ბათუმში 4 წლის ბავშვის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
არსებული ინფორმაციით, ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილის მიმდებარე დასახლებაში, მცირეწლოვანი ბავშვი ოჯახის ახლობელმა მოკლა.
როგორც AMBEBI.GE-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობას გულისხმობს.