა­ი­ონ­ში – #57, ნუ­ცუ­ბი­ძის IV მიკ­რო­რა­ი­ონ­ში – #44; წყნეთ­ში – #118; დი­დუ­ბის რა­ი­ონ­ში, ზუგ­დი­დის ქუჩა #3–ში – #38, ჩუ­ღუ­რე­თის რა­ი­ონ­ში, პა­ლი­ას­ტო­მის ქუ­ჩა­ზე კი – #68.

სულ თბი­ლის­ში ამ მო­მენ­ტის­თვის 171 ბაღი ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს, სა­დაც 61 500 აღ­საზ­რდე­ლია და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი.

ბაღებში ახალი სასწავლო წლისათვის აღსაზრდელთა რეგისტრაცია ორ ეტაპად მოხდება

ბაღებში ახალი სასწავლო წლისათვის აღსაზრდელთა რეგისტრაცია ორ ეტაპად მოხდება

თბილისის საბავშვო ბაღებში ახალი სასწავლო წლისათვის აღსაზრდლეთა რეგისტრაცია ორ ეტაპად, 18 ივნისს და 22 ივნისს მოხდება, – ამის შესახებ დღეს თბილისის ბაგა–ბაღების მართვის სააგენტოში სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, 2018–2019 წლისთვის აღსაზრდელთა რეგისტრაციის პირველი ეტაპი 18 ივნისს, 12:00 საათზე დაიწყება. აღნიშნულ დღეს რეგისტრაციას გაივლიან სოციალურად დაუცველი 100 000 დაბალი ქულის მქონე ოჯახების შვილები, ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები, იმ ოჯახების ბავშვები, რომელთა დედმამიშვილები სკოლამდელ დაწესებულებაში უკვე არიან დარეგისტირებული და ასევე 2015 წლის 13–14 ივნისს თბილისში მომხდარი წყალდიდობის შედეგად დაზარალებული ოჯახების ბავშვები.

გვანცელაძის განცხადებით, საყოველთაო რეგისტრაცია დაიწყება 22 ივნისს, 12:00 საათზე, რომლის დროსაც ყველა აღსაზრდელის რეგისტრაცია მოხდება.

„წინა წელთან შედარებით 3 000–ზე მეტი აღსაზრდელის რეგისტრაციას შევძლებთ. წელს სულ თბილისის ბაგა–ბაღებში 15 000–მდე აღსაზრდელის რეგისტრაცია იქნება შესაძლებელი, შემოდგომაზე 9 ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნება, ორ ბაგა–ბაღას კი ახალი თანამედროვე სტანდარტების კორპუსი შეემატება“, – განაცხადა გვანცელაძემ.

მისივე თქმით, ახალ ბაღებს უკვე მიენიჭათ ნომრები, კერძოდ ნაძალადევის რაიონში, ხეხილ–სანერგე მეურნეობის ტერიტორიაზე იფუნქციონირებს #49 საბავშვო ბაღი, სოფელ დიღომში – #67, დიდი დიღმის მესამე მიკრორაიონში – #73, სოფელ გლდანში – #53, გლდანის მესამე მიკრორაიონში – #57, ნუცუბიძის IV მიკრორაიონში – #44; წყნეთში – #118; დიდუბის რაიონში, ზუგდიდის ქუჩა #3–ში – #38, ჩუღურეთის რაიონში, პალიასტომის ქუჩაზე კი – #68.

სულ თბილისში ამ მომენტისთვის 171 ბაღი ფუნქციონირებს, სადაც 61 500 აღსაზრდელია დარეგისტრირებული.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ